განაჩენი

სისხლის სამართლის 28.01.2019
საქმის ნომერი
330100118002516820
ინსტანცია
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002516820

საქმე №1ბ/1672-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 იანვარი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივნები ეკატერინე დიხამინჯია და ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი ნ--------------–ი.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ი-----------------ე, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 4----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ყ--------------------------–--------–----.

 

კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (დაზარალებულ ს--–-------------–---–ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (დაზარალებულ ხ---------------–---–ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (დაზარალებულ ნ--------------–---–ის ეპიზოდი).

 

კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (დაზარალებულ ს--–-------------–---–ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (დაზარალებულ ხ---------------–---–ის ეპიზოდი).

 

სასჯელი - დანაშაულთა ეთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა. აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ცვლილების შეტანა და ი-----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ს--–-------------–---–ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ხ---------------–---–ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ნ--------------–---–ის ეპიზოდი) და მისთვის სასჯელის განსაზღვრა ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის მიხედვით, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა ი-----------------ის ქმედებას და იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ნ--------------–---–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნო უდანაშაულოდ. აპელანტი თვლის, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, ი-----------------ის მხრიდან როგორც ს--–-------------–---–ის და ხ---------------–---–ის ასევე, ნ--------------–---–ის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების ფაქტი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ წარადგინა მხოლოდ ამ უკანასკნელის ჩვენება, თუმცა აღსანიშნავია ის გარემეობა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ხ---------------–---–ი და ს--–-------------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს, ი-----------------ის მხრიდან ნ--------------–---–ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი. გარდა ამისა, დაცვის მხარის შეკითხვაზე თუ რა ინტერესი ჰქონოდა ი-----------------ეს ნ--------------–---–ის მიმართ, ხ---------------–---–მა განმარტა, რომ ი-----------------ის მიერ ნ--------------–---–ის მიმართ აგრესიულ ქმედებას და მუქარის განხორციელების ფაქტს წარსულშიც ჰქონდა ადგილი, რასაც აკეთებდა ხ---------------–---–ის გასამწარებლად. მოცემულ შემთხვევაში ი-----------------ის მიზანი იყო ბავშვის თაობაზე წარმოშობილ კონფლიქტთან დაკავშირებით ანგარიშსწორება ხ---------------–---–ის მიმართ. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სწორედ ხ---------------–---–თან წარმოშობილი კონფლიქტი გახდა, ამ უკანასკნელის დედის - ს--–-------------–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების საფუძველი, შესაბამისად მსჯელობა, რომ ი-----------------ე სიცოცხლის მოსპობით მხოლოდ ხ---------------–---–ის მიმართ იმუქრებოდა არ შეესაბამება სინამდვილეს. დაზარალებულებმა ნ--------------–---–მა და ხ---------------–---–მა განმარტეს, რომ ი-----------------ე ემუქრებოდა ორივე მათგანს. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ნ--------------–---–ი იმყოფებოდა სახლში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მოწმეებმა განმარტეს, ინციდენტის დროს სახლში იმყოფებოდნენ - ნ--------------–---–ი, ს--–-------------–---–ი და ხ---------------–---–ი. მუქარის განხორციელებისას კი იგი ხ---------------–---–ი და ნ--------------–---–ი იმყოფებოდნენ ფანჯარასთან და ი-----------------ე ხედავდა მათ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა ი-----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ს--–-------------–---–ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ხ---------------–---–ის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ნ--------------–---–ის ეპიზოდი) და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, პროკურორმა ნ--------------–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

წარდგენილი ბრალდება:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ი-----------------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მასვე ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ი-----------------ემ თბილისში, გ-–--------------–----------–---------–------–----------–------------–- მდებარე ს--–-------------–---–ის საცხოვრებელი სახლის წინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ სიდედრს - ს--–-------------–---–ს. კერძოდ: თავდაპირველად, სახლის ეზოში ძლიერად ჰკრა ხელი და მიახეთქა სახლის კედელს, რის შემდეგაც უკვე ეზოს გარეთ ორჯერ, ძლიერად ამოარტყა წიხლი უკანალში. აღნიშნული დარტყმების შედეგად ს--–-------------–---–ი გადავარდა იქვე ახლოს გაზის მილზე, რა დროსაც მას მივარდა ბრალდებული, დაუწყო ჯაჯგური და ახოხიალა გაზის მილზე, რის შემდეგაც ს--–-------------–---–ს თავში ძლიერად ჩაარტყა შეკრული ხელის მტევანი. ი-----------------ის თითოეული დარტყმის შედეგად ს--–-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ი------------------ე სისტემატურად ემუქრებოდა თავის ყოფილ მეუღლეს - ხ---------------–---–ს სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ხ---------------–---–ს უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მათ შორის, 2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ---–--–-----–------------------------–---------–------–-----------–--------------–- მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ ი-----------------ე ხ---------------–---–ს კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს კვლავ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ---–--–-----–------------------------–---------–------–----------–------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ ი-----------------ე ნ--------------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენით სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ი-----------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნ--------------–---–ის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----------------ემ ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20:30 საათზე, ი------------------ემ თ---–--–-----–------------------------–---------–------–----------–------------ში მდებარე ს--–-------------–---–ის საცხოვრებელი სახლის წინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის ყოფილ სიდედრს - ს--–-------------–---–ს. კერძოდ: თავდაპირველად, სახლის ეზოში ძლიერად ჰკრა ხელი და მიახეთქა სახლის კედელს, რის შემდეგაც უკვე ეზოს გარეთ ორჯერ, ძლიერად ამოარტყა წიხლი უკანალში. აღნიშნული დარტყმის შედეგად ს--–-------------–---–ი გადავარდა იქვე ახლოს გაზის მილზე, რა დროსაც მას მივარდა ბრალდებული, დაუწყო ჯაჯგური და ათრია გაზის მილზე, რის შემდეგაც ს--–-------------–---–ს თავში ძლიერად ჩაარტყა შეკრული ხელის მტევანი. ი-----------------ის თითოეული დარტყმის შედეგად ს--–-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ი------------------ე სისტემატურად ემუქრებოდა თავის ყოფილ მეუღლეს - ხ---------------–---–ს სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ხ---------------–---–ს უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მათ შორის, 2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20:30 საათზე, თბილისი, გ-–------------------------–---------–------–-----------–--------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის წინ ი-----------------ე ხ---------------–---–ს კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს კვლავ გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენით ი-----------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ნ--------------–---–ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ი-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ს--–-------------–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ხ---------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ს--–-------------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ხ---------------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა:

პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ი-----------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნ--------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ნ--------------–---–ის) მსჯავრდების ნაწილში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ს--–-------------–---–ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ხ---------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - მხოლოდ სასჯელის ნაწილში.

 

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი-----------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ სალომე რაზიაკშვილის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ხ---------------–---–ის ეპიზოდი) ბრალეულობასთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ი-----------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ხ----------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ ი-----------------ე იყო მისი მეუღლე, რომლის რთული ხასიათის გამო ხშირად ჩხუბობდნენ, ამიტომ მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი. 2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 20:00 საათიდან 20:30 საათამდე პერიოდში მას დაუკავშირდა ი-----------------ე და უთხრა, რომ მივიდოდა და წაიყვანდა ბავშვს, რაზეც განუცხადა უარი და თხოვა არ მისულიყო. აღნიშნულიდან დაახლოებით ნახევარ საათში საძინებელ ოთახში ყოფნისას დაინახა, რომ ი-----------------ემ ფეხი დაარტყა ჭიშკარს და შევიდა ეზოში. იგი ითხოვდა ბავშვის ნახვას და მოკვლით და ნაწლავების აქით-იქით გაფანტვით ემუქრებოდა მას. მან გადაწყვითა ჩაეკეტა სახლში შესასვლელი კარი, რათა ი-----------------ე არ შესულიყო შიგნით, თუმცა კარის გარედან გადაკეტვა მოასწრო დედამ - ს--–-------------–---–მა. იგი დაბრუნდა საძინებელ ოთახში, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ ბავშვი და და - ნ--------------–---–ი, საიდანაც ადევნებდნენ თვალს ეზოში განვითარებულ მოვლენებს. ი-----------------ე მივიდა მისი საძინებელი ოთახის ფანჯარასთან, რომელსაც ურტყამდა მუშტებს და ემუქრებოდა ყელის გამოჭრით. ს--–-------------–---–ი ცდილობდა ი-----------------ის დამშვიდებას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ხელი ჰკრა მას და მიანარცხა კედელზე. აღნიშნულის გამო ნ--------------–---–ი ეძახდა ი-----------------ეს თავი დაენებებინა დედამისისთვის, რაზეც ი-----------------ე აგრძელებდა მუქარას და ეუბნებოდა ნ----ას გამოხვალთ თქვენ გარეთ და ნახავთ რასაც გიზამთო. ი-----------------ე იმუქრებოდა მისი და მისი დის მისამართით და ეუბნებოდა ბავშვი გამომიყვანეთ თორემ სახლიდან რომ გამოხვალთ ყელს გამოგჭრითო. მან მეუღლის მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან ამ უკანასკნელის ხასიათიდან გამომდინარე, იცოდა გარეთ რომ გასულიყო, ი------ს ვერავინ შეაჩერებდა და მოკლავდა. მას შეეშინდა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია, თან ი-----------------ესაც ანიშნებდა წადი პოლიცია მყავს გამოძახებულიო. ამის შემდეგ ი-----------------ე წავიდა გასასვლელი ჭიშკრისკენ და იქვე მდგარ დაზარალებულის ავტომანქანას დაარტყა ფეხი, შემდეგ ფეხი მოუქნია ს--–-------------–---–ს, რომელიც აპირებდა ჭიშკრის ჩაკეტვას. დარტყმის შედეგად ს--–-------------–---–ი გადავარდა. იგი ვერ გადიოდა გარეთ, რადგან ი-----------------ის მუქარის შედეგად განიცადა მუქარის განხორციელების შიში, კერძოდ ეშინოდა ი-----------------ეს არ შეესრულებინა მუქარა და არ მოეკლა იგი. ამ დროს მისი და - ნ--------------–---–ი გადახტა ფანჯრიდან და დედა, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა ხელი შეიყვანა სახლში. მანვე განმარტა, რომ ი-----------------ის მხრიდან მისი დის - ნ--------------–---–ის მიმართ მუქარა პირველად არ განხორციელებულა, ერთხელ როდესაც მეუღლეები ჩხუბობდნენ და ი------ი მას აყენებდა შეურაცხყოფას, ნ----ა შეეცადა დის დაცვას, რა დროსაც ი-----------------ემ ხელი ჰკრა ნ----ას და დაემუქრა.

 

დაზარალებულ ს--–-------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მისი შვილი ხ---------------–---–ი კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----------------ესთან, რომელთანაც შეეძინა შვილი. ხ---------------–---–ს და ი-----------------ეს მოგვიანებით დაეძაბათ ურთიერთობა, რის გამოც განქორწინდნენ. 2018 წლის 20 მაისს, 19:30 საათიდან 21:00 საათამდე პერიოდში, შვილებთან და შვილიშვილთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ოთახის ფანჯრიდან დაინახა, რომ ი-----------------ემ ფეხი ჰკრა ჭიშკარს და უცნობ ქალბატონთან ერთად შევარდა ეზოში. იგი სწრაფად გავიდა გარეთ და იმ მიზნით, რომ ი-----------------ე არ შესულიყო სახლში, გარედან გადაკეტა სახლში შესასვლელი კარი. ეს უკანასკნელი მოითხოვდა ბავშვის ნახვას. ამასთან, ხ----------------–---–ს და ნ----ა რ------–---–ს მოიხსენიებდა უწმაწური სიტყვებით, იმუქრებოდა მათი მისამართით და ამბობდა, რომ გარეთ გასვლის შემთხვევაში მათ ნაწლავებს ჩამოკიდებდა ბუჩქებზე. ამის შემდეგ ი-----------------ე მივიდა საძინებელი ოთახის ფანჯარასთან, სადაც იმყოფებოდა ხ---------------–---–ი ნ--------------–---–თან ერთად და რამდენჯერმე დაარტყა ხელი ფანჯრის მინას. იგი ჩადგა ფანჯარასა და ი-----------------ეს შორის, რათა ამ უკანასკნელს არ ჩაეტეხა მინა და თხოვდა წასულიყო. თუმცა იგი არ დაემორჩილა, პირიქით მოუქნია ხელი და მიანარცხა სახლის კედელს, რასაც მიარტყა თავი და მხრები. უცნობმა ქალბატონმა ი-----------------ეს თხოვა წასულიყვნენ და ისინი ერთად გავიდნენ ჭიშკარში. გასვლისას ამ უკანასკნელმა ხ---------------–---–ის ავტომანქანას ჩაარტყა ფეხი. აღნიშნულის გამო მან დაწყევლა ი------ი, რამაც გააღიზიანა იგი და წიხლი ამოარტყა უკან, გადააგდო გაზის მილზე და დაუწყო ცემა. ცემის შედეგად მარჯვენა ხელზე მიიღო დაზიანება, კერძოდ, გადაძვრა კანი და სდიოდა სისხლი, ასევე ჰქონდა სხვა დაზიანებებიც, რომლის შესახებაც ექსპერტისთვის არ უთქვამს, რადგან ტანსაცმლის გახდა მოერიდა. გოგონა, რომელიც ახლდა ი-----------------ეს თხოვდა თავი დაენებებინა დაზარალებულისთვის, თუმცა იგი აგრძელებდა მუშტების და წიხლების დარტყმას, თან აგინებდა და ლანძღავდა უწმაწური სიტყვებით. ამ დარტყმების შედეგად იგი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ამასთან, ცემის შედეგად დაკარგა გონება, თუმცა რამდენი ხნით არ იცის, გონზე მოსულმა კი დაინახა, რომ ი-----------------ე გარბოდა. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, შემთხვევიდან მეორე დღეს კი ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. ი-----------------ე მის ორივე შვილს მოიხსენიებდა შეურაცხყმყოფელი სიტყვებით, იძახდა ,,თქვე პოლიციის ბოზებო, სულ სახლში ხომ არ იქნებით შეკეტილები დაგხოცავთო“, ამასთან ეუბნებოდა, რომ მისი შვილების ნაწლავებს გადაკიდებდა იქვე ბუჩქებზე. ი-----------------ის მხრიდან განხორციელებული მუქარა არ იყო პირველი შემთხვევა, ადრე ხ---------------–---–ს ემუქრებოდა ,,გადავალ და შენს დას გამოვიყვან სკოლიდან და ბაყაყივით დავაჭყლიტავ დაბლაო“, დის მისამართით განხორციელებილი მუქარების მიზეზი იყო ის, რომ მას სურდა გული ეტკინა ხ-----სთვის.

 

დაზარალებულ ნ--------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ი-----------------ეს იცნობს ცხრა წელია, იგი არის მისი დის - ხ---------------–---–ის ყოფილი მეუღლე, რომელთანაც ეს უკანასკნელი დაახლოებით 5 წელია განქორწინებულია. მას კარგი დამოკიდებულება არ ჰქონდა ყოფილ სიძესთან, რადგან ამ უკანასკნელის მხრიდან თანაცხოვრების პერიოდში მეუღლეზე განხორციელებული მუქარა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა იყო ხშირი. ნ----ა და ი------ი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ ყაზბეგში, ხოლო დაახლოებით ერთი წელი ცხოვრობდნენ მათთან თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ი-----------------ის მხრიდან ხშირად ჰქონდა კონფლიქტებს ადგილი, ხ---------------–---–ი ხშირად არ აწვდიდა პოლიციას სრულ ინფორმაციას, რადგან ჰყავდათ საერთო შვილი და არ უნდოდა ი------ის დაპატიმრება, ამიტომ ითხოვდნენ მხოლოდ შემაკავებლ ორდერს. განქორწინების შემდეგ ი-----------------ე ხშირად ურეკავდა ხ-----ს და ემუქრებოდა. ბევრჯერ სახლშიც მივარდნია. მას არასდროს გამოუხატავს ინტერესი შვილის მიმართ, მისი ერთადერთი მიზანი იყო ხ---------------–---–ზე განეხორციელებინა მუქარა. მისი და ყოფილ მეუღლეს ეუბნებოდა მიემართა სასამართლოსთვის და ისე მიიეღო ბავშვის ნახვის დღეები და გადაეხადა ალიმენტი, რომელსაც განსაზღვრავდა სასამართლო. თავად ბავშვიც იყო სტრესის ქვეშ და მამასთან ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდა. შემთხვევის დღეს, დილით ი-----------------ემ დაურეკა ხ---------------–---–ს და დაემუქრა. მოგვიანებით კი უცხო ქალთან ერთად შევარდა მათ ეზოში, რა დროსაც დედა - ს--–-------------–---–ი გავიდა სახლიდან, რათა დაეწყნარებინა ი------ი, სახლში შესასვლელი კარი კი გადაკეტა გარედან, რათა ი-----------------ე არ შევარდნილიყო სახლში და ხ---------------–---–ზე არ განეხორციელებინა ზეწოლა. ი-----------------ე იყო აგრესიული, იმ ოთახის ფანჯარას, სადაც იმყოფებოდა იგი ხ---------------–---–თან და ბავშვთან ერთად, ურტყამდა მუშტებს და იმუქრებოდა: ,,ყველას დაგხოცავთო“, რა დროსაც ს--–-------------–---–ი ჩადგა ი------სა და ფანჯარას შორის, რათა ფანჯარა არ ჩაეტეხა და თხოვდა წასულიყო, თუმცა ი------ის მხრიდან დედამისის მიმართ აგრესია გაიზარდა და მან ს--–-------------–---–ი მიაჯხა კედელს. მან ი------ის იმ წუთიერი მუქარა აღიქვა რეალურად, რადგან ი------ს ს--–-------------–---–ზე ხელი არასდროს აუწევია. ი------ი მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იგინებოდა და ეზოში შესვლის მომენტიდან ახორციელებდა მუქარას ,,ბავშვი გამოიყვანეთ თორემ დაგხოცავთ, არავის არ გაცოცხლებთო“. უცნობი ქალბატონი ცდილობდა ი-----------------ის წაყვანას, ექაჩებოდა ხელზე, მაგრამ ი------მა მას გააშვებინა ხელი და არ გაყვა. ამის შემდეგ ი------ი გავარდა გარეთ, ხ-----ს მანქანას დაარტყა წიხლი, შემდეგ ისევ ეზოში შევარდა, დარბოდა წინ და უკან და მისი ქცევა არ გავდა ნორმალური ადამიანის ქცევას. ბოლო გასვლისას ს--–-------------–---–ი გაყვა, რათა დაეკეტა ჭიშკრის კარი, რა დროსაც ი------მა მეორედ ჩაარტყა ავტომანქანას წიხლი, რის გამოც ჩაირთო სიგნალიზაცია. მას ს--–-------------–---–მა უსაყვედურა, რის გამოც ი-----------------ე შებრუნდა დედამისისკენ და სხეულის უკანა ნაწილში დაარტყა წიხლი. მას ამ დროს გაღებული ჰქონდა დის - ხ----- რ------–---–ის ოთახის ფანჯარა, ასული იყო რაფაზე, საიდანაც ჩანდა ეზოს ის ნაწილი სადაც გაყვანილია გაზის მილები და დაინახა, როგორ დაარტყა ი------მა ს--–-------------–---–ს წიხლი, რის გამოც ეს უკანასკნელი წაიქცა. იგი გადახტა ფანჯრიდან და მივიდა დედის დასახმარებლად, რომელიც იყო გათიშული, ი------ი და ქალბატონი კი ამ დროს იყვნენ გაქცეულები. ს--–-------------–---–ს ხელი ჰქონდა გადაქერცლილი, სდიოდა სისხლი და უკანა ნაწილი ჰქონდა დაწითლებული. ამასთან, კარგახანს უჩიოდა ტკივილს თავის არეში. მან ი-----------------ის მიერ განცორციელებული სისცოცხლის მოსპობის მუქარა თავის თავზე იმიტომ მიიღო, რომ იმ დროს როდესაც ი-----------------ე ფანჯრის მინას ურტყამდა ხელს და იმუქრებოდა ოთახში იმყოფებოდა დასთან და დისშვილთან ერთად. ფარდა იყო გადაწეული და ი------ი მასაც ხედავდა, გარდა ამისა ფანჯარასთან მყოფი ი-----------------ე იძახდა შემდეგ სიტყვებს ,,ორივეს დაგხოცავთ ბავშვს თუ არ გამომიყვანთ გარეთო“.

 

მოწმე გ---–----–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი არის ი-----------------ის საცოლე, რომელმაც 2018 წლის 20 მაისს თხოვა გაყოლოდა ბავშვის სანახავად. ისინი მივიდნენ ხ---------------–---–ის სახლში, რა დროსაც ი-----------------ე შევიდა ეზოში და ითხოვდა ბავშვის ნახვას. ამ დროს ს--–-------------–---–მა ჩაკეტა სახლის კარი, გასაღები ჩაიდო ჯიბეში და ი------ს არ მისცა სახლში შესვლის საშუალება. ამ დროს ფანჯარასთან იდგა ხ---------------–---–ი, რომელთანაც ი-----------------ეს მოუვიდა სიტყვიერი დაპირისპირება. ამ დროს ს--–-------------–---–ი ხელის კვრით ცდილობდა ი-----------------ის ეზოდან გაგდებას. იგი თავადაც თხოვდა საქმროს წასულიყვნენ იქედან. მოწმის განმარტებით, ი-----------------ეს და ს--–-------------–---–ს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, ს--–-------------–---–მა დაზიანებები მიიყენა თავად.

 

თბილისის გ-–-----------–-----ის შს სამართველოს მე-2 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის, მოწმე გ------------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 20 მაისს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით 20:00-20:30 საათამდე პერიოდში განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ი-----------------ემ ყოფილი ცოლის დედაზე განახორციელა ძალადობა. შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე - ბ--------------ესთან ერთად გავიდა ი-----------------ის ადგილსამყოფელის დასადგენად და მათ იგი დააფიქსირეს დავით აღმაშენებელის და ხიზანიშვილის ქუჩის კვეთაზე. ისინი მივიდნენ ხსენებულ პირთან, წარუდგინეს სამსახურეობრივი მოწმობები, განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს ბრალდებულის სახით. ი-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი. ი-----------------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები. კითხვაზე თუ რატომ ჰქონდა დაზიანებები განმარტა, რომ დაპირისპირება მოუვიდა სიდედრთან, რომელსაც გაარტყა ხელი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 18 ივნისის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ: 21.05.2018 წელს მოქალაქე ს--–-------------–---–ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი და სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა.

 

შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი დაზარალებულ ხ---------------–---–ის ტელეფონის დეტალური ამონაწერით დასტურდება, რომ მისი ყოფილი მეუღლე - ი-----------------ე 2018 წლის 20 მაისის 17:30:12, 17:32:42, 17:35:00 საათზე კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5-------- დაუკავშირდა მას ტელეფონის ნომერზე 5---------

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 18 ივნისს, 19:40-20:25 საათზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მოხდა დაზარალებულ ს--–-------------–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმება, რა დროსაც დაზარალებულმა დეტალურად აღწერა ი-----------------ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ი-----------------ემ განახორციელა აღნიშნული ქმედებები.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ--------------–---–მა და რ--------------–---–მა.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, 2018 წლის 20 ივნისს, 15:15-16:05 საათზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მოხდა დაზარალებულ ხ---------------–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმება, რა დროსაც დაზარალებულმა დეტალურად აღწერა ი-----------------ის მიერ ს--–-------------–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ი-----------------ემ განახორციელა აღნიშნული ქმედებები.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---–-----------ემ და რ--------------–---–მა.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი-----------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ნ--------------–---–ის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ დაზარალებულების: ს--–-------------–---–ის, ნ--------------–---–ის და ხ---------------–---–ის ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა ის ფაქტი, რომ იმ დროს როდესაც ი-----------------ე შევარდა დაზარალებულების ეზოში და იქცეოდა აგრესიულად ნ--------------–---–ი, ხ---------------–---–თან და ამ უკანასკნელის შვილთან ერთად იმყოფებოდა საძინებელ ოთახში და ეზოში განვითარებულ მოვლენებს იქედან ადევნებდა თვალს. ვინაიდან ოთახში ფარდები იყო გადაწეული, ხოლო ნ--------------–---–ი იდგა ფანჯარასთან, რომელსაც ი-----------------ე ურტყამდა ხელებს, დასტურდება, რომ მსჯავრდებულისთვის ცნობილი იყო ნ--------------–---–ის ხსენებულ ოთახში ყოფნის ფაქტი. დაზარალებულთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ს--–-------------–---–მა გარედან ჩაკეტა სახლის კარი, რათა ი-----------------ეს არ შეეღწია სახლში, ხოლო ბავშვი იმყოფებოდა ნ--------------–---–თან და ხ---------------–---–თან ერთად. შესაბამისად, ი-----------------ე ხსენებული პირებისგან მოითხოვდა შვილი გაეყვანათ მისთვის. ამ დროს ი-----------------ე სიცოცხლის მოსპობის მუქარას ახორციელებდა როგორც ხ---------------–---–ის, ისე ნ--------------–---–ის მიმართ. კერძოდ, ემუქრებოდა რომ თუ ბავშვს არ გამუყვანდნენ ორივეს გამოჭრიდა ყელს, ს--–-------------–---–ს კი ეუბნებოდა, რომ ორივე შვილის ნაწლავებს გადაუკიდებდა ბუჩქებზე. დედის მიმართ ძალადობის განხორციელებისას, ნ--------------–---–ი ეძახდა ი-----------------ეს თავი დაენებებინა დედამისისთვის, რაზეც ი-----------------ე დაემუქრა ნ----ას. ნ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიმართ ი-----------------ის მუქარა აღიქვა რეალურად, მას შემდეგ რაც დაინახა როგორ განახორციელა ამ უკანასკნელმა ძალადობა მისი დედის მიმართ, რადგან ი------ს ს--–-------------–---–ზე ხელი არასდროს აუწევია. ამასთან, ნ--------------–---–ისთვის ცნობილი იყო, რომ თანაცხოვრების პერიოდში ი-----------------ე მეუღლის მიმართ ხშირად ახორციელებდა მუქარას, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამდენად, პალატა დადგენილად თვლის, რომ დაზარალებულების ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა ი-----------------ის მხრიდან ნ--------------–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი, რაც ამ უკანასკნელმა რეალურად აღიქვა დედამისის მიმართ ძალადობის გარხორციელების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ დღეს ი-----------------ე ჯერ სატელეფონო საუბრისას დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ხ---------------–---–ს, შემდეგ კი მივიდა მათ საცხოვრებელ სახლთან და ხ-----ს და ნ----ას მიმართ განახორციელა მუქარა, რაც ამ უკანასკნელებმა ი-----------------ის ხასიათიდან და წარსულში მეუღლის მიმართ გამოვლენილი არაერთი ძალადობის ფაქტის გამო აღიქვეს რეალურად და გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, პალატა თვლის, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოცემულ ეპიზოდში ი-----------------ის მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ი-----------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ნ--------------–---–ის ეპიზოდში ი-----------------ემ ჩაიდინა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია ხსენებულ ეპიზოდში, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ი-----------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ი-----------------ის მიმართ ხ---------------–---–ის მიმართ მუქარის ბრალდებასთან მიმართებით, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგეს ის, რომ დანაშაული ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი, რა დროსაც გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ი-----------------ემ ქალის მიმართ ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რაც გავრცელების მასშტაბებისა და ხასიათის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ი-----------------ე ნ--------------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით და ნაწლავების ბუჩქებზე გადაკიდებით), ი-----------------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს, მისწრაფებას დაზარალებულთათვის დაერღვია სიმშვიდე, მყუდროება და დაეშინებინა), მის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს არასრულწლოვანი შვილი), დაზარალებულის პოზიციას, ი-----------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს, იმ გარემოებას, რომ ი-----------------ის წარსული ცხოვრება მისი უარყოფითად შეფასების საშუალებას არ იძლევა და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ი-----------------ეს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.

 

პალატა მსჯავრდებულ ი-----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის თანაზომიერების შეფასებისას ყურადღებას გაამახვილებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენციის) 45-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ამ დანაშაულთა სერიოზულობის გათვალისწინებით. ეს სანქციები მოიცავს, სადაც ეს მიზანშეწონილია, თავისუფლების აღკვეთას.

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ი-----------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ი-----------------ის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით არ უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტის მოთხოვნა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე და დანაშაულთა ერთობლიობით ი-----------------ეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. პალატა თვლის, რომ ი-----------------ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ყოფილი მეუღლის, ქალის მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ--------------–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენში, უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 2 (ორი) ცალ დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის გ-–-----------–-----ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის განაჩენში.

 

ი-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ნ--------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ს--–-------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაზარალებულ ხ---------------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი-----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ ი-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 მაისიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 2 (ორი) ცალ დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე