განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210014663465
საქმე №2ბ/2846-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი – თამარ ბლიაძე
აპელანტი - სსიპ ა--------–---------------–----------
წარმომადგენელი - ე---------------–--–-
მოწინააღმდეგე მხარე - გ---------------–---–-
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის გადახდის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.09.2017 წლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.09.2017 წლის გადაწყვეტილებით:
1. გ---------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა.
1.1. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ა--------–---------------–----------ს 2014 წლის 09 ოქტომბრის N1--- ბრძანება, გ---------------–---–-ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
1.2. აღდგენილი იქნა გ---------------–---–- სსიპ ა--------–---------------–----------ს ტერიტორიული ორგანოს _ თბილისის ს----------–---- ბ-------- აღმასრულებლის თანამდებობაზე.
1.3. დაეკისრა სსიპ ა--------–---------------– ბ--------, გ---------------–---–-ს სასარგებლოდ, 2014 წლის 09 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების _ 1350ლარის გათვალისწინებით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
გ---------------–---–-, სსიპ ა--------–---------------–----------ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 27 ოქტომბრის N7-- ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა სსიპ ა--------–---------------–----------ს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის აღსრულების ბიუროში, განუსაზღვრელი ვადით. გ---------------–---–- წარმოადგენდა მეოთხე ჯგუფის აღმასრულებელს. შრომითი ხელშეკრულების თანახმად, მის თანამდებობრივ სარგოდ თავდაპირველად განისაზღვრა 1160 ლარი (დარიცხული), შემდგომ კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ა--------–---------------–----------ს თავმჯდომარის 2013 წლის 31 იანვრის N2-- ბრძანებით, მისი თანამდებობრივი სარგო გახდა 1350 ლარი (იხ. ბრძანება N 7--, ს.ფ. 26; ბრძანება N2--, ს.ფ. 27; მხარეთა ახსნა - განმარტება; სასამართლოს 18.11.16 წლის სხდომის ოქმი, ს.ფ149-156.; აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ.158 );
გ---------------–---–- არის ვ----–---- რ-----–---–-- ერთადერთი შვილი (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება);
შრომითი ურთიერთობის პერიოდში, გ---------------–---–- ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს. დამსაქმებელ ბ-------- მის მიმართ არასოდეს გამოუყენებია დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე სახე (იხ. მხარეთა ახსნა - განმარტება);
გ---------------–---–-ს დედამ, ვ----–---- რ-----–---–-- და სხვა კრედიტორმა 2008 წელს გაასესხეს 20 000 აშშ დოლარი ე-–-------------------, რის თაობაზეც შედგა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. თანხის გადაუხდელობის გამო, სარჩელი აღიძრა სასამართლოში 2011 წლის დასაწყისში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის N 2/124-14 განჩინებით, შეწყდა საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო და მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, კრედიტორებისთვის _ ვ----–---- რ-----–---–--თვის და ზაზა გობრონიძისთვის გადაეხადა 28 000 აშშ დოლარი, 04 თვის განმავლობაში: ამ დროისათვის გ---------------–---–- ჯერ კიდევ არ იყო აღმასრულებლად დასაქმებული. ვინაიდან მოვალემ დაარღვია მორიგების პირობა, 2012 წლის 18 ოქტომბერს გაიცა ს----------–---- ფურცელი, რომლის თანახმადაც, ელ-----------------, ვ----–---- რ-----–---–-- სასარგებლოდ, უნდა გადაეხადა 28 000 აშშ დოლარი, რისთვისაც აღსასრულებლად უნდა მიქცეულიყო მოვალის, თბილისში მდებარე უძრავი ქონება (იხ. მოსარჩელის ახსნა-განმარტება, ს.ფ.170-174; ს----------–---- ფურცელი, ს.ფ.38-39; სასამართლოს 21.03.17 წლის სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 178);
2012 წლის 28 ნოემბერს, მოვალე ე-–------------------ ვ----–---- რ-----–---–- გადაუხადა 22366 ლარი, რის გამოც, 2012 წლის პირველ დეკემბერს, გ------- რ-----–---–--, როგორც კრედიტორის წარმომადგენელმა, მოვალესთან ერთად, ერთობლივი განცხადებით მიმართა აღმასრულებელ ლ---------–---–-, რათა შეეჩერებინა აღსრულება. შეთანხმების თანახმად, მოვალე იღებდა ვალდებულებას, 2012 წლის 25 დეკემბრამდე გადაეხადა დაკისრებული თანხიდან 1050 აშშ დოლარი, ხოლო, დარჩენილ თანხას დაფარავდა 2013 წლის 28 მარტამდე. მოვალემ 25 დეკემბრამდე არ გადაიხადა შეპირებული თანხა, რის გამოც, 2013 წლის 10 იანვარს, გ------- რ-----–---–--, როგორც ვ----–---- რ-----–---–-- წარმომადგენელმა კვლავ მიმართა აღმასრულებელს, რათა განეახლებინა ს----------–---- წარმოება მოცემულ საქმეზე. 2013 წლის 20 იანვარს, ზემოთხსენებული უძრავი ქონება განთავსდა ელ.აუქციონზე, ხოლო, 06 თებერვალს, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინა ერთერთმა კრედიტორმა, ვ----–---- რ-----–---–-- 12 000 ლარად (იხ. გ---------------–---–-სა და ე-–------------------ 2012 წლის 01 დეკემბრის ერთობლივი განცხადება, ს.ფ. 40; 2013 წლის 10 იანვრის განცხადება, ს.ფ. 41; სასამართლოს 21.03.17 წლის სხდომის ოქმი, აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 178);
2014 წლის 28 ივლისს, ე-–------------------ საჩივრით მიმართა სსიპ ა--------–---------------–----------ს თავმჯდომარეს და მოითხოვა 12 000 ლარად შეძენილი უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება. ამავდროულად, ე-–----------------- საჩივარში ყურადღებას ამახვილებს მის სიძეზე, მაის აბრამიანზე და თვლის, რომ მისი გარდაცვალება დაკავშირებულია გ---------------–---–-ს მრავალჯერად დაშინებასთან, კერძოდ, „ვინაიდან მე არაფერი გამეგება არც ხელშეკრულების და არც იპოთეკის შესახებ, მე აღნიშნული ხელშეკრულება გავაფორმე ჩემი აწ გარდაცვილი სიძის, მ--------------- თხოვნით, რომელიც თუმცაღა ხელშეკრულებაში არ ფიგურირებს, მაგრამ ის ასრულებდა ყველა ვალდებულებას იპოთეკარების წინაშე. გ---------------–---–- იქადნიდა, რომ მუშაობდა ს----------–---- ბიუროში და უპრობლემოდ დაგვტოვებდა უსახლკაროდ, გამუდმებული შანტაჟის და მუქარების გამო გარდაიცვალა ჩემი სიძე“ (იხ. ე-–------------------ საჩივარი, ს.ფ. 94-96; მხარეთა ახსნა-განმარტება).
სასამართლომ მიუთითა, რომ არ დადგინდა გ---------------–---–-ს მხრიდან მოვალის მიმართ დაქადნების, შანტაჟის და მუქარის თუნდაც ერთი ფაქტი. არ დადგინდა ზემოაღნიშნული სასამართლო დავის და ს----------–---- წარმოების დროს, მოვალის სიძის _ მ--------------- და გ---------------–---–-ს ურთიერთობა, მეტიც: ე-–------------------ სიძე გარდაიცვალა 2009 წლის 17 ივნისს, კრედიტორებმა სასამართლო დავა დაიწყეს 2011 წელს (იხ. მ--------------- გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ.43; მოსარჩელის ახსნაგანმარტება; სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 34-37; ს----------–---- ფურცელი, ს.ფ. 3839);
თბილისის ს----------–---- ბ-------- უფროსი აღმასრულებლის ლ---------–---–-- განმარტებით,გ------- რ-----–---–- ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია მოვალესთან, იგი ყოველთვის ცდილობდა მოლაპარაკების გზით მოეგვარებინა ურთიერთობა და სწორედ ამიტომ ხშირად მიდიოდა მოვალესთან, რათა თანხა ნაწილობრივ მაინც დაეფარა. რაც შეეხება გ---------------–---–-ს წარმომადგენლობას, „მას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ს----------–---- წარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ყველა ღონისძიება გატარებული იქნა ისე როგორც ეს ხდება სხვა ს----------–---- წარმოებაში, ამასთან მას არასდროს უთხოვია დაგვეჩქარებინა საქმის წარმოება ან ჩარევა საქმეში სხვა მხრივ“ (იხ. ლ---------–---–-- ახსნა-განმარტებითი ბარათი, ს.ფ. 109-111; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);
2014 წლის 28 ივლისს, სსიპ ა--------–---------------–----------ს შიდა ინსპექტირების სამსახურმა წარმოებაში მიიღო მოქალაქე ე-–------------------ N1---- განცხადება/საჩივარი. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, შიდა ინსპექტირების სამსახურის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად ა--------–---------------–----------ს თავმჯდომარესთან წარმოდგენილი იქნა N6---- დასკვნა (იხ. 2014 წლის 08აგვისტოს დასკვნა, ს.ფ. 30-33; მხარეთა ახსნა-განმარტება);
სსიპ ა--------–---------------–----------ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 09 ოქტომბრის N1--- ბრძანების საფუძველზე, გ---------------–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანებაში, გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა სსიპ ა--------–---------------–----------ს შინაგანაწესის დარღვევა (31-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და 23-ე მუხლის მე3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი), კერძოდ, აღმასრულებლის მხრიდან, როგორც თავისი ახლო ნათესავის, მხარის, მიმართ დაინტერესების გამოხატვა და ქმედითი მონაწილეობის მიღება, ასევე ა--------–---------------–----------ს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა, რამაც გამოიწვია ა--------–---------------–----------ს რეპუტაციის შელახვა და მისი მხრიდან ქცევის წესების და მორალის ზოგადი პრინციპების უგულებელყოფა (იხ. მოსარჩელე გ---------------–---–-ს ახსნაგანმარტება, ს.ფ. 170-174; ა--------–---------------–----------ს N 1--- ბრძანება, ს.ფ. 28; მხარეთა ახსნა-განმარტება);
გ------- რ-----–---–---- შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძველზე (იხ. ბრძანება; მხარეთა ახსნა-განმარტება, 12.06.17 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი, ს.ფ. 187-196, აუდიოჩანაწერი, დისკი, ს.ფ. 200);
სასამართლომ განმარტა, რომ არ დადგინდა გ---------------–---–-ს, როგორც აღმასრულებლის მხრიდან, ნათესავის, დედის მიმართ დაინტერესების და ქმედითი მონაწილეობის გამოხატვა: ის დედის საქმესთან დაკავშირებით, მონაწილეობდა, როგორც მისი ერთადერთი შვილი და მისი წარმომადგენელი (სპეციალობით _ იურისტი) და ამ დროს არ დადგინდა მისი მხრიდან აღმასრულებლის თანამდებობის რაიმე სახით გამოყენება (იხ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები);
ასევე, არ დადგინდა ს----------–---- ბ-------- მიერ გამოცხადებულ აუქციონში გ---------------–---–-ს, როგორც აღმასრულებლის ნათესავის, დედის იმ შინაარსობრივი დატვირთვით მონაწილეობა, როგორც ამას განსაზღვრავს ს----------–---- ბ-------- შინაგანაწესის ნორმა: აღმასრულებლის ნათესავის, მისი ოჯახის წევრის, თუნდაც დედის მონაწილეობას შინაგანაწესი კრძალავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღმასრულებლის ოჯახის წევრი, დედა და ა.შ. არ არის აღსრულების პროცესის მხარე, როდესაც ის გარეშე დაინტერესებული პირია, რომელსაც სავარაუდოდ, აუქციონის შესახებ აცნობა ს----------–---- ბ-------- თანამშრომელმა (აღმასრულებელმა და სხვ.) და ურჩია კიდეც მასში მონაწილეობა, ხელსაყრელობიდან გამომდინარე. ასეთ ვითარებას განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია: უდავოა, რომ სასამართლო დავის ერთერთ მხარეს, ჯერ კიდევ აღმასრულებლად გ---------------–---–-ს დასაქმებამდე, წარმოადგენდა კრედიტორი ვ----–---- რ-----–---–- (სხვა კრედიტორთან ერთად); სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ----–---- რ-----–---–-- მხრიდან (მისი წარმომადგენლის, ერთადერთი შვილის მეშვეობით) მოვალის მიმართ, მხოლოდ ამ უკანასკნელის ინტერესების შესაბამის შეთავაზებებს ჰქონდა ადგილი; ასევე, აღსრულების პროცესის მხარეს წარმოადგენდა ვ----–---- რ-----–---–- და ის არ ყოფილა აუქციონზე გატანილი ქონებით დაინტერესებული გარეშე პირი, რომელმაც ამ აუქციონის შესახებ შეიტყო სხვა პირის, თუნდაც აღმასრულებლად მომუშავე შვილის მეშვეობით. ის ამ საქმეში იყო ჩვეულებრივი კრედიტორი, რომელიც ითხოვდა თავისი უფლებების დაცვას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ არ დადგინდა გ---------------–---–-ს რაიმე ქმედებით სსიპ ა--------–---------------–----------ს რეპუტაციის შელახვა და რომ სსიპ ა--------–---------------–----------ს ტერიტორიული ორგანოს _ თბილისის აღსრულების ბ-------- აღმასრულებლის თანამდებობა (საიდანაც მოსარჩელე იქნა გათავისუფლებული) ვაკანტურია: 2017 წლის 01 მაისის მდგომარეობით, თბილისის ს----------–---- ბიუროში, აღმასრულებლის 50 საშტატო ერთეულიდან ვაკანტურია 7 ერთეული. გ---------------–---–- ამჟამად არ არის დასაქმებული (იხ. ცნობა, ს.ფ. 198; მხარეთა ახსნა - განმარტება);
პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, გ------- რ-----–---–---- შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტით, სსიპ ა--------–---------------–------------ შელახა მისი შრომითი უფლებები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.
გ------- რ-----–---–---- შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულებით და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით, ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, რისთვისაც იღებს შრომის ანაზღაურებას.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ განმარტა, რომ გ---------------–---–- მუშაობის მთელ პერიოდში, დაკისრებულ მოვალეობებს ძირითადად ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა.
დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მეტად მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ, მისთვის მინიჭებული უფლებების კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, ეს უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას: შრომით ურთიერთობებში, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის შეწყვეტასთან შედარებით. ამ თუ იმ დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი გადაცდომა (დარღვევა) უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით; დამსაქმებელმა დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე, მისი ქმედება მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით უნდა შეაფასოს, რა დროსაც უნდა გაირკვეს დარღვევასთან (გადაცდომასთან) სამსახურიდან გათავისუფლების ადეკვატურობა (შესაბამისობა). დამსაქმებელმა უნდა გამოიყენოს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. გადაცდომის (დარღვევის) დროს უნდა აირჩეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად მივიჩნიოთ, აუცილებელია, არსებობდეს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, რომ სსიპ ა--------–---------------–----------ს მიერ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არაადექვატურია. სსიპ ა--------–---------------–----------ს შინაგანაწესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დასაქმებულისათვის დაწესებულ აკრძალვებს, კერძოდ, ა--------–---------------–----------ს მიერ გამოცხადებულ აუქციონში დასაქმებულისა და მისი ოჯახის წევრების მონაწილეობა დაუშვებელია, მაგრამ, ვინაიდან, მოვალე და კრედიტორი არიან ს----------–---- პროცესის მხარეები, ხოლო, ვ----–---- რ-----–---–- იყო ამ პროცესში მხარე, კრედიტორი, დაუშვებელია, მას, მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის ერთ-ერთი აღმასრულებლის დედა, აეკრძალოს მის მიერ, წლების წინ გასესხებული თანხის დაბრუნების მოთხოვნა და მასთან დაკავშირებულ პროცედურებში მონაწილეობა. დაუშვებელია, დედას (კრედიტორს) დაევალოს სასამართლო თუ ს----------–---- წარმოების პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის მისაღებად ადვოკატის ასაყვანად, გაწიოს მატერიალური ხარჯი, როდესაც მისი შვილი (ერთადერთი) არის განათლებით იურისტი და მას მისი დახმარება შეუძლია არა მხოლოდ როგორც შვილს, არამედ როგორც იურისტს. ვ----–---- რ-----–---–- არ ყოფილა ს----------–---- პროცესში გარედან ჩართული, გარედან მონაწილე პირი. სასამართლომ დაადგინა, რომ გ---------------–---–-ს მხრიდან არათუ უხეშ დარღვევას, არამედ დარღვევას საერთოდ არ ჰქონია ადგილი. საყურადღებოა ისიც, რომ აღსრულების პროცესში, მოსარჩელის ჩართულობა იყო განცხადება, რომლის შინაარსიც წარმოადგენდა შეთანხმებად, მორიგებას - მოვალისთვის ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელებისა და აუქციონის შეჩერებასთან დაკავშირებით. აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს სამსახურებრივი თანამდებობის გამოყენებას და არ ეწინააღმდეგება სსიპ ა--------–---------------–----------ს მე-5 თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, როგორიცაა: დასაქმებულის მხრიდან დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელება; ხელმძღვანელის დავალებების თუ მითითებების შესრულება; სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტებით დადგენილი პირობების დაცვა და სხვ. დადგინდა, რომ გ------- რ-----–---–- არ გამოუყენებია მისი სამსახურებრივი თანამდებობა, მისი რაიმე ქმედებით არ შეულახავს სსიპ ა--------–---------------–----------ს რეპუტაცია.
სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ა--------–---------------–----------ს მიერ არაკანონიერად გამოცემული სადავო ბრძანება გ------- რ-----–---–---- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
სსკ-ის 408.1. მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა _მოსარჩელის სამსახურში აღდგენა.
სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნევსია, მოსარჩელე გ---------------–---–-ს სსიპ ა--------–---------------– ბ-------- ტერიტორიული ორგანოს - თბილისის ს----------–---- ბ-------- აღმასრულებლის თანამდებობაზე აღდგენა.
ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით), შრომის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ეფექტურად დაიცვან მუშაკის ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება.
სასამართლოს მოსაზრებით, ეფექტური დაცვა გულისხმობს დასაქმებისა და ხელფასის მიღების უფლების შენარჩუნებას. ამიტომ ამ უფლების წართმევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი წარმოადგენს კანონისმიერ წინაპირობებზე დაფუძნებულ ერთადერთ ქმედით გამოსავალს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამუშაოდან მოსარჩელის გათავისუფლება განხორციელდა კონკრეტული მოტივით, შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძვლით, მაგრამ საქმის მასალებით აღნიშნული მოტივი არ დადასტურდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ განმარტა, რომ გ------- რ-----–---–-- დაუსაბუთა სასამართლოს მოპასუხე ბ-------- მიმართ თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, ხოლო, სსიპ ა--------–---------------–------------ ვერ დაამტკიცა თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა გ---------------–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მითითებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.09.2017 წლის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს იუსტიციის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ა--------–---------------–----------ს შინაგანაწესის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ადგენს ვალდებულებას ბ--------თან შრომით ურთიერთობაში მყოფი სუბიექტის მიმართ, რომელმაც არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც გამოიწვევს რეპუტაციის შელახვას, ქცევის წესების და მორალის ზოგადი პრინციპების უგულებელყოფას. კონკრეტულ შემთხვევაში მორალის ზოგად პრინციპებში, იგულისხმება ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელმაც მოცემულ შემთხვევაში ეჭვქვეშ დააყენა ა--------–---------------–----------ს, როგორც მის აღსასრულებელ საქმეებში ნეიტრალური სუბიექტის რეპუტაცია. გ---------------–---–- ,,ერთი მხრივ, იყო აღმასრულებელი, მაგრამ ამავე დროს იმავე სტრუქტურაში ახორციელებდა წარმომადგენელის უფლებამოსილებას. ამ ფაქტმა საჩივრის შემომტან მოქალაქეში საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ა--------–---------------–---------- მის მიმართ არ ახორციელებდა ობიექტურ, კანონით განსაზღვრულ მოქმედებებს. გარდა აღნიშნულისა, გ---------------–---–-ს ინტერესების სასარგებლოდ რომ არ წარმართულიყო აღსრულების პროცესი, ის როგორც წარმომადგენელი შესაძლოა თავისივე დამსაქმებლის წინააღმდეგ წასულიყო და დავა დაეწყო ბ--------თან. გ---------------–---–-ს ქმედებაში დაინახა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქცევის წესებისა და მორალის ზოგადი ნორმების დარღვევა, როდესაც სუბიექტი, ერთი მხრივ, წარმოადგენს კონკრეტულ ინსტიტუტს საზოგადოებაში და, მეორე მხრივ, წარმომადგენლის ფუნქციას ახორციელებს ამავე დაწესებულებაში. მორალურად, სწორედ ეს ქმედებაა მიუღებელი. ამ დროს მოქალაქე ვერ აღიქვამს სუბიექტი საკუთარ თავსა და ინტერესებს წარმოადგენს თუ ბ--------, როგორც აღსრულების კომპეტენციით აღჭურვილ ინსტიტუტს. მსგავსი ფაქტი მიუღებელია ა--------–---------------–----------სთვის, რომელმაც მიიჩნია, ეს ქმედება მორალის ზოგადი პრინციპის დარღვევად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ,გ---------------–---–-, სსიპ ა--------–---------------–----------ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 27 ოქტომბრის N7-- ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა სსიპ ა--------–---------------–----------ს ტერიტორიული ორგანოს - თბილისის აღსრულების ბიუროში, განუსაზღვრელი ვადით. გ---------------–---–- წარმოადგენდა მეოთხე ჯგუფის აღმასრულებელს. შრომითი ხელშეკრულების თანახმად, მის თანამდებობრივ სარგოდ თავდაპირველად განისაზღვრა 1160 ლარი (დარიცხული), შემდგომ კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ა--------–---------------–----------ს თავმჯდომარის 2013 წლის 31 იანვრის N2-- ბრძანებით, მისი თანამდებობრივი სარგო გახდა 1350 ლარი.
გ---------------–---–- არის ვ----–---- რ-----–---–-- ერთადერთი შვილი.
შრომითი ურთიერთობის პერიოდში, გ---------------–---–- ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს. დამსაქმებელ ბ-------- მის მიმართ არასოდეს გამოუყენებია დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე სახე.
გ---------------–---–-ს დედამ, ვ----–---- რ-----–---–-- და სხვა კრედიტორმა 2008 წელს გაასესხეს 20 000 აშშ დოლარი ე-–-------------------, რის თაობაზეც შედგა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. თანხის გადაუხდელობის გამო, სარჩელი აღიძრა სასამართლოში 2011 წლის დასაწყისში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის 2/124-14 განჩინებით, შეწყდა საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო და მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, კრედიტორებისთვის _ ვ----–---- რ-----–---–--თვის და ზაზა გობრონიძისათვის გადაეხადა 28 000 აშშ დოლარი, 04 თვის განმავლობაში: ამ დროისათვის გ---------------–---–- ჯერ კიდევ არ იყო აღმასრულებლად დასაქმებული. ვინაიდან მოვალემ დაარღვია მორიგების პირობა, 2012 წლის 18 ოქტომბერს გაიცა ს----------–---- ფურცელი, რომლის თანახმადაც, ელ-----------------, ვ----–---- რ-----–---–-- სასარგებლოდ, უნდა გადაეხადა 28 000 აშშ დოლარი, რისთვისაც აღსასრულებლად უნდა მიქცეულიყო მოვალის, თბილისში მდებარე უძრავი ქონება.
2012 წლის 28 ნოემბერს, მოვალე ე-–------------------ ვ----–---- რ-----–---–- გადაუხადა 22366 ლარი, რის გამოც, 2012 წლის პირველ დეკემბერს, გ------- რ-----–---–--, როგორც კრედიტორის წარმომადგენელმა, მოვალესთან ერთად, ერთობლივი განცხადებით მიმართა აღმასრულებელ ლ---------–---–-, რათა შეეჩერებინა აღსრულება. შეთანხმების თანახმად, მოვალე იღებდა ვალდებულებას, 2012 წლის 25 დეკემბრამდე გადაეხადა დაკისრებული თანხიდან 1050 აშშ დოლარი, ხოლო, დარჩენილ თანხას დაფარავდა 2013 წლის 28 მარტამდე. მოვალემ 25 დეკემბრამდე არ გადაიხადა შეპირებული თანხა, რის გამოც, 2013 წლის 10 იანვარს, გ------- რ-----–---–--, როგორც ვ----–---- რ-----–---–-- წარმომადგენელმა კვლავ მიმართა აღმასრულებელს, რათა განეახლებინა ს----------–---- წარმოება მოცემულ საქმეზე. 2013 წლის 20 იანვარს, ზემოთხსენებული უძრავი ქონება განთავსდა ელ.აუქციონზე, ხოლო, 06 თებერვალს, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინა ერთერთმა კრედიტორმა, ვ----–---- რ-----–---–-- 12 000 ლარად.
2014 წლის 28 ივლისს, ე-–------------------ საჩივრით მიმართა სსიპ ა--------–---------------–----------ს თავმჯდომარეს და მოითხოვა 12 000 ლარად შეძენილი უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება. ამავდროულად, ე-–----------------- საჩივარში ყურადღებას ამახვილებს მის სიძეზე, მაის აბრამიანზე და თვლის, რომ მისი გარდაცვალება დაკავშირებულია გ---------------–---–-ს მრავალჯერად დაშინებასთან.
პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დადგინდა გ---------------–---–-ს მხრიდან მოვალის მიმართ შანტაჟისა და მუქარის თუნდაც ერთი ფაქტი. არ დადგინდა ზემოაღნიშნული სასამართლო დავის და ს----------–---- წარმოების დროს, მოვალის სიძის _ მ--------------- და გ---------------–---–-ს ურთიერთობა. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს ზემოხსენებულ მოსაზრებას და მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნულზე აპელირება ვერ გახდება შანტაჟისა და დაშინების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება მით უფო იმ პირობებში, როდესაც ე-–------------------ სიძე გარდაიცვალა 2009 წლის 17 ივნისს, ხოლო, კრედიტორებმა სასამართლო დავა დაიწყეს 2011 წელს.
ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს ს----------–---- ბ-------- უფროსი აღმასრულებლის ლ---------–---–-- განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, გ------- რ-----–---–- ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია მოვალესთან, იგი ყოველთვის ცდილობდა მოლაპარაკების გზით მოეგვარებინა ურთიერთობა და სწორედ ამიტომ ხშირად მიდიოდა მოვალესთან, რათა თანხა ნაწილობრივ მაინც დაეფარა. რაც შეეხება გ---------------–---–-ს წარმომადგენლობას, „მას არანაირი გავლენა არ მოუხდენია ს----------–---- წარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ყველა ღონისძიება გატარებული იქნა ისე როგორც ეს ხდება სხვა ს----------–---- წარმოებაში, ამასთან მას არასდროს უთხოვია დაგვეჩქარებინა საქმის წარმოება ან ჩარევა საქმეში სხვა მხრივ“.
2014 წლის 28 ივლისს, სსიპ ა--------–---------------–----------ს შიდა ინსპექტირების სამსახურმა წარმოებაში მიიღო მოქალაქე ე-–------------------ 1---- განცხადება/საჩივარი. აღნიშნული განცხადების საფუძველზე, შიდა ინსპექტირების სამსახურის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად ა--------–---------------–----------ს თავმჯდომარესთან წარმოდგენილი იქნა N6---- დასკვნა.
სსიპ ა--------–---------------–----------ს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 09 ოქტომბრის N1--- ბრძანების საფუძველზე, გ---------------–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანებაში, გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა სსიპ ა--------–---------------–----------ს შინაგანაწესის დარღვევა (31-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი), კერძოდ, აღმასრულებლის მხრიდან, როგორც თავისი ახლო ნათესავის, მხარის, მიმართ დაინტერესების გამოხატვა და ქმედითი მონაწილეობის მიღება, ასევე, ა--------–---------------–----------ს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა, რამაც გამოიწვია ა--------–---------------–----------ს რეპუტაციის შელახვა და მისი მხრიდან ქცევის წესების და მორალის ზოგადი პრინციპების უგულებელყოფა.
გ------- რ-----–---–---- შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძველზე.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი მუხლით, შრომა თავისუფალია, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად ''დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებებს იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; ბ) მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლება საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში. მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის მიერ მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება საპატიო მიზეზების გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.''
შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო, ანაზღაურება - ღირსეული არსებობის მთავარი პირობა. შრომის უფლება მხოლოდ საარსებო წყაროს მოპოვების საშუალებად არ მოიაზრება, ის ადამიანის ღირსების დაფიქსირების, პიროვნული დამკვიდრების და განვითარების, თვითრეალიზაციის შესაძლებლობების მთავარი და სასიცოცხლო მიზანიც და საშულებაცაა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შრომის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება №2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება, დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ, ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას, ადგილი ხომ არ ჰქონდა მის მიმართ რომელიმე ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას და სხვა. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ დადგინდა გ---------------–---–-ს, როგორც აღმასრულებლის მხრიდან, ნათესავის, დედის მიმართ დაინტერესების და ქმედითი მონაწილეობის გამოხატვა: ის დედის საქმესთან დაკავშირებით, მონაწილეობდა, როგორც მისი ერთადერთი შვილი და მისი წარმომადგენელი (სპეციალობით _ იურისტი) და ამ დროს არ დადგინდა მისი მხრიდან აღმასრულებლის თანამდებობის რაიმე სახით გამოყენება. შესაბამისად, მას არ ჩაუდენია სამსახურის შინაგანაწესის ისეთი უხეში დარღვევა - მძიმე გადაცდომა, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მისი სამუშაოდან დათხოვნის, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენების საფუძველი.
მუშაკის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ Nას-812-779-2016, 19 ოქტომბერი, 2016 წ.; Nას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წ.; სუსგ Nას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015წ.).
პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა რამდენადაა „უხეში“ ხასიათის, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია, რა დროსაც მხედველობაში მიიღება საქმის კონკრეტული გარემოებები. იმისათვის, რომ დამრღვევის მოქმედების სიმძიმე შეფასდეს, უპირველეს ყოვლისა, გამოკვლეულ უნდა იქნეს იმ სამსახურის დანიშნულება, სადაც დასაქმებული მუშაობს, დასაქმებულის ფუნქცია და მისი მოვალეობები (იხ. სუსგ საქმე №ას -841-807-2016,06.12.2016 წელი).
შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მუშაკის მიერ ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევაა, თუმცა, ნიშანდობლივია, დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებული უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე, მისი ქმედება უნდა შეფასდეს მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევას (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობა. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერ მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მითითებული ნორმის შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა მუშაკმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე მუშაკს, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა.
პალატა აღნიშნავს, რომ გ------- რ-----–---–---- შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილ იქნა არამართლზომიერად, ვინაიდან არ დადგინდა გ---------------–---–-ს რაიმე ქმედებით სსიპ ა--------–---------------–----------ს რეპუტაციის შელახვა და მიუთითებს შემდეგს:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ა--------–---------------–----------ს შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით, დასაქმებულის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევად ჩაითვლება ა--------–---------------–----------ს საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნათა დარღვევა, ხოლო, ამავე შინაგანაწესის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტით, ა--------–---------------–---------- უფლებამოსილია მოშალოს შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან, რაც გამოიწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დასაქმებული პირის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს ა--------–---------------–----------სათვის მატერიალური ან/და მორალური ზიანის მიყენება, რეპუტაციის შელახვა, მათ შორის ზიანის მომტანი ცნობების გავრცელება, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება, ქცევის წესების და მორალის ზოგადი პრინციპების უგულებელყოფა. ამავე შინაგანაწესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დასაქმებულს ეკრძალება ა--------–---------------–----------ს მიერ გამოცხადებულ აუქციონში დასაქმებულისა და მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ არ დადგინდა ს----------–---- ბ-------- მიერ გამოცხადებულ აუქციონში გ---------------–---–-ს, როგორც აღმასრულებლის ნათესავის, დედის იმ შინაარსობრივი დატვირთვით მონაწილეობა, როგორც ამას განსაზღვრავს ს----------–---- ბ-------- შინაგანაწესის ნორმა. აღმასრულებლის ნათესავის, მისი ოჯახის წევრის, თუნდაც დედის მონაწილეობას შინაგანაწესი კრძალავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღმასრულებლის ოჯახის წევრი, დედა და ა.შ. არ არის აღსრულების პროცესის მხარე და როდესაც ის გარეშე დაინტერესებული პირია. ასეთ ვითარებას განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
დადგენილია, რომ სასამართლო დავის ერთერთ მხარეს, ჯერ კიდევ აღმასრულებლად გ---------------–---–-ს დასაქმებამდე, წარმოადგენდა კრედიტორი ვ----–---- რ-----–---–- და ის არ ყოფილა აუქციონზე გატანილი ქონებით დაინტერესებული გარეშე პირი, რომელმაც ამ აუქციონის შესახებ შეიტყო სხვა პირის, თუნდაც აღმასრულებლად მომუშავე შვილის მეშვეობით. ის ამ საქმეში იყო კრედიტორი, რომელიც ითხოვდა თავისი უფლებების დაცვას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას მასზედ, რომ გ------- რ-----–---–-- დაარღვია შინაგანაწესი და შელახა ა--------–---------------–----------ს რეპუტაცია.
პალატა მიუთითებს ,,ს----------–---- წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტზე, რომლის თანახმადაც ს----------–---- წარმოებაში მონაწილეობენ კრედიტორი და მოვალე. განსახილველ შემთხვევაში გ---------------–---–- მოქმედებდა, როგორც კრედიტორის წარმომადგენელი და არა როგორც დაინტერესებული პირი. მითითება იმაზე, რომ გ------- რ-----–---–- არ ჰქონდა უფლება ს----------–---- წარმოებაში მონაწილეობისა ნიშნავს მისთვის, როგორც კრედიტორისათვის კანონით მინიჭებული უფლებების შეზღუდვას, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. ამასთან, პალატა ყურადღებას ამახვილებს ს----------–---- ბ-------- უფროსი აღმასრულებლის ლ---------–---–-- განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, გ------- რ-----–---–- არანაირი გავლენა არ მოუხდენია ს----------–---- წარმოების მიმდინარეობაზე და მას არასდროს მიუმართავს თხოვნით ს----------–---- ბ-------- თანამშრომლებისათვის საქმის წარმოების დაჩქარებაზე ან სხვაგვარ დახმარებაზე.
ამასთან, პალატა დამატებით მიუთითებს, რომ უდავოდა დადგენილი ის გარემოება, რომ გ---------------–---–- იყო კეთილსინდისიერი მუშაკი, მას არასდროს დაურღვევია შინაგანაწესი და არ დაუმსახურებია დისციპლინური სახდელი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაშიც ვერ დგინდება მისი მხრიდან ა--------–---------------–----------ს რეპუტაციის შელახვა და დამსაქმებლისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც შეუსაბამოა მხოლოდ ე-–------------------ საჩივარზე ყურადღების გამახვილება და მასში მითითებულ ფაქტებზე დაყრდნობა მაშინ, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება საჩივარში მითითებული გარემოებები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა განმარტავს, რომ როგორც საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ გ---------------–---–- დავაში, სადაც დედა - ვ----–---- რ-----–---–- წარმოადგენდა კრედიტორს, ჩაერთო მორიგების გამო, დავის მშვიდობიანი გზით დასრულების მიზნით. ამასთან, მისი მხრიდან არ მომხდარა აუქციონზე ბინის შეძენა. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას გ---------------–---–-ს მხრიდან დასაქმებულისათვის ზიანის მიყენების თაობაზე, რადგან აღნიშნული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე არ დასტურდება. უფრო მეტიც, პალატას მიაჩნია, რომ ს-----–--------–----------------- მიერ დისციპლინური სახდელის უკიდურესი ზომის გამოყენებით - სამსახურიდან გათავისუფლებით შეუსაბამოდ შეიზღუდა გ---------------–---–-ს, როგორც დასაქმებულის კანონით მინიჭებული უფლებები მაშინ, როდესაც იგი მოქმედება თავისი პირადი მიზნებიდან გამომდინარე, დედის - ვ----–---- რ-----–---–-- წარმომადგენლად და არა როგორც დაინტერესებული პირი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოპასუხე სსიპ ა--------–---------------–----------ს მიერ არაკანონიერად გამოცემული სადავო ბრძანება მოსარჩელე გ------- რ-----–---–---- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა _მოსარჩელის სამსახურში აღდგენა.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან და შეფასებებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გ---------------–---–-ს მიერ ადგილი არ ჰქონდა შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნების ისეთ უხეშ დარღვევას, რაც შექმნიდა საფუძველს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი სამსახურიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენებისათვის. შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ზომა - გათავისუფლება არ იყო მოწინააღმდეგე მხარის მიერ ჩადენილი დარღვევების ადეკვატური, რაც სადავო ბრძანების ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობაა.
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.
პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან არსებობს სადავო ბრძანებისა და მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) სამსახურში აღდგენის წინაპირობები, არსებობს, ასევე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ა--------–---------------–----------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.09.2017 წლის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ოთარ სიჭინავა