თავი XXIV — საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად # # #
1. თუ სარჩელის (განცხადების) მიღების შემდეგ საქმე მოსამართლის განსახილველია, საქმეს ამზადებს მოსამართლე, ხოლო თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმე კოლეგიურმა სასამართლომ უნდა განიხილოს, მაშინ საქმეს ამ სასამართლოს ერთ-ერთი წევრი ამზადებს, რათა დაჩქარდეს მისი განხილვა და შესაძლებელი გახდეს ერთ სასამართლო სხდომაზე განხილვის დამთავრება და საქმის სწორად გადაწყვეტა.
2. მოსამართლის დავალებით საქმე სასამართლო განხილვისათვის შეიძლება მოამზადოს მოსამართლის თანაშემწე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(18)
საქმე №ას-349-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2025
…საპროცესო სამართალი“; მეორე გამოშვება, შვსებული და გადამუშავებული; რედაქტორი; პროფესორი რომან შენგელია გამომცემლობა „მერიდიანი“; 2015; გვ. 415). საპროცესო კანონმდებლობა მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისაგან საქმის მომზადების მიზანს ( სსსკ-ის მე-200 მუხლი); მოპასუხის პასუხს /შესაგებელს/ ( სსსკ-ის 201-ე მუხლი); მოქმედებას, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით ( სსსკ-ის 203-ე მუხლი) და…
საქმე №ბს-149(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.03.2025
…წარმოებათა შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 281 მუხლის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ აუცილებელია გირაოს შემტანის (თუ ის მსჯავრდებული არ არის) წერილობითი თანხმობა. გარდა ამისა, სსსკ-ის 200-ე მუხლის თანახმად, გირაო ბიუჯეტში ჩაირიცხება მხოლოდ მაშინ, თუ ბრალდებულმა დაარღვია გირაოს პირობები, რაც მოცემულ საქმეზე არ დაფიქსირებულა. შესაბამისად,…
საქმე №ას-1426-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2024
…საპროცესო სამართალი“; მეორე გამოშვება, შვსებული და გადამუშავებული; რედაქტორი; პროფესორი რომან შენგელია გამომცემლობა „მერიდიანი“; 2015; გვ. 415). საპროცესო კანონმდებლობა მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისაგან საქმის მომზადების მიზანს ( სსსკ-ის მე-200 მუხლი); მოპასუხის პასუხს /შესაგებელს/ ( სსსკ-ის 201-ე მუხლი); მოქმედებას, რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით ( სსსკ-ის 203-ე მუხლი) და…
საქმე №ას-1098-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2020
…მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა. სასამართლოს ხსენებული უფლება არ არის შეუზღუდავი და იგი მხოლოდ საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად მომზადების მიზანს უნდა ემსახურებოდეს ( სსსკ-ის მე-200 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის (განცხადების) მიღების შემდეგ საქმე მოსამართლის განსახილველია, საქმეს ამზადებს მოსამართლე, ხოლო თუ ამ…
…ნაწილის დებულება, რომელიც საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღების დროისათვის ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველ ნაწილს წარმოადგენდა, ადგენს, რომ საქმეს განსახილველად, ერთპიროვნულად ამზადებს მომხსენებელი მოსამართლე, უფრო მეტიც, ამავე კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით შეიძლება, საქმის განსახილველად მომზადება დაევალოს მოსამართლის თანაშემწესაც, თუმცა, კანონის ხსენებული ჩანაწერი შეეხება უშუალოდ…