გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №340310018002713270
საქმე №3/132-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22.05.2019 წელი, ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე იოსებ აბრამიძე
სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი
მოსარჩელე - ლე--- ჩხ---ე
წარმომადგენელი - პა---ა კი----ე
მოპასუხე - სა------------------------------–-----------ო
წარმომადგენელი - თი-----ნ გუ-–--------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი, ძალაში შესვლის დღიდან, სსიპ სა------------------------------–------------ს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონული ოფისის 12.09.2018 წლის №0--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც ლე--- ჩხ---ეს უარი ეთქვა მის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრაციაზე და სა------------------------------–------------ს 11.10.2018 წლის №4----- გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სა------------------------------–------------ს, გამოცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ სსა------------------------------–------------ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-15 მუხლის და მე-2 მუხლის ანალიზის საფუძველზე, კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო სტატუსის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის სტატუსით შეცვლას, ხოლო არასასოფლო- სამეურნეო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრაცია გამოიწვევს მისი სტატუსის შემცირებას, რაც ეწინააღმდეგება კანონს. ამიტომ, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2011 წელს, მოსარჩელე ლე--- ჩხ---ემ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ--–------ში, შეიძინა 151708.00 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით - 5------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საჯერო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი (ს.ფ. 85-87).
3.2. მოსასრჩელემ, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა მის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსის მინიჭება, რაც მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლე--- ჩხ---ის განცხადება (ს.ფ. 84);
- სა------------------------------–------------ს 2011 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 77);
- სა------------------------------–------------ს ამონაწერი (ს.ფ. 74-76).
3.3. მოსარჩელემ ვერ განახორციელა დაგეგმილი ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა, იხდის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის გადასახდებს. ამიტომ, მიწის ნაკვეთის პირვანდელი სტატუსის დაბრუნების მიზნით, მან მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული განცხადება შესასწავლად გადასცა მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების დასაბუთებულობის საკითხის კომისიას, ხოლო №0--------------- გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს მიწის ნაკვეთის მიზნობირობის შეცვლაზე ეთქვა უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა-ახსნა განმარტება;
- არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ამონაწერი (ს.ფ. 111-125);
- ლე--- ჩხ---ის განცხადება (ს.ფ. 50);
- სა------------------------------–------------ს 2018 წლის 12 სექტემბრის №89------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 17);
- სა------------------------------–------------ს 2018 წლის 12 სექტემბრის №8------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 16);
3.4. მოსარჩელემ მარეგისტრირებლი ორგანოს 2018 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სა------------------------------–------------ს 11.10.2018 წლის №4----- გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლე--- ჩხ---ის საჩივრის ასლი (ს.ფ. 49);
- სა------------------------------–------------ს 11.10.2018 წლის №4----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-19);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს ლე--- ჩხ---ის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქცია.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - სა------------------------------–------------ს 2018 წლის 12 სექტემბრის №0--------------- გადაწყვეტილება „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ და სააგენტოს 2018 წლის 11 ოქტომბრის №4----- გადაწყვეტილება „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი, აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.
6.2. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე, როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტს წარმოადგენს სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება უძრავ ნივთზე უფლებები, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი პუნქტის თანახად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესაძლებელია სარჩელი აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუმცა, ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარჩელთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
6.3. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ლე--- ჩხ---ეს საკუთრებაში გააჩნია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ--–------ში. მხარეთა მიერ უდავო ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ ლე--- ჩხ---ეს მასზე არ განუხორციელებია ეკონომუკური საქმიანობა, თუმცა იხდის მიწის ნაკვეთის სტატუსის შესაბამის გადასახადს, რაც აღემატება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის გათვალისწინებულ გადასახადს და მხარეს ადგება მატერიალური ზიანი.
სასამართლოს განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დადგენილია, რომ მხარე ვერ განსკარგავს მის საკუთრებაში არსებულ ქონებას იმ მიზნებით რაც სურს და იხდის გაზრდილ გადასახადს მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ არ ახორციელებს მასზე ბიზნეს-საქმიანობას და სურს ბაღის გაშენება (იხ. ლევნა ჩხ---ის განცხადება ს.ფ). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სა------------------------------–------------ს გადაწყვეტილება პირდაპირ და უაშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის ინტერესებს.
გარდა ამისა, საკუთრების უფლება თავისი სრული, ექსკლუზიური ხასიათის გამო განსაკუთრებული უფლებაა მისი შეზღუდვის უფლება მკაცრადაა რეგლამენტირებული კანონით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, ესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა თავისი ნივთით. კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება, თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს.
კანონის ზემოაღნიშნული ნორმები ქონების მესაკუთრეს ანიჭებს უფლებას, ისარგებლოს და განკარგოს ქონება ისე, რომ არ შელახოს მესამე პირთა უფლებები. მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებრივი მდგომარეობა ასევე გამოხატულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონისმე-15 მუხლის პირველ ნაწილში, რომლი თანახმად, თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, გამოხატულია მოსარჩელის - მიწის ნაკვეთის კანონიერი მესაკუთრის ნება, განკარგოს და ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით და ამგვარი სარგებლობით არ იკვეთება მესამე პირთა უფლებების ან საჯარო ინტერესების შელახვა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის უარი, განახორციელოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დანიშნულების შეცვლის რეგისტრაცია, არათუ არ ემყარება არავითარ ფაქტობრვ თუ სამართლებრივ საფუძვლებს, არამედ ხელყოფს მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკეთის სტატუსის შეცვლის შემდგომ, მასზე რაიმე სახის აქტივობა არ განხორციელებულა და თავისი ფაქტობრივი მდგომარეობით, იგი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება და ეს პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან სსიპ სა------------------------------–------------ს 12.09.2018 წლის №0--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და სა------------------------------–------------ს 11.10.2018 წლის №4----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებს, ხოლო სა------------------------------–------------ს უნდა დაევალოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც, ლე--- ჩხ---ის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
საქმეში წარმოდგენილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, სა------------------------------–------------ს მოსარჩელის სასაგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის ანაზრაურება ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლე--- ჩხ---ის (პ/ნ 0----------) სარჩელი, მოპასუხე სსიპ სა------------------------------–-----------ოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, დაკმაყოფილდეს:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი, ძალაში შესვლის დღიდან, სსიპ სა------------------------------–------------ს 12.09.2018 წლის №0--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი, ძალაში შესვლის დღიდან, სსიპ სა------------------------------–------------ს 11.10.2018 წლის №4----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1.3. დაევალოს მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ლე--- ჩხ---ის საკუთრებაში არსებული, 51.16.54.064 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (მდებარე - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩ--–------ში) დანიშნულების ცვლილებისა და მისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მინიჭების შესახებ.
2. მოპასუხე სსიპ სა------------------------------–------------ს მოსარჩელე ლე--- ჩხ---ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით.
მოსამართლე იოსებ აბრამიძე