გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2020
საქმის ნომერი
330210019002959208
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
14.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2--------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - ნი---–-------–---–---–ი

წარმომადგენელი - მა----------------–---–ი

 

მოპასუხე - ნი----------–---–ი

წარმომადგენელი - პა--------------–ი

 

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე ნი----------–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილის - 2018 წლის 7 აპრილს დაბადებული ვა----------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარი სარჩელის აღძვრიდან, 2019 წლის 22 აპრილიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

მოსარჩელე ნი---–-------–---–---–ი და მოპასუხე ნი----------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2017 წლის 19 თებერვლიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2018 წლის 7 აპრილს დაბადებული ვა----------–---–-. ბავშვი დადის ბაგა-ბაღში და, ყოველთვიურად, მისი რჩენის ხარჯები 600 ლარს შეადგენს. მამა თავს არიდებს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და უარს ამბობს შვილის რჩენაში მონაწილოებაზე.

 

(სარჩელი, 15.01.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა 80 ლარის ოდენობით, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე - 100 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდაზე.

 

ნი----------–---–ი არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს. მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის მითითებული ოდენობით ყოველთვიურად დაკისრების შესახებ არის არარეალური. მოსარჩელე ვერ ადასტურებს თანხის ოდენობის საჭიროებას. ამასთან, შესაგებელში მითითებულ მისამართზე ცხოვრობს დროებით, აქვს შემოსავალი 600 ლარის ოდენობით, პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი - 10 და 12 წლის, რომელთა მიმართაც გააჩნია გარკვეული ვალდებულებები, ასევე ჰყავს სხვა სამზრუნველო პირები, ეხმარება ხოლმე დედას.

(შესაგებელი, 15.01.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ნი---–-------–---–---–ი და მოპასუხე ნი----------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2017 წლის 19 თებერვლიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2018 წლის 7 აპრილს დაბადებული ვა----------–---–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 19);

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N8---------- (ს.ფ. 18).

 

3.1.2. არასრულწლოვანი ვა----------–---–- ცხოვრობს დედასთან - ნი---–-------–---–---–თან ერთად. ნი----------–---–ს არ აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან. მამა-შვილს შორის ურთიერთობა არ გამოსწორებულა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 23 დეკემბერს განჩინების მიღების შემდეგაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 15.01.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.3. როგორც მოსარჩელე ნინელი ოსეფაშვილის, ისე მოპასუხე ნი----------–---–ის საკუთრებაში არ ირიცხება რაიმე უძრავ-მოძრავი ქონება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.01.2020წ. სხდომის ოქმი);

 

3.1.4. არასრულწლოვანი ვა----------–---–- 2019 წლის თებერვლიდან ამავე წლის 19 მარტის მდგომარეობით, რეგისტრირებული კერძო საბავშვო ბაგა-ბაღ „ქ---------–----–-“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 20);

 

3.1.5. მოსარჩელე ნი---–-------–---–---–ი მუშაობს შპს „ა-----------“-ში კონდიტერის პოზიციაზე და მისი დარიცხული ხელფასი, დაახლოებით, 1000 ლარს შეადგენს. ხოლო მოპასუხე ნიკა კაკოჩაშვილი მუშაობს შპს „დ--–-----------------–-“ და მისი დარიცხული ხელფასი, დაახლოებით 600 ლარს შადგენს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 03 მაისის მომართვა N2---------- (ს.ფ. 30-31).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 15.01.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ნი----------–---–ის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის ივლისის თვეში - 250 ლარს, ნოემბრის თვეში - 675.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 1275 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 848.75 ლარს, თებერვლის თვეში - 863.75 ლარს და მარტის თვეში - 892.5 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 03 მაისის მომართვა N2---------- (ს.ფ. 30-31).

 

3.1.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ნი---–-------–---–---–ის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1250 ლარსა და 75 ლარს, თებერვლის თვეში - 75 ლარსა და 1250 ლარს, მარტის თვეში - 1250 ლარსა და 75 ლარს, აპრილის თვეში - 75 ლარსა და 1250 ლარს, მაისის თვეში - 1500 ლარსა და 75 ლარს, ივნისის თვეში - 1250 ლარსა და 75 ლარს, ივლისის თვეში - 1250 ლარსა და 75 ლარს, აგვისტოს თვეში - 1375 ლარსა და 75 ლარს, სექტემბრის თვეში - 75 ლარსა და 1375 ლარს, ოქტომბრის თვეში - 75 ლარსა და 1375 ლარს, ნოემბრის თვეში - 1500 ლარსა და 75 ლარს, დეკემბრის თვეში - 30 ლარსა და 75 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 76.53 ლარსა და 1500 ლარს, თებერვლის თვეში - 1250 ლარსა და 76.53 ლარსა და მარტის თვეში - 1250 ლარსა და 76.53 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 03 მაისის მომართვა N2---------- (ს.ფ. 32-33).

 

3.1.8. ნი----------–---–ს მა-----–---------ნ შეეძინა ორი შვილი - 2007 წლის 26 ნოემბერს დაბადებული გი--------------–---–ი და 2009 წლის 13 სექტემბერს დაბადებული ნი----–------------–---–ი. ბავშვები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან მოპასუხის დედის ოჯახში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობები, აქტის ჩანაწერი Nნკ 0------ და N2---------- (ს.ფ. 130).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 15.01.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, დამტკიცდა მორიგება ნი---–-------–---–---–სა (პ/ნ 0----------) და ნი----------–---–ს (პ/ნ 1----------) შორის შემდეგი პირობებით: შეწყდა ქორწინება ნი---–-------–---–---–სა (პ/ნ 0----------) და ნი----------–---–ს (პ/ნ 1----------) შორის, რეგისტრირებული 2017 წლის 19 თებერვალს. ნი----------–---–ს (პ/ნ 1----------) არასრულწლოვან შვილთან ვა----------–---–---ნ (დაბადებული 2018 წლის 07 აპრილს) ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი სახით: ექვსი თვის განმავლობაში მამამ ნახოს არასრულწლოვანი შვილი პარასკევს და შაბათს 18 საათიდან იმავე დღის 20 საათამდე დედის, ნი---–-------–---–---–ის თანდასწრებით „ი--------------“ ტერიტორიაზე საბავშვო გასართობ ცენტრში. დედამ, ნი---–-------–---–---–მა უზრუნველყოს შვილის მიყვანა დათქმულ დროსა და ადგილას. თუ მამა ვერ ახერხებს მითითებულ ადგილზე მისვლას, აღნიშნულის თაობაზე სატელეფონო „სმს“ შეტყობინების მეშვეობით სამი-ოთხი საათით ადრე აცნობოს ნი---–-------–---–---–ს. ექვსი თვის შემდეგ (მიჩვევა-მიჯაჭვულობის შემთხვევაში) სკოლამდელ ასაკამდე ნი----------–---–მა (პ/ნ 1----------) შვილი ნახოს კვირა დღის 12 სთ-დან იმავე დღის 20 სთ-მდე და ორშაბათი დღის 16 სთ-დან (ბაღის დასრულების შემდეგ) იმავე დღის 20 სთ-მდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინება N2-------- საქმეზე (ს.ფ. 115-117).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა განმარტებით, ამ ეტაპზე, მოპასუხე ნი----------–---–ი არ იმყოფება ქორწინებაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 15.01.2020წ. სხდომის ოქმი);

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის შესახებ, რომ კერძო საბავშვო ბაგა-ბაღში სწავლების საფასური ყოველთვიურად 270 ლარს შეადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საბავშვო ბაგა-ბაღში ვა----------–---–-ს სწავლის ღირებულება 270 ლარს შეადგენს.

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია გარემოება იმის შესახებ, რომ ნი----------–---–ი ეხმარება დედას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1218-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ. სრულწლოვანი შრომისუნარიანი შვილები მოვალენი არიან არჩინონ შრომისუუნარო მშობლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც 1218-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობებს დაადასტურებდა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სასამართლომ მშობლების რჩენის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინოს ყველა სრულწლოვანი შვილის მოვალეობა.

 

ამდენად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის დედა საჭიროებს დახმარებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, მოპასუხის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რაც მან ვერ დაძლია და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით.

 

3.2.4. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. ასევე ვერ გაითვალისწინებს მოპასუხის პოზიციას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც, შრომისუნარიანი მამაკახის საარსებო მინიმუმი 2019 წლის დეკემბრის თვეში 195.6 ლარს შეადგენს. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის საუკუთესო ინტერესი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

’’ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე ნი---–-------–---–---–მა 300 ლარის ოდენობით ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი - 2018 წლის 7 აპრილს დაბადებული ვა----------–---–-.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე ნი---–-------–---–---–ი და მოპასუხე ნი----------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2017 წლის 19 თებერვლიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2018 წლის 7 აპრილს დაბადებული ვა----------–---–-. ამჟამად, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ შორის ოჯახური ურთიერთობა შეწყვეტილია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შეწყდა ნი---–-------–---–---–სა (პ/ნ 0----------) და ნი----------–---–ს (პ/ნ 1----------) შორის 2017 წლის 19 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება. არასრულწლოვანი ვა----------–---–- ცხოვრობს და იზრდება დედასთან, ხოლო მამას არ აქვს ურთიერთობა შვილთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება - მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კერძოდ, აღნიშნული კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს საუკეთესო - ჭეშმარიტ ინტერესებს, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს, მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის N14 ზოგადი კომენტარი ბავშვის უფლებების შესახებ CRC/C/GC/14 2013წ.).

 

ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს, ხოლო 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა და დადგინა, რომ ნი----------–---–ი დასაქმებულია შპს „დ--–-----------------–-“ და მის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის ივლისის თვეში - 250 ლარს, ნოემბრის თვეში - 675.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 1275 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 848.75 ლარს, თებერვლის თვეში - 863.75 ლარს და მარტის თვეში - 892.5 ლარს. ხოლო ნი---–-------–---–---–ი დასაქმებულია შპს „ა-----------“-ში კონდიტერის პოზიციაზე და მის მიერ 2018 წლის 1 იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1250 ლარსა და 75 ლარს, თებერვლის თვეში - 75 ლარსა და 1250 ლარს, მარტის თვეში - 1250 ლარსა და 75 ლარს, აპრილის თვეში - 75 ლარსა და 1250 ლარს, მაისის თვეში - 1500 ლარსა და 75 ლარს, ივნისის თვეში - 1250 ლარსა და 75 ლარს, ივლისის თვეში - 1250 ლარსა და 75 ლარს, აგვისტოს თვეში - 1375 ლარსა და 75 ლარს, სექტემბრის თვეში - 75 ლარსა და 1375 ლარს, ოქტომბრის თვეში - 75 ლარსა და 1375 ლარს, ნოემბრის თვეში - 1500 ლარსა და 75 ლარს, დეკემბრის თვეში - 30 ლარსა და 75 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 76.53 ლარსა და 1500 ლარს, თებერვლის თვეში - 1250 ლარსა და 76.53 ლარსა და მარტის თვეში - 1250 ლარსა და 76.53 ლარს. ასევე დადგენილ იქნა, რომ ნი----------–---–ს პირველ ქორწინებაში - მა-----–---------ნ შეეძინა ორი შვილი - 2007 წლის 26 ნოემბერს დაბადებული გი--------------–---–ი და 2009 წლის 13 სექტემბერს დაბადებული ნი----–------------–---–ი.

 

ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისეთი გარემოებების ობიექტური და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობანი, სარჩენი ბავშვების ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილიც პირველი ქორწინებიდან, რომელთა მიმართაც გააჩნია გარკვეული ვალდებულებები, მიუხედავად იმისა, რომ ალიმენტის გადახდის ვალდებულება არ აკისრია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. მოპასუხე თანახმაა თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის სახით ვა----------–---–-ს სასარგებლოდ გადაიხადოს თვეში 100 ლარი. სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი უზრუნველყოს მისი საჭიროებები და აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. დადგენილია, რომ ნი----------–---–ს არ ნახულობს არასრულწლოვანს და არ ზრუნავს მასზე. მამის მხრიდან ბავშვისათვის რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვების ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა. თუმცა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის - ვა----------–---–-ს ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 175 (ას სამოცდათხუთმეტი) ლარით.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისიწნებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ; სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნი---–-------–---–---–ის მოთხოვნა - ნი----------–---–ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნი---–-------–---–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოპასუხე ნი----------–---–მა ცნო სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.

 

8. მოსარჩელემ იშუამდგომლა ალიმენტის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ალიმენტის მიკუთვნების შესახებ.

 

ამდენად, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ნი----------–---–სთვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში უნდა გადაეცეს დაოყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნი---–-------–---–---–ის (პ/ნ 0----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

1.1. ნი----------–---–ს (პ/ნ 1----------) არასრულწლოვანი შვილის 2018 წლის 07 აპრილს დაბადებულ ვა----------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 175 (ას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 22 აპრილიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;

1.2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების, საქმის N 2-------- სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

2. მოპასუხე ნი----------–---–ს (პ/ნ 1----------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე /მისი წარმომადგენელი/, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, N64) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე გიორგი მაისურაძე