განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.06.2019
საქმის ნომერი
060311219002912611
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით
თარიღი
04.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 060311219002912611

საქმე № 3/ბ-205-19წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

მოსამართლის თვითაცილების შესახებ

04 ივნისი 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ

 

ერთპიროვნულად განვიხილე ადმინისტრაციული საქმეზე №3/ბ-205-2019 თვითაცილების საკითხი და გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე, რომ სამტრედიის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა ი/მ ,,ლ---–------–----ა“-ს მიმართ და მოითხოვა გაიცეს ბრძანება ი/მ ,,ლ---–------–----ა“-ს (ს/ნ 37001025138) ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართლო დავების სამმართველოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

 

ზემოაღნიშნული ბრძანება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი/მ ,,ლ---–------–----ა“-მ, ნ---------–----ამ და ნ----------------ემ, რომლებმაც მოითხოვეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 აპრილის ბრძანების გაუქმება.

 

გავეცანი საქმის მასალებს და მივიჩნევ, რომ არსებობს მოსამართლის თვითაცილების პროცესუალური საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ”აპელაციის” თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. 373-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე). იმავე კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმე კოლეგიურმა სასამართლომ უნდა განიხილოს, მაშინ საქმეს ამ სასამართლოს ერთ-ერთი წევრი ამზადებს, რათა დაჩქარდეს მისი განხილვა და შესაძლებელი გახდეს ერთ სასამართლო სხდომაზე განხილვის დამთავრება და საქმის სწორად გადაწყვეტა. 203-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მოსამართლეს შეუძლია ისეთი მოქმედებების შესრულება, რომლებიც ხელს შეუწყობენ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად საქმის მომზადებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად აცილების საფუძვლების არსებობისას მოსამართლე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება.

 

მოსამართლის აცილების საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით. 31-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში.

 

სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების მიზნით საქმის მასალების გაცნობის პროცესში გავარკვიე, რომ საჩივრის ავტორები არიან ჩემი ნათესავები (მამის ბიძაშვილები), რომლებთანაც გამაჩნია ძალიან ახლო ნათესაური ურთიერთობა, შესაბამისად იმისათვის, რომ მხარეებსა და სხვა ობიექტურ დამკვირებელს არ წარმოეშვათ ჩემი მხრიდან საქმის შედეგთან დაკავშირებით მიკერძოების განცდა, ვთვლი, რომ სახეზეა საქმის განხილვიდან ჩემი თვითაცილების საფუძველი, რის გამოც საქმე სხვა მოსამართლისადმი დასაქვემდებარებლად გადაეცემა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ვიხელმძღვანელე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე, 32-ე, 36-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე

 

ადმინისტრაციული საქმე №3/ბ-205-2019წ. ი/მ ,,ლ---–------–----ა“-ს მიმართ ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ, ი/მ ,,ლ---–------–----ა“-ს, ნ---------–----ას და ნ----------------ის სააპელაციო საჩივრით, მოსამართლის თვითაცილების წესით, სხვა მოსამართლისათვის დასაქვემდებარებლად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს;

 

განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მოცემულ საქმეზე მიღებულ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე