განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.10.2018
საქმის ნომერი
180310518002320758
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
12.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/ 1787-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, ზ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №კ---- ბრძანება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან. იმავე გადაწყვეტილებით, დაევალა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ზ---- ჭ-----ის მუნიციპალიტეტის მერიის ს------------------–--------------–----ს სამსახურში იმავე თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, რომელსაც იგი იკავებდა განთავისუფლებამდე, ან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვა ტოლფას თანამდებობაზე მისი ძალაში შესვლის მომენტიდან; ასევე დაევალა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ზ-----------ის სასარგებლოდ, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 12 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე თვეში 7-- ლარის ოდენობით.

 

1.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, ზ------------ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 04 მარტის №კ---- ბრძანებით დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს-----------------–------------–-------------------------------------–---------------–------------------–---–------ თანამდებობაზე 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

1.3. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 26 აგვისტოს №კ---- ბრძანებით, ზ------------ დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს-----------------–------------–-------------------------------------–---------------–-----–-----------–---–------ მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.

 

1.4. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 23 ივნისის №კ---- ბრძანებით, ზ------------ დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს-----------------–--------------–------------------------------------------------–----------------–------------------–-----–-----------–---–------ თანამდებობაზე 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

1.5. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 24 ივლისის №2---- ბრძანებით, შევიდა ცვლილება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 21 სექტემბრის №კ---- ბრძანებაში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ზ------------ დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს-----------------–------------–------------------------------------------–------------–----------------–-------------–-------------------–---------–---–--------

 

1.6. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №კ---- ბრძანების თანახმად, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს-----------------–------------–------------------------------------------–------------–----------------–--------------------------–-------------------–----------–---–----- ზ------------, მის მიმართ მობილობის განხორციელების შეუძლებლობის გამო, სამსახურიდან განთავისუფლებულად ჩაითვალა 2017 წლის 12 ნოემბრიდან.

 

1.7. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს-----------------–------------–------------------------------------------–------------–----------------–------------–-------------------–----------–---–------ თანმდებობაზე მუშაობისას ზ-----------ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 7-- ლარს.

 

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილი, მე-4 მუხლი, მე-17 მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, 102-ე მუხლი.

 

2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 29-30-ე, 42-ე მუხლებით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-5, მე-6, 53-ე, მე-601, 96-ე მუხლებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-4 -18, 53-ე, 103-ე, 110-ე, 118-ე მუხელებით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 სექტემბრის N417 დადგენილების 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პირველი, მე-7, მე-11-12 მუხლებით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ“, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 48-ე, 52-ე, 54-ე მუხლებით, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილების მე-3 პუნქტით, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N416-ე დადგენილების პირველი მუხლით.

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი, რომლითაც განისაზღვრა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის შედეგად შტატების შემცირებისას პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი და პირობები. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის №987 დადგენილების თანახმად, თვითმმართველი ქალაქი მცხეთა და მცხეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა მცხეთის მუნიციპალიტეტად. კერძოდ დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, „თვითმართველო ქალაქი მცხეთა და მცხეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდეს ერთ თვითმმართველ ერთეულად - მცხეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვროს ქალაქი მცხეთა.“ აღნიშნული დადგენილება ამოქმედდა 2017 წელს ადგილობრივი თვიმმართველობის მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს. შესაბამისად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები დაექვემდებარნენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით განსაზღვრულ პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, ზ------------ სამსახურიდან განთავისუფლებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ: აღნიშნული დადგენილების მე-11 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას და აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციას ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმას თან სდევს საჯარო დაწესებულების საშტატო რიცხოვნობის შემცირება, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის დასრულებამდე ერთი თვით ადრე განსაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია და აცნობოს მათ რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და შერწყმის შესაძლო შედეგები. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-12 მუხლით განსაზღვრულია მობილობის წესი, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, განსახილველ შემთხვევაში, ზ---- ჭ-----ის მიმართ არ განხორციელებულა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილების მე-11 მუხლით გათვალისწინებული პროცედურები, ასევე დაუსაბუთებელია რა ნიშნით იქნა შერჩეული და დანიშნული მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ს-----------------–------------–----- სამსახურის თანამშრომლები, ვინაიდან ამ სამსახურში დანიშნულ მოხელეთა კომპეტენციის გათვალისწინებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება ზ-----------ის განთავისუფლების თაობაზე დაუსაბუთებელია.

 

3.2.პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 20 აპრილის #6--- წერილის შინაარსზე, სადაც მითითებულია, ახლადშექმნილ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი პირველად გამოცხადდა 2017 წლის 11 დეკემბერს და მითითებული თარიღიდან 2018 წლის 01 თებერვლამდე გამოცხადებული იქნა კონკურსი ქვემოთ ჩამოთვლილი 23 ვაკანტურ პოზიციებზე; ხოლო სადავო ბრძანება მისი გათავისუფლების თაობაზე გამოცემულია 2018 წლის 26 იანვარს და ერთერთ საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია მოსარჩელის გათავისუფლება 2017 წლის 12 ნოემბრიდან მობილობის შეუძლებლობის გამო, მაშინ, როდესაც მოსარჩელის გათავისუფლებას საერთო არაფერი აქვს მობილობასთან და მის მიმართ მობილობა არ უნდა გავრცელებულიყო, რადგან იყო ვაკანტური ადგილები გამოცხადებული კონკურსის წესით.

 

3.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ზ------------ არ არის მობილობას დაქვემდებარებული საჯარო მოხელე, რადგან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 52-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მობილობის წესს, რომლის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, მოცემული ნორმის ანალიზი ნათლად მიუთითებს კუმულაციური პირობების არსებობაზე, კერძოდ, იმისათვის რომ განხორციელდეს მობილობა: ა. უნდა არსებობდეს დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა, ბ. რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან/და შერწყმას თან უნდა სდევდეს შტატების შემცირება, გ. უნდა არსებობდეს შესაბამისი მოხელის თანხმობა; მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელის თანხმობა მობილობასთან დაკავშირებით.

 

3.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, კომისიის მიერ მოსარჩელის როგორც მოხელის შეფასების შედეგები აისახა 2017 წლის 6 ოქტომბრის ოქმში. იგი, როგორც შეფასებას დაქვემდებარებული მოხელე, კომისიის მიერ შეფასდა „კარგი“ შეფასებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ მერიამ მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება მიიღო საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის N417 დადგენილების სრული უგულვებელყოფით: კერძოდ "შეფასების დროებითი წესის" პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად წესის მიზანია 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების მოხელეთა ცოდნის, გამოცდილების, პროფესიული უნარ-ჩვევების კომპეტენციების და კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენა მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებთან და 2017 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების შესაბამის ორგანოებში მათი მობილობის წესით გადაყვანის შესახებ ობიქტური გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის თანახმად შეფასება წარმოებს კანონიერების, სამართლიანობის, ობიექტურობის, გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობის პრინციპების დაცვით; წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით კომისია ვალდებულია კანონიერად, ობიექტურად, შესაფასებელი მოხელის უფლებების შეულახავად განახორციელოს შეფასება; იმავე წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიხედვით შეფასებას ექვემდებარება მოხელე ან/და მის მიერ შესრულებული სამუშაო; შეფასება ხდება კომისიის მიერ მოხელესთან გასაუბრებით, რომლის დროსაც ფასდება მოხელის ფუნქციები, კომპეტენციები, გამოცდილება, ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები. მოხელის კომპეტენციები ფასდება, ამ წესის დანართით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ შევსებული მოხელის დახასიათების ან უშუალო ხელმძღვანელის არარსებობის შემთხვევაში – ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ შევსებული დახასიათების შინაარსის გათვალისწინებით.

 

3.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N416-ე დადგენილების პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გასაუქმებელი მუნიციპალიტეტი. იმავე დადგენილების განმარტებითვე, ახალი მუნიციპალიტეტი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 2017 წელს გასაუქმებელი მუნციიპალიტეტების გაერთიანების შედეგად შესაქმნელი მუნიციპალიტეტი. იმავე დადგენილების თანახმად, ახალი მუნიციპალიტეტი უფლებამონაცვლეა გაერთიანებული მუნიციპალიტეტებისა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოხდა ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება. რომლის თანახმად მცხეთა ჩამოყალიბდა ერთ მუნიციპალიტეტად. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი არის გაერთიანებული მუნიციპალიტეტების უფლებამონაცვლე და არა სრულიად ახალი მუნიციპალიტეტი, როგორც ამას მოპასუხე მერია მიუთითებს თავის შესაგებელში. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია სრულიად ახალი ორგანიზაციული წარმონაქმნი არ არის, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა, იგი კვლავ იმ ფუნქცია-მოვალეოებებისა და მიზნების გამახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ“. ადგილობრივ თვითმართველობებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან. 2018 წლის 26 იანვრის Nკ---- ბრძანებით. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის Nკ---- ბრძანების თანახმად გაუქმებული მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღიცხვისა და გაწვევის სამსახურის რეზერვისთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილების მე-4 რანგის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ზ------------ მის მიმართ მობილობის განხორციელების შეუძლებლობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებულად ჩაითვალა 2017 წლის 12 ნოემბრიდან.

 

3.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, დასახელებულ ბრძანებაში მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 110-ე მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება ბრძანებით, განკარგულებით ან დადგენილებით. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ჩათვალა, დაუშვებელია სამართლებრივი ძალის მქონე აქტად იქნეს მიჩნეული ბრძანება, რომელიც ზ---- ჭ-----ის სამსახურიდან გათავისუფლების თარიღად უთითებს ბრძანების გამოცემამდე პერიოდზე, კერძოდ 2017 წლის 12 ნოემბრამდე ვადაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, დასახელებული ბრძანება არ არის გამოცემული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ვინაიდან ბრძანება გამოცემულია დაგვიანებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გათავისუფლების თარიღად მითითებული 2017 წლის 12 ნოემბრიდან დაახლოებით სამი თვის შემდგომ და ამასთან არ არსებობს მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

4.1. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას მოიშველია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 53-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია საჯარო დაწესებულების მიერ იმავე დაწესებულებაში მომუშავე მოხელის შეფასების წესი. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს უდგენს მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოსამსახურის ყოველწლიურად შეფასების ვალდებულებას. სასამართლოს მიერ ხსენებული ნორმის პირველ პუნქტში მითითებული „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება არასწორად იქნა გაიგივებული საქართველოს მთავრობის 2017 წლის 1 სექტემბრის N417 დადგენილებით დამტკიცებულ "2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებით წესთან". შეფასების დროებითი წესით განსაზღვრულ იქნა 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტის ორგანოებში პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების ზოგადი პრინციპები და შეფასების პროცედურები. შესაბამისად, დასახელებულ 53-ე მუხლს არაფერი აქვს საერთო განსახილველ საქმესა და მოხელის მობილობის წესით გადაყვანასთან.

 

4.2. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-10 მუხლი და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის N1251-რს საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლებიც იძლევა განმარტებას მუნიციპალიტეტების გაერთიანების სამართლებრივ შედეგებზე. კერძოდ, კანონმდებელმა დაადგინა მუნიციპალიტეტების შექმნასთან დაკავშირებული პროცესის სამართლებრივი განსაზღვრება, რომლითაც ერთმანეთისაგან გამიჯნა გაუქმებული და შექმნილი მუნიციპალიტეტის ცნება. იმავეს მოწმობს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 აგვისტოს N416 დადგენილებით დამტკიცებული წესიც, სადაც მოცემულია გასაუქმებელი და ახალი მუნიციპალიტეტების განმარტება. აპელანტი თვლის, აღნიშნული ცალსახად ადასტურებს ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ახალი მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბების შედეგად ძველი მუნიციპალიტეტების გაუქმების ფაქტს. ძველი მცხეთის მუნიციპალიტეტის გაუქმებამ ავტომატურად განაპირობა მის დაქვემდებარებაში არსებული ადმინისტრაციული ორგანოს - გამგეობის გაუქმებაც, სადაც დასაქმებული იყო ჭ-----ე. მცხეთის ახალი მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბებამ კი ამჟამინდელი მერიის სახით, წარმოქმნა ახალი ადმინისტრაციული ორგანო; ამასთან, ახალი მუნიციპალიტეტის მერია, სტრუქტურული აგებულებით და საშტატო რიცხოვნობით განსხვავებულია მისი წინამორბედი გამგეობისაგან. ამდენად, სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სახეზე არ გვაქვს ახალი მუნიციპალიტეტი და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში რაიმე ცვლილება არ განხორციელებულა, ზემოდასახელებულ სამართლებრივ აქტებთან შეუსაბამოა და დაუსაბუთებელი.

 

4.3. სააპელაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა და უგულებელყო: "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები; 108-ე მუხლის "გ" პუნქტი და 110-ე მუხლი; ასევე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული "პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი"-ს მე-12 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტები; აპელანტის მითითებით, აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს მოხელის მიმართ მობილობის განხორციელების წესს, რომელიც ადგენს მობილობით გადაყვანის მხოლოდ შესაძლებლობას და არა ვალდებულებას.

 

4.4. სააპელაციო საჩივარში მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.

 

4.5. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ზემოდასახელებული ნორმების შინაარსი არ არის იმპერატიული ხასიათის და იგი არ (ვერ) ავალდებულებს სხვა საჯარო დაწესებულებას საჯარო მოხელის მობილობის წესით გადაყვანაზე. ცალსახაა, რომ კანონმდებელმა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დაწესებულების "ნებას" დაუქვემდებარა, და ამასთან, არ დააკისრა მას მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ მობილობით გადაყვანის შესაძლებლობა, შეუძლებლობის შემთხვევა კი მიჩნეულია მოხელის გათავისუფლების საფუძვლად. ამდენად მსჯელობა იმაზე, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ახალი მერია ვალდებული იყო მობილობით დაენიშნა ჭ-----ე, საფუძველს მოკლებულია.

 

4.6. აპელანტის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 110-ე მუხლი, რადგან გადაწყვეტილებაში მითითებული შინაარსით დასახელებული მუხლი გვხვდება უკვე ძალადაკარგულ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში, რომელიც დღეის მდგომარეობით აღარ მოქმედებს. ხოლო მოქმედი რედაქციით, კანონის ხსენებული მუხლი ადგენს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.

 

4.7. აპელანტი თვლის, სასამართლომ არასწორად მიუთითა საზკ-ის მე-60 პრიმა მუხლის პირველ ნაწილზე, როდესაც აღნიშნა, რომ ჭ-----ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ არის გამოცემული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, "ვინაიდან გამოცემულია დაგვიანებით, ამასთან არ არსებობს თანამდებობიდან გათავისუფლების კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლები".

 

აპელანტის მითითებით, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად, მობილობას ექვემდებარება მოხელის სტატუსის მქონე პირი. იმავე კანონის 110-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ (მობილობის შეუძლებლობის) შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება არ იწვევს მოხელის სტატუსის შეწყვეტას მოხელეთა რეზერვში ყოფნის ვადის გასვლამდე. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გამონაკლის შემთხვევას, რომლის დროსაც მოხელეს თანამდებობიდან გათავისუფლებისას უნარჩუნდება მოხელის სტატუსი. სხვა შემთხვევაში, გათავისუფლება ავტომატურად იწვევს სტატუსის შეწყვეტას.

 

4.8. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის ახალ მერიაში მობილობის პროცესი დაიწყო 2017 წლის 21 ოქტომბრიდან, საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის N1251-რს საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რომლის მიხედვით მობილობით გადაყვანა უნდა დაწყებულიყო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ. შესაბამისად, 2017 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით გათავისუფლების თაობაზე ბრძანების გამოცემა განაპირობებდა ჭ-----ისათვის მოხელის სტატუსის შეწყვეტას, რის გამოც მოხელის მიმართ მობილობის პროცესის წარმოება შეუძლებელი გახდებოდა. ამდენად, მობილობის პროცესის მიმდინარეობისას, მერია სამართლებრივად მოკლებული იყო შესაძლებლობას გამოეცა გათავისუფლების თაობაზე ბრძანება.

 

4.9. აპელანტი მიუთითებს, რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის თარიღად მერის არჩეულად გამოცხადების მე-11 დღის - 2017 წლის 12 ნოემბერის განსაზღვრის საკითხს, აპელანტის მითითებით, მუნიციპალიტეტების გაერთიანების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N-87 დადგენილება ამოქმედდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დღეს, 2017 წლის 21 ოქტომბერს; შესაბამისად, ამ პერიოდიდან ფაქტობრივად სახეზეა უკვე გაერთიანებული მუნიციპალიტეტი. ახალი მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბების პროცესი საბოლოოდ დასრულდა 2017 წლის 24 ნოემბერს, მუნიციპალიტეტების რეესტრში მუნიციპალიტეტის შექმნის ფაქტის სამართლებრივი რეგისტრაციით. ამ თარიღამდე შედარებით ადრე კი 2017 წლის 15 ნოემბერს, განხორციელდა გაუქმებული ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების გაუქმების ფაქტის რეგისტრაცია. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებითა და საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციით (09.01.18 წლის Nგ270 წერილი, პირველი აბზაცის ბოლო წინადადება), 2017 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით ფაქტობრივად უკვე გაუქმებული მუნიციპალიტეტების გაუქმებულ საჯარო დაწესებულებებთან მოხელეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის თარიღად მიჩნეულ იქნა 12 ნოემბერი.

 

4.10. აპელანტი აღნიშნავს, შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მობილობის პროცესის დასრულების შემდგომ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ სათანადო დასაბუთებით გამოცემულ იქნა 26.01.2018 წლის № კ---- ბრძანება ჭ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

 

4.11. სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს Nბს-683-675(2კ-15) საქმეზე 2016 წლის 11 თებერვლის და N3/5/626 საქმეზე 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებები. აღნიშნული საქმეები არსებითად განსხვავებულია განსახილველი შემთხვევისაგან, თუნდაც მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მათ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია მუნიციპალიტეტის შექმნა-გაუქმების ფაქტს და მასთან დაკავშირებულ რიგ მოვლენებს, რომლებმაც წარმოშვეს განსხვავებული სამართლებრივი შედეგები.

 

4.12. აპელანტი თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლოს შენიშვნა (გადაწყვეტილების მე-20 გვ, მე-2 აბზაცი) იმაზე, რომ "უკანონო და დაუსაბუთებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის პოზიცია, რომ დამატებით ინდივიდუალური აქტის გამოცემა და ამ ფორმით გადაწყვეტილების მიღება არ არის აუცილებელი" აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და ამასთან, გაუგებარია, თუ რით იხელმძღვანელ სასამართლომ მსგავსი ჩანაწერის გაკეთებისას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებისას წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ მსჯელობასთან: ერთის მხრივ, სასამართლოს მიაჩნია (გადაწყვეტილების მე-15 გვ.ზე), რომ ზ-------ე არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ მოხელეს და იგი არ უნდა გათავისუფლებულიყო თანამდებობიდან; ხოლო მეორეს მხრივ სასამართლო (გადაწყვეტილების მე-16 გვ.ზე) აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით, მერიასა და გამგეობაში დასაქმებული მოხელეები დაექვემდებარნენ მობილობას. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, გაუგებარია საკითხზე სასამართლოს მიდგომა და მოტივაცია.

 

5. სააპელაციო პალატის მიერ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასებისა შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის Nკ---- ბრძანება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ზ------------სთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

6. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

6.1. ზ------------ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 04 მარტის №კ---- ბრძანებით დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს-----------------–------------–-------------------------------------–---------------–------------------–---–------ თანამდებობაზე 3 თვის გამოსაცდელი ვადით (ტ.1. ს.ფ. 14).

 

6.2. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 26 აგვისტოს №კ---- ბრძანებით, ზ------------ დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს-----------------–------------–-------------------------------------–---------------–-----–-----------–---–------ მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე (ტ.1. ს.ფ. 17).

 

6.3. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 23 ივნისის №კ---- ბრძანებით, ზ------------ დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს-----------------–--------------–------------------------------------------------–----------------–------------------–-----–-----------–---–------ თანამდებობაზე 3 თვის გამოსაცდელი ვადით (ტ.1. ს.ფ. 19).

 

6.4. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 24 ივლისის №2---- ბრძანებით, შევიდა ცვლილება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 21 სექტემბრის №კ---- ბრძანებაში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ზ------------ დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს-----------------–------------–----- სამსახურის რ---------------------–------------–----------------–-------------–-------------------–---------–---–-----დ (ტ.1. ს.ფ. 21).

 

6.5. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №კ---- ბრძანების თანახმად, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს-----------------–------------–------------------------------------------–------------–----------------–--------------------------–-------------------–----------–---–----- ზ------------, მის მიმართ მობილობის განხორციელების შეუძლებლობის გამო, სამსახურიდან განთავისუფლებულად ჩაითვალა 2017 წლის 12 ნოემბრიდან (ტ.1. ს.ფ. 22).

 

6.6. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ს-----------------–------------–------------------------------------------–------------–----------------–------------–-------------------–----------–---–------ თანმდებობაზე მუშაობისას ზ-----------ის თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 7-- ლარს (ტ.1. ს.ფ. 23).

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი, რომლითაც განისაზღვრა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებთან შერწყმის შედეგად შტატების შემცირებისას პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი და პირობები; კერძოდ აღნიშნული დადგენილების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირებისას, შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

 

7.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N-87-II დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე, თვითმმართველი ქალაქი მცხეთა და მცხეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა მცხეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრა ქალაქი მცხეთა. აღნიშნული დადგენილება ამოქმედდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების დღეს და შესაბამისად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული საჯარო მოხელეები დაექვემდებარნენ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით განსაზღვრულ პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესს.

 

7.3. დასახელებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას, შტატების შემცირება ავტომატურად არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, რადგან მოხელე მისი თანხმობით, შესაძლებელია დაექვემდებაროს მობილობას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ რეორგანიზაცია წარმოადგენს საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურულ ან/და ფუნქციონალურ გარდაქმნას, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება და შედეგად ახალი - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შექმნა, წარმოადგენს არა დაწესებულების რეორგანიზაციას, არამედ შერწყმას, რის შედეგადაც მიღებულ იქნა გაერთიანებამდე არსებული მუნიციპალიტეტების უფლებამონაცვლე ორგანო - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია. ამასთან, ახალი მუნიციპალიტეტის ფუნქცია-მოვალეობები და განსახორციელებელი მიზნები „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად არ დაქვემდებარებია ცვლილებას.

 

7.4. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, ზ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის №კ---- ბრძანება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან. იმავე გადაწყვეტილებით, დაევალა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული აქტის გამოცემა ზ---- ჭ-----ის მუნიციპალიტეტის მერიის ს------------------–--------------–----ს სამსახურში იმავე თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, რომელსაც იგი იკავებდა განთავისუფლებამდე, ან მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვა ტოლფას თანამდებობაზე მისი ძალაში შესვლის მომენტიდან; ასევე დაევალა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ზ-----------ის სასარგებლოდ, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შედეგად იძულებით განაცდურის ანაზღაურება 2017 წლის 12 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე თვეში 7-- ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ და ერთობლიობაში შეფასების შედეგად თვლის, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რადგან სასამართლომ არ გამოიკვლია ის გარემოება ზ--------ეს ჰქონდა თუ არა უმაღლესი განათლება.

 

7.5. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N215 დადგენილებით დამტკიცებულია მოხელის თანამდებობის თითოეული იერარქიული რანგისთვის აუცილებელი სპეციალური მოთხოვნები, რომლის შესაბამისად მე-4 რანგის პირველი კატეგორიის თანამდებობისთვის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს უმაღლესი განათლება. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო იზიარებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ ვინაიდან ზ--------ეს გააჩნია პროფესიული განათლება, იგი ვერ აკმაყოფილებდა მე-4 რანგის პირველი კატეგორიის სპეციალისტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ ტ.1. ს.ფ. 154-ზე წარმოდგენილია პროფესიული დიპლომი, რომლის მიხედვითაც საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი- ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2015 წლის 7 აგვისტოს N- გადაწყვეტილებით ზ------------ს მიანიჭა სასტუმროს საქმისმწარმოებლის მეოთხე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

 

7.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო სააპელაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

7.7. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

 

ყოველივე ამის გამო სააპელაციო პალატა თვლის, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის Nკ---- ბრძანება ზ-----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მის მიმართ მობილობის განხორციელების შეუძლებლობის გამო ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, რის გამოც აღნიშნული ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე; ამ ნორმის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

7.8. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი; ამ ნორმის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის გათვალისწინებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს ახალი საშტატო ნუსხით ადმინისტრაციულ ორგანოში არსებობს თუ არა ზ-----------ის კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობა, რათა მას მობილობის რეჟიმში შესთავაზონ სხვა თანამდებობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ზ-----------ის სარჩელი;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის კ---- ბრძანება და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ზ---- ჭ-----ესთან დაკავშირებით.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).

 

მოსამართლე მარიამ ცისკაძე