მუხლი 13. უფლებათა რეგისტრაციის და რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა
თავი II — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი
1. თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ.
2. თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ერთი და იმავე შინაარსის უფლების რეგისტრაცია, რომლებიც არ გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ ამ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.
3. თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე სხვადასხვა შინაარსის უფლების რეგისტრაცია, რომლებიც არ გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უფლებათა რეგისტრაციის რიგითობა განისაზღვრება მათი შინაარსის შესაბამისად.
4. რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრება უფლების რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის (განცხადების რეგისტრაციის) დროის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (19.12.2008).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(65)
საქმე №ბს-96(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.11.2025
…რომ სადავო უძრავ ქონებაზე სს „ე...ს“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა მანამ, სანამ იმავე უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდებოდა თ. კ-ეის საკუთრების უფლება და მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაცია ეწინააღმდეგებოდა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, რაც ადასტურებდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უზუსტობას და ქმნიდა მისი ბათილობის…
საქმე №ას-42-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2025
…გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. 8. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები: 8.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ იხელმძღვანელა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქ–ველოს კანონის მე-11 და მე-13 მუხლებით, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ვინაიდან არ დგინდება მოპასუხის მიერ მითითებული ადგილმდებარეობა და მათ საკუთრებაში არსებული…
საქმე №ბს-648(7კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2025
…არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის“ 61 მუხლზე, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 13.1 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე, მათში ცვლილება წარმოებს…
საქმე №ბს-522(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
…უკეთესი სამართლებრივი საფუძველი... უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი…
საქმე №ბს-277(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
…პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ (ძალადაკარგულია 2020 წლის 1 იანვრიდან იუსტიციის მინისტრის 12/31/2019 N87 ბრძანებით) პირველ, მე-13, მე-14 მუხლებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული…
საქმე №ბს-564(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
საქმე №ბს-1155(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2023
საქმე №ბს-671(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
საქმე №ბს-66(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2023
საქმე №ბს-942(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.12.2022
საქმე №ბს-137(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.11.2022
საქმე №ბს-31(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.09.2022
საქმე №ბს-1291(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2022
საქმე №ბს-1141(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2022
საქმე №ბს-720(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.06.2022
საქმე №ბს-652(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2022
საქმე №ბს-337(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.11.2021
საქმე №ბს-1009(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.10.2021
საქმე №ბს-451(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.06.2021
საქმე №ბს-459(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.03.2021
საქმე №ბს-282(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2020
საქმე №ბს-517(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2020
საქმე №ბს-1011(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.12.2018