განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2019
საქმის ნომერი
200100118002739491
ინსტანცია
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002739491

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე №1ბ/139-19 14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: თ-----------------–---–ი (პირადი ნომერი: №2----------), დაბადებული 19---–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ--–----------------------–-----------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით:

 

თ-----------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 170 (ასსამოცდაათი) საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად თ-----------------–---–ს 2018 წლის 4 ნოემბრიდან 2018 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 20 (ოცი) საათით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

თ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა თ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით 3000 (სამი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ თ--------------–---–ის (პირადი #2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 6101,00 კვმ. მდებარე თ--–----------------------–--------------–----------------------------------------

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად მოხდა სანადირო თოფის კონფისკაცია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ-- ნ----------------–---–მა და მოითხოვა მსჯავრდებულისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

მსჯავრდებულ თ-----------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ირ-- ქა-------–---–-ა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა თ-----------------–---–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 4 ნოემბერს, საღამოს, დაახლოებით 16:45 საათზე თელავის რაიონის სოფელ ვა-----------–ი, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფ ალ-----------------–--ლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თ-----------------–---–ი. კერძოდ, ალ-----------------–--ლის საცხოვრებელი სახლის კართან ქუჩაში მყოფმა თ-----------------–---–მა სანადირო თოფიდან ორჯერ გაისროლა, შემდეგ კი მოკვლით დაემუქრა ალ-----------------–--ლს - ეუბნებოდა, რომ ესროდა. ალ-----------------–--ლმა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების რეალური შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თ-----------------–---–ის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: დაზარალებულ ალ-----------------–--ლის, მოწმეების ლ------------------------------------------------------------------–---–------------–--------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, თვით ბრალდებულის სახით თ-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ჩხრეკის და ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის #2----- დასკვნით, ბალისტიკური ექსპერტიზის #1---- დასკვნით და ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე უდავოდ იქნა ცნობილი, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორ--თა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ თ-----------------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ-----------------–---–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ-----------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია დანაშაული, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს სამართლიანი სასჯელის დანიშვნას და აქვე პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნვლყოფს სასჯელის მიზნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას პასუხისმგებლობის შემამასუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მისი ქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასების მიზნით პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ავტოავარიას, რომელიც შეემთხვა თ-----------------–---–ს და რომელმაც ალ-----------------–--ლის სხეულის დაზიანება გამოიწვია, ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ 2015 წელს და ამ საფუძვლით მათ შორის დაწყებული სამოქალაქო დავა დღემდე არ არის დასრულებული. თ-----------------–---–მა გადაწყვიტა, ნებაყოფლობით გადაეხადა ალ-----------------–--ლისთვის თანხა იმ ოდენობით, რისი გადახდაც მას სამოქალაქო წესით საქმის განხილვის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზიანის ანაზღაურების მიზნით დააკისრა. თუმცა ალ-----------------–--ლმა თანხის მიღებაზე უარი განაცხადა და გადაწყვიტა სააპელაციო სასამართლოში დავის გაგრძელება, ვინაიდან მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ზიანის ასანაზღაურებლად განსაზღვრა დაუსაბუთებლად მცირე ოდენობის თანხა. სწორედ ალ-----------------–--ლის მიერ ამგვარი პოზიციის დაფიქსირება გახდა თ-----------------–---–ის განაწყენებისა და ამის გამო მის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზეზი.

 

აღნიშნულის გამო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან სამოქალაქო დავა თ-----------------–---–სა და ალ-----------------–--ლს შორის კვლავაც გრძელდება, შესაბამისად, კვლავაც სახეზეა თ-----------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის განმაპირობებელი გარემოება მისი განაწყენების სახით. ეს კი ცალსახად მიუთითებს იგივე ან უფრო მძიმე სიმძიმის ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენის საფრთხის არსებობაზე. ამ დასკვნის გამოტანისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმასაც, რომ თ-----------------–---–მა დანაშაული ჩაიდინა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში - სასმელის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ვერ შეძლო ემოციების გაკონტროლება და პირადი განაწყენების ფონზე სიმთვრალე აღმოჩნდა საკმარისი მაპროვოცირებელი ფაქტორი დანაშაულის ჩასადენად. პალატა თვლის, რომ ამგვარი საფრთხე მომავალშიც არსებობს და ახალი დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებელია მსჯავრდებულზე ზემოქმედებდეს ეფექტური შემაკავებელი ფაქტორი. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ახალი დანაშაულის პრევენციის მიზნის მისაღწევად არასაკმარისია მით უფრო, რომ დღეისათვის იგი უკვე მოხდილია და მსჯავრდებულზე ორ თვეზე ნაკლები პერიოდის მანძილზე სასჯელის ზემოქმედებით ვერ მოხდებოდა მისი რესოციალიაზაცია, სათანადოდ ვერ დააფიქრებდა მას ჩადენილზე, რაც განაპირობებდა შესაბამისი დასკვნის გამოტანას.

 

ამდენად, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ-----------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი არ პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, არ არის ადექვატური დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, არ შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.

 

სასჯელის სამართლიანობას სასამართლო აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა და შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისათვის საჭიროა მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება - თ-----------------–---–ის მიმართ უნდა განისაზღვროს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, თუმცა სახეზე არსებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით პალატა შესაძლებლად მიიჩნევს მის პირობით ჩათვლას და გამოსაცდელი ვადის დანიშვნას. მსჯავრდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მსგავსი ან უფრო მძიმე ქმედების ჩადენის შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება თავისუფლების აღკეთის სახით დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდის საკითხი, რაც მიჩნეული უნდა იქნას აუცილებელ ეფექტურ შემაკავებელ ფაქტორად.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაული, იგი აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პიობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ თ-----------------–---–ის მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენში მსჯავრდებულ თ-----------------–---–ის მიმართ სასჯელის დამძიმების კუთხით უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება რუსული წარმოების 16 კალიბრის ,,ტოზ-25“ მოდელის ორლულიანი სანადირო გლუვლულიანი #1------7 თოფი, რომელიც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში, კონფისკაციის მიზნით უნდა გადაეცეს შესაბამის ორგანოს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - 2 ცალი მასრა და 1 ცალი ტიზ-კონტეინერი, რომელიც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში, სისხლის სმართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ თ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

კანონით დადგენილ ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად თ--------------–---–ის (პ/ნ 2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე თ--–----------------------–------------------------------------

 

იმის გათვალისწინებით, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 150 (ასორმოცდაათი) საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მსჯავრდებულ თ-----------------–---–ს დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს, იგი უნდა ჩაითვალოს ამ განაჩენით განსაზღვრული სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის 5 (ხუთი) საათი - თავისუფლების აღკვეთის 1 (ერთი) დღე, რაც შეადგენს 30 (ოცდაათ) დღეს. ასევე სასჯელში უნდა ჩაითვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 4 ნოემრიდან 2018 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით.

 

არასაპატიმრო სასჯლელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ თ-----------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი უნდა განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენში თ-----------------–---–ის მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება;

 

თ-----------------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანამხად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს გამოაკლდეს თ-----------------–---–ის მიერ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და დღეისათვის მოხდილი სასჯელი - 150 (ასორმოცდაათი) საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის 5 (ხუთი) საათი - თავისუფლების აღკვეთის 1 (ერთი) დღე, რაც შეადგენს 30 (ოცდაათ) დღეს. ასევე სასჯელის ვადაში ჩაითვალოს პატიმრობაში გატარებული ოთხი დღე 2018 წლის 4 ნოემბრიდან 2018 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად მოხდეს სანადირო თოფის კონფისკაცია.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ თ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდა.

 

ყადაღა მოეხსნას თ-----------------–---–ის მიმართ გამოყენებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით 3000 (სამი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ თ--------------–---–ის (პირადი #2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს 6101,00 კვმ. მდებარე თელავის რაიონის სო----–--------------–---------------------------------------

 

საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება:

 

რუსული წარმოების 16 კალიბრის "ТОЗ-25" მოდელის ორლულიანი სანადირო გლუვლულიანი #1------7 თოფი, რომელიც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში, კონფისკაციის მიზნითგადაეცეს შესაბამის ორგანოს.

სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება 2 (ორი) ცალი მასრა და 1 (ერთი) ცალი ტიზ-კონტეინერი, რომელიც ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში, სისხლის სმართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

არასაპატიმრო სასჯლელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ თ-----------------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე