განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003121439
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1ბ/1529-19 15 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: რ---- ბ---------ე (პირადი ნომერი: №5----------), დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ხ-–------------------------–-----------------------------------------–----; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–---------------------------–-----------------------ის მიმდებარედ.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აგვისტოს განაჩენით რ---- ბ---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2019 წლის 25 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისიწნებით შეუმცირდა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2800 ( ორიათასრვაასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აგვისტორს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა გ--------–--------ამ და მოითხოვა მსჯავდებულისთვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
მსჯავრდებულ რ---- ბ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--------------–---–მა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა რ---- ბ---------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 25 ივნისს ქალაქ თ---–--–-------------------------–---–---------------------ის მიმდებარედ რ---- ბ---------ე ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ე-–---ა ჭ----–--ეს, ც----ა მ-----–---–ს და მ------ი კ-------ეს, რაც მათ აღიქვეს რეალურად.
2019 წლის 25 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება დაიწყო N0----------- სისხლის სამართლის საქმეზე რ---- ბ---------ის მიერ ე-–---ა ჭ----–--ის, ც----ა მ------–---–ის და მ------ი კ-------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებით.
რ---- ბ---------ე ბრალდებულად დაკავებულ იქნა 2019 წლის 25 ივნისს, 22 საათსა და 25 წუთზე.
2019 წლის 27 ივნისს რ---- ბ---------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებული იქნა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.
2019 წლის 28 ივნისს გირაოს შეტანის შემდეგ რ---- ბ---------ე გათავისუფლდა პატიმრობიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
რ---- ბ---------ის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით: დაზარალებულების ე-–---ა ჭ----–--ის, ც----ა მ-----–---–ის და მ------ი კ-------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების კ--- ახალაძის და დავით აბულაშვილის გამოიკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და სხვა საპროცესო დოკუმენტებით, რომლებიც ერთობლიობაში უტყუარად ადასატურებს რ---- ბ---------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. აღნიშნული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმების საფუძველზე უდავოდ იქნა ცნობილი, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ---- ბ---------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ რ---- ბ---------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
რ---- ბ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია დანაშაული, სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. პალატა აგრეთვე ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ დაზარალებულები შეურიგდნენ მსჯავრდებულს და მათ შორის კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება აღარ არსებობს. დამამძიმებელი გარემოებების არსებობა შეკრებილი მტკიცებულებებით არ დადეგნილა.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
რ---- ბ---------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული და კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელებიც, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი.
საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს სამართლიანი სასჯელის დანიშვნას და აქვე პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნვლყოფს სასჯელის მიზნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას პასუხისმგებლობის შემამასუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მისი ქცევა ქმედების შემდეგ, მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რ---- ბ---------ის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლოიალური, ვინაიდან სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და დანაშაულის ხასიათი, კერძოდ ის გარემოება, რომ სამი მეზობლის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს მისი ქცევის გამოსწორებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას უფრო მკაცრი სასჯელი.
ბრალდების მხარის აღნიშნულ პოზიციას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან მ,სჯავრდებულის პიროვნების შეფასებისთვის საქმეში წარმოდგენილია მისი ნასამართლობის არ ქონის შესახებ ცნობა, ასევე დაზარალებულთა ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებები მსჯავრდებულთან შერიგების თაობაზე შესაბამისად დაუსაბუთებელია, რატომ არის წამახალისებელი და სტიმულის მიმცემი კონკრეტული სასჯელი - ჯარიმა.
საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მოსამართლეს პრიორიტეტი ყველაზე ნაკლებად მკაცრ სასჯელს მიანიჭოს, მე-3 ნაწილი ავალდებულებს, გაითვალისწინოს პირის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ---- ბ---------ის დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, პიროვნებას, პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.
სასჯელის სამართლიანობას სასამართლო აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა და შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა ქმედების ჩადენის მოტივი და მიზანი (საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული უსიამოვნება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (დანაშაული ჩადენილი იქნა სამი პირის მიმართ, რაც მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე მიიუთითებს), ასევე მის პიროვნებას (დანაშაულის ჩადენის დროს არ დადგენილა მისი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებები მისი უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), ქცევა ქმედების შემდეგ (მოინანია ცადენილი), მისწრაფება დაზარალებულებთან შერიგებისა (საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულთა განცხადებები კონფლიქტის ამოწურვისა, მსჯავრდებულთან შერიგების და მის მიმართ პრეტენზიების არარსებობის შესახებ). პალატა მიიჩნევს, რომ რ---- ბ---------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის განსაზღვრა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგმოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აგვისტოს განაჩენი რ---- ბ---------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ--------–--------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები: დაზიანებული ანტენა, ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ--------–--------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სქამეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აგვისტოს განაჩენი რ---- ბ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
რ---- ბ---------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის 28 ივნისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის გათვალისწინებით შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 2800 (ორი ათას რვააასი) ლარის ოდენობით.
ხედველობაში იქნას მიღებული, რომ რ---- ბ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;
განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს;
განაჩენის აღსრულებაზე - მსჯავდებულის მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტში სასარგებლოდ გადახდაზე - კონტროლი დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მსჯავდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულება:
დაზიანებული ანტენა, ანაწმენდები და ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე