განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/772-17
საქმე № 330310016001559475
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 თებერვალი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: თამარ ბლიაძე
აპელანტი – ზ------ ი--–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური
წარმომადგენელი: დ-------------------
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27იანვრის გადაწყვეტილება
1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ზ------ ი--–---–ის სარჩელი, მოპასუხე სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიმართ, ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილების საფუძველზე განსასჯელ ზ------ ი--–---–ს სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა დამცველი.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 2010 წლის 10 მარტს №1---------- და 2010 წლის 17 მარტს №1-------------- გაცემული ორდერების საფუძველზე ზ------ ი--–---–ის ინტერესების დაცვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაევალა გ---–-------–-–---–სა და დ--------------ს.
სისხლის სამართლის საქმეზე 2010 წლის 11 მაისის სხდომის ოქმის ჩანაწერის თანახმად, სასამართლოში 3 მაისს შესული ზ-----–---–ის შუამდგომლობები და განცხადებები გადაეცათ ადვოკატ გ-------–-–---–სა და პროკურორს.
2.2. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის №12-03-518 ბრძანების თანახმად, დამტკიცდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ნომენკლატურა. ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 10 ივლისის №10/11009 წერილი.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის №12-03-517 ბრძანებით შეიქმნა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საექსპერტო კომისია. დამტკიცდა საექსპერტო კომისიის დებულება თანდართული სახით. ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 10 ივლისის №10/11009 წერილი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 10 ივლისის №10/11009 წერილის თანახმად, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის საექსპერტო-შემმოწმებელ კომისიას საექსპერტო კომისიის შესახებ და სსიპ იურიდიული დამხმარების სამსახურის აპარატისა და ბიუროების ნომენკლატურის მიმართ შენიშვნები არ გააჩნდა, შეთანხმებული იყო 10.07.2014 წ. №9 ოქმით.
2.3. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს შორის 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმდა საარქივო მომსახურების გაწევის შესახებ №01/02-05-34 ხელშეკრულება.
2.4. სსიპ იურიდიული დამხარების სამსახურის დირექტორის მიერ 2015 წლის 4 სექტემბერს დამტკიცებული იქნა ამავე თარიღით დათარიღებული აქტი დოკუმენტებისა და საქმეების გასანადგურებლად გამოყოფის შესახებ, რომლებიც შენახვას არ ექვემდებარებოდნენ.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს შორის 2015 წლის 23 მარტს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სამსახურის არქივში არსებული დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების მომსახურების შესყიდვის მიზნით 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმებული №01/02-05-34 ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1858,69 ლარი.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს შორის 2015 წლის 27 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სამსახურის არქივში არსებული დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების მომსახურების შესყიდვის მიზნით 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმებული №01/02-05-34 ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1805,80 ლარი.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს შორის 2015 წლის 14 მაისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სამსახურის არქივში არსებული დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების მომსახურების შესყიდვის მიზნით 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმებული №01/02-05-34 ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1302,49 ლარი.
2.5. 2015 წლის 16 ნოემბერს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და შპს ე-----------ს შორის შედგა №0---- განადგურების აქტი, რომლის თანახმად, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა (მომწოდებელი) შპს ე-----------ს (დამკვეთი) მიაწოდა 4144 კგ. (5689 საქმე) მაკულატურა, რაც წარმოადგენდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის კუთვნილებას.
2.6. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 14 დეკემბრის №02-3/82133 წერილის თანახმად, საარქივო დოკუმენტების გასანადგურებლად გამოყოფის შესახებ აქტი დგება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანებით დამტკიცებული დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესაბამისად. გასანადგურებლად შერჩეული ერთგვაროვან საქმეთა სათაურები აქტში შეიტანება საერთო, ჯგუფური სათაურით, საქმეთა კიდური თარიღების, საერთო ოდენობისა და შენახვის ვადის მითითებით. რაც შეეხება გასანადგურებლად გამოსაყოფი საარქივო საქმეების ვადის დადგენას, სსიპ საქართველოს ეროვნულმა არქივმა იხელმძღვანელა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2014 წლის 10 ივლისის №10/11009 ბრძანებით დამტკიცებული საქმეთა ნომენკლატურით, რომლის საფუძველზეც გამოყოფილ იქნა 2005-2011 წლების ადვოკატთა მიერ წარმოებული საქმეები (ასლები).
2.7. სსიპ იურიდიული დახმარების ბიუროს მცხეთა-მთიანეთის დახმარების ბიუროს 2016 წლის 11 მაისის მოხსენებითი ბარათით სსიპ იურიდიული დახმარების ბიუროს დირექტორს ეცნობა, რომ ზ------ ი--–---–ის წერილში აღნიშნული მასალები მცხეთა-მთანეთის ბიუროში არ მოიპოვებოდა, ვინაიდან მათი შენახვის ვადა ამოწურული იყო.
სსიპ თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს 2016 წლის 16 მაისის წერილით სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს ეცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატების მიერ წარმოებული საქმეები 2011 წლის ჩათვლით განადგურებულია.
2.8. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის წერილით ზ------ ი--–---–ს ეცნობა, რომ მისი სისხლის სამართლის საქმის ასლები არ ინახება იურიდიული დახმარების სამსახურში, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ასლების შენახვის ვადა ამოიწურა.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის წერილით ზ------ ი--–---–ს ეცნობა, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ნომენკლატურის შესაბამისად ადვოკატის მიერ წარმოებული საქმეები ბიუროში ინახება საქმის დამთავრებიდან 3 წლის ვადით, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ექვემდებარება განადგურებას. 2015 წელს საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების ჯგუფმა დაამუშავა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დოკუმენტაცია საარქივო წესით, სამსახურის ნომენკლატურის შესაბამისად, დამუშავების შედეგად შედგა აქტი იმ საქმეების გასანადგურებლად გამოყოფის შესახებ, რომელთაც შენახვის ვადა ჰქონდა გასული. აქტის შესაბამისად, განადგურდა აქტში ასახული იურიდიული დახმარების სამსახურის დოკუმენტები, მათ შორის იყო ადვოკატის მიერ წარმოებული საქმეების ასლებიც 2011 წლის ჩათვლით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.9. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
2.10. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ პირს უფლება აქვს გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური.
2.11. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის N174 ბრძანებით დამტკიცებული დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების არქივი მისი დებულების შესაბამისად კომპლექტდება მუდმივად, ხანგრძლივად შესანახი, აგრეთვე პირადი შემადგენლობის საქმეებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დროებითი შესანახი საქმეები შენახვის ვადებით 10 წლის ჩათვლით, როგორც წესი, დაწესებულების არქივში არ ბარდება. ისინი ინახება დაწესებულების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და შენახვის ვადების გასვლის შემდეგ ნადგურდება (იხ. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი).
ამავე წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეთა ნომენკლატურა წარმოადგენს დაწესებულების საქმისწარმოებაში შემოღებულ საქმეთა დასახელებების დადგენილი ფორმის მიხედვით შედგენილ სისტემატიზებულ ნუსხას საქმეთა შენახვის ვადების მითითებით. პასუხისმგებლობა მის შედგენაზე ეკისრება დაწესებულების საქმისწარმოების სამსახურს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმეთა ნომენკლატურა წარმოადგენს მუდმივად და ხანგრძლივად შესანახ საქმეთა ანაწერების შედგენის საფუძველს, ძირითად სააღრიცხვო დოკუმენტს საქმისწარმოებაში, ხოლო დაწესებულების არქივში გამოიყენება დროებითი შესანახი (10 წლის ჩათვლით) საქმეების აღრიცხვისათვის.
2.12. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის №12-03-518 ბრძანების თანახმად, დამტკიცდა სსიპ იურიდიული დამხმარების სამსახურის ნომენკლატურა. ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 10 ივლისის №10/11009 წერილი. ნომენკლატურის თანახმად, ადვოკატთა წარმოებული საქმეების (ასლების) შენახვის ვადად დადგინდა 3 წელი. მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ ზ------ ი--–---–ის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე 2011 წელს დასრულდა. დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს შორის 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმებული საარქივო მომსახურების გაწევის შესახებ №01/02-05-34 ხელშეკრულების საფუძველზე დამუშავდა სსიპ იურიდიული სამსახურისა და მისი ბიუროების მიერ წარმოებული საქმეები როგორც არქივში შენახვის, ისე განადგურების მიზნით. ასევე სსიპ იურიდიული დამხარების სამსახურის დირექტორის მიერ 2015 წლის 4 სექტემბერს დამტკიცებული იქნა ამავე თარიღით დათარიღებული აქტი დოკუმენტებისა და საქმეების გასანადგურებლად გამოყოფის შესახებ, რომლებიც შენახვას არ ექვემდებარებოდნენ. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 16 ნოემბერს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და შპს ე-----------ს შორის შედგა №0---- განადგურების აქტი, რომლის თანახმად, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა (მომწოდებელი) შპს ე-----------ს (დამკვეთი) მიაწოდა 4144 კგ. (5689 საქმე) მაკულატურა, რაც წარმოადგნდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის კუთვნილებას.
2.13. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის N174 ბრძანებით დამტკიცებული დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისიები იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით. მასში შეყვანილი უნდა იყვნენ სულ ცოტა სამი ყველაზე კვალიფიციური მუშაკი. დაწესებულების საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში სავალდებულო წესით ჩართული უნდა იყოს არქივის ხელმძღვანელი ან არქივზე პასუხისმგებელი პირი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრალური საექსპერტო (საექსპერტო) კომისიის ძირითადი ფუნქციებია საქმეთა ყოველწლიური შერჩევის ორგანიზაცია შესანახად და გასანადგურებლად. ამავე წესის მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა ხორციელდება ყოველწლიურად საქმისწარმოების მუშაკების მიერ დაწესებულების ცენტრალურ საექსპერტო (საექსპერტო) კომისიასთან ერთად არქივის მეთოდიკური ხელმძღვანელობით. სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების დროს ხორციელდება მუდმივად და ხანგრძლივად შესანახ საქმეთა შერჩევა არქივში გადასაცემად; დროებით შესანახ (10 წლის ჩათვლით) საქმეთა შერჩევა, რომლებიც ექვემდებარება შენახვას სტრუქტურულ ქვედანაყოფებში; წინა წლების საქმეთა გასანადგურებლად გამოყოფა, რომელთა შენახვის ვადები გავიდა. ამასთან ერთად, მოწმდება დაწესებულების საქმეთა ნომენკლატურის ხარისხი და საქმეთა შენახვის ვადების განსაზღვრის სისწორე. ამავე წესის მე-16 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტების თანახმად, ,,5. ა)აქტში საქმეები შეიტანება, თუ მათთვის გათვალისწინებული შენახვის ვადა ამოიწურა იმ წლის 1 იანვრისთვის, რომელშიც დგება აქტი. მაგალითად, 2001 წელს შენახვის ხუთწლიანი ვადის მქონე დასრულებული საქმეები შეიძლება შეტანილ იქნეს აქტში, რომელიც შედგება 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ. ბ)საქმეთა გასანადგურებლად გამოყოფის აქტი დგება მთელი დაწესებულების საქმეებისათვის. თუ აქტში მითითებულია რამდენიმე ქვედანაყოფის საქმეები, მაშინ თითოეული ქვედანაყოფის სახელწოდება აღინიშნება ამ ქვედანაყოფის საქმეთა სათაურების ჯგუფის წინ. გასანადგურებლად შერჩეულ ერთგვაროვან საქმეთა სათაურები აქტში შეიტანება საერთო სათაურით ამ ჯგუფში შემავალ საქმეთა რაოდენობის მითითებით. 6. საარქივო დაწესებულებები ამოწმებენ მუდმივ შესანახად საქმეთა შერჩევის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში უფლება აქვთ მოითხოვონ მუდმივად შესანახ საქმეთა ანაწერებში შეიტანონ დროებით შესანახი თუ გასანადგურებლად შერჩეული საქმეები. 7. ა)გასანადგურებლად გამოყოფილი საქმეები გადაიცემა გადასამუშავებლად. საქმეთა გადაცემა ფორმდება მიღება-ჩაბარების ზედნადებით, რომელშიც მიეთითება გადაცემის თარიღი, ჩასაბარებელ საქმეთა რაოდენობა და ქაღალდის მაკულატურის წონა. ბ)დატვირთვა და უტილიზაციაზე გატანა ხორციელდება არქივის დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის კონტროლით".
2.14. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 14 დეკემბრის №02-3/82133 წერილის თანახმად, საარქივო დოკუმენტების გასანადგურებლად გამოყოფის შესახებ აქტი დგება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანებით დამტკიცებული დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესაბამისად. გასანადგურებლად შერჩეული ერთგვაროვან საქმეთა სათაურები აქტში შეიტანება საერთო, ჯგუფური სათაურით, საქმეთა კიდური თარიღების, საერთო ოდენობისა და შენახვის ვადის მითითებით. რაც შეეხება გასანადგურებლად გამოსაყოფი საარქივო საქმეების ვადის დადგენას, სსიპ საქართველოს ეროვნულმა არქივმა იხელმძღვანელა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2014 წლის 10 ივლისის №10/11009 ბრძანებით დამტკიცებული საქმეთა ნომენკლატურით, რომლის საფუძველზეც გამოყოფილ იქნა 2005-2011 წლების ადვოკატთა მიერ წარმოებული საქმეები (ასლები).
2.15. აღნიშნული გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ------ ი--–---–ის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც შედგა სისხლის სამართლის საქმეში ადვოკატთა მონაწილეობის საფუძველზე, ექვემდებარებოდა განადგურებას აღნიშნული საქმის მასალების შენახვის ვადის ამოწურვის გამო. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სამსახურის არქივში არსებული დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების პროცესში ზ------ ი--–---–ის მიერ ადვოკატისათვის გადაცემული განცხადების დედანი შეენახა როგორც საარქივო დოკუმენტი, ვინაიდან სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის №12-03-518 ბრძანების თანახმად, დამტკიცდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ნომენკლატურა, რომელიც ზოგადად განსაზღვრავდა ადვოკატთა მიერ წარმოებული საქმეების შენახვის ვადად 3 წელს და ამ საქმეების შინაარსობრივი დამუშავების ვალდებულებას აღნიშნული ნომენკლატურა არ ადგენს. ამასთან, ნომენკლატურის თანახმად, დადგენილია ადვოკატთა წარმოებული საქმეების (ასლების) შენახვის ვადა, რაც მოიცავს კონკრეტული პირის საქმეზე წარმოებული დოკუმენტების ერთობლიობას, მათი წარმოშობის ფორმის (დედანის, ასლის) მიუხედავად.
2.16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ ზ------ ი--–---–ის მიმართ ადვოკატების მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები დაექვემდებარა განადგურებას მათი შენახვის ვადის ამოწურვის გამო. აღნიშნული დოკუმენტები, რომელთაც შენახვის ვადა განსაზღვრული ჰქონდა 10 წლამდე არქივისათვის გადაცემას არ ექვემდებარებოდა. ის გარემოება, რომ ზ------ ი--–---–ის საქმის მასალები ადმინისტრაციულ ორგანოს დაცული აღარ აქვს ასევე დასტურდება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №MOC 2------------ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №LA 7------------ წერილებით.
2.17. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე კოდექსის 331 მუხლით განისაზღვრება ამ კატეგორიის სარჩელის დაკმაყოფილების პირობები: თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება.
2.18. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
2.19. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, ზ------ ი--–---–ის მიერ მოთხოვილი დოკუმენტები ადმინისტრაციულ ორგანოში არ ინახება, ისინი შენახვის ვადის გასვლის გამო დაექვემდებარა განადგურებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას მოსარჩელეს გადასცეს ის დოკუმენტაცია ან ინფორმაცია ამავე დოკუმენტების ადგილსამყოფელის შესახებ, რომლებიც მას ამჟამად აღარ გააჩნია.
3. ზ------ ი--–---–ის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ არასათანადოდ და არასრულად გამოიკვლია საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ თავი აარიდა სარჩელზე დართული იმ მტკიცებულებების შეფასებას, რომელთა სამართლებრივი შეფასების შემთხვევაში შეუძლებელი გახდებოდა გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმება.
აპელანტი უთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სასამართლოს დასკვნებს, საქმეში არსებული მტკიცებულეეზე და ახსნა-განმარტებებზე და შეიცავს მხოლოდ სასამართლოსათვის ხელსაყრელ და ტრანსფორმირებული სახით, ადასტურებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითებული საპროცესო ნორმის დარღვევით გამოტანას, რაც მისი გაუქმების სრული საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით ან თავის ინიციატივით განიხილოს ან შეამოწმოს სადავო მტკიცებულებები. წერილობითი მტკიცებულებების განხილვა და შემოწმება არ გულისხმობს მისი შინაარსის სასმართლო სხდომაზე გამოქვეყნებასა და წაკითხვას. მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების პროცესში სასამართლო მიმართავს მხარეებს, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები სადავო მტკიცებულების ან მასში მითითებული ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისთვის. სასამართლო ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს და საქმეში წარდგენილ იმ დოკუმენტებს, რომლებსაც საქმისათვის არა აქვს მნიშვნელობა“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებები, რომელთა განხილვა და შემოწმება მხარეებმა არ მოითხოვეს და მოსამართლემ თავისი ინიციატივით არ განახორციელა გამოკვლეულად ითვლება“.
აპელანტი აღნიშნავს, რომ იმ შემთვევაში, თუ სასამართლო გაითვალისიწინებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, აშკარა გახდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ვალდებული იყო დამორჩილებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 105-ე და 225-ე მუხლების მოთხოვნებს და ვალდებული იყო შეემოწმებინა სადავო მტკიცებულებები, რომლებსაც საქმისათვის მნიშნელობის არმქონედ მიიჩნევდა. ხოლო ის ფაქტი, რომ საქმიდან მტკიცებულებათა ამოღების შესახებ დასაბუთებული განჩინება საქმეში არ მოიპოვება, ადასტურებს, რომ საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულება (მათ შორის აპელანტის ახსნა-განმარტებას) საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებდა და გამოკვლეულად ითვლება, რის შედეგადაც სასამართლო ვალდებული იყო, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შეეტანა საკუთარი დასკვნები საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-6 პუნქტში, სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა საქარველოს კონსტიტუციის, საქართელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონით. თუმცა, აპელანტს მოსაზრებით სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სწორედ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საჯარო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის გარანტიებს, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
აპელანტი ასევე ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს გადაწყვეტილების სანდოობას და კონრეტულად კი იმას, ნამდვილად იხელმძღვანელა თუ არა სასამართლომ გადწყვეტილების მიღებისას საქართველოს ზოგადი ადმინსიტრაციული კოდექსით, მაშინ როცა მოპასუხეებთან დაცული დოკუმენტები- დედნები მიიჩნია ასლებად. კერძოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 7.1 პუნქტის ბოლოდან მე-2 აბზაცში არასწორად მიუთითა, რომ “ამასთან ნომენკლატურის თანახმად, დადგენილია ადვოკატთა წარმოებული საქმეების(ასლების) შენახვის ვადა, რაც მოიცავს კონკრეტული პირის საქმეზე წარმოებული დოკუმენტების ერთობლიობას, მათი წარმოშობის ფორმის(დედანის, ასლის) მიუხედავად“. ციტირებული დასკვნის გამოტანისას, გაურკვეველია სასამართლომ საიდან დაადგინა, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის 12-03-518 ბრძანების თანახმად დამტკიცებული სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ნომენკლატურა, რომელიც ზოგადად განსაზღვრავს ადვოკატთა მიერ წარმოებული საქმეების შენახვის ვადად 3 წელს და ამ საქმეების შინაარსობრივი დამუშავების ვალდებულებას აღნიშნული ნომენკლატურა არ ადგენს. შესაბამისად, თუ სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, მაშინ ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა,რომ ამ კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „ადმიინსტრაციული ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს მის მიერ ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ან სხვა დოკუმენტების ასლები, თუ დედანის და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს“. მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: „დოკუმენტის დამოწმების დროს შედგება დამოწმების ფურცელი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ასლის დედანთან შესაბამისობის დადასტურებას“; ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, ,,დამოწმებული ასლის ყოველ გვერდს უნდა დაესვას სამსახურეობრივი ბეჭედი და ჰქონდეს პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ხელმოწერა“. ამდენად, უსაფუძვლო და კანონსაწინააღმდეგოა სასამართლოს დასკვნა, თითქოს ასლების განადგურების უფლებამოსილებაში, თავისთავად მოიაზრება დედანის განადგურების უფლებამოსილება. ციტირებული ნორმათა ანალიზის შედეგად, რთული დასადგენი არ არის, რომ ასლი არის დედანის ასლი და არა დედანი. შესაბამისად, დედანი დოკუმენტის შენახვის ვადა, თავისთავად განსხვავდება მისი ასლი შენახვის ვადისგან, რადგან მოიაზრება, რომ ასლის განადგურებით, შენარჩუნდება დედანი, რომლიდანაც საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გარანტირებული უფლების უზრუნვველყოფის მიზნით, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება სახელმწიფო დაწესებულებისგან მიიღოს მისთის საჭირო დედანის ასლი და გაეცნოს ამ დოკუმენტს.
აპელანტი აღნიშნავს, რომ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის („საჯარო ინფრომაციის ასლის გადაღების ცნება“) თანახმად, “საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღება არის საჯარო ინფორმაციის დედნიდან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ადმინსიტრაციული წარმოების განხორციელების გარეშე ინფორმაციის ზუსტად გადატანა (ჩაწერა, გადაღება) ინფრომაციის მატარებელზე(ფურცელი, კომპაქტური დისკი, დისკეტა, აუდიო და ვიდეოკასეტა)“. ამდენად, სწორედ საქართველოს კონსტიტუიციის 41-ე მუხლის პირველი ნაწილით აპელანტი მიიჩნევს, რომ ჰქონდა გარანტირებული, რომ გასცნობოდა მოპასუხეთა, როგორც საჯარო დაწესებულებაში არსებულ მის მიერ სასამართლოს მეშვეობით გადაცემულ ოფიციალური დოკუმენტის დედანსა და გადაეღო მისი ასლი. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვანია, რომ კანონმდებელმა განსხვავებული ფუნქციონალური დატვირთვა მისცა ოფიციალური დოკუმენტის დედანსა და მის ასლს. პირიქით, საჯარო დაწესებულებაში დაცული ოფიციალური დოკუმენტის (როგორც საჯარო ინფორმაციის) ასლის გადაღების კონსტიტუციის 41-ე მუხლით გარანტირებული უფლების უზრუნველსაყოფად, კანონმდებელმა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელის შესახებ“ საქართველოს კანონიც კი მიიღო, რითიც ოფიციალური დოკუმენტი განასხვავა მისი ასლისგან, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართომ, დედანი გაუთანაბრა მის ასლს და არასწორად მიიჩნია, რომ თითქოს ასლის განადგურების უფლებამოსილებაში, მოიაზრება ამ დედანი დოკუმენტის განადგურების უფლებამოსილებაც, რაც არ გამომდინარეობს, არც საქართველოს კაონმდებლობის მოთხოვნებიდან და არც საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, მოპასუხის უფლებამოსილება, გაენადგურებინათ სახელმწიფო დამცველების მიერ წარმოებული აპელანტის სისხლის სამართლის საქმის მასალების დედნები.
აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 0------------- გადაწყვეტილება (საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე) გამოტანილია გასაჩვრებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, რის შედეგადაც აპელანტი გათავისუფლდა და მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა, კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერენტის საძიებო სისტემით, რისი შესაძლებლობაც არ ეძლეოდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ასევე შეუძლებელი იყო მისი გაანალიზება და ყურად მიღება, რომ სასამართლო დედანი დოკუმენტის ფუნქციასა და ცნებას, დედანი დოკუმენტის ასლის ფუნქციასა და ცნებასთან აურევდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილების საფუძველზე განსასჯელ ზ------ ი--–---–ს სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა დამცველი.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ 2010 წლის 10 მარტს №1---------- და 2010 წლის 17 მარტს №1-------------- გაცემული ორდერების საფუძველზე ზ------ ი--–---–ის ინტერესების დაცვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაევალა გ---–-------–-–---–სა და დ--------------ს.
სისხლის სამართლის საქმეზე 2010 წლის 11 მაისის სხდომის ოქმის ჩანაწერის თანახმად, სასამართლოში 3 მაისს შესული ზ-----–---–ის შუამდგომლობები და განცხადებები გადაეცათ ადვოკატ გ-------–-–---–სა და პროკურორს.
4.5. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის №12-03-518 ბრძანების თანახმად, დამტკიცდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ნომენკლატურა. ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 10 ივლისის №10/11009 წერილი.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის №12-03-517 ბრძანებით შეიქმნა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საექსპერტო კომისია. დამტკიცდა საექსპერტო კომისიის დებულება თანდართული სახით. ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 10 ივლისის №10/11009 წერილი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 10 ივლისის №10/11009 წერილის თანახმად, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის საექსპერტო-შემმოწმებელ კომისიას საექსპერტო კომისიის შესახებ და სსიპ იურიდიული დამხმარების სამსახურის აპარატისა და ბიუროების ნომენკლატურის მიმართ შენიშვნები არ გააჩნდა, შეთანხმებული იყო 10.07.2014 წ. №9 ოქმით.
4.6. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს შორის 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმდა საარქივო მომსახურების გაწევის შესახებ №01/02-05-34 ხელშეკრულება;
4.7. სსიპ იურიდიული დამხარების სამსახურის დირექტორის მიერ 2015 წლის 4 სექტემბერს დამტკიცებული იქნა ამავე თარიღით დათარიღებული აქტი დოკუმენტებისა და საქმეების გასანადგურებლად გამოყოფის შესახებ, რომლებიც შენახვას არ ექვემდებარებოდნენ.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს შორის 2015 წლის 23 მარტს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სამსახურის არქივში არსებული დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების მომსახურების შესყიდვის მიზნით 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმებული №01/02-05-34 ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1858,69 ლარი.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს შორის 2015 წლის 27 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სამსახურის არქივში არსებული დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების მომსახურების შესყიდვის მიზნით 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმებული №01/02-05-34 ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1805,80 ლარი.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს შორის 2015 წლის 14 მაისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სამსახურის არქივში არსებული დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების მომსახურების შესყიდვის მიზნით 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმებული №01/02-05-34 ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 1302,49 ლარი.
4.8. 2015 წლის 16 ნოემბერს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და შპს ე-----------ს შორის შედგა №0---- განადგურების აქტი, რომლის თანახმად, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა (მომწოდებელი) შპს ე-----------ს (დამკვეთი) მიაწოდა 4144 კგ. (5689 საქმე) მაკულატურა, რაც წარმოადგენდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის კუთვნილებას.
4.9. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 14 დეკემბრის №02-3/82133 წერილის თანახმად, საარქივო დოკუმენტების გასანადგურებლად გამოყოფის შესახებ აქტი დგება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანებით დამტკიცებული დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესაბამისად. გასანადგურებლად შერჩეული ერთგვაროვან საქმეთა სათაურები აქტში შეიტანება საერთო, ჯგუფური სათაურით, საქმეთა კიდური თარიღების, საერთო ოდენობისა და შენახვის ვადის მითითებით. რაც შეეხება გასანადგურებლად გამოსაყოფი საარქივო საქმეების ვადის დადგენას, სსიპ საქართველოს ეროვნულმა არქივმა იხელმძღვანელა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2014 წლის 10 ივლისის №10/11009 ბრძანებით დამტკიცებული საქმეთა ნომენკლატურით, რომლის საფუძველზეც გამოყოფილ იქნა 2005-2011 წლების ადვოკატთა მიერ წარმოებული საქმეები (ასლები).
4.10. სსიპ იურიდიული დახმარების ბიუროს მცხეთა-მთიანეთის დახმარების ბიუროს 2016 წლის 11 მაისის მოხსენებითი ბარათით სსიპ იურიდიული დახმარების ბიუროს დირექტორს ეცნობა, რომ ზ------ ი--–---–ის წერილში აღნიშნული მასალები მცხეთა-მთანეთის ბიუროში არ მოიპოვებოდა, ვინაიდან მათი შენახვის ვადა ამოწურული იყო.
სსიპ თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს 2016 წლის 16 მაისის წერილით სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს ეცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატების მიერ წარმოებული საქმეები 2011 წლის ჩათვლით განადგურებულია.
4.11. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №MOC 2------------ წერილით ზ------ ი--–---–ს ეცნობა, რომ მისი სისხლის სამართლის საქმის ასლები არ ინახება იურიდიული დახმარების სამსახურში, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ასლების შენახვის ვადა ამოიწურა.
ამავე სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №LA 7------------ წერილით ზ------ ი--–---–ს ეცნობა, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ნომენკლატურის შესაბამისად ადვოკატის მიერ წარმოებული საქმეები ბიუროში ინახება საქმის დამთავრებიდან 3 წლის ვადით, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ექვემდებარება განადგურებას. 2015 წელს საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების ჯგუფმა დაამუშავა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დოკუმენტაცია საარქივო წესით, სამსახურის ნომენკლატურის შესაბამისად, დამუშავების შედეგად შედგა აქტი იმ საქმეების გასანადგურებლად გამოყოფის შესახებ, რომელთაც შენახვის ვადა ჰქონდა გასული. აქტის შესაბამისად, განადგურდა აქტში ასახული იურიდიული დახმარების სამსახურის დოკუმენტები, მათ შორის იყო ადვოკატის მიერ წარმოებული საქმეების ასლებიც 2011 წლის ჩათვლით.
სამართლებრივი დასაბუთება
4.12. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.13. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ყოველი მოქალაქე უფლებამოსილია, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას, ასევე სახელმწიფო დაწესებულებაში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.
4.14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო მონაცემთა ბაზა განიმარტება, როგორც საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოსამსახურის მიერ სისტემურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: ა)სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას; ბ)მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას; გ)სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
4.15. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ პირს უფლება აქვს გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ------ ი--–---–ის მიერ 2016 წლის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია ექვემდებარებოდა გაცემას, რომ არ ყოფილიყო განადგურებული, ვინაიდან იგი მოითხოვდა მის შესახებ არსებულ ინფორმაციას.
4.16. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის N174 ბრძანებით დამტკიცებული დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესებულების არქივი მისი დებულების შესაბამისად კომპლექტდება მუდმივად, ხანგრძლივად შესანახი, აგრეთვე პირადი შემადგენლობის საქმეებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დროებითი შესანახი საქმეები შენახვის ვადებით 10 წლის ჩათვლით, როგორც წესი, დაწესებულების არქივში არ ბარდება. ისინი ინახება დაწესებულების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და შენახვის ვადების გასვლის შემდეგ ნადგურდება.
ამავე წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეთა ნომენკლატურა წარმოადგენს დაწესებულების საქმისწარმოებაში შემოღებულ საქმეთა დასახელებების დადგენილი ფორმის მიხედვით შედგენილ სისტემატიზებულ ნუსხას საქმეთა შენახვის ვადების მითითებით. პასუხისმგებლობა მის შედგენაზე ეკისრება დაწესებულების საქმისწარმოების სამსახურს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმეთა ნომენკლატურა წარმოადგენს მუდმივად და ხანგრძლივად შესანახ საქმეთა ანაწერების შედგენის საფუძველს, ძირითად სააღრიცხვო დოკუმენტს საქმისწარმოებაში, ხოლო დაწესებულების არქივში გამოიყენება დროებითი შესანახი (10 წლის ჩათვლით) საქმეების აღრიცხვისათვის.
4.17. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2014 წლის 11 ივლისის №12-03-518 ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა სსიპ იურიდიული დამხმარების სამსახურის ნომენკლატურა. ბრძანების გამოცემის საფუძვლად მითითებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2014 წლის 10 ივლისის №10/11009 წერილი. ნომენკლატურის თანახმად, ადვოკატთა წარმოებული საქმეების (ასლების) შენახვის ვადად დადგინდა 3 წელი.
4.18. დადგენილია, რომ ზ------ ი--–---–ის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე 2011 წელს დასრულდა. დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს შორის 2015 წლის 24 თებერვალს გაფორმებული საარქივო მომსახურების გაწევის შესახებ №01/02-05-34 ხელშეკრულების საფუძველზე დამუშავდა სსიპ იურიდიული სამსახურისა და მისი ბიუროების მიერ წარმოებული საქმეები როგორც არქივში შენახვის, ისე განადგურების მიზნით. ასევე სსიპ იურიდიული დამხარების სამსახურის დირექტორის მიერ 2015 წლის 4 სექტემბერს დამტკიცებული იქნა ამავე თარიღით დათარიღებული აქტი დოკუმენტებისა და საქმეების გასანადგურებლად გამოყოფის შესახებ, რომლებიც შენახვას არ ექვემდებარებოდნენ. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 16 ნოემბერს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და შპს ე-----------ს შორის შედგა №0---- განადგურების აქტი, რომლის თანახმად, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა (მომწოდებელი) შპს ე-----------ს (დამკვეთი) მიაწოდა 4144 კგ. (5689 საქმე) მაკულატურა, რაც წარმოადგნდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის კუთვნილებას.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2016 წლის 14 დეკემბრის №02-3/82133 წერილის თანახმად, ასევე დადგენილია, რომ საარქივო დოკუმენტების გასანადგურებლად გამოყოფის შესახებ აქტი დგება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №174 ბრძანებით დამტკიცებული დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესაბამისად. გასანადგურებლად შერჩეული ერთგვაროვან საქმეთა სათაურები აქტში შეიტანება საერთო, ჯგუფური სათაურით, საქმეთა კიდური თარიღების, საერთო ოდენობისა და შენახვის ვადის მითითებით. რაც შეეხება გასანადგურებლად გამოსაყოფი საარქივო საქმეების ვადის დადგენას, სსიპ საქართველოს ეროვნულმა არქივმა იხელმძღვანელა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2014 წლის 10 ივლისის №10/11009 ბრძანებით დამტკიცებული საქმეთა ნომენკლატურით, რომლის საფუძველზეც გამოყოფილ იქნა 2005-2011 წლების ადვოკატთა მიერ წარმოებული საქმეები (ასლები).
4.19. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ზ------ ი--–---–ის მიმართ ადვოკატების მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები განადგურებულია.
დადგენილია, რომ სსიპ იურიდიული დახმარების ბიუროს მცხეთა-მთიანეთის დახმარების ბიუროს 2016 წლის 11 მაისის მოხსენებითი ბარათით სსიპ იურიდიული დახმარების ბიუროს დირექტორს ეცნობა, რომ ზ------ ი--–---–ის წერილში აღნიშნული მასალები მცხეთა-მთანეთის ბიუროში არ მოიპოვებოდა, ვინაიდან მათი შენახვის ვადა ამოწურული იყო. სსიპ თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს 2016 წლის 16 მაისის წერილით სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს ეცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატების მიერ წარმოებული საქმეები 2011 წლის ჩათვლით განადგურებულია. ის გარემოება, რომ ზ------ ი--–---–ის საქმის მასალები ადმინისტრაციულ ორგანოს დაცული აღარ აქვს ასევე დასტურდება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №MOC 2------------ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №LA 7------------ წერილებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ვერ დაევალება იმ დოკუმენტების გაცემა, რომელიც მასთან არ ინახება და განადგურებულია. ამდენად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე აპელანტს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 34-ე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------ ი--–---–ი სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე