მუხლი 15. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის რეგისტრაცია და მათი შეცვლა
თავი II — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი
1. მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება:
ა) მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა.
3. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების სარეგისტრაციო წარმოების ვადები განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4947 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4850 - ვებგვერდი, 02.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.06.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
წინა რედაქცია (30.12.2008 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის რეგისტრაცია და მათი შეცვლა 1. მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, გარდასარსოფლო-სამეკურნეო დაცნიო ტშნულერიტორიების, ქალაქ თბი შეცვლისის და ქალაქ ბათუმის ადმინისტ არაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისა, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა. 3. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციის წესი და პირობები გ, ანგრეთვე მიწის ნაზღკვრება თინსტრუქციით. თ დავნი III. მოძრავ შნულების ცვთლილების სა და არამატეგისტრაციო წალურ ქმონებრივ სიკ ვადეთეზე უფლები გათნისაზღვრეება ინსტრუქციით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(10)
საქმე №ბს-865(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2025
…თანახმად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადასტურებს კომლის წევრთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ ფლობას. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლზე, რომელიც არეგულირებს მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის…
საქმე №ბს-277(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
…მუხლებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ თანდართული ინსტრუქციის პირველ მე-9, მე-13, მე-14, მე-15, მე-16 მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ (ძალადაკარგული…
საქმე №ბს-141(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2023
…მითითებული №00008 იდენტურობის ოქმი დღემდე სადავოდ არ არის მხარეებს შორის. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თელავის რაიონული სასამართლოს სამართლებრივი შეფასება მითითებულ უფლების დამდგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით, იმ პირობებში, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტები დღეის მდგომარებით ძალაშია და არ…
საქმე №ბს-1185(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
…შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. „ტყის კოდექსის’ ’ 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების კორექტირების შესაძლებლობა (შემთხვევა) გათვალიწინებულია ასევე,,,საჯარო რეესტრის შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 15.1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზეც, რომლის თანახმადაც საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი…
…და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. „ტყის კოდექსის" 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების კორექტირების შესაძლებელობა (შემთხვევა) გათვალიწინებულია ასევე, „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის 15.1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზეც, რომლის თანახმადაც: საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის…
…ან მიწის ნაკვეთი, რომელიც, მისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ამ მიზნით იქნეს გამოყენებული. შემოსავლების სამსახური, ასევე, მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება…