განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.02.2020
საქმის ნომერი
330310020003418092
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/174-20

№330310020003418092

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

06 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: სალომე გოგოლაძე

 

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე): ვ-----------------–---–-;

წარმომადგენელი: დ-----------–----

 

მოწინააღმდეგე მხარე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანო): საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–-------------------–---;

წარმომადგენელი: კ-------------------

 

მესამე პირი: ნ-----–-------

წარმომადგენელი: ლ--–-------–--–---–--

 

დავის საგანი: შემაკავებელი ორდერის გაუქმება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1---------- გადაწყვეტილება.

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1---------- N-------- საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდეს ვ-----------------–---–-ს სარჩელი.

 

2. მოწინააღმდეგე მხარის და მესამე პირის პოზიცია:

 

2.1. მოწინააღმდეგე მხარის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–-------------------–---ს წარმომადგენელი არ დაეთანხმა საჩივარს, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

2.2. მესამე პირის ნ-----–-------- წარმომადგენელი არ დაეთანხმა საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1---------- გადაწყვეტილებით ვ-----------------–---–-ს სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–-------------------–---ს მიერ 2--- წლის 1---------ს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

4. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

4.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–-------------------–---ს მიერ 2--- წლის 1---------ს შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერის ოქმი №------, რომლის თანახმად, ქულთა საერთო რაოდენობამ შეადგინა - 1------–--

4.2. 2--- წლის 1---------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–-------------------–---ს მიერ გამოცემულ იქნა №------ შემაკავებელი ორდერი ვ-----------------–---–-ს მიმართ, მსხვერპლი ნ-----–- ქ---. შემაკავებელი ორდერი დამტკიცდა შემდეგი პირობით: ვ-----------------–---–- აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ნ-----–- ქ---- ცხოვრობს; ვ-----------------–---–- აეკრძალა მსხვერპლთან - ნ-----–- ქ-------, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ნ-----–- ქ---- იმყოფება; ვ-----------------–---–- აეკრძალა მსხვერპლთან - ნ-----–- ქ------- ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.

5. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21.14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. მე-10 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები, ამავე მუხლის 3 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებით დამტკიცდა ,,განმეორებითი ძალადობის რისკების შეფასების სისტემა“, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება, რისკების სწორი განსაზღვრა, განმეორებითი ძალადობის თავიდან აცილება და მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. განმეორებითი ძალადობის რისკების შეფასება ხდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ჩამოთვლილი სპეციალური კითხვების საფუძველზე. შემაკავებელი ორდერის ოქმი ივსება შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე, რადგან ოქმის საფუძველზე განისაზღვრება შემაკავებელი ორდერის გამოცემის აუცილებლობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომლის თანახმად, შემაკავებელი ორდერი უნდა გამოიცეს თუ ქულათა რაოდენობამ შეადგინა მინიმუმ 3 ქულა. მოცემულ შემთხვევაში ქულათა საერთო რაოდენობა შეადგენს 1------–--- შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–-------------------–---ს მიერ 2--- წლის 1---------ს გამოცემულ იქნა №------ შემაკავებელი ორდერი მოძალადე ვ-----------------–---–-ს მიმართ, მსხვერპლი - ნ-----–- ქ---. შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ სახეზეა ფსიქოლოგიური ძალადობა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა შემდეგი პირობით: ვ-----------------–---–- აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ნ-----–- ქ---- ცხოვრობს; ვ-----------------–---–- აეკრძალა მსხვერპლთან - ნ-----–- ქ-------, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ნ-----–- ქ---- იმყოფება; ვ-----------------–---–- აეკრძალა მსხვერპლთან - ნ-----–- ქ------- ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა განისაზღვრა 30 დღით.

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი განმარტავს ძალადობის თითოეული ზემოაღნიშნული ფორმის არსს, კერძოდ „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–-------------------–---ს მიერ 2--- წლის 1---------ს შედგენილი შემაკავებელი ორდერის №------ ოქმში მონიშნული გრაფების ამსახველი ინფორმაცია ნ-----–-ა ქ----ს მიერ შესაბამისი სამართალდამცავი თანამშრომლისათვის მიწოდებული იქნა მოწმის/დაზარალებულის გამოკითხვისას. აღნიშნულ ოქმში ასახული ინფორმაცია ასევე დგინდება მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში დაცული მტკიცებულებებით. თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მობილური ტელეფონის ნომრის დეტალური ამონაწერით დგინდება, რომ ვ-----------------–---–- სატელეფონო კავშირი ნამდვილად ჰქონდა გამოკითხვისას ნ-----–-ა ქ----ს მიერ მითითებულ მესამე პირთან - ნათია ტეტემაძესთან. აღნიშნული გარემოება ადასტურებს იმ ვარაუდს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი კონფლიქტური ურთიერთობის ფონზე ვ-----------------–---–-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ნ-----–-ა ქ----ს მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას. თავის მხრივ, ვ-----------------–---–-ს მოთხოვნით გამოცემულია ნ-----–-ა ქ----ს მიმართ შემაკავებელი ორდერი.

მხარისა და მესამე პირის განმარტებების მოსმენის, ასევე საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–-------------------–---ს მიერ 2--- წლის 1---------ს №------ შემაკავებელი ორდერი გამოცემულია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვ-----------------–---–-ს ქმედება, რაც განხორციელდა 2--- წლის 1---------ს ნ-----–-------- მიმართ, ატარებს ფსიქოლოგიურ ძალადობის ხასიათს, ხოლო შემაკავებელი ორდერის გამოწერა განმეორებითი ძალადობის აღკვეთის მიზანს ემსახურება. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თ---–---------–-–---------------------------------------------------–--------–-–-------------------–---ს მიერ 2--- წლის 1---------ს გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1---------- გადაწყვეტილებაზე საჩივარი, შემდეგ დაზუსტებულისაჩივარი შეიტანა ვიქტორ კვირიკაშვილმა და მოითხოვა: 1) გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2--- წლის 1---------- №3------- საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სრულად დაკმაყოფილდეს ვ-----------------–---–-ს სარჩელი. 2) გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1---------- №3------- საქმეზე მიღებული საოქმო განჩინება, რომლის საფუძველზეც საქმის მასალებიდან ამოირიცხა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (საქმის ფურცლები - 17-37) და ახალი განჩინების მიღებით აღნიშნული დოკუმენტები მტკიცებულების სახით დაერთოს საქმეს.

 

საჩივარში აღინიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ 2--- წლის 1---------- №3------- საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რამაც განაპირობა ჩვენი მარწმუნებლის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესების ხელყოფა.

 

2--- წლის 1--------------–-----------–---------–-–---------------------------------------------------–-------------------–------------------------------------ კ------------------- მიერ გამოცემულ იქნა №------ შემაკავებელი ორდერი ვ-----------------–---–-ს მიმართ. ორდერის შედგენის საფუძველი გახდა ნ-----–-------- განმარტება იმის თაობაზე, რომ ვ-----------------–---–- მას თითქოსდა ხშირად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ვ-----------------–---–-ს მიერ განხორციელებული ,,ფსიქოლოგიური ძალადობის" შესახებ ნ-----–-------- უსაფუძვლო განმარტების საფუძველზე აეკრძალა ვ-----------------–---–- 1) იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს; 2) მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; 3) მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით; 4) იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა; 5) შეეზღუდა იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა; 6) ჩამოერთვა პირად საკუთრებაში არსებული იარაღი (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი).

 

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ შემაკავებელ ორდერში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება რეალობას, კერძოდ, ვ-----------------–---–-, ნ-----–-------- მიმართ არასოდეს განუხორციელებია სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ან/და მუქარა, რის გამოც არ არსებობდა ორდერის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლოს მიერ სათანადო შეფასება არ მისცემია იმ ფაქტს, რომ 2--- წლის 1---------ს, სადავო შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე 3 საათით ადრე, ნ-----–-------- მიმართ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი №0----- ვ-----------------–---–- მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის საფუძვლით. სწორედ აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე, ცდილობს ნ-----–- ქ---- უსაფუძვლო გარემოებებზე მითითებით შეუქმნას დისკომფორტი ვ-----------------–---–- იმ პირობებში, როდესაც ის თავად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მოსარჩელის მიმართ. ნ-----–-------- დამოკიდებულება და აგრესია ვ-----------------–---–- მიმართ განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ის უკრძალავდა ვ-----------------–---–- მის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობას, რაც დასტურდება, როგორც მისი გამოკითხვის ოქმით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნ-----–-------- მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დადასტურებულ იქნა, რომ ის ვ-----------------–---–- და მისი ოჯახის წევრებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ნ-----–-------- მხრიდან მოსარჩელის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს.

ნ-----–--------თვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ ვ-----------------–---–- არის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, შესაბამისად, მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა იწვევს სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას/შეწყვეტას. ამდენად, ნ-----–-------- მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით პოლიციისთვის მიმართვა ემსახურება ვ-----------------–---–-სთვის დისკომფორტის შექმნას, მის დამცირებას კოლეგების წინაშე და მისთვის იმ საარსებო წყაროს მოსპობას, რომლითაც უზრუნველყოფს საკუთარი ოჯახისა და 4 არასრულწლოვანი შვილის საჭიროებებს.

 

გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქულათა საერთო რაოდენობა შეადგენს 1------–--, თუმცა არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული სრულად ეყრდნობა ნ-----–-------- უსაფუძვლო განმარტებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ვ-----------------–---–- სადავოდ ხდიდა მისი მხრიდან ნ-----–-------- მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს, სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება სრულად დააფუძნა საქმეში მესამე პირად ჩაბმული ნ-----–-------- ზეპირ ახსნა-განმარტებებზე და შეფასების გარეშე დატოვა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლოს მიერ სარწმუნოდ იქნა მიჩნეული ნ-----–-------- ახსნა-განმარტება მიუხედავად მისი წინააღმდეგობრივი ხასიათისა. კერძოდ, ერთის მხრივ, 2--- წლის 1---------ს ნ-----–-------- მიერ სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში (1-2-ში) დაფიქსირებულ იქნა შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ ვიქტორ კვირიკაშვილმა თითქოსდა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მობილური კომუნიკაციის მეშვეობით, შემდგომში მოწმის/დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში და შემაკავებელი ორდერის ოქმში მის მიერ განმარტებულ იქნა, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა მისამართზე და ვიქტორ კვირიკაშვილმა პოლიციის ადგილზე მისვლამდე დატოვა ტერიტორია. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტს, როგორც სატელეფონო კომუნიკაციის ფორმით, ასევე მესამე პირის საცხოვრებელ მისმართზე, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ შემავალი და გამავალო ზარების ამსახველ ამონაწერთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში.

 

სასამართლო არასწორად მიუთითებს, რომ ოქმში ასახული ინფორმაცია დგინდება მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში დაცული მტკიცებულებებით. გაუგებარია, რის საფუძველზე მიიჩნია სასამართლომ ნათია ტეტემაძესთან სატელეფონო კავშირი ვ-----------------–---–-ს მიერ ნ-----–-------- მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. იმ პირობებში, როდესაც ნ-----–-------- მიმართ გამოცემული გახლავთ შემაკავებელი ორდერი ვ-----------------–---–-ს მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე დაყრდნობით, ნათია ტეტემაძესთან კომუნიკაცია ემსახურებოდა მხოლოდ იმას, რომ ნ-----–- ქ---ს შეეწყვიტა ვიქტორ კვირიკაშვილზე ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება, რაც დასტურდება სმს შეტყობინებების ამონაწერით.

სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით, კერძოდ ნ-----–-------- მიერ ვ-----------------–---–-სათვის გაგზავნილი სმს შეტყობინებებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა სწორედ ნ-----–- ქ---- და მოსარჩელე მხარეს, ისევე როგორც მისი ოჯახის წევრებს აყენებდა შეურაცხყოფას, ლანძღავდა, წყევლიდა და მიმართავდა უშვერი სიტყვებით, რის გამოც ვ-----------------–---–- იძულებული გახდა ნ-----–-------- მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით მიემართა შესაბამისი ორგანოსთვის და სწორედ ამის საპირისპიროდ ისე, რომ მოსარჩელე მხარეს ნ-----–-------- მიმართ არ განუხორციელებია არანაირი ქმედება ყოველგვარი საფუძვლის არსებობის გარეშე ნ-----–- ქ---მა ვ-----------------–---–-ს მიმართ მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ის ფაქტი, რომ ჩვენი მარწმუნებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სიტყვიერ შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტს დასტურდება, როგორც სარჩელზე თანდართული სმს შეტყობინებების, ასევე შპს "მაგთიკომიდან" მოსარჩელის სარგებლობაში არსებული სატელეფონი ნომრიდან გამავალი და შემავალი ზარების/სმს შეტყობინებების დეტალური ამონაწერით.

 

სასამართლომ არასწორად შეაფასა, რომ ვ-----------------–---–-ს ქმედება ატარებდა ფსიქოლოგიური ძალადობის ხასიათს და ორდერის გამოწერა ემსახურებოდა განმეორებითი ძალადობის აღკვეთის მიზანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერის სრულად გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სასამართლომ ასევე სრულიად უსაფუძვლოდ ამოირიცხა საქმის მასალებიდან მოსარჩელის მიერ სარჩელზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (საქმის ფურცლები - 17-37). სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდებოდა ნ-----–-------- მიერ ვიქტორ კვირიკაშვილზე ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი, ამასთან, აღნიშნული დოკუმენტები ასახავდა მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას იმ დღის მდგომარეობით, როდესაც განხორციელდა შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რის გამოც მათი მეშვეობით შესაძლებელი იყო საქმისთვის მნიშნელობის მქონე გარემოებების დადგენა. სასამართლოს მიერ მტკიცებულების საქმიდან ამორიცხვის ერთ-ერთი საფუძველი გახდა მითითებული ინფორმაციის პერსონალურად მიჩნევა, რაც სრულიად უსაფუძვლოა. აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენდა მიმოწერას ვ-----------------–---–-ა და ნ-----–- ქ---ს შორის, რომლებიც მონაწილეობენ წინამდებარე საქმეში. ასეთ პირობებში იმ გარემოებაზე მითითება, რომ ვ-----------------–---–- წინასწარ არ მიუწოდებია ნ-----–--------თვის ინფორმაცია მიმოწერის გამოყენებასთან დაკავშირებით, ვერ იქნება საქმიდან მტკიცებულებების ამორიცხვის საფუძველი. ამასთან, ვიქტორ კვირიკაშვილმა მიმოწერის პროცესში მიაწოდა ინფორმაცია ნ-----–- ქ---ს იმის შესახებ, რომ ინახავდა მხარეთა შორის არსებულ მიმოწერას, რაც შეფასების გარეშე დატოვა სასამართლომ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით.

 

ზემოაღნიშნული ნორმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მოსამზადებელ ეტაპზე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მას შეფასებას აძლევს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. ამდენად, სასამართლოს არ ჰქონდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ საქმიდან ამოერიცხა მოსარჩელის მიერ სარჩელზე წარმოდგენილი მტკიცებულებები (საქმის ფურცლები - 17-37). შესაბამისად, წინამდებარე სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე ნორმის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382.2. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389.2. ,,ბ“ მუხლით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3.,,გ“ მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

6.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:

 

6.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------–---------–-–--------------------------------------------------–--------–-–-------------------–-----------------------------------------------–-- 1-.0--2----–--–- გამოსცა შემაკავებელი ორდერი №------. სადაც მითითა: ორდერის შედგენის საფუძველი: „ნ-----–-------- განმარტებით ვ-----------------–---–- მას ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.“ ორდერის მოქმედების ვადა: ,,30 (ოცდაათი) დღე." მსხვერპლის სახელი გვარი, დაბადების თარიღი: ნ-----–- ჩ--- დაბ: 1-.0--1---- მოძალადის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი: ვ-----------------–---–-, პ/ნ: 0----------- დაბ: 1-.0-.1---. მის: შ--------------–---–-- ქ. 4-, ბ 20. ძალადობის ფორმა: ,,ფსიქოლოგიური". ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, შემაკავებელი ორდერით მოძალადეს განესაზღვროს შემდეგი ვალდებულებები:

,,ა) მოძალადეს აეკრძალოს იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება;

ბ) მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება;

გ) მოძალადეს აეკრძალოს მსხვერპლთან, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელია და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;

ე) მოძალადეს აეკრძალოს იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა;

ვ) მოძალადეს შეეზღუდოს იარაღით (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღით) სარგებლობა;

თ) მოძალადეს ჩამოერთვას პირად საკუთრებაში არსებული იარაღი (მათ შორის სამსახურებრივ-საშტატო) და იგი იქნეს შენახული კანონით დადგენილი წესით. (იხ.ს.ფ. 131)

 

6.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------–---------–-–--------------------------------------------------–--------–-–-------------------–-----------------------------------------------–-- 1-.0--2----–--–- შეადგინა შემაკავებელი ორდერის ოქმი №------. სადაც მიეთითა: ,,ინციდენტის ფაბულა“, „ნ-----–-ა ქ----ს განმარტებით, მას ვიქტორ კვირიკაშვილმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა“ ძალადობის ფორმა ,,ფსიქოლოგიური“. შემაკავებელი ორდერის ქულათა საერთო რაოდენობა: 1------–-- (იხ.ს.ფ. 125-130).

 

6.1.3. საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტი N----- ფორმა N1 - გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის საქმე N------------. სადაც მითითებულია: გამომძიებელი: ო-–-----------–---–-- ს----------–----–-----------–---------–-–--------------------------------------------------–------------------–----------------------------–-. გამოძიების დაწყების თარიღი: 1-.0--2---. დანაშაულის გარემოებები: 2--- წლის 1---------ს, ქ. თბილისში, შ--------------–---–-- ქუჩა N4-, კორპუსი 1----“, ბ--------–--------------------–---–- შეკამათება მოუვიდა თავის მეუღლე ნ-----–- ქ-------, რის შემდეგაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კვალიფიკაცია 111-151-2დ. ხელმოწერილია შემდგენი პიურის მიერ. (იხ.ს.ფ. 117).

 

6.1.4. საქმეში წარმოდგენილია 1-.0--2--- წლის იარაღის ჩამორთმევის ოქმის თანახმად, ვ-----------------–---–- ჩამოერთვა იარაღი და დაილუქა ლუქით. (იხ.ს.ფ. 133-134).

 

6.1.5. წინამდებარე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 0-----------–-- სხდომის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა საჩივრის ავტორის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1---------- საოქმო განჩინებით, საქმის მასალებიდან ამორიცხული მტკიცებულებების დართვის თაობაზე.

 

6.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხი არსებითად სწორად გადაწყვიტა, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, საჩივრის ავტორმა წარმოდგენილ საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

6.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114.1. მუხლით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, ამავე ნორმის მე-12 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, ხოლო მე-13 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელის წარდგენა და ამ მუხლით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოქმედებას.

 

6.2.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით განისაზღვრა საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობა, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლები, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიები.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 2.,,ა" მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა;

 

ამ კანონის მე-3 მუხლით, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.

 

ამ კანონის მე-31.1. მულის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

 

ამ კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას

 

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა არის ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ფსიქოლოგიური ძალადობის ძირითადი ნიშნები ვლინდება ოჯახის წევრის ისეთ ქმედებებში, რომელიც ამცირებს ოჯახის სხვა წევრის თვითშეფასებას და აკარგვინებს საკუთარი თავის მიმართ რწმენას. ამგვარი ძალადობის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მსხვერპლმა დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დაეჭვდეს საკუთარ ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, დაკარგოს ან ეჭვი შეიტანოს რეალობის ადექვატურად აღქმის შესაძლებლობაში.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის III თავით მოწესრიგებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის მექანიზმები.

 

ამ კანონის 9.1. მუხლით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთისათვის გამოიყენება სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები. ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმები გამოიყენება შემაკავებელი ორდერის/დამცავი ორდერის გამოცემით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდარღვევის ხასიათი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით.

 

ამ კანონის 10.1. მუხლით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

 

,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის V თავით მოწესრიგებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე სამართალწარმოების თავისებურებანი.

 

ამ კანონის მე-16 მუხლით განისაზღვრა პოლიციის მოვალეობები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, კერძოდ ამავე ნორმის პირველი ნაწილით, პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები, მათ შორის ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი. ამავე ნორმის მე-4 ნაწილით, პოლიცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს, ხოლო მე-6 ნაწილით, პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას.

 

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერი გამოიცემა ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში, რა დროსაც პოლიცია ეკისრება კანონისმიერი ვალდებულება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები, მათ შორის ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი. ამასთან, შემაკავებელი ორდერი შესაძლებელია გამოიცეს დროებითი ღონისძიების სახით, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად .

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული საკანონმდებლო აქტის მიხედვით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის დანიშნულებას წარმოადგენს ოპერატიული, მყისიერი რეაგირება იმ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რაც გამომდინარეობს კონკრეტული ოჯახის წევრის გარკვეული მოქმედებებიდან და საფრთხეს უქმნის და არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. ამასთან, შემაკავებელი ორდერის კანონიერების შეფასების პროცესში სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს დაადგინოს, ოპერატიული რეაგირების მომენტში გამოვლინდა და დადასტურდა თუ არა ის ვითარება, რაც ქმნიდა საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ზიანი მიადგებოდა პოლიციის მიერ დასაცავ სიკეთეს.

 

6.2.3. ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაშია დასტურდება ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი. ამასთან, I ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. თავის მხრივ, საჩივრის ავტორმა წარმოდგენილ საჩივარში ვერ გააქარწყლა სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1---------- გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცეო კოდექსის 9.1. მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე - ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; მე-1-; 21-4-ე; 261.3.; 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე; 386-ე; 389-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-----------------–---–-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1---------- გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება,მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი