გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-95-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.08.2--- წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნატა თედეშვილი
სხდომის მდივანი ელენე ომიაძე
მოსარჩელე- შპს ,,ბსბ ტერმინალი",წარმომადგენელი - გიორგი ყავლაშვილი, სანდრო სუბელიანი, თათია ნანობაშვილი,მოპასუხე- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური,წარმომადგენელი - ნესტან ბარბაქაძე,დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელე მოითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 6 დეკემბრის №892018688720-16 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 06 თებერვლის №44154 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
სარჩელში მითითებულია, რომ შპს ,,ბსბ ტერმინალის" წარმომადგენელმა 2018 წლის 6 აგვისტოს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2018 წლის 7 სექტემბერს ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ განცხადება განსახილველად გადაეგზავნა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებების დასაბუთებულობის საკითხის შემსწავლელ კომისიას, თუმცა კომისიის 2018 წლის 3 სექტემბრის სხდომის ოქმით, კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ დაინტერესებული პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ს. კ. 8-.10.39.295 მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ მოთხოვნა არ იყო დასაბუთებული. მოსარჩელეს დაევალა დამატებით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების წარდგენა. მოსარჩელემ მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც განმარტა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას დაამტკიცოს სამშენებლოდ გამოყენების პირობები მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, რაც გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 06 თებერვლის №44154 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ამასთან მიუთითა, რომ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. წერილობით შესაგებელში მითითებულია, რომ შპს ,,ბსბ ტერმინალის" წარმომადგენელმა 2018 წლის 6 აგვისტოს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს და მოითხოვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მდებარე მიწის ნაკვეთის ს.კ. 8-.10.39.295 მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების რეგისტრაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 07 აგვისტოს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, რითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებების სამართლებრივი საფუძვლები და ეცნობა, რომ დოკუმენტაცია გადაიგზავნებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებების დასაბუთებულობის საკითხის შემსწავლელ კომისიაში, მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების დასაბუთებულობის წინასწარი შეფასებისა და ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნის შემუშავების მიზნით. მარეგისტრირებელი ორგანოს 2018 წლის 05 სექტემბრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებების დასაბუთებულობის საკითხის შემსწავლელ კომისიის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 სექტემბრის სხდომის ოქმის თანახმად, მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და დაინტერესებულ პირს დამატებით უნდა წარედგინა შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. მითითებული დოკუმენტაციის წარსადგენად მიეცა 10 დღიანი ვადა. 2018 წლის 19 სექტემბერსა და 11 ოქტომბერს დაინტერესებულმა პირმა წარადგინა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის წერილები, არქიტექტორის განმარტება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 6 დეკემბრის №892018688720-16 გადაწყვეტილებით კი დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებების რეგისტრაციაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 06 თებერვლის №44154 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელემ 2018 წლის 06 აგვისტოს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებების რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ნივთზე, მდებარე: გარდაბანი, სოფელი მარტყოფი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 07 აგვისტოს №892018688720-03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ დოკუმენტაცია გადაიგზავნებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებების დასაბუთებულობის საკითხის შემსწავლელ კომისიაში, მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების დასაბუთებულობის წინასწარი შეფასებისა და ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნის შემუშავების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-15);
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 44-57; 66-80);
-წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 92-104);
- განცხადება (ტომი I, ს. ფ. 16);
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 07 აგვისტოს №892018688720-03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 17-18);
3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 05 სექტემბრის №892018688720-07 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებების დასაბუთებულობის საკითხის შემსწავლელ კომისიის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 სექტემბრის სხდომის ოქმით, მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და დაინტერესებულ პირს დამატებით უნდა წარედგინა შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. მითითებული დოკუმენტაციის წარსადგენად მიეცა 10 დღიანი ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-15);
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 44-57; 66-80);
-წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 92-104);
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 05 სექტემბრის №892018688720-07 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 19-21);
3.1.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 6 დეკემბრის №892018688720-16 გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ 2015 წლის 31 ივლისის №1235/ს ბრძანებით შექმნილმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებების დასაბუთებულობის საკითხის შემსწავლელმა კომისიამ დაინტერესებული პირის მოთხოვნა არ მიიჩნია დასაბუთებულად და უარი ეთქვა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება, მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურდიული დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 06 თებერვლის №44154 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ კომისიამ განიხილა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საკითხი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ მოთხოვნა მიიჩნია დაუსაბუთებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 2-15);
- დაზუსტებული სარჩელი (ტომი I, ს. ფ. 44-57;66-80);
-წერილობითი შესაგებელი (ტომი I, ს. ფ. 92-104);
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 06 დეკემბრის №892018688720-16 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 22);
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურდიული დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 06 თებერვლის №44154 გადაწყვეტილება (ტომი I, ს. ფ. 23-27);
4.1. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, მოპასუხეს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, თუ რატომ არ იყო დასაბუთებული მოსარჩელის წარმომადგენელის მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების თაობაზე, ამასთან გაურკვეველია მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნა შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების წარდგენის თაობაზე; მოსარჩელეს არ გაეწია სამართლებრივი დახმარება 2015 წლის 31 ივლისის №1235/ს ბრძანებით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებების დასაბუთებულობის საკითხის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ხოლო მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები სრულყოფილად, მოსარჩელეს არ გაეწია სამართლებრივი დახმარება 2015 წლის 31 ივლისის №1235/ს ბრძანებით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებების დასაბუთებულობის საკითხის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მოსარჩელეს მოეთხოვა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების წარდგენა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის არასაკმარისი, რის გამოც საქმეზე დადგენილი ფაქტები ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ'' საქართველოს კანონი; ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია;
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 6 დეკემბრის №892018688720-16 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 06 თებერვლის №44154 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული გადაწყვეტილებები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტებს და აღნიშნული აქტების კანონშესაბამისობა, მათი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ" და „ი" ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით, მათ შორის ცვლილების რეგისტრაციის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წარმოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების სარეგისტრაციო წარმოების ვადები განისაზღვრება ??????????? .
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის, მე-18- მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ახორციელებს სააგენტო, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადების/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის განხილვის, მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების დასაბუთებულობის საკითხის წინასწარი შეფასებისა და ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნის შემუშავების მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარე ქმნის სამუშაო ჯგუფს კომისიის სახით (შემდგომში – კომისია), რომელშიც თავად არ მონაწილეობს, მე-9 პუნქტის თანახმად, კი კომისიის ნებისმიერი დასკვნა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება სააგენტოს თავმჯდომარეს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დასკვნის წარდგენიდან 5 დღის ვადაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18- მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განცხადების/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობის დადასტურების შემთხვევაში იგი იღებს გადაწყვეტილებას მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ, რის საფუძველზეც ტერიტორიული სამსახური უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლის რეგისტრაციას. განცხადების/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუსაბუთებლობის შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე უარის შესახებ, რომელიც საჩივრდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 05 სექტემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის №892018688720-07 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებების დასაბუთებულობის საკითხის შემსწავლელ კომისიის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 3 სექტემბრის სხდომის ოქმით, მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და დაინტერესებულ პირს დამატებით უნდა წარედგინა შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. მითითებული დოკუმენტაციის წარსადგენად მიეცა 10 დღიანი ვადა. აღნიშნული ხარვეზის შევსების მიზნით, მოსარჩელის წარმომადგენელმა მიმართა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის სამსახურს მშენებლობის გაცემის მიზნით, რაზედაც ამ უკანასკნელს 2018 წლის 31 ივლისის №04----- წერილით ეცნობა, რომ შპს ,,ბსბ ტერმინალის" საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ს.კ. 8-.10.39.259 საბაჟო-სასაწყობე შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის საჭიროა მოხდეს მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებაზე. კატეგორიის ცვლილების შემდეგ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის სამსახური არ იქნება წინააღმდეგი წარდგენილი არქიტექტურის ნაწილის და ესკიზის მიხედვით აღნიშული პროექტის განხორციელებისა (ტომი I, ს.ფ. 111).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არ გაეწია სამართლებრივი დახმარება 2015 წლის 31 ივლისის №1235/ს ბრძანებით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებების დასაბუთებულობის საკითხის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მოსარჩელეს მოეთხოვა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების წარდგენა.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამშენებლო მიწის ნაკვეთი განმარტებულია თუ ის მოქცეულია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით განსაზღვრული კონკრეტული ფუნქციური ზონების საზღვრებში, ხოლო მესამე პუნქტის თანახმად კი, სამშენებლო მიწის ნაკვეთის განვითარების პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით, მათ შორის, ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში გააჩნია მიწის ნაკვეთები შემდეგი საკადასტრო კოდებით: 8-.10.39.1-- და 8-.10.39.295. მათგან 8-.10.39.1-- საკადასტრო კოდით არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საბაჟო-სასაწყობე შენობა-ნაგებობა, ხოლო მომიჯნავე მიწის ნაკვეთი გამოიყენება მისი გამართული ფუნქციონირებისათვის, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადასაადგილებლად, საპარკინგედ და სხვა საბჟო-საწყობისათვის დამახასიათებელი საქმიანობისათვის. 8-.10.39.295 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ესაზღვრება საბაჟო-სასაწყობე შენობა-ნაგებობას. (ტომი I, ს. ფ. 116)
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-7 მუხლის მეორე პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, სამშენებლოდ შეზღუდულ მიწის ნაკვეთზე დაშვებულია ტერიტორიის ძირითადი ფუნქციით განპირობებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა, აგრეთვე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საქართველოს მოქალაქეების, ოჯახების (კომლების) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მათ შორის, საკომლო მეურნეობის მიწის ნაკვეთებზე. სხვა დანარჩენი ობიექტების მშენებლობისათვის საჭიროა განაშენიანების რეგულირების გეგმით შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილება.
დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სასოფლო-სამეურენო დანიშნულების მიწის ნაკვეთზეც შეუძლია განახორციელოს მშენებლობა. შესაბამისად გაურკვეველია მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნა შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების წარდგენასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე არ გაეწია სამართლებრივი დახმარება, 2015 წლის 31 ივლისის №1235/ს ბრძანებით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებების დასაბუთებულობის საკითხის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ, მით უფრო საერთოდ გაურკვეველია მისი მიღების საფუძველი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 17 ივნისის №1101/ს ბრძანებით დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების დასაბუთებულობის საკითხის შემსწავლელი კომისიის №3- სხდომის ოქმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს გარდაბნის რაიონი, სოფელ მარტყოფში მდებარე მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე კომისიის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით ეთქვა უარი დაუსაბუთებლობის საფუძვლით, თუმცა არაფერია მითითებული რაში გამოიხატა მოთხოვნის დაუსაბუთებლობა. მოსარჩელეს დამატებით მოეთხოვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების წარდგენა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ კომისიის ოქმის გასაჩივრების წესთან დაკავშირებით არაფერია მითითებული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18- მუხლის მე-10 პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე არ მიუღია გადაწყვეტილება მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე უარის თქმის შესახებ რომელშიც ასევე მიეთითებოდა გასაჩივრების წესთან დაკავშირებით, ხოლო მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების დასაბუთებულობის საკითხის შემსწავლელი კომისიის №3- სხდომის ოქმი გასაჩივრების წესს საერთოდ არ ითვალისწინებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი _ რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა", ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტების თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, შეაგროვოს ცნობები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა _ შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო აქტის გამოცემისას ობიექტურად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობები, რის შედეგადაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ფორმალურად, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, მოპასუხეს შეფასება არ მიუცია იმ გარემოებისათვის, თუ რატომ არ იყო დასაბუთებული მოსარჩელის წარმომადგენელის მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების თაობაზე, ამასთან გაურკვეველია მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნა შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების წარდგენის თაობაზე.
ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით კანონსაწინააღმდეგოა, რის გამოც სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო აქტი. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და ობიექტური შეფასების საფუძველზე.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. ხელახლა, კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება და სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახური 2018 წლის 6 დეკემბრის №892018688720-16 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 06 თებერვლის №44154 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შესახებ მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
სადავო საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მოპასუხე ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გადაწყვეტილება მიიღოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით. რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა, კერძოდ კი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე ს. კ. 8-.10.39.295 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების შეცვლის შესახებ, სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ამ ეტაპზე გამორიცხავს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ რის გამოც, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-10, მე-13, მე-17, მე-19, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ბსბ ტერმინალის" წარმომადგენლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 6 დეკემბრის №892018688720-16 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2--- წლის 06 თებერვლის №44154 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებები და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დადგენილ ვადაში საქმის ყოველმხრივი განხილვის შემდეგმ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, 14 დღის ვადაში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნატა თედეშვილი