განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.12.2019
საქმის ნომერი
080210019002849064
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
06.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210019002849064

№ 2/ბ-1063-19წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

06 დეკემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი (მოპასუხე) - შპს „-----–-----------------–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ე---------- ა-------ე

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთასისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

1. აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მოსარჩელის ე---------- ა-------ის სარჩელი შპს „-----–-----------------–ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „-----–-----------------–ს“ ე---------- ა-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 1188 ლარის გადახდა, საიდანაც, 2018 წლის დეკემბრის სახელფასო დავალიანებაა 450 ლარი (ხელზე ასაღები) და 2019 წლის იანვრის სახელფასო დავალიანება 738 ლარი; მოპასუხე შპს „-----–-----------------–ს“ ე---------- ა-------ის სასარგებლოდ დაეკისრა შრომითი კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტისათვის კომპენსაცია ბოლო 3 თვის საშუალო ხელფასის ორმაგი ოდენობით - 1934,90 ლარი; მოპასუხე შპს „-----–-----------------–ს“ ე---------- ა-------ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდის დაგვიანებისთვის ყოველდღიურად 0,07 %-ის დარიცხვა 2019 წლის 4 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც დღეში შეადგენს 0,83 ლარს; მოპასუხე შპს „-----–-----------------–ს“ ე---------- ა-------ის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 161,27 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს „-----–-----------------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 120,95 ლარის გადახდა;

 

2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით, შპს „-----–-----------------–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2019 წლის 03 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ე---------- ა-------ემ და ითხოვა: მოპასუხე შპს „-----–-----------------–ისათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის დეკემბრის სახელფასო დავალიანების 450 ლარის (ხელზე ასაღები) და 2019 წლის იანვრის სახელფასო დავალიანების 738 ლარის, სულ 1188 ლარის დაკისრება. მოსარჩელემ ასევე ითხოვა შრომითი კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტის კომპენსაციის, ბოლო 3 თვის საშუალო ხელფასის ორმაგი ოდენობით - 1934.90 ლარის (967,45 ლარი * 2= 1934,90 ლარი) მოპასუხისათვის დაკისრება და სახელფასო დავალიანების გადახდის დაგვიანებისთვის ყოველდღიურად 0,07 %-ის დარიცხვა 2019 წლის 4 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც დღეში შეადგენს 0,83 ლარს; საადვოკატო მომსახურების ხარჯის 300 ლარის და სხვა ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

3.2. სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

3.2.1. 2016 წელს, მოსარჩელე ე---------- ა-------ესა და შპს ,,თ---–-----------------–ს’’ შორის გაფორმდა უვადო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოსარჩელე ასრულებდა მოპასუხისთვის მთარგმნელობით სამუშაოს. სახელფასო განაკვეთი იყო ფიქსირებული ყოველი ნამუშევარი საათისთვის და შეადგენდა სასამართლოში თარგმნისთვის 30 ლარს, ხოლო სხვა დაწესებულებებში - 20 ლარს. ნამუშევარი საათების განსაზღვრა ხდებოდა თარჯიმნის მიერ ოქმის შედგენის გზით. მხარეთა შეთანხმებით ანგარიშსწორება მოპასუხეს უნდა მოეხდინა ყოველი მომდევნო თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების მიხედვით მოპასუხეს ჰქონდა ვალდებულება ქუთაისის ფარგლებში მხოლოდ მოსარჩელის მომსახურებით ესარგებლა.

3.2.2. მოპასუხეს არ აქვს გადახდილი 2018 წლის დეკემბრის ანაზღაურება, რაც შეადგენს 450 ლარს (ხელზე ასაღები) და რაც მოპასუხეს უნდა ჩაერიცხა 20 იანვრამდე. ასევე გადასახდელი აქვს 2019 წლის იანვრის ანაზღაურება 738 ლარი (ხელზე ასაღები). ნაცვლად ხელფასის გადახდისა, 2019 წლის იანვრიდან მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა შრომითი კონტრაქტი, მოსარჩელეს არ გზავნის სამუშაოს შესასრულებლად და მოიწვია სხვა მთარგმნელები, რითაც დაარღვია მოსარჩელესთან შეთანხმებული პირობა. მრავალჯერ მოთხოვნის შემდეგ მოპასუხემ ანგარიშზე ჩაურიცხა დეკემბრის თვის ანაზღაურების ნაწილი - 500 ლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილის გადახდას თავს არიდებს სხვადასხვა მოტივით.

 

3.2.3. ვინაიდან არ არის დაფარული მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს დავალიანებაზე ყოველდღიურად 0,07 %-ის დარიცხვა, 2019 წლის 20 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც შეადგენს 1188*0,07%=0,83 ლარს დღეში.

 

3.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში.

 

3.4. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენა 2 თვის ვადაში.

 

3.5. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ, 2019 წლის 19 მარტს, სასამართლოსათვის წარდგენილი იქნა საფოსტო დასტური, რომლის თანახმადაც დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელემ, მოპასუხეს, სარჩელი და თანდართული მასალები ჩააბარა 2019 წლის 04 მარტს. მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია, ასევე არ აღუძრავს შუამდგომლობა შესაგებლის წარმოდგენის საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.

 

3.6. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

3.7. დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „-----–-----------------–მა“, რომელმაც განმარტა, რომ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, ის თანამშრომელი, რომელმაც ჩაიბარა გზავნილი, გზავნილის ჩაბარების დღეს გახდა შეუძლოდ, ვეღარ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს და მოკლებული იყო შესაძლებლობას ჩაბარებულ გზავნილზე მოეხდინა შესაბამისი რეაგირება.

3.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

 

3.9. ქუთასისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „-----–-----------------–მა“.

 

4. აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები

 

4.1 აპელანტის განმარტებით, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არ არსებობდა შრომითი ურთიერთობა, მათ შორის ზეპირად დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეს უნდა გაეწია მთარგმნელობითი მომსახურება (მოსარჩელე იმყოფება ქუთაისში, ხოლო მოპასუხის იურიდიული მისამართია ქ. თბილისში). მოსარჩელის მიერ არ იყო წარდგენილი სასამართლოსთვის ძირითადი მტკიცებულება - შრომის ხელშეკრულება. სასამართლო შრომითი ურთიერთობის დადგენისას შემოიფარგლა მხოლოდ საბანკო ანგარიშის ამონაწერითა და ცნობით, რაც არ შეიძლება იქნეს მიჩნეული შრომით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადასტურებად, რადგან მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მომსახურების ხელშეკრულება.

 

4.2. ამასთან, სასამართლოში წარდგენილი ავადმყოფობის ცნობით დასტურდებოდა გზავნილის ჩამბარებელი პირის, თ----- ფ--–-------–---–ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რამაც გამოიწვია შესაგებლის სასამართლოში წარუდგენლობა.

 

4.3. აპელანტის მითითებით: უკანონოა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება, რის გამოც ისინი უნდა გაუქმდეს.

 

5. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

5.4. საქმის მასალებზე დაყრდნობით პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.5. დადგენილია, რომ 2019 წლის 03 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ე---------- ა-------ემ და ითხოვა: მოპასუხე შპს „-----–-----------------–ისათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის დეკემბრის სახელფასო დავალიანების - 450 ლარის და 2019 წლის იანვრის სახელფასო დავალიანების - 738 ლარის, სულ 1188 ლარის (ხელზე ასაღები) დაკისრება. მოსარჩელემ ასევე ითხოვა შრომითი კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტისათვის კომპენსაციის, ბოლო 3 თვის საშუალო ხელფასის ორმაგი ოდენობით (967,45 ლარი * 2= 1934,90ლარი) 1934.90 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება და სახელფასო დავალიანების გადახდის დაგვიანებისთვის ყოველდღიურად 0,07 %-ის დარიცხვა, 2019 წლის 4 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც დღეში შეადგენს 0,83 ლარს; მანვე მოითხოვა საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.

 

5.6. საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, მოსარჩელეს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარდგენა 2 თვის ვადაში. (ს.ფ. 114-116);

 

5.7. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ, 2019 წლის 19 მარტს, სასამართლოსათვის წარდგენილი იქნა საფოსტო დასტური, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხე ორგანიზაციის მენეჯერს, თ----- ფ--–-------–---–ს სარჩელი და თანდართული მასალები ჩააბარა პირადად 2019 წლის 4 მარტს. (ს.ფ.118).

 

5.8. შესაბამისად დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2019 წლის 14 მარტი;

 

5.9. დადგენილია, რომ ამ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარსადგენად ვადის გაგრძელების შესახებ მიუმართავს სასამართლოსათვის. რის გამოც სარჩელის განმხილველმა სასამართლომ შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

5.10. საჩივრის ავტორმა სასამართლოს წარუდგინა თ----- ფ--–-------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო ცნობები. შპს ,,--------------–-----ის“ მიერ, 2019 წლის 03 აპრილს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ თ----- ფ--–-------–---–ი კონსულტაციაზე იმყოფებოდა ამავე კლინიკაში ექიმთან, მას დაენიშნა ანტიბაქტერიული მკურნალობა. (ს.ფ.134).

 

5.11. საქმეში, ს. ფ. 133-ზე განთავსებული სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ 2019 წლის 24 აპრილს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა თ----- ფ--–-------–---–ის მისამართზე, სადაც პაციენტს გაეწია შესაბამისი დახმარება.

 

5.12. შპს „ა-–----–---–--------–--------–----ის“ მიერ, 2019 წლის 30 აპრილს გაცემული N01/6762 ცნობით დგინდება, რომ თ----- ფ--–-------–---–ი მენჯის ღრუს მწვავე პერიტონიტის დიაგნოზით, 2019 წლის 24 აპრილს მოთავსებული იქნა სტაციონარში, სიდანაც გაწერილი იქნა ამავე წლის 26 აპრილს. (ს.ფ.135-136).

 

5.13. ამდენად, საჩივრის ავტორის მიერ სასამართლოში წარდგენილი არც ერთი ცნობა არ ასახავს გზავნილის ჩაბარების დროისათვის, (2019 წლის 04 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით პერიოდში) თ----- ფ--–-------–---–ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას და არ ადასტურებს მოპასუხე კომპანიის მტკიცებას, რომ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაგებლის სასამართლოში წარმოდგენა, საპროცესო ვადის დაცვით.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

5.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის თანახმად: თუ სარჩელის (განცხადების) მიღების შემდეგ საქმე მოსამართლის განსახილველია, საქმეს ამზადებს მოსამართლე, ხოლო თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმე კოლეგიურმა სასამართლომ უნდა განიხილოს, მაშინ საქმეს ამ სასამართლოს ერთ-ერთი წევრი ამზადებს, რათა დაჩქარდეს მისი განხილვა და შესაძლებელი გახდეს ერთ სასამართლო სხდომაზე განხილვის დამთავრება და საქმის სწორად გადაწყვეტა. მოსამართლის დავალებით საქმე სასამართლო განხილვისათვის შეიძლება მოამზადოს მოსამართლის თანაშემწემ.

 

5.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით, სასამართლო უგზავნის მოპასუხეს სარჩელის (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს, დაუნიშნავს ვადას იმისათვის, რომ მან წერილობითი შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელისა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრება სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. ამასთან სასამართლო აფრთხილებს მოპასუხეს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ.

 

5.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე. მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

5.18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

5.19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად: დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

5.20. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, კი მოპასუხის მიერ პასუხის წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა მხარისათვის საპროცესო მოქმედების განხორციელებაში და თუ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

 

5.21. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს გზავნილი ჩაბარდა 2019 წლის 4 მარტს.

 

5.22. აპელანტი მიიჩნევს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, თუმცა მან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარმოუდგინა, ამასთან აღნიშნავს, რომ მიუხედავად შესაგებლის წარუდგენლობისა, სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად გაუმართლებელი იყო.

 

5.23. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს, მოსარჩელის მიერ მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, იძლეოდა მოთხოვნის დაკმაყოფილების იურიდიულ საფუძველს. კერძოდ, მოპასუხესთან შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფმა მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და დაყოვნებულ თანხაზე 0.07%-ის დაკისრების მოთხოვნით, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა „საქართველოს შრომის კოდექსის“ 31-ე, 34-ე და 38.2 მუხლების მოთხოვნებიდან, რის გამოც სარჩელის განმხილველმა სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გამართლებული იყო.

 

5.24. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის გარემოებები, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ კანონიერია, დასაბუთებულია, და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.

 

5.25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.26. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, შპს „-----–-----------------–ის“ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის, შპს „-----–-----------------–ის“ მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს „-----–-----------------–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 17 ივლისის განჩინება.

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი