განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002126659
საქმე N3ბ/1627-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - გ--------- ჯ-----;
წარმომადგენელი - თ----- ზ------–---–ი;
აპელანტი (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია;
წარმომადგენლები -ნ-------- ტ----–---–ი; ს---–--- კ------ე;
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის სხდომის №---,--- ოქმი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №-- ოქმი;
1.3. დაევალოს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--------- ჯ----- გასაუბრების გარეშე იქნება წარდგენილი თანამდებობაზე.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს. მისი განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, წარდგენილი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გ--------- ჯ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის სხდომის №---,--- ოქმი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №-- ოქმი; დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--------- ჯ-----სთან მიმართებაში.
3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
3.2.1. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილებით გ--------- ჯ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- ა------------–----–----------------------–--- უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 7 თებერვლის №- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, გ--------- ჯ-----ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე რეკომენდაციის მიცემაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №-- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- ა------------–----–----------------------–--- უფროსის თანამდებობაზე კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ; დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--------- ჯ-----სთან მიმართებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ინდივიდუალური შეფასების ფორმების შევსება და ქულების შემოხაზვა არ შეიძლება ჩაითვალოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებად; ამასთან, გასაუბრების ეტაპზე კომისიას უნდა განეხორციელებინა საოქმო ჩანაწერის წარმოება, რათა შედეგების სადავოდ ქცევის შემთხვევაში შესაძლებელი ყოფილიყო იმ საკითხის სრულყოფილად შესწავლა, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა გასაუბრების პროცესი და რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით (ს.ფ. 130-140-165).
3.2.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- ა------------–----–----------------------–--- თანამდებობაზე გ--------- ჯ-----ს კანდიდატურის ხელახალი შეფასების საკითხი.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის №- განკარგულების გათვალისწინებით, კომისიამ დაადგინა: 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- ს--------–--------------------–------------------–---- ან ამავე ს---------------–-----–---------------------------–--- და ე----–------–--------------–---- უფროსის თანამდებობებზე გ--------- ჯ-----ს კანდიდატურა ხელახლა შეაფასოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივლისის №- ბრძანებით შექმნილმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებულმა შემადგენლობამ, რომელშიც პროფესიული პრინციპით, წარმოდგენილი არიან კომისიის წევრები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------დან; 2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად, კონკურსი ცხადდება მხოლოდ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია რეკომენდაციას გაუწევს გ--------- ჯ-----ს კანდიდატურას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- ს--------–--------------------–------------------–---- ან ამავე ს---------------–-----–---------------------------–--- და ე----–------–--------------–---- უფროსის თანამდებობებზე დასანიშნად, აღნიშნულ თანამდებობაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელს წარედგინება წინადადება გ--------- ჯ-----ს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ (ს.ფ. 17-23).
3.2.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის მიერ 2017 წლის 29 ივნისს განხორციელდა გ--------- ჯ-----სთან გასაუბრება. ამასთან, კომისიამ წევრებისა და დამსწრე პირების ინფორმირების შემდეგ განახორციელა სხდომის მიმდინარეობის ჩაწერა.
კომისიის სხდომას ესწრებოდა 3 წევრი და თითოეულმა მათგანმა მოახდინა გ--------- ჯ-----ს ინდივიდუალური შეფასება, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- ს--------–--------------------–------------------–---- თანამდებობაზე, ასევე, ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო ს---------------–-----–---------------------------–--- და ე----–------–--------------–---- უფროსის თანამდებობაზე. ინდივიდუალური შეფასებებით დგინდება, რომ კომისიის ორმა წევრმა ორივე თანამდებობაზე შეაფასა 3-3 ქულით, ხოლო ერთმა წევრმა - 2,83-2,83 ქულით. საბოლოოდ, ორივე თანამდებობაზე გ--------- ჯ-----ს შეფასება განისაზღვრა 2,94-2,94 ქულით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებულმა შემადგენლობამ 2017 წლის 29 ივნისს გამართულ სხდომაზე ერთხმად გადაწყვიტა არ გაუწიოს რეკომენდაცია გ--------- ჯ-----ს, როგორც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- ს--------–--------------------–------------------–---- თანამდებობაზე, ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო ს---------------–-----–---------------------------–--- და ე----–------–--------------–---- უფროსის თანამდებობაზე იმის გათვალისწინებით, რომ კანდიდატმა ვერ გადალახა მინიმალური გამსვლელი ზღვარი - 3 (სამი) ქულა (ს.ფ. 24-29; 30-40;43).
3.2.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №--) განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის სხდომის №---,--- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, გასაუბრების შედეგად მინიმალურ 3 (სამი) ქულაზე ნაკლები ოდენობით მიღებული შეფასების შედეგად არ გაეწიოს რეკომენდაცია გ--------- ჯ-----ს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- ს--------–--------------------–------------------–---- და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო ს---------------–-----–---------------------------–--- და ე----–------–--------------–---- უფროსის თანამდებობებზე (ს.ფ. 57-65).
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარემ გაითვალისწინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მიხედვით სასამართლოს მითითება და მოსარჩელესთან ხელახლა ჩატარებული გასაუბრების ეტაპი ჩაიწერა აუდიო სისტემით. აღნიშნულის შედეგად მათ დაიცვეს კანონის ისეთი პრინციპები, როგორიცაა გამჭირვალობა და საჯაროობა, რითაც სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა შეაფასოს თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა კონკურსის მესამე ეტაპი, როგორი სახის შეკითხვები დაუსვეს კონკურსანტს და ამ უკანასკნელმა რა პასუხები გასცა დასმულ შეკითხვებზე. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ გასაუბრების მიმდინარეობის პროცესის ამსახველ საოქმო აუდიო-ჩანაწერზე და აღნიშნა, რომ მართალია, მოპასუხე მხარემ ფორმალურად დაიცვა კანონი, არსებობს გასაუბრების საოქმო ჩანაწერი, მაგრამ აუცილებელი და მნიშვნელოვანია შეფასდეს უშუალოდ გასაუბრების პროცესი წარიმართა თუ არა კანონით დადგენილი სტანდარტების, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით მაქსიმალურად იქნა თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილება მიღებული.
სასამართლომ მიუთითა, რომ 2017 წლის 29 ივნისის საოქმო ჩანაწერისა და ინდივიდუალური შეფასების ფორმების შესწავლის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად არ დგინდება პროპორციულობისა და თანაზომიერების დაცვა კომისიის წევრების მიერ კანდიდატთან გასაუბრებისას გამოთქმულ მოსაზრებებსა და ინდივიდუალურ შეფასების ფორმებში ასახულ ქულებს შორის, კერძოდ, იმ დროს, როდესაც კომისიის წევრები კონკურსანტთან ღიად საუბრობდნენ გ--------- ჯ-----ს პროფესიული მიღწევების მაღალ დონეზე, შესასრულებელი სამუშაოს ხედვასა და მზადყოფნასა თუ მოტივაციაზე, ასევე, მის პიროვნულ უნარ-ჩვევებზე, არცერთ კრიტერიუმში არ მისცეს მაღალი შეფასება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული გასაუბრების პირობებში არ არის დაცული თანაზომიერებისა და ობიექტურობის პრინციპი.
სასამართლომ, ასევე მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ საკონკურსო მასალაში არ არის მსჯელობა, რომლის მიხედვითაც დასაბუთდებოდა თუ რა არგუმენტებითა და ფაქტობრივი გარემოებებით იხელმძღვანელა კომისიამ გ--------- ჯ-----ს შეფასებისას, კერძოდ, ქულების განსაზღვრისას, ასევე, კონკრეტულად რომელი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ამ უკანასკნელმა. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ მისი კვალიფიკაცია არ შეესაბამებოდა დასაკავებელ თანამდებობას და აღნიშნა, რომ გასაუბრებისას კომისიის წევრებმა თავად დაადასტურეს კანდიდატის კვალიფიკაცია და მიუთითეს, რომ მასთან უშუალოდ მუშაობისას არ შექმნილა რაიმე პრობლემა. აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ აუცილებელია გასაუბრების პროცესი და იქ ღიად დაფიქსირებული მოსაზრებები ადეკვატური და შესაბამისი იყოს იმ შეფასებისა, რომელიც აისახება ქულების სახით ინდივიდუალური შეფასების ფორმებში.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის გარეშე ბათილად ცნო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის სხდომის №---,--- და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №-- ოქმები; ასევე, მოპასუხეს დაავალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გ--------- ჯ-----სთან მიმართებაში.
4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
4.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 1 დეკემბრის N---- ბრძანების N- დანართზე, რომლითაც განისაზღვრა მერიის აღმასრულებელი ორგანოების სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ეტაპების, შეფასების ფორმების, პირობებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმა. ბრანების თანახმად, გასაუბრების ეტაპზე მინიმალურ გამსვლელ ზღვარს წარმოადგენს 3 (სამი) ქულა (საბოლოო შეფასება). პირი, რომელიც სპეციალიზებული კომისიის მიერ გასაუბრების ეტაპზე მიიღებს საბოლოო შეფასებას 3 (სამ) ქულაზე (მეასედის დამრგვალებით) ნაკლები რაოდენობით, აღარ განიხილება კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის კანდიდატად.
აპელანტებმა მიუთითეს საქმეში წარმოდგენილ კომისიის თითოეული დამსწრე წევრის მიერ შევსებული ინდივიდუალური შეფასების ფორმაზე, რომელშიც პუნქტობრივადაა ექვსი კრიტერიუმი: 1. კომუნიკაციის უნარი; 2. მოტივაცია; 3. პროფესიული მიღწევები; 4. ლოგიკური მსჯელობა და ანალიზის უნარი; 5. შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მზადყოფნა; 6. დამატებით კითხვებზე პასუხები. კანდიდატი თითოეულ კრიტერიუმში შეფასებულია მინიმალური 1-დან მაქსიმალური 5 ქულის ჩათვლით. აღნიშნული ქულების საშუალო არითმეტიკული წარმოადგენს სპეციალიზებული კომისიის დამსწრე წევრის ინდივიდუალურ შეფასებას. გ--------- ჯ-----ს თითოეული ვაკანსიის ფარგლებში მიღებული აქვს 3 ქულაზე ნაკლები. ე.ი. მან აღნიშნულ ვაკანსიებზე ვერ გადალახა გამსვლელი მინიმალური 3 ქულა, რაც გამორიცხავს მის განხილვას კანდიდატად აღნიშნულ ვაკანსიებზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია არ აწარმოებდა საოქმო ჩანაწერს, რის გამოც შეუძლებელი იყო იმის შემოწმება, თუ რამდენად გამჭვირვალედ ჩატარდა გასაუბრება. კომისიამ გაითვალისწინება აღნიშნული მითითება და მოახდინა გასაუბრების აუდიოჩაწერა, რომლითაც დადასტურდა, რომ გ--------- ჯ-----მ პროფესიულ შეკითხვებს ვერ გასცა პასუხი და განმარტა, რომ რიგი საკითხები დეტალურად არ ახსოვდა, რაც მის პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს.
აპელანტებს მიაჩნიათ, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეკვლია, თუ რატომ გადაწყვიტა კომისიის კონკრეტულმა წევრმა გ--------- ჯ----- შეეფასებინა ამა თუ იმ ქულით, რადგანაც აღნიშნული წარმოადგენს თითოეული კომისიის წევრის დისკრეციულ უფლებამოსილებას. სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს ის გარემოება, თუ რამდენად გამჭვირვალე იყო გასაუბრების პროცესი და ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე პროცედურულ დარღვევას.
5. გ--------- ჯ-----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად.
5.1. გ--------- ჯ-----ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია და შეუფასებია სასარჩელო მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი აქტის გამოცემის თობაზე, რომლითაც მოსარჩელე გასაუბრების გარეშე იქნებოდა წარდგენილი თანამდებობაზე. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება აპელანტისთვის რეალური შედეგის მომტანი არ არის, იგი მისთვის უფლებაში აღდგენის ეფექტური საშუალება ვერ იქნება, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო კვლავ ბოროტად გამოიყენებს დისკრეციულ უფლებამოსილებას და დაუსაბუთებლად უარს ეტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. იმ პირობებში, როდესაც სასამართლო აღიარებს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს დასაბუთებული პასუხი, გ--------- ჯ-----ს ცოდნისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით რატომ არ ხდება მისი კანდიდატად წარდგენა, ნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ბოროტად იყენებს კანონით მისთვის მინიჭებულ დისკრეციას. აპელანტს მიაჩნია, რომ გ--------- ჯ-----ს კონტიტუციით გარანტირებული შრომის უფლების დაცვის ერთადერთი გზაა, სასამართლომ თავად მიიღოს გადაწყვეტილება და დაავალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი აქტი გ--------- ჯ-----ს თანამდებობაზე კანდიდატად წარდგენის თაობაზე.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
6.2. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:
დავის ძირითადი საგანია საკონკურსო კომისიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე გ--------- ჯ-----სთვის რეკომენდაციის გაწევაზე უარის თქმის კანონიერება. სადავო აქტებით შეიზღუდა მოსარჩელის შრომითი უფლება. მოცემულ ეტაპზე მნიშვნელოვანია დადგინდეს უფლებაში ჩარევას ჰქონდა თუ არა სათანადო გამართლება.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი იცავს შრომის თავისუფლებას. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007).
სქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს, დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლების მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში აგრეთვე, ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა მიმართ ისეთი ზომების გამოყენება, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დისციპლინური ზომა გამოიყენოს მის მიმართ. საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით ანიჭებს ამ უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, პალატამ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე გ--------- ჯ-----სთვის თანამდებობაზე გამწესებაზე უარის თქმას ჰქონდა თუ არა კანონისმიერი საფუძვლები. ამგვარი საფუძვლების არარსებობის პირობებში მოსარჩელე ექვემდებარება უფლებებში აღდგენას სრულად.
6.2.1 კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილებით გ--------- ჯ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- ა------------–----–----------------------–--- უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის 2015 წლის 7 თებერვლის №- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, გ--------- ჯ-----ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე რეკომენდაციის მიცემაზე უარის თქმის შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 24 თებერვლის №-- სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- ა------------–----–----------------------–--- უფროსის თანამდებობაზე კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ; დაევალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--------- ჯ-----სთან მიმართებაში.
მითითებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ინდივიდუალური შეფასების ფორმების შევსება და ქულების შემოხაზვა არ შეიძლება ჩაითვალოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებად; ამასთან, გასაუბრების ეტაპზე კომისიას უნდა განეხორციელებინა საოქმო ჩანაწერის წარმოება, რათა შედეგების სადავოდ ქცევის შემთხვევაში შესაძლებელი ყოფილიყო იმ საკითხის სრულყოფილად შესწავლა, თუ რა ვითარებაში მიმდინარეობდა გასაუბრების პროცესი და რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- ს--------–--------------------–------------------–---- უფროსის ან ამავე ს---------------–-----–---------------------------–--- და ე----–------–--------------–---- უფროსის თანამდებობაზე გ--------- ჯ-----ს კანდიდატურის ხელახლა შეფასების შესახებ. შეიქმნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია სპეციალიზებული შემადგენლობით.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ დაიბარა და გასაუბრება ჩაატარა გ--------- ჯ-----სთან 2017 წლის 29 ივნისს, რაზეც შედგა N-,-,--- სხდომის ოქმი, ასევე განხორციელდა გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა გასაუბრების აუდიო ჩანაწერი, რომლითაც დგინდება, რომ კომისიის წევრები ერთხმად აღიარებდნენ გ--------- ჯ-----ს მაღალ კვალიფიკაციას, პროფესიონალიზმს, გამოცდილებას და საჭიროდ აღარ მიიჩნევდნენ ასეთი გამოცდილების მქონე კონკურსანტისთვის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით კითხვების დასმას, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ პროცედურის დაცვის მიზნით მაინც დაესვათ პროფესიული შეკითხვები. კომისიის წევრთა მიერ დასმულ იქნა რამდენიმე შეკითხვა. მათგან ორ კითხვაზე კონკურსანტმა პასუხი ვერ გასცა, თუმცა პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შეკითხვების შინაარსი იყო ძალზედ ტექნიკური, სრულიად ნიუანსური და არ ემსახურებოდა კონკურსანტის კვალიფიკაციის დონის შემოწმებას (საუბარი იყო შენობა-ნაგებობათა მონაცვლეობისას მანძილის დასაშვებ ზღვარზე, კანდიდატის მიერ ცალკეულ შემთხვევებში კვადრატული მეტრების ზეპირად ცოდნაზე). კომისიამ ერთის მხრივ აღიარა კონკურსანტის მაღალი პროფესიონალიზმი, ხოლო მეორეს მხრივ კითხვები დასვა ამავე პროფესიონალიზმის შემოწმების მიზნით. პალატის ღრმა რწმენით, კითხვების დასმა მიმართული იყო კონკურსის პროცედურული კუთხით გამართულობისა და რეგლამენტის ფორმალური დაცვისკენ და არა კითხვარში არსებული კრიტერიუმების მიხედვით გ--------- ჯ-----ს რეალურად შეფასებისაკენ.
ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს კომისიის წევრთა მიერ შევსებულ დანართს N-.1, სადაც კონკურსანტი შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით: 1. კომუნიკაციის უნარი; 2. მოტივაცია; 3. პროფესიული მიღწევები; 4. ლოგიკური მსჯელობა და ანალიზი; 5. შესასრულებელი სამუშაოს ხედვა და მზადყოფნა; 6. დამატებითი კითხვებზე პასუხი. კომისიის წევრთა შეფასების შედეგად გ--------- ჯ-----მ ვერ გადალახა 3 ქულა. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების ჩამონათვალიდან, კონკურსანტის შეფასების კრიტერიუმს არ წარმოადგენდა კვალიფიკაციის დონის განსაზღვრა. ანუ, კომისიის წევრებმა გ--------- ჯ-----ს დაუსვეს პროფესიული ტიპის კითხვები, თუმცა მათ არ გააჩნდათ ამის უფლება, რადგან პროფესიული დონის შესაფასებელი ეტაპი კანდიდატს უკვე გადალახული ჰქონდა და არ დაუსვეს იმგვარი კითხვები, რომელზე გაცემული პასუხებითაც კომისიის წევრები შეძლებდნენ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით გ--------- ჯ-----ს შეფასებას; აუდიო ჩანაწერის გაცნობით პალატა დარწმუნდა, რომ დასმული კითხვებით შეუძლებელი იყო კანდიდატის, მაგალითად, კომუნიკაციის უნარის, მოტივაციის, ლოგიკური მსჯელობის და ა. შ. შეფასება. გასაუბრება ჩატარდა უაღრესად ფორმალურად. ამდენად, აღნიშნული ვერ გახდებოდა თანამდებობაზე წარდგენაზე უარის თქმის საფუძველი.
6.2.2 პალატას მიაჩნია, რომ კონკურსის გამჭვირვალობა და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა ეჭვქვეშ დგება, როდესაც ბუნდოვანი რჩება კომისიის წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი. იმ პირობებში, როდესაც კომისიის არც ერთ ერთი წევრი არ დაასაბუთებს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მათ საფუძველზე გამოცემული აქტიც ვერ დააკმაყოფილებს დასაბუთების კანონით გათვალისწინებულ სტანდარტს. საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით გაუგებარია, თუ რატომ მიიღო დაბალი შეფასება მოსარჩელემ კომუნიკაციის, მოტივაციის, პროფესიული მიღწევების, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის, შესასრულებელი სამუშაოს ხედვასა და მზადყოფნის, დამატებით კითხვებზე პასუხის კომპონენტებში. შეფასების თითოეული კომპონენტი საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას, მიზეზს თუ რატომ შეფასდა კონკურსანტი პირობითად 3 ქულით და არა 4 ან 5 ქულით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ იქნება დაცლილი სუბიექტური ფაქტორისგან, შესაძლებელი იქნება თვითნებური, ობიექტურ გარემოებათა უგულებელყოფით მიღებული.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოების მოსაზრებას მასზედ, რომ სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს, თუ რატომ იქნა შეფასებული კონკურსანტი ამა თუ იმ ქულით, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებშია მიღებული. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ნიშნავს თვითნებურ გადაწყვეტილებათა მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული უფლებამოსილება კიდევ უფრო მეტად აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულებას დაასაბუთოს გადაწყვეტილება, რადგან რამდენიმე შესაძლო გადაწყვეტილებიდან მიღებულ უნდა იქნეს ყველაზე უფრო ადეკვატური, თანაზომიერი, საჯარო და კერძო ინტერესთა გათვალისწინებით. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლი ხორციელდება კანონიერების შემოწმების კუთხით და სასამართლო არ იჭრება მის მიზანშეწონილობაში, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილის მიხედვით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 სექტემბრის №--------- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს განემარტა, რომ ინდივიდუალური შეფასების ფორმების შევსება და ქულების შემოხაზვა არ შეიძლება ჩაითვალოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებად.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთხელ იქნა განმარტებული და მყარად დადგენილ პრაქტიკას წარმოადგენს (სუსგ ბს-571-571(კ-18) 11/07/2018; ბს-327-327 (კ-18) 21/06/2018; ბს-1165-1159(2კ-17); ბს--44--40(კ-17)), რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ყოველი გადაწყვეტილება საჭიროებს დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო ერთ-ერთ გადაწყვტილებაში განმარტავს, რომ ,,დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას“ (სუსგ ბს-525-512(კ-14) 19/02/2015).
პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც კომისიის წევრებისთვის გ--------- ჯ-----ს კომპეტენცია, პროფესიონალიზმი, გამოცდილება ცნობილი და აღიარებულია, მისი დაბალი ქულებით შეფასება, არალოგიკურია, რასაც ემატება ის გარემოებაც, რომ კომისიის წევრებს არ დაუსვამთ არცერთი კითხვა, რომელიც მოემსახურებოდა წინასწარ შემუშავებულ კითხვარში ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით გ--------- ჯ-----ს შეფასებას. ყოველივე ეს მიუთითებს სუბიექტური მოტივებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რაც სადავო აქტს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს ანიჭებს და ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ცალსახაა, რომ გ--------- ჯ-----ს კვალიფიკაციის დონე კომისიისთვის მისაღებია, ამდენად, არ არსებობს დამატებით გარემოებათა გამოკვლევა-შეფასების საფუძვლები. პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებული აქტების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა და საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის დავალება ადმინისტრაციული ორგანოსთვის, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ერთხელ უკვე გაბათილდა აქტი სადავო საკითხს გადაუწყვეტლად. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საჭიროებს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას. ცხადია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნულის განხორციელების სურვილი არ გააჩნია, სათანადო საფუძვლის გარეშე. პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გ--------- ჯ-----სთვის ვაკანტურ თანამდებობაზე რეკომენდაციის გაწევაზე უარის თქმის წინაპირობა. პალატა ადასტურებს გ--------- ჯ-----ს კონსტიტუციით გარანტირებული შრომითი უფლების გაუმართლებელ ხელყოფას, რაც სასამართლო კონტროლის შედეგად უნდა აღმოიფხვრას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--------- ჯ----- გასაუბრების გარეშე იქნება წარდგენილი თანამდებობაზე.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვინაიდან განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გ--------- ჯ-----ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. გ--------- ჯ-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
5. ბათილად იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზ------------–-----------–----------------- მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობის 2017 წლის 29 ივნისის სხდომის №---,--- ოქმი;
6. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2017 წლის 30 ივნისის №-- ოქმი;
7. დაევალოს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც გ--------- ჯ----- გასაუბრების გარეშე იქნება წარდგენილი თანამდებობაზე დასანიშნად.
8. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №-2), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -