განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 090210119002987648
№2/ბ-1004-2019წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი - ე-–--- მ--–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარეები - ნ---- მ--–-–---–ი, დ-------- მ--–-–---–ი, თ-- მ--–-–---–ი, ვ---- მ--–-–---–ი
დავის საგანი - სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტის დადგენა, სავალდებულო წილის განსაზღვრა, სავალდებულო წილის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა და აღნიშნული წილის პროპორციულ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 29 აგვისტოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ---- მ--–-–---–ის, დ-------- მ--–-–---–ის, თ-- მ--–-–---–ისა და ვ---- მ--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა ნ---- მ--–-–---–ის, დ-------- მ--–-–---–ის, თ-- მ--–-–---–ისა და ვ---- მ--–-–---–ის მიერ, თ------ი მ--–-–---–ის (გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღი– 1---------ო 2000 წელი, აქტის ჩანაწერი N1) სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტი. 2001 წლის 18 აპრილის სამკვიდრო მოწმობაში შევიდა ცვლილება და სამკვიდროში შემავალი სრული ქონების ½ ნაწილი, რომელიც მოიაზრება სავალდებულო წილად, ცნობილი იქნა ნ---- მ--–-–---–ის, დ-------- მ--–-–---–ის, თ-- მ--–-–---–ის და ვ---- მ--–-–---–ის საკუთრებად. მოპასუხე ე-–--- მ--–-–---–ს, ნ---- მ--–-–---–ის, დ-------- მ--–-–---–ის, თ-- მ--–-–---–ისა და ვ---- მ--–-–---–ის სასარგებლოდ, დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარისა და უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის, რეგისტრაციისათვის გადახდილი – 20 ლარის და საადვოკატო მომსახურების – 400 ლარის ანაზღაურება.
2.2. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 აგვისტოს განჩინებით, ე-–--- მ--–-–---–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2019 წლის 10 მაისს, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ---- მ--–-–---–ის, დ-------- მ--–-–---–ის, თ-- მ--–-–---–ის და ვ---- მ--–-–---–ის წარმომადგენლებმა, მოპასუხე ე-–--- მ--–-–---–ის მიმართ და ითხოვეს სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტის დადგენა, სავალდებულო წილის განსაზღვრა, სავალდებულო წილის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა და სავალდებულო წილის პროპორციულ ქონებაზე მოსარჩელეთა მესაკუთრედ ცნობა.
3.2. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, მოსარჩელეებს დაევალათ მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენა 2 თვის ვადაში.
3.3. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ, 2019 წლის 24 მაისს, სასამართლოსათვის წარდგენილი იქნა საფოსტო დასტური, რომლის თანახმადაც დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეებმა მოპასუხე ე-–--- მ--–-–---–ს სარჩელი და თანდართული მასალები ჩააბარეს პირადად, 2019 წლის 20 მაისს.
3.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე და 1421-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
3.5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ე-–--- მ--–-–---–მა და განმარტა, რომ შესაგებელის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, გზავნილი, რომელიც მას 2019 წლის 20 მაისს ჩაბარდა, კონვერტში განთავსებული იყო სარჩელისა და თანდართული მასალების გარეშე.
3.6. მტკიცებულებათა არარსებობის გამო, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი;
4.აპელანტთა მოთხოვნა და საფუძვლები
4.1 აპელანტის განმარტებით უკანონოა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება, რადგან მოსარჩელეთა მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელი იყო.
4.2. აპელანტმა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა;
5. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
5.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
5.4. საქმის მასალებზე დაყრდნობით პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 09 აგვისტოს განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:
5.5. დადგენილია, რომ 2019 წლის 10 მაისს, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ---- მ--–-–---–ის, დ-------- მ--–-–---–ის, თ-- მ--–-–---–ის და ვ---- მ--–-–---–ის წარმომადგენლებმა, მოპასუხე ე-–--- მ--–-–---–ის მიმართ და ითხოვეს სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით, მიღების ფაქტის დადგენა, სავალდებულო წილის განსაზღვრა, სავალდებულო წილის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა და სავალდებულო წილის პროპორციულ ქონებაზე მოსარჩელეთა მესაკუთრედ ცნობა. (ს.ფ.2-51);
5.6. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, მოსარჩელეებს დაევალათ მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენა 2 თვის ვადაში.(ს.ფ. 52-55);
5.7. მოსარჩელეთა მიერ, 2019 წლის 24 მაისს, სასამართლოსათვის წარმოდგენილი საფოსტო დასტურით, დგინდება, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩააბარდა პირადად 2019 წლის 20 მაისს. (ს.ფ.77-78).
5.8. დადგენილია, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2019 წლის 30 მაისის ჩათვლით, შესაგებელი სასამართლოში არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარსადგენად ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რის გამოც სარჩელის განმხილველმა სასამართლომ, შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამართლებრივი დასაბუთება
5.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის თანახმად: თუ სარჩელის (განცხადების) მიღების შემდეგ საქმე მოსამართლის განსახილველია, საქმეს ამზადებს მოსამართლე, ხოლო თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმე კოლეგიურმა სასამართლომ უნდა განიხილოს, მაშინ საქმეს ამ სასამართლოს ერთ-ერთი წევრი ამზადებს, რათა დაჩქარდეს მისი განხილვა და შესაძლებელი გახდეს ერთ სასამართლო სხდომაზე განხილვის დამთავრება და საქმის სწორად გადაწყვეტა. მოსამართლის დავალებით საქმე სასამართლო განხილვისათვის შეიძლება მოამზადოს მოსამართლის თანაშემწემ.
5.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, სასამართლო უგზავნის მოპასუხეს სარჩელის (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს, დაუნიშნავს ვადას იმისათვის, რომ მან წერილობითი შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელისა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრება სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. ამასთან, სასამართლო აფრთხილებს მოპასუხეს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ.
5.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე. მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
5.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
5.14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად: დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა მხარისათვის საპროცესო მოქმედების განხორციელებაში და თუ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
5.15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს გზავნილი ჩაბარდა 2019 წლის 20 მაისს, პირადად, თუმცა შესაგებელი სასამართლოში არ წარუდგენია.
5.16. პირველი ინსტანციის სასამართლოში აღძრულ საჩივარში მოპასუხე მიუთითებდა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე, (სარჩელისა და თანდარული მასალების ჩაუბარებლობაზე), თუმცა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზს, მოპასუხეს სასამართლოსათვის ასევე არ წარმოუდგენია.
5.17. სააპელაციო საჩივრის მიხედვით, აპელანტი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზზე აღარ მიუთითებს და ამტკიცებს, რომ მიუხედავად შესაგებლის წარუდგენლობისა, სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან მოსარჩელეთა მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელი და ხანდაზმული იყო.
5.18. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი სასამართლოში აღძრულია მამკვიდრებლის - თ------ მ--–-–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღების ფაქტის დადგენის, სავალდებულო წილის განსაზღვრის, სავალდებულო წილის შესაბამისად, სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანისა და აღნიშნული წილის პროპორციულ ქონებაზე (სამკვიდრო ქონების ½ ნაწილზე) მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
5.19. მოსარჩელეებმა მიუთითეს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით ა) ისინი წარმოადგენენ მამკვიდრებლის - 2000 წლის 11 აგვისტოს გარდაცვლილი თ------ მ--–-–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს, ბ) მოსარჩელეებს ფაქტობრივი ფლობითა და მართვით მიღებული აქვთ სამკვიდრო ქონების ნაწილი, გ) მოპასუხე ე-–--- მ--–-–---–ი არის თ------ მ--–-–---–ის ანდერძისმიერი მემკვიდრე, დ) მოპასუხის სახელზე გაცემულია ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა.
5.20. მოსარჩელეთა მიერ მითითებული და სასამართლოს მიერ, სსსკ-ის 230-ე და 2321 მუხლების საფუძველზე, დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1371-ე, 1421-ე, 1433-ე, მუხლების დანაწესიდან, რის გამოც სარჩელის განმხილველმა სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გამართლებული იყო. რაც შეეხება აპელანტის აპელირებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, პალატა მიუთითებს, რომ მასზე მითითება, საქმის წარმოების ამ ეტაპზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ვარგის საფუძვლად ვერ მიიჩნევა.
5.21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.22. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის გარემოებები, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია. შესაბამისად, არ არსებობს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 09 აგვისტოს განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. რის გამოც ე-–--- მ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 09 აგვისტოს განჩინება - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, ე-–--- მ--–-–---–ის მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–--- მ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 09 აგვისტოს განჩინება.
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი