განაჩენი

სისხლის სამართლის 31.01.2020
საქმის ნომერი
330100119003065444
ინსტანცია
თარიღი
31.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100119003065444

საქმე №1ბ/11-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა.

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ------------–---–ი.

 

დაცვის მხარე:

გამართლებული - ლ---------–-–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: თ---–--------------------------.

 

ადვოკატი - ი-–------------ე.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------–---–მა, რომლითაც მოითხოვა ლ---------–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებდნენ ლ---------–-–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას. პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ლ---------–-–---–ის მიერ განხორციელებულ ა---–---–------ის მუქარის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის მხოლოდ დაზარალებული - ა---–---–------ი, ხოლო სხვა მოწმეები - ი------------ე და ზ-----------–--ე არიან ირიბი მოწმეები, რის გამოც სასამართლო აღნიშნულ მტკიცებულებებს ვერ დაუდებს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის ჩვენება იყო თანმიმდევრული, ლოგიკური და სრულად შეესაბამებოდა მის მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას. მან დეტალურად აღწერა 2019 წლის 24 მარტს განვითარებული მოვლენები და ის ფაქტი, რომ იგი იმყოფებოდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და დღემდე აქვს შიში მომხარის გამო. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები ი------------ე და ზ-----------–--ე არ იყვნენ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები, თუმცა ისინი იყვნენ პირველები ვინც ნახეს ა---–---–------ი მომხდარი ფაქტის შემდეგ და აღწერეს მისი მდგომარეობა. პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში ასევე მსჯელობს დაზარალებულის ძმის - დ------–---–------ის ჩვენებაზე და განმარტავს, რომ მისი ჩვენებითაც არ დასტურდება ლ---------–-–---–ის მიერ ა---–---–------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი. ბრალდების მხარე ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ---------–-–---–ი მართლაც დაემუქრა ა---–---–------ს ცემით, თუმცა აღნიშნული არ იძლევა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რადგან ლ---------–-–---–მა თქვა შემდეგი სიტყვები: ,,წადი თორემ გცემ“, შესაბამისად, ცემის მუქარა იყო ზოგადი. სასამართლო კი განაჩენში აცხადებს, რომ მუქარა რომ ყოფილიყო სხვა სიტყვებით ფორმულირებული, კერძოდ, ,,წადი თორემ თითებს დაგამტვრევ“, აღნიშნული ცალსახად მოექცეოდა ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეგულირების ფარგლებში. აღნიშნულს ბრალდების მხარე არ ეთანხმება, ვინაიდან ცემის მუქარა თავისთავად გულისხმობს ჯანმრთელოვის დაზიანების მუქარას, და ის, რომ ლ---------–-–---–მა არ დააკონკრეტა, თუ როგორ აპირებდა ა---–---–------ის ცემას თავისთავად არ გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის შემადგენლობას. ბრალდების მხარეს ასევე გასათვალისიწინებლად მიაჩნია, ის გარემოება, რომ ოჯახის წევრთა მიმართ განხორციელებულ დანაშაულთა უმრავლესობა ლატენტური ხასიათისაა, სახელმწიფოს აქვს მსხვერპლის უფლებების ეფექტურად დაცვის ვალდებულება. ბრალდების მხარეს მიაჩნია, მოცემულ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარით დადასტურდა ლ---------–-–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, შესაბამისად, მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და განესაზღვროს მკაცრი სასჯელი.

 

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, აპელანტმა ნ------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ლ---------–-–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხრციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2010 წლის თებერვლიდან 2017 წლის ივლისის ჩათვლით, თბილისში, ჯ--------------------ში ა---–---–------ი ცხოვრობდა მეუღლესთან დ----- ა---–-–---–თან და მის ძმასთან ლ---------–-–---–თან ერთად, რომლებიც ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2019 წლის 24 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, ჯ--------------------ში მდებარე დ----- ა---–-–---–ის საცხოვრებელ სახლში მივიდა მისი ყოფილი მეუღლე ა---–---–------ი შვილის სანახავად, რა დროსაც, ურთიერთშელაპარაკებისას, დ----- ა---–-–---–ის ძმამ ლ---------–-–---–მა ა---–---–------ს მოუქნია ხელი და დაემუქრა, რომ ცემდა და მოკლავდა, რის შედეგადაც ა---–---–------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა 2019 წლის 24 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ---–---------------------------ში ლ---------–-–---–ის მიერ ა---–---–------ის მიმართ ცემის და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენით, ლ---------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ა---–---–------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2010 წლის თებერვლიდან 2017 წლამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ----- ა---–-–---–თან. განქორწინების შემდეგ ის და მისი შვილი მ-----– ა---–-–---–ი საცხოვრებლად გადავიდნენ მისი მშობლების სახლში. 2018 წლის თებერვლის თვიდან მისი შვილი - მ-----– ა---–-–---–ი ცხოვრობს მამასთან დ----- ა---–-–---–თან ერთად. 2019 წლის 24 მარტი იყო კვირა დღე. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი დადგენილი იყო, რომ ყოველი კვირა დღე მას უნდა გაეტარებინა შვილთან ერთად და სარგებლობდა ბავშვის საცხოვრებელი სახლიდან გაყვანის უფლებით. 24 მარტი არის მისი უმცროსი დის დაბადების დღე, რის გამოც ძმასთან - დ------–---–------თან ერთად მივიდა ყოფილი მეუღლის სახლში შვილის (მ-----– ა---–-–---–ის) სადღესასწაულო ცენტრში წასაყვანად. აღნიშნულის თაობაზე იგი შეთანხმებული იყო ყოფილ მეუღლესთან, თუმცა მ-----– ა---–-–---–ი მას არ გაჰყვა და განუცხადა, რომ ვინაიდან მამა არ იყო სახლში მას არ სურდა დედასთან ერთად წასვლა. იგი ცდილობდა შვილის დარწმუნებას, რომ მას გაჰყოლოდა, რა დროსაც ლ---------–-–---–მა დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და მოსთხოვა დაეტოვებინა მათი სახლი. აღნიშნულის გამო, მისმა შვილმა მ-----– ა---–-–---–მა დაიწყო ტირილი, გაიქცა სხვა ოთახში და მაცივრის გვერდით დაიმალა, რის გამოც იგი არ ტოვებდა ა---–-–---–ების საცხოვრებელ სახლს და სურდა ბავშვთან მისულიყო. ამ დროს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ასევე მიაყენა მისმა ყოფილმა დედამთილმა. კერძოდ, ჰკრა ხელი, ხოლო მისი ყოფილი მაზლი ლ---------–-–---–ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ცემით. კერძოდ, უთხრა, რომ საციხოდაც გაიხდიდა საქმეს და მოკლავდა მას, რითაც დაასრულებდა ყოფილ მეუღლეებს შორის არსებულ კამათს. მან ასევე გამოიწია ხელის დასარტყმელად, თუმა იგი შეაკავა მისმა ყოფილმა დედამთილმა. მოცემული დროისთვის მისი შვილი - მ-----– ა---–-–---–ი და ძმა - დ------–---–------ი ტიროდნენ. მისი ძმა სთხოვდა, რომ წაეყვანა იგი, ხოლო მ-----– ა---–-–---–ი კვლავ მაცივრის გვერდით იმალებოდა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ლ---------–-–---–ის მიერ განხორციელებული მუქარის შემდეგ გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში და სწორედ ამიტომ მიმართა საგამოძიებო ორგანოს. ამ ფაქტის შემდეგ მას აქვს შიში ქუჩაში გამოსვლისაც კი და ა---–-–---–ების ოჯახში შვილის სანახავად მიდის თანმხლებ პირთან ერთად. მანვე მიუთითა, რომ მასსა და ყოფილ მეუღლეს - დ----- ა---–-–---–ს შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.

 

არასრულწლოვანი მოწმის დ------–---–------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის 24 მარტს, არის მისი უმცროსი დის - კ------ დაბადების დღე. აღნიშნულ დღეს, შუადღეს, დასთან ა---–---–------თან ერთად წავიდა დ----- ა---–-–---–ის სახლში - მ-–--ს (მ-----– ა---–-–---–ის) წამოსაყვანად. თუმცა მ-–--მ უარი განაცხადა, მათთან ერთად წასვლაზე, რადგან მამა არ იყო სახლში. აღნიშნულ ოთახში კომპიუტერთან იჯდა მ-–--ს ბიძა ლ----ი, რომლმაც უთხრა მ-–--ს რომ ეს არ იყო სწორი პასუხი, რის შემდეგაც მ-–--მ ანის უთხრა, რომ თავად არ სურდა მათთან ერთად წასვლა. ის-------- ცდილობდნენ მის გადარწმუნებას, თუმცა მ-–-- ტიროდა და არ მიჰყვებოდა მათ. შემდეგ ბ--–-მ (მ-–--ს ბებიამ) და ლ----მა (მ-–--ს ბიძამ) დაუწყეს ა--- ყვირილი, რის გამოც მ-–-- გაიქცა და მაცივრის უკან დადგა. მის დას ბ--–-მ (ყოფილმა დედამთილმა) ხელი ჰკრა და დივანზე დააგდო. ლ----მა (მ-–--ს ბიძამ) ა--- უთხრა, რომ მ-–--მ უკვე გასცა პასუხი და სახლის დატოვება მოსთხოვა წინააღმდეგ შემთხვევაში მას ცემით დაემუქრა, ასწია ხელი და უნდოდა ა---თვის დაერტყა, თუმცა არ დაარტყა. ამის შემდეგ კვლავ გრძელდებოდა კონფლიქტი თუმცა მას სიტყვები აღარ ახსოვს, რადგან ძალიან შეშინებული იყო და ტიროდა. მოწმემ განმარტა, რომ არ გაუგონია ლ----ი მოკვლით დაემუქრა თუ არა მის დას, რადგან ყვიროდნენ და თვითონაც ნერვიულობდა.

 

მოწმე ი------------ემ განმარტა, რომ ა---–---–------თან აკავშირებს ნათესაური ურთიერთობა. ა---–---–------ს და მის ყოფილ მეუღლეს დ----- ა---–-–---–ს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა 2017 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ა---–---–------ის და დ----- ა---–-–---–ის შვილი მ-----– ა---–-–---–ი 2018 წლიდან ცხოვრობს მამასთან ერთად. ლ---------–-–---–ის მიერ ა---–---–------ის მიმართ 2019 წლის 24 მარტს განხორციელებული სიცოცხლის მოსპობისა და ცემის მუქარის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია და მომხდარი ფაქტის შესახებ გადმოცემით იცის ა---–---–------ისგან. მეორე დღეს, ა---–---–------თან ერთად მივიდა დ----- ა---–-–---–ის საცხოვრებელ სახლში ბავშვის სანახავად, თუმცა რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. მასთან და ა---თან ერთად მისი მეუღლე ზ-----------–--ეც იმყოფებოდა, რომელიც ეზოში ელოდებოდა მათ. მოწმის განმარტებით, ა---–---–------ი იყო საკმაოდ შეშინებული და სახლიდან მარტო აღარ გადიოდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ა---–---–------სა და დ----- ა---–-–---–ს შორის მიმდინარეობს სამოქალაქო დავა მათი საერთო შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ზ-----------–--ემ.

 

ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–------------------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტის N--------- დასკვნის (საქმის არსებითი განხილვის დროს უდავოდ ცნობილი მტკიცებულება) თანახმად, ა---–---–------მა ლ---------–-–---–ისა და ბ--–- თ----–---–ის 2019 წლის 24 მარტს განხორციელებული ქმედებებით არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

ლ---------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხრციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2010 წლის თებერვლიდან 2017 წლის ივლისის ჩათვლით, თბილისში, ჯ--------------------ში ა---–---–------ი ცხოვრობდა მეუღლესთან დ----- ა---–-–---–თან და მის ძმასთან ლ---------–-–---–თან ერთად, რომლებიც ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2019 წლის 24 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, ჯ--------------------ში მდებარე დ----- ა---–-–---–ის საცხოვრებელ სახლში მივიდა მისი ყოფილი მეუღლე ა---–---–------ი შვილის სანახავად, რა დროსაც, ურთიერთშელაპარაკებისას, დ----- ა---–-–---–ის ძმამ ლ---------–-–---–მა ა---–---–------ს მოუქნია ხელი და დაემუქრა, რომ ცემდა და მოკლავდა, რის შედეგადაც ა---–---–------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ლ---------–-–---–ის მიმართ გამატყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება, რაც შესაძლოა, დაირღვეს მაშინ, როცა პირი ადამიანს ემუქრება ძალადობრივი ქმედების ჩადენით და მუქარა ისეთი ფორმით არის გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს უჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რის გამოც დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშივიდეს და აქვს ძალადობით ქმედების განხორციელების მოლოდინი. ობიექტური მხრივ აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მოქმედება (მუქარა) და მისგან გამოწვეული შედეგი (შიში). ამასთან, შიში უნდა იყოს საფუძვლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მუქარა წარმოითქვა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ, რომ მუქარის მსხვერპლს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია გათვალისწინებული იყოს არამხოლოდ სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმებიც. მიუხედავად შედეგისა, განახორციელებს თუ არა მუქარას პირი ან აპირებს თუ არა მის განხორციელებას, დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის განმსაზღვრელია, რომ დაზარალებულს გაუჩნდეს მის მიმართ შესაძლო ძალადობის ჩადენის საფუძვლიანი შიში.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაზარალებული - ა---–---–------ი არის ლ---------–-–---–ის ყოფილი რძალი, რომელთან ერთადაც ეწეოდა საერთო მეურნეობას. შესაბამისად, პალატა თვლის რომ ქმედების დამატებითი კვალიფიკაცია - პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, არის სწორი.

 

პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ---------–-–---–ის ბრალეულობის დასადასტურებლად, კერძოდ: დაზარალებულ ა---–---–------ის ჩვენება მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით არის თანმიმდევრული, რაც ასევე გამყარებულია სხვა მტკიცებულებებით. კერძოდ, საქმეში წარმოდეგნილი 2018 წლის 21 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ა---–---–------ს შვილთან - მ-----– ა---–-–---–თან ურთიერთობისთვის განესაზღვრა კვირა დღე, დღის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე დროის მონაკვეთი, თავის საცხოვრებელ ადგილას გაყვანის უფებით (დ----- ა---–-–---–ის დასწრების გარეშე), დ----- ა---–-–---–ის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. სადავაო არ არის ფაქტი, რომ 2019 წლის 24 მარტი იყო კვირა დღე და როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეების სასამართლოში მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ იყო ა---–---–------ის დის დაბადების დღე. ასევე სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ა---–---–------ი მის უმცროს ძმასთან - დ------–---–------თან ერთად მივიდა ყოფილი მეუღლის სახლში შვილის წამოსაყვანად, რა დროსაც მისი ყოფილი მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა. ა---–---–------ს სახლში დახვდა მისი შვილი, ყოფილი მაზლი - ლ---------–-–---–ი და ყოფილი დედამთილი - ბ--–- თ----–---–ი. მამის არყოფნის გამო, ბავშვმა უარი განაცხადა გაჰყოლოდა დედას, რაც გახდა კონფლიქტის მიზეზი. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, არსებული კონფლიქტის დროს, ლ---------–-–---–ის მიერ ა---–---–------ის მიმართ განხორციელებული მუქარის - შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანი. დაზარალებულ ა---–---–------ის ჩვენებით დადგენილია, ლ---------–-–---–ის მხრიდან ცემისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორცილების ფაქტი. მოწმე დ------–---–------ის ჩვენებით, კი დასტურდება, რომ მის დას ბ--–- თ----–---–მა და ლ---------–-–---–მა დაუწყეს ყვირილი. ბ--–- თ----–---–მა ხელი ჰკრა და დივანზე დააგდო ხოლო ლ----მა უთხრა, რომ წაულიყო სახლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ცემდა, ასწია ხელი და უნდოდა ა---თვის დაერტყა, თუმცა არ დაარტყა. პალატა თვლის, რომ ის გარემოება, რომ დ------–---–------ი არ ადასტურებს ლ---------–-–---–ის მხრიდან ა---–---–------ის მიმართ მოკვლის მუქარის ფაქტს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ ფაქტის არსებობის უარყოფას, ვინაიდან დადასტურებულია, რომ ინციდენტის დროს იყო დაძაბული სიტუაცია, მონაწილენი ერთმანეთს უყვიროდნენ, ხოლო არასრულწლოვანი მოწმე, ისევე როგორც დაზარალებულის შვილი ტიროდნენ, რაც არ გამორიცხავს, რომ მას შემდეგ რაც მოწმემ დაიწყო ტირილი სრულყოფილად ვერ გაიგო ლ---------–-–---–ის მხრიდან წარმოთქმული სიტყვები.

 

დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება იმ საკითხთან დაკავშირებით რეალურად აღიქვა თუ არა ლ---------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული მუაქარა - არის დამაჯერებელი, რასაც ასევე ამყარებს მოწმეების ი------------ის და ზ-----------–--ის სასამართლოში მიცემული ჩვენებები, რომლითაც დასტურდება, რომ ინციდენტის შემდგომ ა------- ძალიან შეშინებული და ტიროდა, ამასთან ეშინოდა სახლიდან მარტო გასვლის.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“). კონვენციის მიზნებისთვის, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. კონვენცია მიზნად ისახავს ქალების და ოჯახის წევრების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან, მათ შორის, კონვენცია მოუწოდებს მხარეებს მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს ისეთი წინასწარგანზრახული ქცევა, რომელიც ადამიანზე სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს იძულების ან მუქარის გამოყენებით.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განაჩენში აღნიშნა, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდეს, რის გამოც მისი ჩვენების უტყუარობა, საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეფასდეს (იხ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის №527აპ-17 განაჩენი). მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა მისცა თანმიმდევრული ჩვენება, რომლის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი სააპელაციო პალატას არ გააჩნია.

 

პალატა განმარტავს, რომ ქმედების მუქარად კვალიფიკაციის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დაზარალებულის ჩვენებას. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულმა ა---–---–------მა დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერა განვითარებული მოვლენები, რაც გამყარებულია მოწმეთა მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, რომელთა გაუზიარებლობის საფუძველი პალატას არ გააჩნია. ამასთან, დაზარალებულ ა---–---–------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება იმ საკითხთან დაკავშირებით რეალურად აღიქვა თუ არა მსჯავრდებულის მხრიდან განხორციელებული მუქარა - არის დამაჯერებელი. მან ასევე დამაჯერებლად ისაუბრა განცდილ შიშთან დაკავშირებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ შიშის საფუძვლიანობა უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც. იმ ფაქტს, რომ ა---–---–------მა ლ---------–-–---–ის მიერ განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ამყარებს აგრეთვე ამ უკა---კნელის შემდგომი ქმედებები. კერძოდ, აღნიშნულის შესახაბ უყვება ახლობლებს ზ-----------–--ეს და ი------------ეს, ასევე აცხადებს სამართალდამცავ ორგანოში. რაც შეეხება ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–------------------- სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტის №--------- დასკვნას, რომლის თანახმად, ა---–---–------მა ლ---------–-–---–ისა და ბ--–- თ----–---–ის განხორციელებული ქმედებებით არ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, აღნიშნული არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ლ---------–-–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტა---, ვინაიდან ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს საფუძვილიანი შიში და ფსიქოლოგიური ტანჯვა. ქმედების მუქარად დაკვალიფირებისათვის სავალდებულო არაა, რომ დაზარალებულმა განიცადოს ფსიქოლოგიური ტანჯვა, რაც იწვევს ადამიანის ნერვული სისტემის ისეთ მოშლას, რომ იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში კარგავს სულიერ სიმშვიდეს და იწვევს სულიერ განცდას - წვალებას.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მოწმის სანდოობის შესახებ ექსპერტიზის ჩატარება. პალატა კვლავ აღნიშნავს, რომ გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს ძალადობის განხორციელების საფუძვლიანი შიში შეუძლებელია დადგინდეს ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული უნდა შეფასდეს კონკრეტულ შემთხვევაში ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმებით. მოცემულ შემთხვევაში, კი ა---–-–---–ების საცხოვრებელ სახლში შექმნილი კონფლიქტური სიტუაციის შეფასებით (ლ---------–-–---–ი უყვიროდა ა---–---–------ს, მოუღერა ხელი დასარტყმელად, ხოლო ბ--–- თ----–---–მა ხელი ჰკრა და დააგდო დივანზე) პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---–---–------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ცემის მუქარა არ შეიძლება შეფასდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალიწინებულ შემადგენლობად და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში გასათვალიწინებელია ლ---------–-–---–ის მიერ წარმოთქმული სიტყვები. კერძოდ, ეს უკა---კნელი ა---–---–------ს დაემუქრა ცემით და უთხრა, რომ საციხოდაც გაიხდიდა საქმეს და მოკლავდა მას, რითაც დაასრულებდა ყოფილ მეუღლეებს შორის არსებულ კამათს. იგი ასევე გაიწია ხელის დასარტყმელად, თუმცა შეაკავა ბ--–- თ----–---–მა. მართალია, ცემა ყოველთვის არ გულისხმობს ჯანმრთელობის დაზიანებას, თუმცა იმ პირობებში, როცა ლ---------–-–---–ი მუქარის დროს წარმოთქვამს სიტყვებს, რომ ,,საციხოდაც გაიხდიდა საქმეს“, დაზარალებულის მიმართ ცემის მუქარა მოიცავს ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას, რისი გათვალისწინებითაც პალატა იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ იმის გამო, რომ ლ---------–-–---–მა არ დააკონკრეტა თუ როგორ აპირებდა ა---–---–------ის ცემას - არ გამორიცხავს მის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის შემადგენლობის არსებობას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (მაგალითისთვის იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ. 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ლ---------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შეთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ლ---------–-–---–ის მიერ ა---–---–------ის მიმართ განხორციელებული მუქარის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშანი. შესაბამისად პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ---------–-–---–მა ჩაიდინა მუქარა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენი ლ---------–-–---–ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ლ---------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ლ---------–-–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.

 

სასჯელის დასაბუთება:

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაციაა, ხოლო სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

იმისათვის, რომ განისაზღვროს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნები, სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს არამხოლოდ პიროვნული მონაცემები, არამედ დამნაშავის ქმედებებიც. რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუებას, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციას. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან. შესაბამისად, სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.

 

სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე და 531 მუხლებით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთან, ლ---------–-–---–ის წარსული ცხოვრების მხედველობაში მიღებით, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია სასჯელის სახედ და ზომად 1000 ლარის ოდენობის ჯარიმის განსაზღვრა. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი იქნება შემაკავებელი ხასიათის და დამაფიქრებელი ლ---------–-–---–ისთვის - უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების შესრულებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი.

 

ლ---------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ლ---------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გაუქმებულია.

 

გაუქმდეს თბილისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით ლ---------–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს უზრუნველსაყოფად ბ--–- თ----–---–ის (პ/ნ 0----------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მიწის ნაკვეთზე (ფართობი 1520 კვ.მ. მდებარე სა----------------------------–-------------------------------------------------) დადებული ყადაღა.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე