1. სახელმწიფო ტყის ან კერძო საკუთრების ტყის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესებით.
2. სახელმწიფო ტყის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით.
3. სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე.
4. ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, 2012 წლის 1 იანვრამდე იქნა გამოცემული, მიღებული ან შედგენილი. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ტყის საზღვრის კორექტირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად დგინდება, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს.
5. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. ამ მიმართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თანხმობა. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრების რეგისტრაცია არ აჩერებს უძრავ ნივთზე სხვა რაიმე უფლების ან ვალდებულების რეგისტრაციას.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4947 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 3
ივნისის კანონი
№
5154
- ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5962 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №974 – ვებგვერდი, 05.11.2021წ.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1101 – ვებგვერდი, 24.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 15.12.2021 კანონი №1101
- 02.11.2021 კანონი №974
- 22.05.2020 კანონი №5962
- 03.06.2016 კანონი №5154
- 24.06.2011 კანონი №4947
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.11.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 151. ტყის საზღვრის დადგენისა და მასში ცვლილების რეგისტრაცია. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების რეგისტრაცია 1. სახელმწიფო ტყის ან კერძო საკუთრების ტყის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესებით. 2. სახელმწიფო ტყის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით. 3. სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირება რეგისტრირდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველის მიმართვის საფუძველზე. 4. ტყის საზღვრის კორექტირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას წარმოშობს, 2012 წლის 1 იანვრამდე იქნა გამოცემული, მიღებული ან შედგენილიშედგენილი. იქნა„მიწის 2012ნაკვეთებზე წლისუფლებათა 1სისტემური იანვრამდე.და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ტყის საზღვრის კორექტირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის მფლობელის (მოსარგებლის) განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად დგინდება, რომ სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს. 5. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრებისა და მათში ცვლილების რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე. ამ მიმართვას თან უნდა ერთოდეს შესაბამისი მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრის თანხმობა. ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის საზღვრების რეგისტრაცია არ აჩერებს უძრავ ნივთზე სხვა რაიმე უფლების ან ვალდებულების რეგისტრაციას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო რეესტრის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 30/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება