განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002326420
საქმე №1ბ/432-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: კ---------–---–---–ის
მსჯავრდებულის: ლ-–-------ის
ადვოკატის: ი----------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო----- ს-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №020110118006): ლ-–-------ის მიმართ. ლ-–-------ე დაბადებულია 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №1----------), უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ---------------------–-----–-------------–-.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–-------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ლ-–-------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის ივლისში, აგვისტოში და დეკემბრში ქ. ბ---------ში, დ-------–-----–-------- № 15-ში თავის საცხოვრებელ სახლში ლ-–-------ე მეუღლეს ნ------–-----ეს სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შერაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა უცენზურო სიტყვებით. ივლისში ხელი უხეშად ჩაჭიდა მკლავებში და ძლიერ შეარხია. როდესაც იგრძნო, რომ ნ------–-----ე ცუდად გახდა, გაერიდა და გავიდა სახლიდან. ნ------–-----ემ აღნიშნულით განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მიიღო მარცხენა მხარის დაჟეჟილობა. აგვისტოში ლ-–-------ემ მარჯვენა ხელი ძლიერად ჰკრა გულმკერდის არეში ნ------–-----ეს, რის გამოც ნ------–-----ე დაეცა იატაკზე ზურგით და მიიღო დაჟეჟილობა, რითიც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დეკემბერში თავისივე სახოვრებელ სახლში ლ-–-------ემ ნ------–-----ეს დაუწყო ყვირილი, გინება, მარჯვენა ხელით მოქაჩა თმები, რითიც ნ------–-----ემ თავის არეში განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
ლ-–-------ემ 2017 წლის დეკემბერში და 2018 წლის განვლილ პერიოდში ქ. ბ---------ში აღ--–-----–-------- № 15-ში თავის საცხოვრებელ სახლში სისტემატიურად ემუქრებოდა მეუღლეს ნ------–-----ეს სიცოცხლის მოსპობით და ქონების განადგურებით, როგორც სიტყვიერად ასევე სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავდა, რომ თავს მოჭრიდა კორპუსის წინ, გაანადგურებდა მის კუთვნილ ავტომანქანას, გაუხვრეტდა შუბლს და სხვა, რითიც ნ------–-----ეს გაჩნდა მუქარის განხორციელების საფუძლიანი შიში.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენით:
ლ-–-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ლ-–-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთბლიობით, ლ-–-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.
ლ-–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 15 მარტიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 12 იანვრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით.
ლ-–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო----- ს--------მ და მოითხოვა განაჩენში მსჯავრდებულ ლ-–-------ის მიმართ სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით ცვლილების შეტანა. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა კ---------–---–---–მა დააკონკრეტა მოთხოვნა და მიუთითა, რომ სასჯელის მიზნების მისაღწევად აუცილებლად მიაჩნია მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის რეალურად მოხდა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში.
მსჯავრდებულ ლ-–-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი----------------ემ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოახდინა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ-–-------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ლ-–-------ის ბრალეულობა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ-–-------ე იქნა მსჯავრდებული.
ლ-–-------ის მსჯავრდება ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ნ------–-----ის, მოწმეების ა--------------------------–----------–-–---–------------–------------ის გამოკითვის ოქმებს, ლ-–-------ის დაკავების ოქმს, საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის ოქმს, დაზრალებულად ცნობის და ბრალდებულად ცნობის დადგენილებებს, 2018 წლის 22 თებერვლის №0-------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, თვით ლ-–-------ის ბრალდებულის სახით დაკითხვის ოქმს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, რაც სადავაოდ არ გაუხდიათ მხარეებს და პირველი ისტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია. მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ლ-–-------ის მიერ ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ლ-–-------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, პალატა ნაწილობრივ იზიარებს და განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს სამართლიანი სასჯელის დანიშვნას და აქვე პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნვლყოფს სასჯელის მიზნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას დამნაშავის შემამასუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებანი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება მისი ქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაული, იგი აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პიობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
პალატას მიაჩნია, რომ კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ლ-–-------ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ლ-–-------ისათვის დანიშნული სასჯელის სახეს სამართლიანად მიიჩნევს, ხოლო რაც შეეხება ზომას და მისი მოხდის ფორმას, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს სასჯელის მოხდის ვადა, რაც სამართლიანი იქნება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების და მისი პიროვნული მახასითებლებიდან გამომდინარე. აღნიშნული კი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ლ-–-------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციული უნდა იყოს. მსჯავრდებული დანიშნული სასჯელით უნდა აცნობიერებდეს თავისი ქმედების სიმძიმეს, რაც დაეხმარება გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება, ლ-–-------ე მეუღლეზე ახორციელებდა ძალადობას პერიოდულად და ასეთ ძალადობას ერთჯერადი ხასიათი არ ჰქონია. აღნიშნული დასტურდება საქმის მასალებით წარმოდგენილი უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით. ლ-–-------ემ 2017 წლის ივლისიდან დეკემბრის თვემდე სამჯერ განახორციელა ნ------–-----ის მიმართ ფიზიკური ძალადობა, ხოლო 2017 წლის ივლისიდან 2018 წლის მარტის თვემდე (სანამ ბრალდებულის სახით დააკავებდნენ ლ-–-------ეს) სისტემატიურად ახორცილებდა მუქარას. პალატა ყურადღებას აქცევს ლ-–-------ის მიერ თითოეულ ეპიზოდზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიაჩნია, რომ სახეზეა ადამიანის უფლების და თავისუფლების, მისი ჯანმრთლობის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი ძალადობრივი ქმედება, რაც მიუთითებს ლ-–-------ის მიდრეკილებას ძალადობრივი დანაშაულების ჩადენისაკენ. სასამართლო იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ამ ნაწილშიც და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედებების ასეთი სისასტიკე და ინტენსიურობა არ გამორიცხავს მის მიერ ჩადელი მუქარის სამომავლოდ რეალურად განხორცილების შესაძლებობას. დაცვის მხარის პოზიციას, რომ ლ-–-------ეს გააჩნია შემამსუბუქებელი გარემოებანი, როგორიცაა ნასამართლობის არ ქონა, აღიარება, მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, გაზიარებულია სასჯელის დანიშვნის დროს, აღნიშნულ გარემოებებს არც სააპელაციო პალატა ხდის სადავოდ, მაგრამ ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს, არაერთჯერადობას, დამნაშავის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მის დამოკიდებულებას დაზარალებულის მიმართ და მიაჩნია, რომ ლ-–-------ისთვის ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - გამოსაცდელი ვადა 1 (ერთი) წელი უნდა გაიზარდოს, რაც სასამართლოს აზრით მსჯავრდებულზე მოახდენს ისეთი სახის ზემოქმედებას, რომ მოხდეს მისი რესოციალიზაცია.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს დაცვის მხარემ განმარტა, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის ცოლქმრული ურთიერთობა ფაქტიურად შეწყვეტილია, დაზარალებული დროებით სამუშაოდაა წასული საბერძნეთში. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ მათ შორის კონფლიქტი ამოწურულია და მსჯავრდებულის მხრიდან მომავალში მსგავსი მართალსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის საფუძველი სახეზე აღარ არის.
დაცვის პოზიციის საწინააღმდეგოდ სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ, რაც დაზარალებულის საქართველოში დაბრუნების შემდეგ კონფლიქტის განახლებისა და ამ ფონზე მსგავსი ძალადობრივი ქმედებების საფრთხის არსებობაზე მიუთითებს, რასაც ადასტურებს ინკრიმინირებული ქმედებების ინტენსივობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში . ამ ეტაპზე კონფლიქტური ურთიერთობის შეწყვეტაც დაზარალებულის საქართველოში არყოფნითაა განპირობებული. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირობითი მსჯავრით განსაზღვრული სასჯელის - თავისუფლების აღკვთის რეალურად მოხდის შიში საკმარისი შემაკავებელი ფაქტორია მსჯავრდებულის კანონშესაბამისი ქცევის უზრუნველსაყოფად, თუმცა თვლის, რომ პირობითი მსჯავრით დადგენილი გამოსაცდელი ვადა არასაკმარისია სასჯელის მიზნის - მსჯავრდებულის რესოციალიზაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად.
სასამართლო თვლის, რომ პირობითი მსჯავრით უზრუნველყოფილი შემაკავებელი მექანიზმი უნდა მოქმედებდეს უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამასთან, კონფლიქტის განახლების თავიდან აცილების მიზნით მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უნდა აეკრძალოს დაზარალებულთან ურთიერთობის დამყარება, რაც გულისხმობს მასთან ყოველგვარი კომუნიკაციის უფლების შეზღუდვას.
სასამართლო თვლის, რომ მართალია ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, თუმცა მხედველობაში იღებს იმას, რომ ლ-–-------ის ძალადობრივ ქცევას ჰქონდა არაერთჯერადი ხასიათი, რაზედაც პალატას უკვე ჰქონდა მსჯელობა. მსჯავრდებულმა უნდა გააცნობიეროს მსგავსი ძალადობრივი ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, თავისუფლების აღკეთის სახით დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდის საკითხი და ამისთვის გამოსაცდელი ვადის გაზრდა საამართლოს ეფქტიან შემაკავებელ ფაქტორად მიაჩნია. რაც ხელს შეუწყობს საკმარისი იყოს სამომავლოდ მისი ამგვარი ქმედების პრევენციისთვის.
სასამართლო ყურადღებას აქცევს ასევე იმ გარემოებას რომ ლ-–-------ე და ნ------–-----ე დღეის მდგომარეობით აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას და მიაჩნია, რომ ლ-–-------ეს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ პერიოდში უნდა აეკრძალოს ნ---- ლ-----სთან ყოველგვარი კომუნიკაცია. ამ მოვალეობის დაკისრება ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციის მიზნის მიღწევას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ ლ-–-------ის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, -
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო----- ს-------ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ ლ-–-------ის მიმართ შევიდეს ცვლილება;
ლ-–-------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ლ-–-------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთბლიობით, ლ-–-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 (ორი) წელი.
ლ-–-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 12 იანვრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით.
ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ-–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.
განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას მ----------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბ---------ი, დ-----------–-----–-- ქ. №15, ს/კ 6------------------, ფართი - 29.00კვ.მ - 4000 ლარი ფარგლებში.
პირობით მსჯავრდებულ ლ-–-------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მასვე დაევალოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი;
საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე ლ-–-------ეს გამოსაცდელი ვადის პერიოდში აეკრძალოს ნ------–-----ესთან ყოველგვარი კომუნიკაცია.
ნივთიერი მტკიცებულება: 1 (ერთი) ცალი ცდ დისკი - ნივთის დათვალიერების ფოტო მასალით, რომელიც ერთვის საქმეს შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე