განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002778655
საქმე N3ბ/2954-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
25 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ნატო ხვთისავრიშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - მ------ ჭ------ე;
წარმომადგენელი - დ-------------------------------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს პარლამენტი;
წარმომადგენელი -ბ-------------–----,აპელანტი (მოპასუხე) საქართველოს პარლამენტი;
წარმომადგენელი -ბ-------------–----,მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) - მ------ ჭ------ე;
წარმომადგენელი - დ-------------------------------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა, დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის - მ------ ჭ------ის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება სრულად.
2. აპელანტის - საქართველოს პარლამენტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ---------ის სასარჩელო მოთხოვნა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მ------ ჭ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 2------------ №7---- ბრძანება, მ------ ჭ------ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე. მ------ ჭ------ის სასარჩელო მოთხოვნა მის მიმართ საქართველოს პარლამენტის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს პარლამენტის ა---------------–----------–-----------------–--------------–----------------------------–-------- ს--–---–----მა მ------ ჭ------ემ 2018 წლის 3---------------- №1---- ახსნა-განმარტებითი ბარათით საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს განუმარტა, რომ მიმდინარე წლის 2------------------------ დაგვიანებით გამოცხადდა სამსახურში, ვინაიდან წინა საღამოს მოუწია ქალაქიდან გასვლა და მეორე დილას ავტოსაგზაო მოძრაობის ინტენსივობა წინასწარ ვერ გათვალა. ამასთან, მან 2--------------- ვერ შეასრულა 8 საათიანი სამუშაო დრო, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების გამო. იმის გათვალისწინებით, რომ იმავე და მეორე დღეს ვაქცინამ გამოიწვია უკურეაქცია, 2--------------ს ვერ გამოცხადდა სამსახურში. ამავე ბარათით მან აღნიშნული გადაცდომების საპატიოდ ჩათვლა მოითხოვა.
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 6------------------ ბრძანებით დაიწყო დისციპლინური წარმოება საქართველოს პარლამენტის ა-----------------–----------–-----------------–--------------–----------------------------–------- ს--–---–----ის მ------ ჭ------ის 2018 წლის 3--------------- №1---- ახსნა-განმარტებით ბარათში მითითებული გარემოებებისა და მ------ ჭ------ის მიერ დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ჩადენის საკითხის შესასწავლად (ს.ფ. 41-42).
დისციპლინური წარმოების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის შეფასებისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსმა 2018 წლის 1------------ საქართველოს პარლამენტის აპარატის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას, მოთხოვნისამებრ, წარუდგინა 2018 წლის 1-----------------------–-–----------------------–--- პერიოდში, მ------ ჭ------ის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია, კერძოდ, მ------ ჭ------ე 2018 წლის 1--------------- სამსახურში გამოცხადდა 09:53 სთ-ზე და იმუშავა 09:12 სთ, 1--------------- - 11:23 სთ-ზე და იმუშავა 08:42 სთ, 1---------------- - 09:49 სთ-ზე და იმუშავა 06:50 სთ, 1---------------- - 09:52 სთ-ზე და იმუშავა 08:30 სთ, 2---------------- - 10:23 სთ-ზე და იმუშავა 08:06 სთ, 2---------------- - 11:09 სთ-ზე და იმუშავა 07:20 სთ, 2---------------- - 09:41 სთ-ზე და იმუშავა 12:19 სთ, 2--------------- - არ გამოცხადდა (ს.ფ. 52-53).
მ------ ჭ------ემ 2018 წლის 3--------------- №1---- ახსნა-განმარტებით ბარათთან დაკავშირებით, 2018 წლის 1------------- დამატებით წარადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და დამატებით ითხოვა 2---------------- არასრული სამუშაო დღის და 2--------------ს სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლა, იმის გათვალისწინებით, რომ 2--------------- გაკეთებულმა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია გვერდითი მოვლენები.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 1------------------ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) თანახმად, მ------ ჭ------ეს 2018 წლის 2--------------- ჩაუტარდა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შემდეგაც იმავე საღამოს და მეორე დღეს აღენიშნებოდა ტემპერატურის მომატება 38,20, საერთო სისუსტე, შემცივნება და თავის ტკივილი..
საქართველოს პარლამენტის აპარატში დისციპლინური წარმოებების განსახორციელებლად შექმნილი დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ 2018 წლის 20 ნოემბერს მოამზადა დასკვნა, მ------ ჭ------ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ.
დასკვნის თანახმად, კომისიამ დაადგინა, რომ პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონული სისტემის მონაცემების მიხედვით, მ------ ჭ------ის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის (დაგვიანება) არაერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, კერძოდ, 1---------------------------ს, რაც მიუთითებდა მისი მხრიდან სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების სისტემატურ ხასიათზე. ამასთან, იგი სამსახურში არ გამოცხადდა არა 2--------------ს, არამედ 2--------------- და სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი საბუთი არ/ვერ წარადგინა. ამავე დროს, მის მიერ წარდგენილ სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ ვაქცინაციით გამოწვეული შესაბამისი სიმპტომები მ------ ჭ------ეს აღენიშნებოდა იმავე დღეს (2---------------) და მეორე დღეს (2--------------ს), თუმცა ელექტრონული სისტემის მონაცემების მიხედვით, 2--------------ს სამსახურში იმყოფებოდა 09:45 სთ-დან 23:14 სთ-მდე და მისი სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტი დაფიქსირდა მომდევნო დღეს - 2---------------.
დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ დადასტურებულად მიიჩნია მ------ ჭ------ის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტები და საჭიროდ მიიჩნია მის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად გაფრთხილების გამოყენება. აღნიშნული დასკვნა 2018 წლის 2------------------- ბარათით წარედგინა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს;
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 2------------ №7---- ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულების, სტრუქტურისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2006 წლის 24 იანვრის №9/3 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულების“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „რ“ და „ტ2“ ქვეპუნქტებისა და კომისიის 2018 წლის 2------------------- დასკვნის საფუძველზე, მ------ ჭ------ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება, სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობისათვის.
მ------ ჭ------ემ 2018 წლის 2-------------------- განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, დამატებით წარადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 1------------------ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) და მოითხოვა საქართველოს პარლამენტის უფროსის 2018 წლის 2------------ №7---- ბრძანების ბათილად ცნობა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 1------------------ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) თანახმად, მ------ ჭ------ეს 2018 წლის 2--------------ს ჩაუტარდა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მეორე დღეს, 2018 წლის 2---------------- მას აღენიშნებოდა საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, შემდეგ ტემპერატურული რეაქცია. ამ მოვლენებმა შემდეგში გაირა თვითდინებით.
სანოტარო წესით დამოწმებული ანოტაციის (წამლის) ნაწილის თანახმად, ინაქტივირებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა (ზედაპირული ანტიგენი), სავაჭრო სახელწოდებით ინფლუვაკს ხშირად ახასიათებს შემდეგი რეაქციები: თავის ტკივილი, მომატებული ოფლიანობა, მიალგია, ართრალგია, ციებ-ცხელება, ზოგადი დისკომფორტი, ჭინჭრის ციება, მომატებული სისუსტე, ადგილობრივი რეაქციები: გაწითლება, შეშუპება, ტკივილი, ეკხიმოზი, ქსოვილების გამაგრება. როგორც წესი ეს რეაქციები გრძელდება 1-2 დღის განმავლობაში, დამატებითი მკურნალობის გარეშე.
საქართველოს პარლამენტის ა---------------–----------–-----------------–--------------–------------------------------–------- ს--–---–----ი მ------ ჭ------ე პერიოდულად იღებდა შეფასებას უშუალო უფროსის - კ---- გ-----–-–---–ის მიერ. 2018 წლის 2-------------------------------------------- მან მიიღო „კარგი შეფასება“. ამასთან, 2018 წლის 2--------- შეფასებით, მ------ ჭ------ის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასდა „3“-ით და მისი კომპეტენციები - 3,43. 2018 წლის 23 აგვისტოს შეფასებით, მ------ ჭ------ის მიერ შესრულებული სამუშაო შეფასდა „3“-ით და მისი კომპეტენციები - 3,41. 2018 წლის 2------------ შუალედური შეფასებით, მ------ ჭ------ემ შესრულებული სამუშაოს ხარისხში მიიღო შეფასება დამაკმაყოფილებელი - „2“, შესასრულებელი სამუშაოსათვის დადგენილი ვადების დაცვაში - არადამაკმაყოფილებელი, „1“, კომპეტენცია: ინფორმაციის შეგროვება და ანალიზში - კარგი, 79,17%, ეფექტიან კომუნიკაციაში - საუკეთესო, 100 %, კომპლექსურ აზროვნებაში - კარგი, 68,75 %, ანალიტიკურ აზროვნებაში - კარგი, 70%, დროის ეფექტიან მართვაში - არადამაკმაყოფილებელი, 37,50%, წერასა და ანგარიშგებაში - კარგი, 81,25 %, შესაბამის სამუშაოს აღწერილობაში მითითებულ უცხოურ ენაზე კომუნიკაციაში - საუკეთესო, 100%;
საქართველოს პარლამენტის ა---------------–----------–-----------------–--------------–---------------------------------- 2018 წლის 2--------------ს მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს ამავე კომიტეტის თანამშრომლებისთვის, მათ შორის, მ------ ჭ------ისთვის, 2018 წლის 7-------------- მივლინების გაფორმების მიზნით.
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 3---------------------- ბრძანებით მ------ ჭ------ე 2018 წლის 7--------------------–-–---------------- ჩათვლით მივლინებული იქნა ს-----------–-, სასწავლო ვიზიტში „-------–--------------------------–----------–--------------–------------------–-----------------–---------–-------------------------–-------–---------–--–-- მონაწილეობის მისაღებად;
2018 წლის ს-----------------------------–- პარლამენტის აპარატის არაერთი თანამშრომლის საავადმყოფო ფურცელზე გასვლასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის დავალების საფუძველზე ადამიანური რესურსების მართვისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტმა საცხოვრებელი ადგილის მისამართზე და მობილური ტელეფონის საშუალებით შეამოწმა ბევრი მათგანის, მათ შორის, მ------ ჭ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
2018 წლის 2-------------- მ------ ჭ------ე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. მისი უშუალო ხელმძღვანელის კ---- გ-----–-–---–ის წერილობითი ცნობის საფუძველზე, ადამიანური რესურსების მართვისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტმა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ჭ------ისათვის 2---------------ან სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ. საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში მ------ ჭ------ის მდგომარეობის გასარკვევად მის საცხოვრებელ ბინაზე მისულ დეპარტამენტის თანამშრომლებს მ------ ჭ------ის დედამ განუმარტა, რომ მიუხედავად სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა, მისი შვილი იმყოფებოდა სამსახურში. შესაბამისი საავადმყოფო ფურცელი მ------ ჭ------ემ დეპარტამენტში წარადგინა ო----------- დასაწყისში. მასში აღნიშნული იყო, რომ მ------ ჭ------ე საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 2--------------------------------------------------------------- ჩათვლით. ეს დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა ო----------- პირველ ნახევარში, რის გამოც ელექტრონულ ტაბელში აღინიშნებოდა მისი კვლავ საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა. 2019 წლის 4--------- მ------ ჭ------ე კვლავ იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. მან საავადმყოფო ფურცელი უფლებამოსილ დეპარტამენტში წარადგინა 1 თვის დაგვიანებით, 2019 წლის 4-----------–-;
მ------ ჭ------ემ კ---- გ-----–-–---–ს 2018 წლის 12 და 2--------------- სატელეფონო შეტყობინების სახით აცნობა სამსახურში დაგვიანების ფაქტების შესახებ, ხოლო 2018 წლის 2--------------- - წინა დღეს გაკეთებული ვაქცინაციის გამო, სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ.
დასწრების ტაბელით დგინდება, რომ 2018 წლის 2-----------------------------–-–-- 3--------------- ჩათვლით პერიოდში, მ------ ჭ------ე 2018 წლის 2-------------- საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სამსახურში, 2018 წლის 2---------------ან 2-------------- ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, 2018 წლის 2----------------------- დააგვიანა საპატიო მიზეზით, 2018 წლის 10 და 1--------------- დააგვიანა, 2018 წლის 1--------------- დააგვიანა, მცირე დროით იმყოფებოდა ადგილზე და ადრე გავიდა, 2018 წლის 1--------------- დააგვიანა, 2018 წლის 1---------------- ადრე გავიდა, 2018 წლის 2---------------- დააგვიანა, 2018 წლის 2--------------- საპატიო მიზეზით დააგვიანა, 2018 წლის 2--------------- დაიგვიანა და სამსახურში იმყოფებოდა მცირე დროით, საპატიო მიზეზით, 2018 წლის 2------------------------- დააგვიანა საპატიო მიზეზით, 2018 წლის 2--------------- არ გამოცხადდა.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის ვარაუდი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რასაც იგი წარუდგენს სასამართლოს და სათანადოდ დაასაბუთებს ამგვარი ფაქტის არსებობას. ამავე ნორმის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოება, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულ მოპყრობას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ფაქტები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა ვერ დადასტურდა საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მიდგომას, კერძოდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის არცერთ თანამშრომელს არ შეფარდებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სამსახურში დაგვიანებისა თუ გაცდენის გამო, ამდენად, იგი სხვა დასაქმებულებთან შედარებით აღმოჩნდა არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი უარყოფითად იყო განწყობილი მის მიმართ განსხვავებული შეხედულებისა და აზრის თავისუფლად დაფიქსირების გამო. სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის არცერთ თანამშრომელს არ შეფარდებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სამსახურში დაგვიანებისა თუ გაცდენის გამო, თავისთავად არ გამორიცხავს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესაძლებლობას. ამასთან, რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გაკეთებულ განაცხადს, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი უარყოფითად იყო განწყობილი მის მიმართ განსხვავებული შეხედულებისა და აზრის თავისუფლად დაფიქსირების გამო, სასამართლოm დაუსაბუთებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ ეს გარემოება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად არ დადგინდა, ამ მიმართებით მოსარჩელემ ვერც ერთი კონკრეტული ფაქტი ვერ მიუთითა, უფრო მეტიც, განმარტა, რომ მას არასდროს ჰქონია უშუალო კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსთან.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მ------ ჭ------ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 2------------ №7---- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა მოსარჩელის მიმართ არსებული დასკვნა გაიზიარა ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ვინაიდან მან მ------ ჭ------ის მიმართ გამოიყენა კომისიის მიერ მითითებული პასუხისმგებლობის ზომა, იმ დროს, როდესაც, დისციპლინური წარმოების კომისიის მიერ დასკვნა მომზადდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის უგულებელყოფით ჩატარებული დისციპლინური წარმოების საფუძველზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, გარდა იმისა, რომ დასკვნაში მითითებული გარემოება დისციპლინური წარმოების დაწყების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს არ წარმოადგენს, მითითებული ნორმა საჯარო დაწესებულებას ავალდებულებს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს წარმოების დაწყებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში და განუსაზღვროს წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენის შესაძლებლობა. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მიუხედავად საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ ამ პროცედურის დაუცველობისა, მოსარჩელემ ისარგებლა თავისი უფლებით და 2018 წლის 1------------ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა, როგორც მოსაზრება/წერილობითი ახსნა-განმარტება, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. ამ უკანასკნელის თანახმად, 2018 წლის 2---------------- გაკეთებულმა ვაქცინამ გამოიწვია გვერდითი მოვლენები, რაც გაგრძელდა მეორე დღესაც, 2018 წლის 2--------------ს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ თავად დაადასტურა მ------ ჭ------ის სამსახურში გამოუცხადებლობა არა 2-- არამედ 2--------------- და ამავე დროს, ამ უკანასკნელმა მოგვიანებით წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დაადასტურა ვაქცინის გაკეთების ფაქტი 2018 წლის 2--------------ს, რომლის გვერდითი მოვლენები გაგრძელდა 2018 წლის 2----------------აც, სასამართლო ვერ გაიზიარებს დასკვნაში მითითებულ გარემოებას 2018 წლის 2--------------- სამსახურში გამოუცხადებლობის გამო საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობასთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-3 პუნქტი დისციპლინური წარმოების განმახორცილებელ ერთეულს ავალდებულებს დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ არასრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენისას განუსაზღვროს ვადა დამატებითი მტკიცებულების წარსადგენად, რომელიც არ უნდა იყოს 2 სამუშაო დღეზე ნაკლები, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ ვაქცინის გაკეთება ანდა მისი გვერდითი მოვლენები, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებული ანოტაციით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო გარემოებას არ წარმოადგენს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებით დამტკიცებული დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი დეტალურად არეგულირებს დასაქმებულთათვის დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის - საავადმყოფო ფურცლის გაცემასთან და გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამასთან, მითითებული წესის მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-15 პუნქტი ადგენს, რომ პირებზე, რომლებმაც დამოუკიდებლად მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას საკონსულტაციოდ და არ არიან შრომისუუნარონი, გაიცემა თავისუფალი ფორმის სამედიცინო ცნობა. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო დისციპლინური წარმოება დაიწყო 2018 წლის 6 ნოემბრის ბრძანებით და 2018 წლის 7-------------- მ------ ჭ------ე იმყოფებოდა მივლინებაში, 2018 წლის 1------------ გაცემულ ცნობა პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მიიჩნია არასათანადო დოკუმენტად. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საწინააღმდეგო დოკუმენტი არ არის საქმეში წარმოდგენილი, მ------ ჭ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობები პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია ძალაში მყოფ დოკუმენტებად, მიუხედავად ერთ-ერთ მათგანში დაშვებული ტექნიკური შეცდომისა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე ვრცელდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 18 სექტემბრის №126/3 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესი, რომლითაც განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენებისა და სადღესასწაულო (უქმე) დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ პარლამენტის სასახლეში ყოფნის პირობები და წესი; დ) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი; ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები და ინსტრუქციები; ვ) სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოსამსახურეთათვის გაცნობის წესი; ზ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი; თ) შვებულების გაფორმების წესი; ი) მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი.
მითითებული შინაგანაწესის მე-2 მუხლის თანახმად, აპარატში სამუშაო კვირის ხანგრძლივობაა 5 დღე; ყოველდღიური სამუშაო დროის ხანგრძლივობაა 8 საათი, ხოლო შესვენებისა - 1 საათი. სამუშაო დრო იწყება 9.30 საათზე და მთავრდება 18.30 საათზე. შესვენებაა 14-დან 15 საათამდე. ამავე შინაგანაწესის მე-8 მუხლის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს აპარატის მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი იმავე დღეს აცნობოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. სამუშაო დროს მოსამსახურის პარლამენტის სასახლეში საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს აღნიშნული მიზეზის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონულ სისტემაში შეტანას. ამ ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებელია აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინებებზე, რომლის თანახმად, მ------ ჭ------ე სამსახურში დაგვიანებასთან დაკავშირებით ახორციელებდა ხელმძღვანელი პირის ინფორმირებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი დასწრების ტაბელის მიხედვით, 2018 წლის 2----------------- 2018 წლის 3--------------- ჩათვლით პერიოდში, მ------ ჭ------ე 2018 წლის 2-------------- საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სამსახურში, 2018 წლის 2---------------ან 2--------------- ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, 2018 წლის 2-------------------------- დააგვიანა საპატიო მიზეზით, 2018 წლის 1------------------------- დააგვიანა, 2018 წლის 1--------------- დაიგვიანა, მცირე დროით იმყოფებოდა ადგილზე და ადრე გავიდა, 2018 წლის 1---------------- დააგვიანა, 2018 წლის 1---------------- ადრე გავიდა, 2018 წლის 2--------------- დააგვიანა, 2018 წლის 2--------------- საპატიო მიზეზით დააგვიანა, 2018 წლის 2--------------- დაიგვიანა და სამსახურში იმყოფებოდა მცირე დროით, საპატიო მიზეზით, 2018 წლის 2---------------------- დააგვიანა საპატიო მიზეზით, 2018 წლის 2--------------- არ გამოცხადდა.
სასამართლოს განმარტებით, მითითებული გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიერ ხელმძღვანელის ინფორმირების შემდეგ, ეს უკანასკნელი თავად იღებდა გადაწყვეტილებას დაგვიანების მიზეზის საპატიოდ მიჩნევასთან დაკავშირებით და ახორციელებდა დაშვების ელექტრონულ ტაბელში შესაბამისი ინფორმაციის შეტანას. პირველი ინსტანციის სასამართლო ერთის მხრივ, დაეთანხმა ადმინისტრაციულ ორგანოს მ------ ჭ------ის მიერ დაგვიანების სიხშირესთან დაკავშირებით, ხოლო, მეორეს მხრივ, მიუთითა დაგვიანების საპატიო მიზეზის არსებობასა და იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, დაგვიანების მიუხედავად, ის დღეში მინიმუმ 8 საათს მუშაობდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ უფლებამოსილი პირის მიერ მ------ ჭ------ის კონკრეტული დაგვიანებები საპატიოდ იქნა მიჩნეული, ხოლო შინაგანაწესის მიხედვით, მის სისწორეზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება. ამასთან, მ------ ჭ------ემ უშუალო ხელმძღვანელისგან სამჯერ, მათ შორის, უშუალოდ დისციპლინური წარმოების მიმდინარეობის ეტაპზე განხორციელებული შეფასებისას, მიიღო „კარგი შეფასება“. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კომისიას დისციპლინური წარმოების ფარგლებში არ გამოუკითხავს მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელი, ვის ინფორმირებასაც ახორციელებდა იგი დაგვიანებებთან დაკავშირებით და ვინც იღებდა გადაწყვეტილებას ამ დაგვიანებების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯრებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მთელი რიგი დარღვევებით განახორციელა დისციპლინური წარმოება, მათ შორის, არ გამოკითხა უშუალო ხელმძღვანელი, რომლის მიერაც ხდებოდა მოსარჩელის დაგვიანების საპატიოდ ჩათვლა და ასევე, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასება.
4. საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,..განსახილველ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა მოსარჩელის მიმართ არსებული დასკვნა გაიზიარა ყოველგვარი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ვინაიდან მან მ------ ჭ------ის მიმართ გამოიყენა კომისიის მიერ მითითებული პასუხისმგებლობის ზომა, იმ დროს, როდესაც, დისციპლინური წარმოების კომისიის მიერ დასკვნა მომზადდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის უგულებელყოფით ჩატარებული დისციპლინური წარმოების საფუძველზე.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება არ ეფუძნება არგუმენტირებულ მსჯელობას, თუ რაში გამოიხატება საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მხრიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის არასწორად შეფარდების/გამოყენების ფაქტი, მაშინ, როდესაც მოცემული ნორმა უფლებას ანიჭებს უფლებამოსილ პირს, დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში (ნებისმიერ დღეს) მიიღოს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება, მათ შორის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება. გაუგებარია, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით ჩათვალა სასამართლომ, რომ უფლებამოსილი პირის მხრიდან არ მოხდა დასკვნის გამოკვლევა და შეფასება, მაშინ, როდესაც დასკვნაში მითითებული გარემოებების შესახებ აპარატის უფროსი იმთავითვე კარგად იყო ინფორმირებული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მ---------ემ, თავად აპარატის უფროსს ორჯერ მიმართა შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით, სადაც მითითებული იყო კონკრეტული გადაცდომებზე და მათი საპატიოდ ჩათვლის თაობაზე, რაც თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ მ---------ე აღიარებდა მის მიერ ჩადენილ ,,გადაცდომებს~ და სწორედ ამიტომ ითხოვდა აპარატის უფროსისაგან, რომ მას გაეთვალისწინებინა ეს გარემოებები და საპატიოდ ჩაეთვალა ისინი. დასკვნა თავისი დანართებით საფუძვლიანად იქნა გაანალიზებული და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მიღებული იქნა შესაბამისი ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ.
აპელანტის მითითებით, ასევე დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ,,..კომისიის მიერ დასკვნა მომზადდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის უგულებელყოფით ჩატარებული დისციპლინური წარმოების საფუძველზე~ და იგი არ ეფუძნება სწორ ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-5-ე პუნქტების თანახმად: 1. დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან ან პირის იდენტიფიცირებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დისციპლინური წარმოების განხორციელების ინტერესებს. 2. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუსაზღვრავს წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები. 3. თუ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება არასრულია ან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენაა აუცილებელი, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული მას დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე და განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 2 სამუშაო დღეზე ნაკლები. 4. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს მას დისციპლინური წარმოების წესი და საქმის მასალები. 5. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია დისციპლინურ წარმოებაში ჩართოს ის პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესახებ და შეუძლია წერილობით ან ზეპირად წარადგინოს ახსნა-განმარტება (მოწმე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ახსნა-განმარტების წარდგენა ეწინააღმდეგება ამ პირის (მოწმის) ან მისი ოჯახის წევრის ინტერესებს.
აპელანტის მითითებით, თუკი აღნიშნული ნორმა პუნქტობრივად იქნება განხილული და გაანალიზებული, ნათლად გამოჩნდება, რომ კომისიამ დისციპლინური წარმოება განახორციელა და დასკვნა მიიღო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ: მ------ ჭ------ის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ N----- ბრძანება გამოცემულ იქნა 2018 წლის 6 ნოემბერს, რომელიც 91-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაგზავნოდა დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს (მ---------ეს). 2018 წლის 7-10 ნოემბერს მ---------ე იმყოფებოდა საზღვარგარეთ მივლინებაში, 11 ნოემბერი იყო არასამუშაო დღე (კვირა), 12 ნოემბერს კი (ორშაბათი) მას (დადგენილი ვადის (5 სამუშაო დღეში) დაცვით) ჩაბარდა დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 06.11.2018 წლის N----- ბრძანება. ჩაბარების ფაქტი დასტურდება ბრძანებაზე მ---------ის ხელის მოწერით, რომ იგი გაეცნო ბრძანებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა კომისიის მხრიდან ნორმის ამ მოთხოვნის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით;
აპელანტის მითითებით, მ---------ეს ბრძანება გადაეცა ხელზე - კომისიის თავმჯდომარის მიერ, ამავდროულად მას ზეპირი ფორმით, იქვე განემარტა დისციპლინური წარმოებიდან გამომდინარე მისი უფლებები და მოვალეობები, მათ შორის დამატებითი ახსნა-განმარტებისა თუ დოკუმენტაციის წარმოდგენის უფლებისა და ვადების შესახებ. აღნიშნული განმარტების მიუხედავად მ---------ემ, საკუთარი ინიციატივით, მომდევნო დღეს - 1------------ წარმოადგინა დამატებითი ახსნა-განმარტება (13.11.2018 წლის N----- წერილი) და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 13 ნოემბრის N---- ცნობა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა კომისიის მხრიდან ზემოაღნიშნული ნორმის (91-ე მუხლის) შესაბამისი მოთხოვნების (მე2, მე-3 და მე-4 პუნქტები) და პროცედურების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ მ---------ემ ,,ისარგებლა თავისი უფლებით და 2018 წლის 13 ნოემბერს ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა, როგორც მოსაზრება/წერილობითი ახსნა-განმარტება, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა" (იხ. გადაწყვეტილება, გვ.17), არანაირად არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ სავარაუდო გადაცდომის ჩამდენ პირს კომისიის მხრიდან შეეზღუდა რაიმე სახის უფლება, მათ შორის წერილობითი ახსნა-განმარტებისათვის კანონით დადგენილი ვადაში - (არანაკლებ 3 სამუშაო დღე) წარდგენის შესაძლებლობა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, საქმეში წარმოდგენილია მ---------ის 2018 წლის 13 ნოემბრის N----- წერილი, რომელიც იმავე შინაარსისაა, რაც მ---------ემ თავდაპირველად (31.10.2018) წარმოადგინა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 13 ნოემბრის N---- ცნობა, შესაბამისად, დამატებითი ინფორმაციის წარმოსადგენად მ---------ემ საკმარისად მიიჩნია ერთი დღე და საკუთარი ინიციატივით წარუდგინა იგი კომისიას.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლო მართალია სწორად მიუთითებს იმაზე, რომ, ,,..მოპასუხე მხარემ თავად დაადასტურა მ------ ჭ------ის სამსახურში გამოუცხადებლობა არა 2-- არამედ 2---------------, თუმცა, იქვე არასწორად ავითარებს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ,,..ამავე დროს, ამ უკანასკნელმა მოგვიანებით წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დაადასტურა ვაქცინის გაკეთების ფაქტი 2018 წლის 2--------------ს, რომლის გვერდითი მოვლენები გაგრძელდა 2018 წლის 2---------------აც, სასამართლო ვერ გაიზიარებს დასკვნაში მითითებულ გარემოებას 2018 წლის 2--------------- სამსახურში გამოუცხადებლობის გამო საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით.“
აპელანტის მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლო თავის მსჯელობაში დროში ასცდა იმ რეალურ მოცემულობას, რასაც ადგილი ჰქონდა დისციპლინური წარმოებისა და სადაო აქტის გამოცემის პერიოდში, რადგანაც მის მიერ მითითებული - მ---------ის მიერ ,,მოგვიანებით“ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა აპარატის უფროსს წარედგინა 2018 წლის 21 დეკემბერის N----- წერილთან ერთად, კომისიის მიერ დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებით მიღებული დასკვნისა (2018 წლის 20 ნოემბერი) და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ - (გასაჩივრებული) ბრძანების მიღებიდან (2018 წლის 21 ნოემბერი) ერთი თვის შემდეგ, რაც ბუნებრივია, ვერ გახდებოდა ვერც კომისიის და ვერც აპარატის უფროსის მხრიდან მსჯელობის საგანი. კომისიამ დისციპლინური წარმოების დროს გამოთხოვილი და მხარის მიერ ორგზის წარმოდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით) შეფასების საფუძველზე მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც საბოლოოდ იურიდიულად გაფორმდა აპარატის უფროსის მიერ გამოცემული ი/ა სამართლებრივი აქტით.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონის ნორმა, რომელიც განსახილველ საქმესთან დაკავშირებით არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რადგან, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის (კომისიის) მხრიდან მ---------ეს არაერთხელ, ზეპირი ფორმით განემარტა მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მათ შორის დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას უფლება ჰქონდა, მოეხდინა მისი უფლებების სრულად რეალიზება და კანონით დადგენილ ვადებში წარმოედგინა ნებისმიერი მტკიცებულება, რაც დაკავშირებული იყო საქმის განხილვასთან. მან კომისიას ორგზის წარუდგინა ახსნა-განმარტება, ასევე ცნობა - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის ნამდვილობა კომისიას ეჭვქვეშ არ დაუყენებია, რადგანაც აღნიშნული ცნობა თავისი ფორმით და შინაარსით აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
აპელანტის მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნისათვის არ ითვალისწინებს მხოლოდ წერილობითი ფორმით მოთხოვნის ვალდებულებას. კომისიის მიერ ზეპირი ფორმით იქნა მოთხოვნილი დამატებითი მტკიცებულებები, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თითქოს კომისიის მიერ არ მომხდარა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რომლის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული ვალდებულია, დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს არასრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენისას განუსაზღვროს ვადა დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად, რომელიც არ უნდა იყოს 2 სამუშაო დღეზე ნაკლები.
2) სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 18 სექტემბრის N126/3 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესი“, რომლის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად: 1. საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას: ა) შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს აპარატის მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს; ხოლო, ამავე მუხლის მე-2-მე-4 პუნქტების თანახმად: 2. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი იმავე დღეს აცნობოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. 3. სამუშაო დროს მოსამსახურის პარლამენტის სასახლეში საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს აღნიშნული მიზეზის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონულ სისტემაში შეტანას. ამ ინფორმაციის სისწორისთვის პასუხისმგებელია აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 4. მოსამსახურეზე დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის გახსნის შემთხვევაში აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ამის შესახებ იმავე დღეს წერილობით აცნობებს აპარატის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტს. ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონულ სისტემაში შეტანას. ხოლო, მე-9 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად: 2. შინაგანაწესის შესრულება სავალდებულოა ყველა მოსამსახურისათვის. 5. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში მოსამსახურეს დაეკისრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა. (29.03.2017 №111/3).
აპელანტის მითითებით, კომისიის მიერ დისციპლინური წარმოება დაიწყო მ---------ის 2018 წლის 3--------------- N1---- ახსნა-განმარტებით ბარათში მითითებული გარემოებებისა და მ---------ის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის საკითხის შესასწავლად. აღნიშნულ ახსნა-განმარტებით ბარათში მითითებული გარემოებები შეეხებოდა: ა) 2--------------- დაგვიანებას; ბ) 2--------------- დაგვიანებას და 8 საათიანი სამუშაო დღის ვერშესრულებას; გ) 2--------------ს სამსახურში ვერ გამოცხადებას.
ზემოაღნიშნული, თითოეული გარემოების განხილვის შედეგად დგინდება შემდეგი:
- 2--------------- დაგვიანებაზე მ---------ემ სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა მის უშუალო ხელმძღვანელს. აღნიშნული დაგვიანება მას არ ჩაეთვალა საპატიოდ და შესაბამისად იგი აისახა საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონულ სისტემაში ე.წ. ტაბელში (შემდგომში ,,ტაბელი“), როგორც არასაპატიო მიზეზით დაგვიანებად. ამდენად, კომისიის მიერ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება შეფასებული იქნა სატაბელო მონაცემის შესაბამისად. ,,შინაგანაწესის“ მე-8 მუხლში არსად არ არის მითითებული, რომ მოხელის მიერ უშუალო ხელმძღვანელის გაფრთხილება სავალდებულოდ საკმარის საფუძველს წარმოადგენს დაგვიანების/სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ჩასათვლელად. აღნიშნული ნორმის მსგავსი წაკითხვის შემთხვევაში სახეზე გვექნებოდა მოცემულობა, როდესაც ნებისმიერი დაგვიანებისა თუ სამსახურში გამოუცხადებლობისას, მხოლოდ შეტობინების საკმარისად ჩათვლის საფუძველზე, ყველა შემთხვევაში, ავტომატურად მოხდებოდა მისი საპატიოდ ჩათვლა, რაც საჯარო დაწესებულებას შეუქმნიდა სერიოზულ საფრთხეს შრომის დისციპლინის დაცვის თვალსაზრისით, უფრო მეტიც, ამას შეიძლება გამოეწვია გამოუსწორებელი შედეგები. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერი მოხელეს ავალდებულებს სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი იმავე დღეს აცნობოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. ასეთი სახის შეტყობინების არსებობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელი გამოუცხადებლობის/დაგვიანების ხასიათის, დროის ხანგრძლივობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მისი საპატიოდ ან არასაპატიოდ ჩათვლის თაობაზე, რაც შესაბამისად აისახება ტაბელში.
აპელანტის მითითებით იმისათვის, რომ დაგვიანება საპატიოდ ჩაითვალოს, იგი ასეთად უნდა მიიჩნიოს მოხელის ხელმძღვანელმა. აღნიშნული ინფორმაცია საბოლოოდ მიეწოდება აპარატის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტს (შემდგომში ,,დეპარტამენტი“), რომელიც თავის მხრივ ,,ტაბელში“ ასახავს შესაბამის ინფორმაციას, დაგვიანების საპატიოდ ჩათვლა/არჩათვლის თაობაზე. ხოლო, მოხელის მხრიდან საერთოდ შეუტყობინებლობის შემთხვევაში, ასეთი ფაქტი ყველა შემთხვევაში ჩაითვლება არასაპატიოდ და აისახება ტაბელში, ხოლო მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით კი განსაზღვრულია საპატიო (სამსახურებრივი მიზნით) მიზეზით არყოფნის შემთხვევაში რა წესი მოქმედებს, ხოლო, ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი განსაზღვრავს დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის გახსნის შემთხვევაში მოქმედ წესს. 2--------------- დაგვიანების შემთხვევაში, მოხელის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად, დაგვიანება ჩაითვალა არასაპატიოდ და შესაბამისად, აისახა ტაბელში. 2--------------- მ---------ე სამსახურში გამოცხადდა 11:09:33 საათზე, რითაც მან დაარღვია შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, სამუშაო დრო იწყება 09:30 საათზე. ამასთან, აღნიშნულ დაგვიანებაზე მ---------ის მხრიდან არ მომხდარა უშუალო ხელმძღვანელისათვის შეტყობინება, რითაც დაარღვია შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, ხოლო, იმავე დღეს მან ასევე ვერ შეასრულა 8 საათიანი სამუშაო დღე, რითაც მან დაარღვია შინაგანაწესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ყოველდღიური სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 8 საათს. 2--------------ს მ---------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაგვიანების ფაქტს, კერძოდ, იგი სამსახურში გამოცხადდა 9:41:33 საათზე, თუმცა ტაბელის თანახმად, მას ეს დაგვიანება ჩათვლილი აქვს საპატიოდ.
რაც შეეხება სამსახურში არგამოცხადებას, სააპელაციო საჩივრის თანახმად, აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა 2---------------, მ---------ეს სამსახურში გამოცხადებისას (2---------------- არ წარმოუდგენია არანაირი ცნობა დროებითი შრომისუუნარობის შესახებ, რაც გახდა საფუძველი აღნიშნული არგამოცხადების არასაპატიოდ ჩათვლასთან დაკავშირებით და შესაბამისად, მოხდა მისი ტაბელში ასახვა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 13 ნოემბრის N---- ცნობა მ---------ემ წარმოადგინა 2------------------ (სამსახურში არგამოცხადების დღიდან) თითქმის 20 დღის შემდეგ - 1------------, რომლითაც დასტურდებოდა, რომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაუტარდა 2--------------- და მოდევნო დღეს (2--------------ს) აღენიშნა გვერდითი მოვლენები. მ---------ე მიუთითებს, რომ მეორე ახსნა-განმარტებაშიც (იგულისხმება მასში მითითებული თარიღები) და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაშიც კვლავ უზუსტობა, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, რაც თურმე კომისიის მიერ არ იყო სათანადოდ გამოკვლეული, რაც, ჩვენი აზრით წარმოადგენს უსაფუძვლო არგუმენტს. კომისიის მიერ აღნიშნული დოკუმენტების მიმართ უნდობლობის საფუძველი არ არსებობდა. მ---------ის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები მის მიერ შედგენილია დროის სხვადასხვა მონაკვეთში (3-------------------------------- თანაც, ორივე ახსნა-განმარტებაში ორჯერვე, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში ერთი და იმავე თარიღებზე იყო მითითება. შესაბამისად, კომისიის მხრიდან ახსნა-განმარტებებში და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წარმოდგენილ ცნობაში მითითებული ფაქტებისა და თარიღების შედარება მოხდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონული სისტემის მონაცემებთან, რითაც გამოვლინდა, რომ მისი სამსახურში არგამოცხდების თარიღი არ ემთხვეოდა ახსნა-განმარტებაში მითითებულ თარიღს. მხოლოდ დისციპლინური წარმოების დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ მ---------ემ 21.12.2018 წლის N----- წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, სადაც აღნიშნავდა იმ შეცდომების, ტექნიკური ხარვეზების შესახებ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მის ახსნა-განმარტებებსა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში. შესაბამისად, 2--------------- სამსახახურში არგამოცხადების ფაქტი, მ---------ის მიერ კომისიისათვის წარდგენილი და კომისიის მიერ გამოთხოვილი და შესწავლილი წერლობითი და ზეპირი მკიცებულებების საფუძველზე მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ. ამას ისიც ამყარებდა, რომ მოხელე მის ახსნა-განმარტებაში მიუთითებდა 5 დღის წინანდელ ფაქტზე, რომელიც შეეხებოდა ერთადერთ თარიღს და ისეთ შემთხვევას, რომელიც (მ---------ის განმარტებით) წინასწარ იყო შეთანხმებული მის უშუალო ხელმძღვანელთან და შეეხებოდა კლინიკაში წასვლის, ვაქცინაციის ჩატარებისა და სამსახურში გამოუცხადებლობის საკითხს, შესაბამისად, გაუგებარია, დროის ამ მცირე მონაკვეთში მომხდარ ფაქტებზე ასეთი სახის ცდომილებები როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო 2-ჯერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებში დაშვებული, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მ---------ეს ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა მის უშუალო უფროსთან, მას ხელი მიუწვდებოდა მის სატაბელო მონაცემებზე და სხვა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, თავისი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად, სასამართლომ გამოიყენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი“ (შემდგომში ,,საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი“), კერძოდ, მიუთითა ამ წესის მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საავადმყოფო ფურცელი არ გაიცემა: ა) პირებზე, რომლებმაც დამოუკიდებლად მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას საკონსულტაციოდ და არ არიან შრომისუუნარონი. ასევე მიუთითა მე-5 მუხლის მე-15 პუნქტზე, რომლის თანახმად: 15) ამ მუხლის 14-ე პუნქტში აღნიშნულ პირებზე გაიცემა თავისუფალი ფორმის სამედიცინო ცნობა. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა აღნიშნული სამართლებრივი აქტი და შესაბამისი ნორმები შემდეგ გარემოებათა გამო:
- საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტებს წარმოადგენს საავადმყოფო ფურცელი ან ცნობა. მე-3 მუხლით განისაზღვრა საავადმყოფო ფურცლის ფორმა, ცნება და გაცემის საფუძვლები, ხოლო, მე-5 მუხლის მე-14 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საავადმყოფო ფურცელი არ გაიცემა: ა) პირებზე, რომლებმაც დამოუკიდებლად მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას საკონსულტაციოდ და არ არიან შრომისუუნარონი. ამავე წესის მე-5 მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად კი: 15) ამ მუხლის 14-ე პუნქტში აღნიშნულ პირებზე გაიცემა თავისუფალი ფორმის სამედიცინო ცნობა.
აპელანტის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია მ---------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 13 ნოემბრის N---- ცნობა, რომელიც სასამართლომ არ მიიჩნია არასათანადო დოკუმენტად. სასამართლოს გადაწყვეტილებაში (გვ.18) მითითებულია, რომ ,,2018 წლის 1------------ გაცემულ ცნობას სასამართლო ვერ მიიჩნევს არასათანადო დოკუმენტად. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საწინააღმდეგო დოკუმენტი არ არის საქმეში წარმოდგენილი, მ------ ჭ------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო ცნობებს სასამართლო მიიჩნევს ძალაში მყოფ დოკუმენტებად, მიუხედავად ერთერთ მათგანში დაშვებული ტექნიკური შეცდომისა.“
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი“. აღნიშნული წესის პირველი მუხლით განისაზღვრა, რომ ეს წესი არეგულერებს დასაქმებულთათვის დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის - საავადმყოფო ფურცლის გაცემასთან და გაფორმებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მე-3 მუხლით განისაზღვრა საავადმყოფო ფურცლის ფორმა, ცნება და გაცემის საფუძვლები. ხოლო მე-5 მუხლით განისაზღვრა საავადმყოფო ფურცლის გაცემა დაავადებთ ან დასახიჩრებით გამოწვეული დროებითი შრომისუუნარობის დღეს. ამავე მუხლის მე-14 პუნქტი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც არ გაიცემა და ვისზე არ გაიცემა საავადმყოფო ფურცელი და მე-15 პუნქტი კი აკონკრეტებს, რომ ასეთ პირებზე გაიცემა თავისუფალი ფორმის სამედიცინო ცნობა. შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის შევსების წესი და ფორმა განისაზღვრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს N338/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესით“, ვერ იქნება მიჩნეული თავისუფალი ფორმის სამედიცინო ცნობად.
საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: 4. მოსამსახურეზე დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის გახსნის შემთხვევაში აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ამის შესახებ იმავე დღეს წერილობით აცნობებს აპარატის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტს. ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონულ სისტემაში შეტანას. აღნიშნული ნორმის თანახმად, საკითხი შეეხება დროებითი შრომისუუნარობის ფურცლის (და არა ნებისმიერი სხვა სახის ცნობის) გახსნის შემთხვევისას შეტყობინების და პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონულ სისტემაში (ტაბელში) შეტანის საკითხს. 3) სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება: მოხელის დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელმა დაადგინა ერთიანი სტანდარტი საჯარო მოხელეებისათვის, რომელთა სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება ხდება დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც უნდა დადასტურდეს მხოლოდ საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე. აღნიშნულ ნორმაში საუბარია სწორედ საავადმყოფო ფურცელზე და არა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე ან სხვა სახის ცნობაზე. შესაბამისად, მ---------ე, რომელიც, მისი მტკიცებით შრომისუუნარო გახდა 2---------------, ვალდებული იყო ემოქმედა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჯარო დაწესებულებისათვის უნდა წარმოედგინა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესით გათვალისწინებული დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი - საავადმყოფო ფურცელი, რომლის საფუძველზეც მისი არგამოცხადება ჩაითვლებოდა საპატიოდ. აღნიშნული მუხლის მე3 და მე-4 მუხლების თანახმად: 3) სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, გარდა..“, ხოლო 4) მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში მ---------ის მიმართ არ მომხდარა სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება და არ გამოცემულა შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა 2018 წლის 2----------------- - 3------------------ პერიოდში მ---------ის მხრიდან შინაგანაწესის დარღვევის სიხშირე, რაც ასახულია სატაბელო მონაცემებში, კერძოდ: 2------------------------------------- ოქტომბერს მ---------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაგვიანებებს, სამსახურიდან ადრე გასვლისა და არგამოცხადების ფაქტებს (14 შემთხვევა), თუმცა აპელანტი არ ეთანხმება იმას, რომ მ------ ჭ------ის კონკრეტული დაგვიანებები საპატიოდ იქნა მიჩნეული, ვინაიდან, ზემოაღნიშნული მონაცემების მიხედვით საპატიოდ ჩათვლილი იქნა - 6 ფაქტი, ხოლო, დანარჩენი 8 ფაქტი კი - მიჩნეული იქნა არასაპატიოდ. ასევე, ზემოაღნიშნული 14 ფაქტიდან 2 შემთხვევაში (15,24 ოქტომბერი) მას დაფიქსირებული აქვს არასრული სამუშაო დროით მუშაობა. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილია საქმეში არსებულ სატაბელო მონაცემების თანახმად, რაც საკმაოდ განსხვავებულია სასამართლოს მიერ ზემოთმითითებული ინფორმაციისაგან. აპელანტის მითითებით, დაგვიანებებისა და გამოუცხადებლობის თაობაზე გადაწყვეტილებების მიიღება ხდებოდა ყველა კონკრეტული ფაქტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე. შესაბამისად, ამ ფონზე, არსებული სატაბელო მონაცემებიდან გამომდინარე, როგორც მ---------ის, ისე სასამართლოს მხრიდან დაუსაბუთებელია იმის მტკიცება, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს ადგილი ჰქონდა/შესაძლოა ჰქონოდა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ტენდენციურობას ან კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევას.
სააპელაციო საჩივრის ავტორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კომისიას დისციპლინური წარმოების ფარგლებში არ გამოუკითხავს მ---------ის უშუალო ხელმძღვანელი. კომისიამ ზეპირი ფორმით მიიღო ინფორმაცია მ---------ის უშუალო ხელმძღვანელისგან მ---------ის ახსნა-განმარტებებში მოყვანილ ფაქტებთან და გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის სიტყვიერი განმარტებით, მისი გადაწყვეტილებები ასახულია სატაბელო მონაცემებში, რაც წარდგენილი იყო დისციპლინური წარმოების დროს, ხოლო მოგვიანებით კი სასამართლოში.
5. მ------ ჭ------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 6.2 პუნქტში დიდი ყურადღება დაუთმო ზოგად თეორიულ მსჯელობას და საკანონმდებლო ნორმების სიტყვასიტყვით გადმოტანას. მართალია, სასამართლომ ნაწილობრივ გამოიყენა ის კანონმდებლობა, რაც უნდა გამოეყენებინა (იგულისხმება საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და ა.შ.), თუმცა არასწორად და არასრულად მოახდინა აღნიშნული კანონმდებლობის განმარტება და მისადაგება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, ,,განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ფაქტები (იგულისხმება დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები) და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არის წარმოდგენილი. მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა ვერ დადასტურდა საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.“ აპელანტის მითითებით, მათ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაყენებული ჰქონდათ შუამდგომლობა მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ, რომელთა მეშვეობითაც ნათლად დადასტურდებოდა მ------ ჭ------ის მიმართ განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ თანმშრომლებთან (კომპარატორებთან) მიმართებით, თუმცა სასამართლომ არ გამოითხოვა აღნიშნული დოკუმენტაცია და საბოლოოდ ისევ მოსარჩელეს ,,გადააბრალა“, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი დისკრიმინაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამასთანავე, სასამართლომ არც კი შეაფასა მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიმოწერა თავის ხელმძღვანელთან კ---- გ-----–-–---–თან, სადაც მოსარჩელე თავის უფროსს სთხოვს გადასცეს აპარატის ხელმძღვანელს, რომ თავისი პროტესტის შესახებ არ მიუმართავს არასამათავრობო ორგანიზაციისთვის და მხოლოდ სამსახურში მოახდინა აზრის დაფიქსირება, აღნიშნული მტკიცებულება მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხეს არც მოწმე ან რაიმე სხვა საპირწონე მტკიცებულება წარმოუდგენია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები გაებათილებინა.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, იმ ფონზე როდესაც თავად სასამართლო ეუბნება მოსარჩელეს უარს მტკიცებულებათა გამოთხოვაზე, ხოლო მოგვიანებით ისევ მოსარჩელეს აბრალებს მტკიცებულებათა არარსებობას, მით უფრო, როდესაც მ------ ჭ------ის მიერ მტკიცებულებების ნაწილი საქმეში წარმოდგენილია.
რაც შეეხება ფაქტის მითითებას, დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელე ნათლად და გარკვევით უთითებს, რომ დაგვიანება და გაცდენა წარმოადგენს სამსახურში დადგენილ პრაქტიკას (რადგან დაგვიანებული დროის ანაზღაურება ხდებოდა ზეგანაკვეთური შრომით, რაც მ------ ჭ------ის შემთხვევაში დროის მხრივ გაცილებით აღემატებოდა დაგვიანების დროს, სასამართლო კი აღნიშნულ ფაქტს არც კი ახსენებს გადაწყვეტილებაში) და აღნიშნული საფუძვლით მხოლოდ მის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება, ისიც მხოლოდ განსხვავებული მოსაზრების ღიად დაფიქსირების გამო. დისციპლინური წარმოება არ დაიწყებოდა მოსარჩელეს რამდენიმე დღით ადრე ღიად რომ არ დაეფიქსირებინა განსხვავებული მოსაზრება სამსახურში. განსხვავებული მოსაზრება შეეხებოდა აპარატის უფროსის გ--- მ------ის მიერ მიღებულ ზეპირსიტყვიერ გადაწყვეტილებას მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ შემოწმებასთან დაკავშირებით, რასაც მძიმე სტრესი მოჰყვა მოსარჩელის დედისთვის. ყოველივე აღნიშნული იმდენად ცხადი და ნათელია, რომ მოსარჩელის აზრით სასამართლოს განჩინება დოკუმენტაციის გამოთხოვაზე უარის თქმის ნაწილში, ეფუძნებოდა სასამართლოს სურვილს არ მომხდარიყო საქმის ,,გაბევრება“, მითითებული მიზეზი სრულიად დაუსაბუთებელ და არარელევანტურ მიზეზს წარმოადგენს მტკიცებულებაზე გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმისათვის. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით სასამართლომ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე დადასტურებულად ჩათვალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციული მოპყრობის არსებობის ვარაუდი და მტკიცების ტვირთი მოპასუხეს გადააკისრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობას არ შეესაბამება ქმედება, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში არ იყენებს ზემოაღნიშნულ ნორმას და გადაწყვეტილებაში მითითებას აკეთებს იმაზე, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, მაშინ როდესაც განვმეორდებით თავადვე თქვა უარი აღნიშნულ მტკიცებულებათა გამოთხოვაზე, ხოლო მითითებული ფაქტის უარყოფის შესახებ მტკიცების ტვირთი კი მოპასუხეს ეკისრებოდა.
აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესი, რომლის თანახმადაც, ,,საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით“. აღნიშნული რეგულაციის მიღების საკანონმდებლო მიზანი გახლდათ ის, რომ სასამართლოს დაუსაბუთებლად არ შეეზღუდა მხარე, რომ მას საკუთარი შეხედულებით მნიშვნელოვანი მტკიცებულებები საქმეზე წარედგინა და შემდგომ შეეფასებინა სასამართლოს რამდენად რელევანტური მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი. სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოცემული რეგულაცია განიმარტება არა მხოლოდ სიტყვასიტყვით, არამედ ამავე კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილთან ერთად კუმულაციურად. კერძოდ, ,,თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი“.
სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს წარედგინა უტყუარი მტკიცებულებები, რომ საქართველოს პარლამენტისგან მოსარჩელემ მიიღო წერილობითი უარი მოთხოვნილი მტკიცებულებების გამოთხოვაზე, ამიტომ სასამართლო ვალდებული იყო მხარის შუამდგომლობით და ზემოხსენებული ნორმების ანალიზის და სწორად გამოყენების საფუძველზე გამოეთხოვა მ------ ჭ------ის ანალოგიურ თანამდებობაზე მყოფი პირების სასმახურში გამოცხადების გრაფიკის შესახებ მონაცემები. აღნიშნული მონაცემებით უტყუარად დადასტურდებოდა რამდენიმე თანამშრომლის მიერ სამსახურში დაგვიანებების და გაცდენების შესახებ ინფორმაცია. ხოლო აღნიშნულის შემდგომ, თუ მოპასუხე ვერ წარმოადგენდა მათ წინააღმდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ წარმოების დაწყების შესახებ დოკუმენტაციასაც კი, დადგინდებოდა, რომ ყველა მსგავს პოზიციაზე დასაქმებული და ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომელი აგვიანებდა, თუმცა მათგან განსხვავებით დისციპლინური ზომა შეეფარდა და საერთოდაც წარმოება დაიწყო მხოლოდ მ------ ჭ------ის მიმართ.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
7. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ------ ჭ------ე დასაქმებული იყო საქართველოს პარლამენტის ა----------------–-----------–------------------–--------------–----------------------------–------- ს--–---–----ის თანამდებობაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ------ ჭ------ემ 2018 წლის 3---------------- №1---- ახსნა-განმარტებითი ბარათით ითხოვა 2018 წლის 2- და 2--------------- სამსახურში დაგვიანებისა და 2018 წლის 2--------------ს გამოუცხადებლობის ფაქტების საპატიოდ ჩათვლა, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებას. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 6------------------ ბრძანებით დადგენილია, რომ საქართველოს პარლამენტის ა---------------–----------–-----------------–--------------–----------------------------–------- ს--–---–----ის მ------ ჭ------ის 2018 წლის 3---------------- №1---- ახსნა-განმარტებით ბარათში აღნიშნული გარემოებებისა და მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის საკითხის შესასწავლად დაწყებულ იქნა დისციპლინური წარმოება.
დადგენილია, რომ ხსენებული დისციპლინური წარმოების ფარგლებში, ადმინისტრაციულმა ორგანოს მიერ მოძიებულ იქნა დაშვების ელექტრონული სისტემის მონაცემები, რომლითაც დგინდებოდა 2018 წლის 1-----------------------–-–----------------------–--- პერიოდში მ------ ჭ------ის სამსახურში მისვლისა და სამსახურიდან წასვლის დრო. მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მ------ ჭ------ე 2018 წლის 1--------------- სამსახურში გამოცხადდა 09:53 სთ-ზე და იმუშავა 9:12 სთ, 12 ოქტომბერს გამოცხადდა 11:23 სთ-ზე და იმუშავა 8:42 სთ, 1--------------- გამოცხადდა 9:49 სთ-ზე და იმუშავა 6:50 სთ, 1--------------- გამოცხადდა 09:52 სთ-ზე და იმუშავა 8:30 სთ, 2--------------- გამოცხადდა 10:23 სთ-ზე და იმუშავა 8:06 სთ, 2--------------- გამოცხადდა 11:09 სთ-ზე და იმუშავა 7:20 სთ, 2----------------- გამოცხადდა 09:41 სთ-ზე და იმუშავა 12:19 სთ, 2----------------- - არ გამოცხადდა.
დადგენილია, რომ მ------ ჭ------ე 2018 წლის 7-------------- იმყოფებოდა სამსახურებრივ მივლინებაში, საიდანაც დაბრუნების შემდგომ - 2018 წლის 1------------ მის მიერ ახსნა-განმარტებით ბარათთან დაკავშირებით დამატებით წარდგენილ იქნა ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა და კვლავ მოთხოვნილ იქნა 2--------------- არასრული სამუშაო დღის და 2--------------ს სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლა, ვინაიდან 2--------------- გაკეთებულმა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია გვერდითი მოვლენები. წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის 1------------------ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) თანახმად, მ------ ჭ------ეს 2018 წლის 2--------------- ჩაუტარდა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რის შედეგედაც იმავე საღამოს და მეორე დღეს აღენიშნებოდა ტემპერატურის მომატება 38,2o, საერთო სისუსტე, შემცივნება და თავის ტკივილი.
საქმის მასალების თანახმად, მ------ ჭ------ის მიმართ მიმდინარე დისციპლინური წარმოების ფარგლებში, დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონულის სისტემის მონაცემების მიხედვით, მ------ ჭ------ის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის (დაგვიანებას) არაერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, კერძოდ, 1--------- და 1---------------, რაც მიუთითებდა მისი მხრიდან სამსახურში დაგვიანებით გამოცხადების სისტემატურ ხასიათზე. ამასთან, იგი სამსახურში არ გამოცხადდა არა 2--------------ს, არამედ 2--------------- და სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი საბუთი არ/ვერ წარადგინა. ამავე დროს, მის მიერ წარდგენილ სამედიცინო ცნობაში მითითებული იყო, რომ ვაქცინაციით გამოწვეული შესაბამისი სიმპტომები მ------ ჭ------ეს აღენიშნებოდა იმავე დღეს (2----------------) და მეორე დღეს (2----------------), თუმცა ელექტრონული სისტემის მონაცემების მიხედვით, 2--------------ს სამსახურში იმყოფებოდა 09:45 სთ-დან 23:14 სთ-მდე და მისი სამსახურში არგამოცხადების ფაქტი დაფიქსირდა მომდევნო დღეს - 2---------------. მითითებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ 2018 წლის 20 ნოემბერს მოამზადა დასკვნა, მ------ ჭ------ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით „გაფრთხილების“ გამოყენების შესახებ და 2018 წლის 2------------------- ბარათით წარუდგინა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს.
საქართველოს პარლამენტის უფროსის 2018 წლის 2------------ №7---- ბრძანებით, დისციპლინური კომისიის 2018 წლის 2------------------- დასკვნის საფუძველზე, მ------ ჭ------ეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა „გაფრთხილება“, სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობისათვის.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და ზომებს, ასევე, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ძირითად პრინციპებსა და პროცედურებს. მითითებული კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებია: ა) მოხელის ან ყოფილი მოხელის განცხადება დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე; ბ) სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის თაობაზე დასაბუთებული ეჭვის არსებობა; გ) საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუდიტის, ინსპექტირების ან/და მონიტორინგის შედეგები. მე-3 და მე-4 პუნქტები კი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი გამოსცემს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებას, რომელშიც აღინიშნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა (მისი არსებობის შემთხვევაში), დისციპლინური წარმოების ვადა და გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო დისციპლინური წარმოების დაწყებას. დისციპლინური წარმოების იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 3 წელი არ არის გასული.
იმავე კანონის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული უფლებამოსილია: ა) შეაგროვოს და შეისწავლოს დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ბრძანებაში აღნიშნული გარემოებებისა და მასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია; ბ) მიიღოს და გააანალიზოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები; გ) მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადასტუროს დისციპლინური გადაცდომის არსებობა ან არარსებობა; დ) განსაზღვროს დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა; ე) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
ამასთან, იმავე კანონის 93-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 94-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ; ბ) დისციპლინური გადაცდომის არარსებობის შესახებ. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნა ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში) და საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს. ხოლო 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დაავალდებულა დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნაში მითითებული გარემოებები ავტომატურად კი არ გაიზიაროს, არამედ ობიექტურად შეფასოს და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება - ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე; ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე; გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში კი საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა მოსარჩელის მიმართ არსებული დასკვნა ისე გაიზიარა, რომ არ გამოუკვლევია და შეუფასებია მ------ ჭ------ის მიმართ დისციპლინური წარმოების კომისიის მიერ დასკვნა მომზადდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის დაცვით თუ არა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 91-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან ან პირის იდენტიფიცირებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს დისციპლინური წარმოების განხორციელების ინტერესებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს განუსაზღვრავს წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 3 სამუშაო დღეზე ნაკლები. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ წარდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება არასრულია ან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენაა აუცილებელი, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული მას დაუყოვნებლივ აცნობებს ამის თაობაზე და განუსაზღვრავს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 2 სამუშაო დღეზე ნაკლები.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ------ ჭ------ეს საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ არ განსაზღვრია ვადა რაიმე სახის წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენისათვის, თუმცა ამის მიუხედავად მოსარჩელემ მაინც ისარგებლა თავისი უფლებით და 2018 წლის 1------------ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა, როგორც მოსაზრება/წერილობითი ახსნა-განმარტება, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.
მ------ ჭ------ის მიერ 2018 წლის 3--------------- №1---- ახსნა-განმარტებით ბარათთან დაკავშირებით, 2018 წლის 1------------- წარდგენილი 2018 წლის 13 ნოემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №1798 ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) თანახმად, მ------ ჭ------ეს 2018 წლის 2--------------ს ჩაუტარდა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია Influvac-ით, მეორე დღეს 2--------------- აღენიშნა საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, შემცივნება t-ს რეაქცია, თუმცა აღნიშნულმა მოვლენებმა შემდგომში გაიარა თვითდინებით (ს.ფ. 80-81). სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებაზე მითითებით, ვერ გაიზიარებს დასკვნაში მითითებულ გარემოებას, რომ მ------ ჭ------ემ ვერ შეძლო ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარედგინა 2018 წლის 2--------------- სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 18 სექტემბრის №126/3 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესზე, რომლითაც განისაზღვრება: ა) სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული; ბ) დღის განმავლობაში შესვენების დრო; გ) დასვენებისა და სადღესასწაულო (უქმე) დღეებში, აგრეთვე ყოველდღიური სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ პარლამენტის სასახლეში ყოფნის პირობები და წესი; დ) ხელფასის გაცემის დრო და ადგილი; ე) შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები და ინსტრუქციები; ვ) სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოსამსახურეთათვის გაცნობის წესი; ზ) სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი; თ) შვებულების გაფორმების წესი; ი) მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი.
მითითებული შინაგანაწესის მე-2 მუხლის თანახმად, აპარატში სამუშაო კვირის ხანგრძლივობაა 5 დღე; ყოველდღიური სამუშაო დროის ხანგრძლივობაა 8 საათი, ხოლო შესვენებისა - 1 საათი. სამუშაო დრო იწყება 9.30 საათზე და მთავრდება 18.30 საათზე. შესვენებაა 14-დან 15 საათამდე. ამავე შინაგანაწესის მე-8 მუხლის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს აპარატის მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს. მოსამსახურე ვალდებულია სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზი იმავე დღეს აცნობოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. სამუშაო დროს მოსამსახურის პარლამენტის სასახლეში საპატიო მიზეზით არყოფნის შემთხვევაში აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს აღნიშნული მიზეზის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონულ სისტემაში შეტანას. ამ ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებელია აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ დასწრების ტაბელზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 2----------------- 2018 წლის 3--------------- ჩათვლით პერიოდში, მ------ ჭ------ე 2018 წლის 2-------------- საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სამსახურში, 2018 წლის 2---------------ან 2--------------- ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, 2018 წლის 2-------------------------- დააგვიანა საპატიო მიზეზით, 2018 წლის 1------------------------- დააგვიანა, 2018 წლის 1--------------- დაიგვიანა, მცირე დროით იმყოფებოდა ადგილზე და ადრე გავიდა, 2018 წლის 1---------------- დააგვიანა, 2018 წლის 1---------------- ადრე გავიდა, 2018 წლის 2--------------- დააგვიანა, 2018 წლის 2--------------- საპატიო მიზეზით დააგვიანა, 2018 წლის 2--------------- დაიგვიანა და სამსახურში იმყოფებოდა მცირე დროით, საპატიო მიზეზით, 2018 წლის 2---------------------- დააგვიანა საპატიო მიზეზით, 2018 წლის 2--------------- არ გამოცხადდა. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინებებით უდავოდ დადასტურებულია მ------ ჭ------ის მიერ სამსახურში დაგვიანებასთან დაკავშირებით ხელმძღვანელი პირის ინფორმირების ფაქტი. ამდენად, უდავოა, რომ მ------ ჭ------ის მიერ ხელმძღვანელის ინფორმირების შემდეგ, ეს უკანასკნელი თავად იღებდა გადაწყვეტილებას დაგვიანების მიზეზის საპატიოდ მიჩნევასთან დაკავშირებით და ახორციელებდა დაშვების ელექტრონულ ტაბელში შესაბამისი ინფორმაციის შეტანას, შესაბამისად აღნიშნული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა სწორედ ამ უკანასკნელს ეკისრება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დასწრების ტაბელში ასახულ იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული დაგვიანებების მიუხედავად, მ------ ჭ------ე სამსახურში დღის განმავლობაში 8 საათზე მეტს მუშაობდა და მას უშუალო ხელმძღვანელისგან სამჯერ, მათ შორის, უშუალოდ დისციპლინური წარმოების მიმდინარეობის ეტაპზე განხორციელებული შეფასებისას მიღებული აქვს „კარგი შეფასება“, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს დისციპლინური წარმოების ფარგლებში აღნიშნულ გარემოებებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზოგადად საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა იწვევს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, რომლის მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა, დადგენილი ქცევის წესების დაცვა, მათი დარღვევის პრევენცია. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა მოხდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის, მისი თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ დისციპლინური წარმოების პროცესში როგორც დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას, ასევე უფლებამოსილ პირს, პარლამენტის აპარატის უფროსს, ყურადღება უნდა გაემახვილებინა მოსარჩელის პროფესიული კვალიფიკაციაზე, ყოველდღიურად სამსახურში გატარებული სამუშაო დროის მოცულობაზე (რომელიც უმეტეს შემთხვევაში აღემატება 8 საათს), მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და პიროვნული უნარებზე. დისციპლინური წარმოების პროცესში უნდა გამოკითხულიყო მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელი, ვის ინფორმირებასაც რეგულარულად ახორციელებდა მ------ ჭ------ე დაგვიანებებთან დაკავშირებით და ვინც უშუალოდ იღებდა გადაწყვეტილებას ამ დაგვიანებების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამასთან სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის საქართველოს პარლამენტის განმარტებას, რომ კომისიამ ზეპირი ფორმით მიიღო ინფორმაცია მ---------ის უშუალო ხელმძღვანელისგან მ---------ის ახსნა-განმარტებებში მოყვანილ ფაქტებთან და გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის სიტყვიერი განმარტებით, მისი გადაწყვეტილებები ასახულია სატაბელო მონაცემებში, რაც წარდგენილი იყო დისციპლინური წარმოების დროს, ხოლო მოგვიანებით კი სასამართლოში, რადგან აღნიშნული გარემოებათა, რომ კომისიის მიერ მოხდა . ჭ------ის უშუალო ხელმძღვანელის გამოკითხვა, დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, მაშინ როდესაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, ამასთან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის მეორე ნაწილის თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სააპელაციო პალატა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით (მათ შორის სამედიცინო ცნობებით) დადასტურებულია მ------ ჭ------ის მიერ სამსახურში დაგვიანების/გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ, ხოლო აღნიშნულის გამაბათილებელი, საწინააღმდეგო მტკიცებულებები საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების მიერ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი ვერ იქნა, მიიჩნევს რომ განსახილველ შემთხვევაში მ------ ჭ------ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ შეუსრულებლობია ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ამასთან მნიშვნელოვანია გარემოებაც, რომ მ------ ჭ------ე 2018 წლის 1--------------- სამსახურში გამოცხადდა 09:53 სთ-ზე და იმუშავა 9:12 სთ, 12 ოქტომბერს გამოცხადდა 11:23 სთ-ზე და იმუშავა 8:42 სთ, 1--------------- გამოცხადდა 09:52 სთ-ზე და იმუშავა 8:30 სთ, 2--------------- გამოცხადდა 10:23 სთ-ზე და იმუშავა 8:06 სთ, 2----------------- გამოცხადდა 09:41 სთ-ზე და იმუშავა 12:19 სთ, შესაბამისად მ------ ჭ------ეს დისციპლინური პასუხისმგებლობა არ უნდა დაკისრებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა ბათილად ცნობილი მ------ ჭ------ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის 2018 წლის 2------------ №7---- ბრძანება.
7.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციულ მოპყრობის დადგენის შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნულ ნაწილშიც იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის ვარაუდი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რასაც იგი წარუდგენს სასამართლოს და სათანადოდ დაასაბუთებს ამგვარი ფაქტის არსებობას. ამავე ნორმის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოება, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულ მოპყრობას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ფაქტები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა ვერ დადასტურდა საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
სააპელაციო პალატა განსახილველ შემთხვევაში არ იზიარებს აპელანტი მ------ ჭ------ის მოსაზრებას მის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის გამოვლენის შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის არცერთ თანამშრომელს მის გარდა, არ შეფარდებია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სამსახურში დაგვიანებისა თუ გაცდენის გამო. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და განმარტავს, რომ იმის მიუხედავად საქართველოს პარლამენტის სხვა თანამშრომლებს შეეფარდათ თუ არა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სამსახურში დაგვიანებისა თუ გაცდენის გამო, აღნიშნული არ გამორიცხავდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მ------ ჭ------ის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია და აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის საოქმო განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა იმ მტკიცებულებათა გამოთხოვა, რომელიც დაადასტურებდა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის გ--- მ------ის მიერ ,,განსხვავებული მოსაზრების“ გამოხატვის გამო მ------ ჭ------ის დისკრიმინაციულ დევნას, კერძოდ საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სამსახურში დაგვიანებისა და სამუშაო საათების შესახებ დასწრების ტაბელის გამოთხოვას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და განმარტავს, რომ სხვა თანამშრომელთა დასწრების ტაბელებში ასახული ინფორმაციის შესწავლა და თარიღების მიხედვით გადამოწმება, კონკრეტულად რომელ პირს რა მიზეზით დააგვიანდა კონკრეტულ დღეს სამსახურში და ჰქონდა თუ არა აღნიშნულს საპატიო მიზეზი, წარმოადგენს უაღრესად რთულ და მოცემული დავის გადაწყვეტისათვის უშედეგო საქმიანობას, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებების გამოთხოვის გარეშეც სავსებით ნათელია მოსარჩელის არგუმენტაცია მის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის განხორციელების შესახებ.
სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად საქართველოს პარლამენტის სხვა თანამშრომლებს შეეფარდათ თუ არა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სამსახურში დაგვიანებისა თუ გაცდენის გამო, აღნიშნული არ გამორიცხავს კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესაძლებლობას. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ მ------ ჭ------ის დისკრიმინაციული დევნა განხორციელდა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის გ--- მ------ის მიერ მიღებული ზეპირსიტყვიერი გადაწყვეტილებისადმი მოსარჩელის მიერ გამოხატული ,,განსხვავებული აზრის“ გამო, ვინაიდან მ------ ჭ------ის საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ შემოწმებას მძიმე სტრესი მოჰყვა მ---------ის დედისთვის, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ როგორც თავად მ------ ჭ------ის ახსნა-განმარტებით დასტურდება, მას არასდროს ჰქონია უშუალო კომუნიკაცია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსთან, ხოლო 2018 წლის ს-----------------------------–- პარლამენტის აპარატის არაერთი თანამშრომლის საავადმყოფო ფურცელზე გასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის დავალების საფუძველზე, ადამიანური რესურსების მართვისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის მიერ საცხოვრებელი ადგილის მისამართსა და მობილურ ტელეფონზე თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ფაქტი არ გამხდარა მ------ ჭ------ის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი.
8. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. აპელანტებმა ვერ მიუთითეს ისეთ გარემოებებზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად ვერ წარმოადგინეს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვინაიდან განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12, 22-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ------ ჭ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს პარლამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება;
3. მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული არიან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე: გია ბერაია