განაჩენი

სისხლის სამართლის 14.05.2019
საქმის ნომერი
110100118002314953
ინსტანცია
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-81-2019 წელი

№110100118002314953

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

6 მარტი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – კობა სირაძის,ადვოკატის – მიხეილ ხუსკივაძის,გამართლებულის – ტ------– გ--------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ტ------– გ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ტ------– გ--------ე, დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ზ-------------------------------–--------ში, ზესტაფონის რა-იონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაუ-ლოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2014 წლის სექტემბრის თვის და 2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდები), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდით), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდით) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში.

aRwerilobiTi nawili:

ტ------– გ--------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2014 წლის სექტემბრის თვის და 2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდები);

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი);

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდი);

– ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გა-მოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდი).

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ზ------------------------------–--------ში მცხოვრები ტ------– გ--------ე და ს--–---- ს-----–--ე, 2014 წლის თებერვალში დაქორწინდნენ. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი - ი-–-- გ--------ე. 2014 წლის სექტემბერში (ზუსტი დრო დაუდგე-ნელია), ზ------------------------------–--------ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, ტ------– გ--------ემ, ორსულ მეუღლეს, ს--–---- ს-----–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ამ უკანასკნელს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, ხოლო ძალადობის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივი-ლი და ტანჯვა. ასევე, 2017 წლის აგვისტოს თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ------------------------------–--------ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ტ------– გ--------ემ, მეუღლეს, ს--–---- ს-----–--ეს რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში. ძალადობის შედეგად, ს--–---- ს-----–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილი ი-–-- გ--------ე.

2017 წლის დეკემბრის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ------------------------------–--------ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გა-მო, ტ------– გ--------ემ, მეუღლეს, ს--–---- ს-----–--ეს ერთხელ გაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში. ძალადობის შედეგად, ს--–---- ს-----–--ემ განიცადა ძლიერი ფი-ზიკური ტკივილი და ტანჯვა.

2017 წლის დეკემბრის ბოლოს (ზუსტი დრო დაუდგენელია), ზ------------------------------–--------ში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ტ------– გ--------ემ, მეუღლეს, ს--–---- ს-----–--ეს, რამდენჯერმე დაარტყა მუჭი სახეში, ასევე, რამდენჯერმე დაარტყა ფეხი ორივე ფეხისა და მუცლის არეში. ძალადობის შედეგად, ს--–---- ს-----–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ყოველივე აღნიშნულს შეესწრო მათი არა-სრულწლოვანი შვილი ი-–-- გ--------ე.

2018 წლის 6 იანვარს, ტ------– გ--------ე, მეუღლესთან ს--–---- ს-----–--ესთან და არა-სრულწლოვან ი-–-- გ--------ესთან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა ზ----------–------------–----------- მცხოვრებ დასთან - თ----- გ--------ესთან, სადაც, მოწვეულ სტუმ-რებთან ერთად, აღნიშნავდნენ თ----- გ--------ის შვილის დაბადებას. სუფრაზე ყოფნი-სას, ტ------–მა მიიღო ალკოჰოლური სასმელი და მოგვიანებით, როდესაც ს--–---- ს-----–--ე ავიდა სახლის მეორე სართულზე ტანსაცმლის გამოსაცვლელად, ტ------– გ--------ეც აჰყვა მას. ოთახში ყოფნისას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძლიერად უბიძგა ხელი, წააქცია საწოლზე, სახეში დაარტყა მუშტი და სანთებელას რკინის დეტა-ლი დაადო ყელის არეში. ხმაურზე, ოთახში შევიდა მასპინძელი ოჯახის წევრი - მ----- ფ-----ე, რა დროსაც, ტ------– გ--------ემ, ს--–---- ს-----–--ეს გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში. ს--–---- ს-----–--ე შეეცადა გასცლოდა მოძალადე მეუღლეს, რის გამოც ჩავიდა სახლის პირველ სართულზე, სადაც, ასევე, ჩავიდა ტ------– გ--------ე, რომელიც მეუღლეს თხოვდა გარეთ გასვლას. უარის მიღებით განაწყენებულმა ტ------– გ--------ემ, მეუღლეს - ს--–---- ს-----–--ეს, მათი არასრულწლოვანი შვილის - ი-–-- გ--------ის თანდასწრებით, საჩვენებელი თითი ჩაარტყა მარჯვენა თვალის არეში. თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად, ს--–---- ს-----–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ტ------– გ--------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2014 წლის სექტემბრის თვის და 2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდები), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდით), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდით) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებებში.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა კობა სირაძემ, რომელიც ითხოვს ტ------– გ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის დამნაშავედ ცნობას საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2014 წლის სექტემბრის თვის და 2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდები), 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდით), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდით) და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდით) და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ მოწმე მ----- ფ-----ის განმარტებით 2018 წლის 6 იანვარს გაიგონა მასთან სახლში სტუმრად მყოფ ტ------– გ--------ეს მისი მეუღლე ს--–---- ს-----–--ე როგორ უყვიროდა თავი დამანებეო, ასევე გაიგონა ბრახუნის ხმა. აღნიშნულის გამო შევიდა ოთახში და დაინახა, რომ ს--–---- იწვა ზურგით საწოლეზე, მასთან ახლოს იდგა მისი მეუღლე ტ------– გ--------ე, რომელიც დედას აგინებდა სა-ლომეს და ლანძღავდა, ამავდროულად ტ------–მა გაშლილი ხელი ჩაარტყა ს--–----ს სა-ხეში, შემდეგ ჩადგა (მ----- ფ-----ე) მათ შორი., ამის შემდეგ ორივე ჩამოიყვანა პირველ სართულზე მისაღებ ოთახში, სადაც ტ------–ი კვლავ განაგრძობდა ს--–----ს ლანძღვას. ტ------–ს და ს--–----ს თან ახლდათ მათი ოთხი წლის შვილი ი-–-- გ--------ე, რომე-ლიც მისაღებ ოთახში იყო. სიტყვიერი შურაცხყოფის დროს ტ------–ი უცებ მიუახლოვ-და ს--–----ს და მთელი ძალით მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი ჩაარტყა თვალში, ამ ყველაფერს შეესწრო ს--–----ს და ტ------–ის შვილი 4 წლის ი-–-- გ--------ე, ს--–----- თვალზე აიფარა ხელი და ყვიროდა თვალში ვეღარ ვხედავო, ტ------–ი ამ დროის განმავლობაში კვლავ განაგრძობდა ს--–----ს ლანძღვა გინებას.

მოწმე მ--–----- ფ-----ის განმარტებით 2018 წლის 06 იანვარს მასთან სახლში სტუმრად მყოფი ტ------– გ--------ე სასტუმრო ოთახში, სადაც იმყოფებოდნენ მ----- ფ-----ე, ტ------– გ--------ე და მისი მეუღლე ს--–---- ს-----–--ე, ასევე მათი არასრულწლოვანი შვილი ი-–-- გ--------ე, ხმამაღლა იგინებოდა და იწევდა ს--–---- ს-----–--ისაკენ. ამ დროს ს--–---- იჯდა დივანზე, თვალზე ხელი ჰქონდა აფარებული და ტიროდა. მოგვი-ანებით გაიგო, რომ სუფრის დასრულების შემდეგ სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელო თახში ტ------–ს ჩხუბი დაუწყია ს--–----სთვის და მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ყვირილის ხმაზე მ----- ფ-----ე შესულა მათ ოთახში და უნახავს, რომ ტ------–ს ნაცემი ყოლია ს--–----, რის გამოც ს--–---- ჩაუყვანია პირველ სართულზე, სადაც ტ------–იც ჩასულა და თვალში ჩაურტყამს ხელი ს--–----სთვის.

მოწმე დ-------- ს-----–--ის განმარტებით 2017 წლის დეკემბრის თვის ბოლო რიცხვებ-ში, ზუსტად რიცხვი არ ახსოვს ტ------– გ--------ე და მისი მეუღლე ს--–---- ს-----–--ე წაიყვანა სტუმრად სოფელ მ--------------ში ს--–----ს ბიძის ოჯახში, სადაც გაიშალა სუ-ფრა, რომლის დასრულების შემდეგ ტ------–ი და ს--–---- მიიყვანა სახლში. რამოდე-ნიმე ხანში მას ტელეფონზე დაურეკა ს--–---- ს-----–--ემ, რომელმაც უთხრა, რომ მიბრუნებულიყო მათთან ოჯახში, რადგან ტ------–ი ეჩხუბებოდა. ადგილზე მისვლი-სას ს--–---- დახვდა ატირებულ მდგომარეობაში და განუმარტა, რომ ტ------–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცემა. აღნიშნული ტ------–მაც დაუდასტურა და შეურაცხ-ყოფის მიზეზად დაასახელა ს--–----ს ჯიუტი ხასიათი.

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ჰქონდა პირდაპირი მტკიცებულებები, კერძოდ ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტ-ყუარად დასტურდება ს--–---- ს-----–--ის მიმართ ტ------– გ--------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ტ------– გ--------ის ინეტერსების დამცველმა ადვოკატმა მიხეილ ხუსკივაძემ, რომელიც შესაგებლით ით-ხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებლეს, პროკურორ კობა სირაძეს, რომელიც ითხოვს ტ------– გ--------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

– გამართლებულ ტ------– გ-------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მიხეილ ხუსკივაძეს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებუ-ლად, სამართლიანად და ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკ-მაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განა-ჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკი-ცებულებები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ტ------– გ--------ის ბრალეულობა 2014 წლის სექტემბრის თვის, 2017 წლის აგვისტოს თვის, 2017 წლის დეკემბრის თვის, 2017 წლის დეკემბრის ბოლოს განხორციელებულ ეპიზოდებში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობი-სათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერ-თობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რე-ლევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივ-რულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებე-ლი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობი-ექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების ზემოთ აღნიშნულ ეპიზოდებში წარმოდგე-ნილი არ არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში, არ არსებობს ამ ნაწილში სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფი-ლების საფუძველი.

რაც შეეხება 2018 წლის 7 იანვრის ეპიზოდს, ბრალდების ამ ეპიზოდში წარმოდგე-ნი-–-- მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დას-ტურდება ტ------– გ--------ის მიერ ს--–---- ს-----–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

აღნიშნული პალატას დადასტურებულად მიაჩნია შემდეგი მტკიცებულებებით:

საქმეში არსებული, 2014 წლის 3 ოქტომბრის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია ს--–---- ს-----–--ე, ხო-ლო საქმროდ ტ------– გ--------ე.

საქმეში არსებული, 2015 წლის 5 იანვრის ი-–-- გ--------ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ს--–---- ს-----–--ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია ტ------– გ--------ე.

მოწმე ნ-----–---- ნ--------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მუშაობს ზ-----------------------–-------------–--ში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 6 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ოჯახური ძალადობის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე დ----- ნ---–--ესთან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე ქ-------------–------------–--------------ში. ადგილზე მისულებს, სახლში დახვდათ ს--–---- ს-----–--ე, მ----- ფ-----ე და სხვა პირები. გამოკითხვისას, მათ, ს--–---- ს-----–--ემ განუცხადა, რომ მეუღლემ - ტ------– გ--------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ს.ს-----–--ეს დაზიანებები, სიწითლეების სახით აღენიშნებოდა სახეზე. ის გარემოება, რომ ს--–---- ს-----–--ეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, ტ------– გ--------ემ, დაუდასტურა მ----- ფ-----ემაც, რომელმაც განუცხადა, რომ რო-დესაც ს--–---- და ტ------–ი იმყოფებოდნენ საძინებელ ოთახში, შემოესმა ხმაური. როდესაც კარები შეაღო, დაინახა თუ როგორ დაარტყა ხელი ტ------– გ--------ემ ს--–---- ს-----–--ეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ანალოგიური ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმემ, ზ-----------------------–--------------–--- უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა დ----- ნ---–--ემ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ--- გ-------–---მა განაცხადა, რომ მუშაობს ზ-----------------------–-------------–--ში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხული ყავს დაზარალებული ს--–---- ს-----–--ე. ასევე, ს.ს-----–--ის თანხმობით ჩაატარა მისი გარეგნული დათვალიერება. აღნიშნულის თაობაზე შეადგინა ოქმი, რაც დადასტურებული აქვს ხელის მოწერით.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ნ------ გ--------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მუშაობს ზ-----------------------–-------------–--ში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 7 იანვარს იმ-ყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ მორიგედ, რა დროსაც მასთან, ბრალის აღიარე-ბით გამოცხადდა ტ------– გ--------ე, ს--–---- ს-----–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულის საფუძველზე, შეადგინა აღიარებით გამოცხადების ოქმი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე კ-------–- ბ--------–---–მა ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მუშაობს ზ-----------------------–-------------–--ში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო ტ------– გ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარე-ბული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: გამოკითხა მოწ-მეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დანიშნა ექსპერტიზები, გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება ტ.გ--------ეს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია ტ.გ--------ის მიმართ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ტ------– გ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განა-ცხადა, რომ 2018 წლის 6 იანვარს, სტუმრად იმყოფებოდა დასთან, ქ-------------–------------–--------------ში. აღნიშნავდნენ დისშვილის დაბადებას. მიიღეს ალკოჰოლუ-რი სასმელი. საღამოს საათებში, საძინებელ ოთახში ყოფნის დროს, მეუღლესთან, ს--–---- ს-----–--ესთან მოუვიდა შელაპარაკება, რა დროსაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში. აღნიშნულ ინ-ციდენტს შეესწრო დის დედამთილი მ----- ფ-----ე. ტ.გ--------ის განმარტებით, მეუღ-ლესთან მომხდარი ინციდენტის დროს, მათი შვილი მეორე სართულზე არ ყოფილა, ის იყო მის დასთან, პირველ სართულზე, შესაბამისად კონფლიქტს არ შესწრებია. მისივე განმარტებით, იყო ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და ზუსტად არ ახსოვს დეტალები, რამდენჯერ და სად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს. დეტალები გაიგო მეორე დღეს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

დაზარალებულმა ს--–---- ს-----–--ემ და მოწმეებმა ნ---- ს-------ემ და თ---------- გ--------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების მ----- ფ-----ის, მ--–---- ფ-----ის, დ-------- ს-----–--ის, თ-------- ფ---–---–--ას, გ------- გ-------–-–---–ის, ზ------ გ--–-–---–ის, მ------- ჭ--–-–---–ის, გ-- გ----------ის, ლ----- ნ------ისა და ლ-–- პ------–-–---–ის დაკითხვა.

მოწმე მ----- ფ-----ემ გამოკითხვის ოქმში მიუთითა, რომ როდესაც გაიგონა ყვირი-ლისა და ბრახუნის ხმა, შევიდა იმ ოთახში, სადაც იყვნენ ტ------–ი და ს--–---- და დაი-ნახა, თუ როგორ აგინებდა და ლანძღავდა ტ------–ი ს--–----ს. ს--–---- ტიროდა და სა-ხეზე სიწითლე ეტყობოდა. სანამ მას (ს--–----ს) მიუახლოვდებოდა, ტ------–მა გაშლი-ლი ხელი ჩაარტყა სახეში. შემდეგ ჩაუდგა შუაში და არ მისცა მისი ცემის გაგრძელების საშუალება. ამ დროს ტ------–ის და ს--–----ს 4 წლის შვილი იყო მისაღებ ოთახში.

მოწმე მ--–---- ფ-----ე გამოკითხვის ოქმში განმარტავს, რომ უშუალოდ არ შესწრებია ცემის ფაქტს, მაგრამ გააღვიძა ყვირილის ხმამ და როცა სასტუმრო ოთახში გავიდა, და-ინახა, რომ ტ------– გ--------ე ხმამაღლა იგინებოდა და იწევდა თავისი მეუღლისაკენ. ს--–----ს სახეზე სიწითლე ეტყობოდა. შემდეგში ს--–----სა და დედამისის - მ----- ფ-----ის გადმოცემით შეიტყო, რომ ტ------–ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია ს--–----სთვის.

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად ს--–---- ს-----–--ეს 2018 წლის 7 იანვარს ჩატარებული პირადი გასინჯვით სხეულზე ტანსაცმ-ლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზი-ანება განვითარეულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთ-ვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზ-მულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (2018 წლის 6 იან-ვარს).

(ტ. 1, ს.ფ. 22-24)

საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვ-ნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად ტ------– გ--------ეს 2018 წლის 7 იანვარს ჩატაარებული პირადი გასინჯვით სხეულზე აღენიშ-ნებოდა დაზიანება ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარეულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდკეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

(ტ. 1, ს.ფ. 66-68)

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ ტ------– გ--------ის მიერ ს--–---- ს-----–--ის მიმართ 2018 წლის 6 იანვარს ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს თავად ტ------– გ--------ის ჩვენება და საქმეზე უადვოდ ცნობილი მტკიცებულებები, კერძოდ მოწმეების - მ----- ფ-----ის, მ--–---- ფ-----ის, დ-------- ა----–--ის ჩვენებები, სასამარ-თლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. თუმცა სასამართლო ვერ დაადგენდა გამამ-ტყუნებელ განაჩენს, რადგან განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვე-რპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის, რაც უნდა დადასტურდეს თავად დაზარალე-ბულის ჩვენებით. დაზარალებულმა ს--–---- ს-----–--ემ კი ისარგებლა მისთვის კანო-ნით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ.

სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ მოსაზრება არ ეთანხმება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით ფიზიკურ ტკივილი უნდა შეფასდეს არა მხოლოდ დაზარალებულის სუბიექტური აღქმით, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვა-ლისწინებით.

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მოწმე მ----- ფ-----ის ჩვენების (უდაოდ იქნა ცნო-ბილი) იმ ნაწილს, სადაც ის განმარტავს, რომ ს--–---- ტიროდა, თვალზე ხელი აიფარა და ცუდად გახდა, თითქოს გონს კარგავდა ისე იყო.

ს--–---- ს-----–--ემ რომ ფიზიკური ტკივილი განიცადა მისი მეუღლის ტ------– გ--------ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით, ს--–---- ს-----–--ემ თავადაც დაადასტურა ექსპერტის მიერ მისი გამოკვლევის დროსაც და სწორედ ამის გამო მიუთითა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, პირადი გასინჯვის მონაცემებში, ექსპერტმა გ.გ-------–-–---–მა, რომ ს--–---- ს-----–--ე უჩიოდა ტკივილს დაზიანების მიდამოში.

ამდენად, დაზარალებულის პოზოციის მიუხედავად, არსებობს გონივრული ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა ტ------– გ--------ის დამნაშავედ ცნო-ბისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის ს--–---- ს-----–--ის მიმართ 2018 წლის 6 იანვარს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე.

ამასთან, ტ------– გ--------ის დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე შემდეგ გარემოებათა გამო:

ტ------– გ--------ის დანაშაულებრივი ქმედება 2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდში დაკვა-ლიფიცირებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-ორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰ-ყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არას-რულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

ტ------– გ--------ე პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას აღიარებ-და 2018 წლის 6 იანვარს მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას, თუმცა უარ-ყოფდა ძალადობის განხორციელებას არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

მოწმე მ----- ფ-----ე გამოკითხვისას განმარტავდა, ტ------– გ--------ისა და ს--–---- ს-----–--ის 4 წლის შვილი იმყოფებოდა მისაღებ ოთახში და მშობლებთან ერთად საძი-ნინებელ ოთახში არ ყოფილა.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ უტყუარად არ დასტურდება ტ------– გ--------ის მიერ ს--–---- ს-----–--ის მიმართ ძალადობის განხორციელება არასრულ-წლოვანი შვილის თანდასწრებით, ტ------– გ------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწი-ლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეე-საბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართ-ლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანი-ჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხ-ლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვა-ლისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმე-დებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედე-ბის შემდეგ.

სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემ-თხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემ-თხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორ-ციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სააპელაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ტ------– გ--------ე არაა წარსულში ნასამართლევი, სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წეს-რიგი სასამართლო სხდომაზე და მიიჩნევს, რომ ტ------– გ--------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუ-ალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ტ------– გ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა განესაზღვროს საზოგადოები-სათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამაპრთლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ტ------– გ--------ეს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 7 იანვრიდან 2018 წლის 9 იანვრის ჩათვლით შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის გამამარ-თლებელი განაჩენი ტ------– გ--------ის მიმართ.

ტ------– გ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2014 წლის სექტემბრის თვის და 2017 წლის აგვისტოს თვის ეპიზოდები), 1261-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდით), 1261-ე მუხლის მეორე ნაწი-ლის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის დეკემბრის თვის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალ-დებებში.

ტ------– გ--------ის ქმედება 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირ-ველ ნაწილზე.

ტ------– გ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით (2018 წლის 6 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადო-ებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ტ------– გ--------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმ-რობაში ყოფნის დრო 2018 წლის 7 იანვრიდან 2018 წლის 9 იანვრის ჩათვლით შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი და საბოლოოდ ტ------– გ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზ-ღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 85 (ოთხმოცდახუთი) საათის ვადით.

ტ------– გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმე-ბულია. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 იანვრის №--------- განჩინებით, თ----- გ--------ის (პ/ნ 1----------), თ---------- გ--------ის (პ/ნ 1----------), ტ------– გ--------ისა (პ/ნ 1----------) და ნ---- ს-------ის (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზ------------------------------–--------ი, საკადასტრო კოდით N------------) დადებული ყადაღა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხ-ლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili