გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.04.2019
საქმის ნომერი
330210118002497360
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210118002497360

საქმე №2/17811-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 არილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი ანი ჯაჭვაძე

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე მ-------------–ი, დ--------------–ი

წარმომადგენლები ლ-–--–---–---ე, ლ----------–-ა

 

მოპასუხეები ნ--–-------–---–ი, გ-------------ე, ზ-------------------–---–ი, მ------------–---–ი, ს--–-------------–ი, სსიპ ს-------------------------------–ი სააგენტო

 

ნ--–-------–---–ის, გ-------------ის, ზ-------------------–---–ის, მ------------–---–ის წარმომადგენელი მ------------–--ე

ს--–-------------–ის წარმომადგენლები გ-----------–---–---–ი, ნ------------ე

სსიპ ს-------------------------------–ი სააგენტოს წარმომადგენელი შ-------------–-–---–ი

 

მესამე პირები ნ-----–--–--ე, ს-----------------–ი

ს-----------------–ის წარმომადგენელი ლ---–--------------–ი

 

დავის საგანი კრების ოქმის ნამდვილობის აღიარება, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2018 წლის შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმის ნამდვილად აღიარება.

 

1.2. დაევალოს სსიპ ს-------------------------------– სააგენტოს სადავო კრების ოქმის შესაბამისად ასახოს საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილება.

 

(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია, იხ. 14.03.019წ. სხდომის ოქმი, 15:15:25სთ)

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:

 

შპს ,,ხ--------ი 9-’’ რეგისტრირებულია 199- წლის 14 ივნისს მ---–----------------- სასამართლოს მიერ და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფართების იჯარით გაცემა და სხვა კომერციული საქმიანობა. შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის დირექტორის პოზიცია უკავია ზ-------------------–---–ს, ხოლო წილები გადანაწილებულია შემდეგნაირად:

- შ--–-----------–ი - 24%, მისი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული წილის მმართველები გახდნენ მემკვიდრეები: ს-----------------–ი, ს--–-------------–ი, დ--------------–ი და მ-------------–ი.

- ნ-----–--–--ე - 9%;

- ნ--–-------–---–ი - 7%;

- გ-------------ე - 15%;

- ზ-------------------–---–ი - 10%, რომელიც ასევე იკავებს დირექტორის პოზიციას;

- მ-------------–ი - 25%;

- მ------------–---–ი - 10%.

 

მოსარჩელის მითითებით, დირექტორი თვითნებურად ახდენდა და დღემდე ახდენს დივიდენდების განაწილებას, რაც წარმოადგენს ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და კომპანიის წესდების 6.7 მუხლის უხეშ დარღვევას, ასევე იგი თვითნებურად ახორციელებს 24%-ის მფლობელი პარტნიორის შ--–-----------–ის წილის მმართველებს შორის წილების და შესაბამისად დივიდენდების განაწილებას, მიუხედავად იმისა, რომ მემკვიდრეებს შორის სასამართლო განხილვა სამკვიდრო ქონების განაწილებასთან დაკავშირებით არ არის დასრულებული და სახეზე არ არის შესაბამისი გადაწყვეტილება. ამდენად, უცნობი იყო როგორც, მისაღები დივიდენდის რაოდენობა, ასევე პარტნიორთა კრებაზე თითოეული მათგანისთვის მისანიჭებელი ხმათა რაოდენობა, შესაბამისად ცხადია, რომ აუცილებელი და გონივრული იქნებოდა, რომ ამ შემთხვევაში შეჩერებულიყო დივიდენდების გაცემა. აღნიშნული ვითარებიდან გამოსავლის მოძებნის მიზნით 2018 წლის 15 თებერვალს მ-------------–ის მიერ მოწვეული იქნა რიგგარეშე პარტნიორთა საერთო კრება, რომელზეც განსახილველ საკითხად განსაზღვრული იყო ზ-------------------–---–ის დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლება და აღნიშნულ პოზიციაზე დ--------------–ის დანიშვნა. პარტნიორთა კრებაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა ზ-------------------–---–ის თანამდებობიდან გათავისუფლების და მის ადგილას დ--------------–ის დანიშვნა. აღნიშნული კრების ოქმის საფუძველზე დ--------------–მა განცხადებით მიმართა ს-------------------------------– სააგენტოს 1--------- წელს და მოითხოვა შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა, კერძოდ ხელმძღვანელი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის ნაწილში ცვლილების განხორციელება.

 

აღნიშნულის პარალელურად, მ-------------–ის მიერ რეესტრში ოქმის წარდგენიდან 1 საათში, ასევე 2018 წლის 16 თებერვალს ზ-------------------–---–მა ს-------------------------------– სააგენტოს წარუდგინა 15.02.2018 წლის პარტნიორთა კრების ოქმის ალტერნატიული ვერსია, რომლითაც მოითხოვა კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა, აღნიშნული კრების ოქმი ვერ იქნება ნამდვილი, ვინაიდან ზ-------------------–---–მა 15.02.2018 წლის პარტნიორთა კრება დატოვა დროზე ადრე და უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე, რაც დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. საჯარო რეესტრმა არ მოახდინა დ--------------–ის მიერ წარდგენილი ოქმის საფუძველზე მონაცემის რეგისტრაცია და მიიჩნია, რომ იგი მიღებულია კანონდარღვევით. რასაც არ ეთანხმება მოსარჩელე და მიაჩნია, რომ დ--------------–ის მიერ წარდგენილი კრების ოქმი სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და კომპანიის წესდებასთან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა მ------------–---–მა, ნ--–-------–---–მა, ზ-------------------–---–მა და გ-------------ემ წარმოდგენილი დამოუკიდებელი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ საწარმოს დირექტორი ზ-------------------–---–ი დივიდენდებს ანაწილებს პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად. მოპასუხეთა მითითებით 2018 წლის 15 თებერვლის სხდომა არ გამართულა შესაბამისი გადაწყვეტილებაუნარიანობის არ ქონის გამო. დ--------------–ის მიერ წარდგენილი პარტნიორთა კრების ოქმი სრულად არ ასახავს პარტნიორთა კრებაზე მიმდინარე მოვლენებს. მ. რ---–---–ის მითითებით, შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის პარტნიორთა კრების ოქმი, რომელიც სრულად გამოხატავს პარტნიორთა კრებაზე განვითარებულ მოვლენებს არის 2018 წლის 15 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმი N------ სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------. რაც შეეხება, ამავე დღეს პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმს (რეგისტრაციის ნომერი:1--------), მასში პარტნიორთა კრებაზე განვითარებული მოვლენები არასწორადაა ასახული.

 

2.2. მოპასუხე ს--–-------------–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო პარტნიორთა კრება მოწვეული არ ყოფილა კანონის სრული დაცვით. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელე უკანონოდ ცდილობს დაასაბუთოს, რომ თითქოს საზოგადოების 33% წილის მფლობელ პარტნიორებს (მ-------------–ი და ნ-----–--–--ე) ჰქონდათ უფლება მიეღოთ რაიმე სახის გადაწყევტილება, მითუმეტეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა მოქმედი დირექტორის განთავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და ახალი დირექტორის დანიშვნა. მოსარჩელეები უკანონოდ მიუთითებენ, რომ თითქოს 10% წილის მფლობელ პარტნიორს ზ-------------------–---–ს არ ჰქონდა კრებაზე ხმის უფლება და ასევე არასწორად მიუთითებენ, რომ თითქოს წილის მმართველებს არ შეეძლოთ მიეღოთ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში, უდავოა, რომ საზოგადოების პარტნიორთა უმრავლესობა არ ეთანხმებოდა ინიცირებულ საკითხს დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით და შესაბამისად სრულიად კანონიერად ს-------------------------------–მა სააგენტომ არ დაარეგისტრირა მოსარჩელის მიერ წარდგენილი 15.02.2018 წლის კრების ოქმი, ვინაიდან იმ პარტნიორებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დირექტორის ცვლილებას არ ჰქონდათ შესაბამისი ხმათა რაოდენობა გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, საზოგადოების პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება ხმების 51%-ით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მოსარჩელე ცდილობს დაასაბუთოს, რომ საზოგადოების 33% წილის მფლობელ პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რომელსაც სჭირდება 51%.

 

მოპასუხის მითითებით, იგი პირველ რიგში არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ ზ-------------------–---–ის მიერ დარღვეულია დირექტორის უფლებამოსილების განხორციელება. სასარჩელო მოთხოვნა არის კრების ოქმის ნამდვილობის აღიარება, მოქმედი კანონმდებლობით კი, საზოგადოების პარტნიორებს ნებისმიერ დროს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უფლება აქვთ განახორციელონ საზოგადოების ხელმძღვანელი პირის ცვლილება, შესაბამისად ამ კონკრეტულ შემთხვევაში დივიდენდის გაცემა ან/და არ გაცემის საკითხზე მსჯელობას არავითარი კავშირი არ აქვს საქმესთან, ვინაიდან სასამართლო კვლევის საგანს სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე წარმოადგენს სადავო კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება, ამდენად დამატებით დივიდენდის კანონიერების საკითხს მოპასუხე მხარე არ ეხება. მოპასუხის მითითებით, რეალურად მოსარჩელეთა ინტერესს წარმოადგენს ს--–-------------–ს, ს-----------------–ს და მათ შორის მიმდინარე სამკვიდრო დავის ინტერესებიდან გამომდინარე ს-------- და ს--–-------------–ისათვის პრობლემების შექმნა და რეალურად მათ არავითარი სხვა ინტერესი მიმდინარე საქმის მიმართ არ გააჩნიათ.

 

მოპასუხის მითითებით, მართალია დ--------------–ის მიერ წარდგენილი იქნა ს-------------------------------– სააგენტოში სადავო კრების ოქმი, მაგრამ იმის გამო, რომ კრების ოქმით განსაზღვრული გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან მის ხელმომწერ პირებს არ გააჩნდათ უფლება მიეღოთ გადაწყვეტილება მოქმედი დირექტორის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ს-------------------------------–ი სააგენტოს მიერ არ მოხდა შესაბამისი ცვლილების რეგისტრაცია, რაც ლოგიკური და კანონიერი ქმედება იყო ს-------------------------------–ი სააგენტოს მხრიდან. ამავდროულად, მართალია დ--------------–მა გამოხატა თანხმობა, საზოგადოების დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა ვინაიდან პარტნიორთა კრების მიერ არ იქნა მხარდაჭერილი მოქმედი დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, ბუნებრივია იგი არ იქნა დანიშნული საზოგადოების დირექტორად.

 

2.3. მოპასუხე ს-------------------------------–მა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ კრების ოქმის ნამდვილად აღიარებასთან მიმართებით სააგენტო ვერ განიხილება სათანადო მოპასუხედ. რაც შეეხება, მისთვის ქმედების განხორციელების დავალებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნას, აღნიშნულთან მიმართებით მარეგისტრირებელმა ორგანომ აღნიშნა, ს-------------------------------–ი სააგენტო არ ეთანხმება მოთხოვნას, რადგანაც მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი არ არის დოკუმენტაცია, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს აღნიშნული ცვლილების განხორციელების საფუძველს. კერძოდ, 2018 წლის 16 თებერვალს ს-------------------------------–ი სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურს სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა დ--------------–მა და მოითხოვა შპს „ხ--------ი 9-“-ის რეგისტრირებული მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილება. დ--------------–მა, 2018 წლის 16 თებერვალს 13:00 საათზე სარეგისტრაციოდ წარადგინა შპს „ხ--------ი 9-“-ის პარტნიორთა 2018 წლის 15 თებერვლის კრების ოქმი, რომლის მიხედვითაც დგინდება შემდეგი: კრება მოწვეულ იქნა კანონმდებლობისა და წესდების მოთხოვნათა დაცვით, პარტნიორთა კრებაზე გამოცხადდა ყველა პარტნიორი (მათ შორის, პარტნიორის წარმომადგენლები, წილის მმართველები და მათი წარმომადგენლები). კრების დღის წესრიგს წარმოადგენდა დირექტორის ზ-------------------–---–ის გათავისუფლება და დირექტორის თანამდებობაზე დ--------------–ის დანიშვნა. დამსწრე ყველა პარტნიორმა და წილის მმართველმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ კრების თავმჯდომარე იქნებოდა მ-------------–ი. გ-------------ის წარმომადგენელმა მ------------–--ემ ეჭვქვეშ დააყენა მ-------------–ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც იგი თავის უფლებამოსილებას ანიჭებდა ლ----------–-ას და ლ-–--–---–---ეს. პირველად, სწორედ აღნიშნულ საკითხს ეყარა კენჭი კრებაზე. კრების მუშაობაში მ-------------–ის წარმომადგენლების მონაწილეობას დაეთანხმა მ-------------–ი (25%), ნ-----–--–--ის წარმომადგენელი მ-------------–ი (9%) და შ--–-----------–ის წილის (24%) თანამმართველები მერი და დ--------------–ები. საკითხს არ დაეთანხმა გ-------------ის წარმომადგენელი მ------------–--ე (15%), მ------------–---–ის წარმომადგენელი ზ-------------------–---–ი (10%), ნ--–-------–---–ის წარმომადგენელი ზ-------------------–---–ი (7%) და შ--–-----------–ის წილის (24%) თანამმართველები ს-------- და ს--–-------------–ების წარმომადგენლები ლ---–--------------–ი და ლ--–-------–---–ი. კრებაზე ითქვა, რომ ვინაიდან განსახილველ იყო ერთადერთი საკითხი დირექტორის ცვლილება, ზ-------------------–---–ი (10%) ვერ მიიღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას, რადგან საკითხი ეხებოდა მისი, როგორც პარტნიორის ინტერესებს, შესაბამისად მას არ ექნებოდა ხმის უფლება. ამასთან, ვინაიდან შ--–-----------–ის წილის (24%) თანამმართველებს აქვთ განსხვავებული პოზიციები და მიმდინარეობს სასამართლო დავა - სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით (ამ ეტაპზე უცნობია რომელ მმართველს დარჩება წილები და რა რაოდენობით), 24%-ის პროპორციულად საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. ამ საკითხზე წილის მმართველებიც დათანხმდნენ. კრების ოქმში აღნიშნულია, რომ მსგავსი სახის გადაწყვეტილებას კრების მონაწილე ერთი ნაწილი არ დაეთანხმა და დატოვა კრება (გ-------------ის წარმომადგენელმა მ------------–--ემ, ზ-------------------–---–მა და სალომე და ს-----------------–ების წარმომადგენლებმა ლ---–--------------–მა და ლ--–-------–---–მა). კრებამ გააგრძელა მუშაობა დ კრებაზე დამსწრე პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება დირექტორის თანამდებობიდან ზ-------------------–---–ის გათავისუფლებისა და დ--------------–ის დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

ზ-------------------–---–მა 2018 წლის 16 თებერვალს 16:11 საათზე სარეგისტრაციოდ წარადგინა, შპს „ხ--------ი 9-“-ის პარტნიორთა 2018 წლის 15 თებერვლის კრების ოქმი რომლის მიხედვითაც დგინდება შემდეგი: პარტნიორები შეიკრიბნენ 14:00 საათზე და კრებას ესწრებოდა ყველა პარტნიორი (მათ შორის, წარმომადგენლები და წილის მმართველების წარმომადგენლები). ამასთან, კრების მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ლ----------–-ა და ლ-–--–---–---ე, რომელთაც მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდათ. კენჭი ეყარა მათ კრებაში მონაწილეობას. თანახმა იყვნენ მ-------------–ი (24%) და ნ-----–--–--ე (9%), ხოლო წინააღმდეგი - ნ--–-------–---–ი (7%), გ-------------ე (15%), ზ-------------------–---–ი (10%) და მ------------–---–ი (10%). ამასთან, 24%-ის თანამმართველები ვერ გამოვიდნენ ერთიანი პოზიციით. კრების ოქმში აღნიშნულია, რომ კრება გაგრძელდა მხოლოდ გ-------------ის წარმომადგენლის მ------------–--ისა და ზ-------------------–---–ის მონაწილეობით. თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მ------------–--ე და ვინაიდან ეს კრება არ იყო გადაწყვეტილებაუნარიანი, იგი შეწყდა.

 

ს-------------------------------–ი სააგენტოს მიერ დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილია, ორი ურთიერთშეუსაბამო კრების ოქმი, რომლებიც შეიცავენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ შინაარსს. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ს-------------------------------– სააგენტოში 2018 წლის 30 მარტს გაიმართა ზეპირი მოსმენა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად გამოცხადდნენ: მ-------------–ი თავად და როგორც ნ-----–--–--ის წარმომადგენელი, დავით და მ-------------–ების წარმომადგენელი ლ-–--–---–---ე, ზ-------------------–---–ი თავად და როგორც ნუცა და მ------------–---–ების წარმომადგენელი, გ-------------ის წარმომადგენელი მ------------–--ე და ს-----------------–ის წარმომადგენელი ლ---–--------------–ი, რომლის განცხადებით ის წარმოადგენს, ასევე ს--–-------------–საც, მაგრამ შესაბამისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

 

მოპასუხის განმარტებით, ზეპირი მოსმენის სხდომაზე ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა, ლ-–--–---–---ემ აღნიშნა, რომ დ--------------–ის მიერ წარდგენილი კრების ოქმი იყო კანონიერი და მარეგისტრირებელ ორგანოს არ უნდა გაეთვალისწინებინა ზ-------------------–---–ის მიერ წარდგენილი ალტერნატიული კრების ოქმი. ლ-–--–---–---ემ, ასევე აღნიშნა, რომ ზურაბი გამეზარდაშვილს, როგორც საზოგადოების დირექტორს და ამასთან პარტნიორს კრებაზე მისი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მონაწილეობა არ უნდა მიეღო. ასევე, არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში შ--–-----------–ის წილის მმართველებს, რადგან მათ არ ჰქონდათ საერთო მოსაზრება გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრებაზე ხმის უფლებით მონაწილეობდა ჯამში 66% წილის მესაკუთრე პარტნიორები, ხოლო დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით დადებითად განწყობილი იყო 34% (რაც წარმოადგენს ხმის უფლების მქონე პარტნიორთა 51.51%-ს), ხოლო მოწინააღმდეგე იყო 32% (რაც წარმოადგენს ხმის უფლების მქონე პარტნიორთა 48.49%-ს). ვინაიდან, კრება დატოვა მოწინააღმდეგე მხარემ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კრებაზე დამსწრეთა 34% წილის მესაკუთრე პარტნიორების მიერ.

 

აღნიშნულის საპირისპიროდ ზ-------------------–---–მა ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღნიშნა, რომ კრების მიმდინარეობის დროს არ ეთანხმებოდა მისი ხმის უფლების შეზღუდვას და აღნიშნა, რომ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განხილვა არ ზღუდავს პარტნიორის ხმის უფლებას. ამასთან, ვინაიდან კრების მიმდინარეობის დროს უთანხმოებები წარმოიშვა, კრებაზე დამსწრე პარტნიორების ერთი ნაწილი (მათ შორის, თავად ზ-------------------–---–იც) გავიდა გვერდით ოთახში და იქ განაგრძეს კრება. შესაბამისი ოქმიც წარადგინეს მარეგისტრირებელ ორგანოში 2018 წლის 16 თებერვალს 16:11 საათზე. მ------------–--ემ ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა მ-------------–ის მიერ ლ-–--–---–---ისა და ლ----------–-ას სახელზე გაცემულ მინდობილობას. ამასთან, ვინაიდან პარტნიორები ვერ შეთანხმდნენ ზ-------------------–---–ისთვის ხმის უფლების შეზღუდვაზე, მან ზ-------------------–---–თან და სხვა პარტნიორებთან ერთად განაგრძო კრება, რისი შედეგიც (კრების ოქმიც) მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა 2018 წლის 16 თებერვალს 16:11 საათზე. ანალოგიური მოსაზრება ჰქონდა ს-----------------–ის წარმომადგენელს ლ---–--------------–საც. იგი, ასევე არ იზიარებდა 2018 წლის 16 თებერვალს 13:07 საათზე წარდგენილი კრების ოქმის შინაარსს.

 

ს-------------------------------–მა სააგენტომ შეაფასა დ--------------–ის მიერ 2018 წლის 16 თებერვალს 13:07 საათზე წარდგენილი კრების ოქმი და დაადგინა შემდეგი: პარტნიორთა კრებაზე გამოცხადდა საზოგადოების პარტნიორთა 100% წილის მესაკუთრეები (მათი წარმომადგენლები, წილის მმართველები). დგინდება, რომ გადაწყვეტილება დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა დამსწრე პარტნიორთა (სრული შემადგენლობის 100%) 32%-ის მიერ. სააგენტოს მსჯელობა ემყარება იმ გარემოებას, რომ შ--–-----------–ის წილის მმართველები ესწრებოდნენ კრებას, მაგრამ პარტნიორთა და თავად წილის მმართველთა ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა, რომ ისინი ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში. ამასთან, ზ-------------------–---–ს არ მისცეს უფლება მონაწილეობა მიეღო კრებაზე, რადგან მისი მონაწილეობა წინააღმდეგობაში იყო საზოგადოების წესდებასთან. დადგინდა, რომ შ--–-----------–ის წილის მმართველები გამოცხადებულნი იყვნენ კრებაზე, შესაბამისად, მათ მიიღეს მონაწილეობა კვორუმის შექმნაში, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ მათ ხმის უფლებას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არ გამოიყენებდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიმღები დარჩენილი იყო მხოლოდ 100%-დან 76%. საზოგადოების წესდების მე-6 მუხლის 6.5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების მიღება შეეხება უშუალოდ ამა თუ იმ პარტნიორის ინტერესებს, ეს პარტნიორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ს-------------------------------–ი სააგენტო ვერ შეაფასებს ზ-------------------–---–ის, როგორც პარტნიორის ინტერესს, ეხება თუ არა კრების მიერ განსახილველი საკითხი. ამასთან, საზოგადოების წესდებაში არ არის დაკონკრეტებული თუ რა შემთხვევას მოიცავს აღნიშნული ჩანაწერი და შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული წესდების მსგავსი რეგულაცია. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, კრებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა დამსწრე პარტნიორთა 34%-ით (პარტნიორთა კრებას ესწრებოდნენ, როგორც ზ-------------------–---–ი, ასევე შ--–-----------–ის წილის მმართველები), ხოლო 32% არ დაეთანხმა მიღებულ გადაწყვეტილებას (კრების ოქმის მიხედვით, დატოვეს კრება). შესაბამისად, დარღვეულია კრებაზე გადაწყვეტილების მიღების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესი,რაც შეეხება, ზ-------------------–---–ის მიერ 2018 წლის 16 თებერვალს 16:11 საათზე წარდგენილ კრების ოქმს, სააგენტომ არ გაიზიარა აღნიშნული კრების შინაარსსაც, რადგან, როგორც ზეპირი მოსმენის სხდომაზე იქნა მხარეების მიერ აღნიშნული, ზ-------------------–---–მა, მ------------–--ემ, ლ---–--------------–მა და ლ--–-------–---–მა დატოვეს ადგილი, სადაც დაიწყო კრება და კრება განაგრძეს გვერდით ოთახში. ს-------------------------------–ი სააგენტო მიუთითებს, რომ კრების ჩატარების ადგილი არის მისამართი და ადგილი სადაც იქნება მოწვეული კრება, შესაბამისად, თანმყოფ პირთა შორის ჩატარებული კრების დაწყების ადგილიც უნდა ემთხვეოდეს მისი დასრულების ადგილს. კანონიერია მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილია ორი, ურთიერთშეუსაბამო შინაარსის კრების ოქმი და მარეგისტრირებელი ორგანოსთვის გაურკვეველი იყო თუ რომელი კრების ოქმით უნდა მომხდარიყო შპს „ხ--------ი 9-“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, სააგენტო მიიჩნევს, რომ სარეგისტრაციოდ არ ყოფილა წარდგენილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, რაც შპს „ხ--------ი 9-“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის (ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების) საფუძველი გახდებოდა.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირებს - ნ-----–--–--ეს და ს-----------------–ს პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. შპს ,,ხ--------ი’’ 1995 წლის 14 ივნისს დაარსებული მეწარმე სუბიექტია, რომლის დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ:

- ე-–------ რ---–---–ი - 20% წილის მესაკუთრე;

- ზ----- რ---–---–ი - 15% წილის მესაკუთრე;

- შ--–-----------–ი - 20% წილის მესაკუთრე;

- დ--------------–ი - 15% წილის მესაკუთრე;

- ა-------------–--ე - 30% წილის მესაკუთრე;

 

4.1.2. საზოგადოების წესდების 6.2 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს მმართველი ორგანოა პარტნიორთა კრება, რომელშიც შედის ყველა პარტნიორი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ამასთანავე, წესდების 6.5 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების მიღება შეეხება უშუალოდ ამა თუ იმ პარტნიორის ინტერესებს, ეს პარტნიორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს.

 

4.1.3. წესდების 6.7 პუნქტით განისაზღვრა პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა წრე, რომლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის თაობაზე.

 

4.1.4. წესდების 6.12 პუნქტის თანახმად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანად მიიჩნევა, თუ მის მუშაობაში მონაწილე დამფუძნებლები ხმათა საერთო რიცხვის უმეტესობას ფლობენ. ამავდროულად, წესდების 6.7 პუნქტით განსაზღვრული საკითხების ნაწილზე, მათ შორის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის შემთხვევაში კრება გადაწყვეტილებაუნარიანად მიიჩნევა, თუ მის მუშაობაში ყველა პარტნიორი მონაწილეობს.

 

4.1.5. წესდების 6.16-6.17 პუნქტების თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელის ფუნქციას ასრულებს საწარმოს დირექტორი, რომელიც ახორციელებს საწარმოს მართვას. იგი ანგარიშვალდებულია პარტნიორთა კრების წინაშე. დირექტორი წყვეტს საწარმოს საქმიანობის ყველა საკითხს იმათ გარდა, რომლებიც პარტნიორთა განსაკუთრებულ კომპეტენციაში შედის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წესდება (ტ.1, ს.ფ. 114-124).

 

4.1.6. 2014 წლის 19 თებერვალს გარდაიცვალა შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი, შ--–-----------–ი, რა დროსაც მის საკუთრებაში ირიცხებოდა უკვე საწარმოს 48% წილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ტ.2, ს.ფ. 127);

 

4.1.7. შ--–-----------–ის გარდაცვალების შემდგომ, 2014 წლის 27 თებერვალს გაიმართა შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის პარტნიორთა კრება, რომელზეც წარმოდგენილი იყო საზოგადოების 52% წილის პარტნიორები, კერძოდ კრებას ესწრებოდნენ: ნ-----–--–--ე (10% წილი), ა-–---------ე რ---–---–ი (10%), ნ--–-------–---–ი (7%), გ-------------ე (15%), ზ-------------------–---–ი (10%).

 

კრებაზე საზოგადოების პარტნიორმა ზ-------------------–---–მა დამსწრე პარტნიორებს მოახსენა საზოგადოების 48% წილისა და ამავდროულად დირექტორის გარდაცვალების თაობაზე და ამავდროულად აღნიშნა, რომ საზოგადოების მიმდინარე საქმიანობის შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია დროულად და დაუყოვნებლივ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული იქნას საზოგადოების დირექტორი. კრებაზე დამსწრე ყველა პარტნიორი დაეთანხმა მომხსენებლის მიერ გამოთქმულ აზრს და საზოგადოების ახალ დირექტორად ერთხმად დაასახელეს ზ-------------------–---–ის კანდიდატურა, ამავე კრებაზე განხორციელდა ზ-------------------–---–ის პარტნიორთა მხრიდან ერთხმად არჩევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დამფუძნებელ პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.2, ს.ფ. 121);

 

4.1.8. კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, მ-------------–მა, როგორც გარდაცვლილი შ--–-----------–ის რეგისტრირებულმა მეუღლემ და პირველი რიგის მემკვიდრემ წერილობით დაადასტურა მისი კრებაზე მიწვევისა და მიღებული გადაწყვეტილების მოწონების საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ტ.2, ს.ფ. 124);

- ქორწინების მოწმობა (ტ.2, ს.ფ. 125),4.1.9. საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელების მოთხოვნით ზ-------------------–---–მა 2014 წლის 28 თებერვალს განცხადებით მიმართა ს-------------------------------– სააგენტოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება; (ტ.2, ს.ფ. 120);

- განცხადების მიღების ბარათი (ტ.2, ს.ფ. 119).

 

4.1.10. მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილ განცხადებაზე 28.02.2014 წლის გადაწყვეტილებით დაადგინა ხარვეზი, კერძოდ განმცხადებელს განემარტა, რომ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს, კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება. შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის დირექტორის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების 52%-ის მესაკუთრე პარტნიორების მიერ. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის წესდების 6.7 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების განსაკუთრებული კომპეტენციაა საწარმოს დირექტორის დანიშვნა-გამოწვევა, მისი წლიური ანგარიშის დამტკიცება. 6.12 პუნქტის თანახმად, 6.7 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტზე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მის მუშაობაში ყველა პარტნიორი მონაწილეობს. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კრება არ იქნა მიჩნეული გადაწყვეტილებაუნარიანად მიეღო გადაწყვეტილება საზოგადოებაში დირექტორის ცვლილების შესახებ. მარეგისტრირებელი ორგანო მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში შეეხო ასევე, მ-------------–ის მიერ წერილობით კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მოწონების ფაქტს და განმარტა, რომ წარდგენილი განცხადების საფუძველზე სსკ-ს 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, არ დგინდება მ-------------–ის უფლებამოსილება. კერძოდ, ვერ დგინდება წარმოადგენს თუ არა იგი გარდაცვლილი შ--–-----------–ის სამკვიდროს მმართველს. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე ს-------------------------------–მა სააგენტომ ზ-------------------–---–ის დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის საფუძვლით განუსაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 28.02.2014წ. გადაწყვეტილება ხარვეზის დადგენის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 136-137);

 

4.1.11. შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის პარტნიორთა მხრიდან გათვალისწინებული და აღმოფხვრილი იქნა ს-------------------------------–ი სააგენტოს მხრიდან დადგენილი ხარვეზი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რაც გახდა განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების რეგისტრაციის საფუძველი და შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის დირექტორად ზ-------------------–---–ი დირექტორად რეგისტრაციის წინაპირობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 04.03.2014წ. გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 138);

- 01.03.2014წ. სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა (ტ.2, ს.ფ. 132-134)

 

4.1.12. გარდაცვლილი პარტნიორის მემკვიდრეთა შორის დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს დავა სამკვიდრო წრის განსაზღვრისა და სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით. ნოტარიუს მერაბ ფანჯიკიას მიერ გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, შ--–-----------–ის დანაშთი ქონების მიღების მოთხოვნით სამკვიდროს მოღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ სანოტარო ნიუროში შეტანილია მ-------------–ის, დ--------------–ის, ს-----------------–ის, კ-------------–ის და ს--–-------------–ის განცხადებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტ.2, ს.ფ. 110);

- გარდაცვალების მოწმობა (ტ.2, ს.ფ. 127);

- სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა (ტ.2, ს.ფ. 132-134)

- 13.12.2018წ. განცხადების პასუხი (ტ.2, ს.ფ. 83);

- განჩინებები/გადაწყვეტილება (ტ.2, ს.ფ.47-80).

 

4.1.13. 2017 წლის 17 ოქტომბრის სამეწარმეო ამონაწერის შესაბამისად კომპანიის წილები გადანაწილებულია შემდეგნაირად: 9% - ნ-----–--–--ე; 7% - ნ--–-------–---–ი; 15% - გ-------------ე; 10% - ზ-------------------–---–ი; 25% - მ-------------–ი; 10% - მ------------–---–ი; ხოლო შ--–-----------–ის საკუთრებაში არსებული დარჩენილი 24% წილის მმართველებად სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულნი არიან ს-----------------–ი, ს--–-------------–ი, დ--------------–ი და მ-------------–ი. საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას ახორციელებს 10% წილის მესაკუთრე ზ-------------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 273-275);

 

4.1.14. შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის დირექტორმა ზ-------------------–---–მა 2017 წლის 4 ოქტომბერს წერილობით მიმართა ამავე საწარმო პარტნიორს მ-------------–ს და განუმარტა, რომ 2014 წლის მარტიდან შ--–-----------–ის გარდაცვალების დღიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე შ--–-----------–ის 48%-იანი წილის 24% გადაცემული ჰქონდა პირად საკუთრებაში, ხოლო 24% წილი მმართველობაში, რომლის დივიდენდებს აღნიშნულ პერიოდში იღებდა მ-------------–ი. 2017 წლის სექტემბერში საჯარო რეესტრში თანამმართველებად დაემატათ შ--–-----------–ის პირველი რიგის მემკვიდრეები ს-----------------–ი და ს--–-------------–ი, რის საფუძველზეც მიზანშეწონილია, რომ აღნიშნული 24% წილზე დივიდენდის თანხა არ განაწილდეს შ--–-----------–ის მემკვიდრეებს შორის, მანამ, სანამ არ მოხდება მის სახელზე რიცხული 24% წილის საკუთრებაში გადაფორმება მის მემკვიდრეებზე. მანამდე კი თანხა შენახული იქნება დეპოზიტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 04.10.2017წ. წერილი (ტ.1, ს.ფ. 126);

 

4.1.15. მ-------------–სა და დ--------------–ს ამავე პერიოდში დაეძაბათ ურთიერთობა საწარმოს დირექტორთან და სხვა პარტნიორებთან, რაც დაკავშირებული იყო შ--–-----------–ის მემკვიდრეთა წრის საკითხის გარკვევამდე დივიდენდის განაწილების წესთან მიმართებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პარტნიორებისადმი მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 80-81);

- დივიდენდის გაცემის ცხრილები (ტ.1, ს.ფ. 74-79);

- მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 82-83);

- წერილი (ტ.1, ს.ფ. 127-130)/

 

4.1.16. მ-------------–სა და დ--------------–ს მათი მიმართვის საფუძველზე შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის პარტნიორებმა (მ------------–---–ის (10%), გ-------------ის (15%), ზ-------------------–---–ის (10%), ნ--–-------–---–ის (7%), ნ-----–--–--ის (9%), ასევე წილის მმართველები: ს-----------------–ი და ს--–-------------–ი) განუმარტეს, რომ დ--------------–ის დირექტორად დანიშვნის საკითხი რამდენჯერმე იქნა განხილული ფორმალურად თუ არაფორმალურად, რაზედაც მიღებულია უარყოფითი პასუხი. პარტნიორებმა დამატებით განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიაჩნიათ დირექტორის საკითხის განხილვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 53);

 

4.1.17. 2018 წლის 5 თებერვალს, მ-------------–ის ინიციატივით გაიმართა შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის პარტნიორთა კრების ოქმი დირექტორის გათავისუფლებისა და ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე.

 

4.1.18. მითითებული კრების თაობაზე ეცნობა საწარმოს ყველა პარტნიორსა და გარდაცვლილი შ--–-----------–ის წილის მმართველებს კანონით დადგენილი წესით, მათ შორის განემარტათ კრებაზე განსახილველი საკითხთა წრე და პარტნიორთა უფლება-მოვალეობები. კერების თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ინფორმირებული იყო ყველა პარტნიორი. წერილის ფარგლებში კრების მოწვევის ინიციატორთა მიერ წესდების 6.12 პუნქტი პარტნიორებს განემარტათ შემდეგნაირად: ,,კრება უფლებამოსილია ... თუ მის მუშაობაში ყველა პარტნიორი მონაწილეობს’’, გულისხმობს ყველა პარტნიორის თანაბარ პირობებში ჩაყენებას და თითოეული მათგანისათვის კრებაზე დასწრების გონივრული საშუალების მიცემას. ამდენად, პარტნიორებს განემარტათ, რომ კრებაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს კრების მუშაობას და წინამდებარე შეტყობინებით განსაზღვრულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებას, თუკი რომელიმე პარტნიორის დასწრების მიუხედავად კრებას დაესწრება პარტნიორთა ის ოდენობა, რაც საჭიროა შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

 

4.1.19. მ-------------–ისა და დ--------------–ის ინიცირებით მოწვეულ კრებაზე გამოცხადდა ყველა პარტნიორი და წილის მმართველები (ნაწილი პირადად, ნაწილი შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით). კერძოდ, 2018 წლის 15 თებერვალს პარტნიორთა კრებაზე გამოცხადდა 100% წილის მესაკუთრე და მმართველი პარტნიორები:

- შ--–-----------–ის დანაშთი 24% წილის მმართველებიდან: ა) ს-----------------–ი წარმოდგენილი იყო, ლ---–--------------–ის მიერ შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, ბ) ს--–-------------–ი წარმოდგენილი ლ--–-------–---–ის მიერ (მინდობილობის საფუძველზე), გ) დ--------------–ი და დ) მ-------------–ი (ასევე კრებას ესწრებოდნენ მ-------------–ის წარმომადგენლები ლ----------–-ა და ლ-–--–---–---ე).

- უშუალოდ პარტნიორებიდან: ა) მ-------------–ი, როგორც 25% წილის მესაკუთრე, რომელიც ამავდროულად წარმოადენდა 9% წილის მესაკუთრე ნ-----–--–--ეს; ბ) ზ-------------------–---–ი (10%), რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა - ნ--–-------–---–ს (7%) და მ------------–---–ს (10%) და გ) გ-------------ე (15%) წარმოდგენილი იყო მ------------–--ის სახით.

 

4.1.20. კრებაზე განსახილველ საკითხს შეადგენდა - დირექტორის - ზ-------------------–---–ის გათავისუფლება დაკავებული პოზიციიდან და დირექტორის პოზიციაზე დ--------------–ის დანიშვნა.

 

4.1.21. კრების ოქმში აღნიშნულია, რომ: გ-------------ის წარმომადგენლის მ------------–--ის მოთხოვნით, რასაც ეთანხმება ყველა დამსწრე პარტნიორი და წილის მმართველი (ჯამში 100%) კრებას თავმჯდომარეობს მ-------------–ი. კრება გაიხსნა 13:45 სთ-ზე. კრების თავმჯდომარეა მ-------------–ი და კრებას სიტყვით მიმართა მ-------------–ის, როგორც კრების თავმჯდომარის წარმომადგენელმა ლ-–--–---–---ემ და განცხადა, რომ: წარმოდგენილი მინდობილობების შინაარსი შემოწმებული იქნა კრების ყველა წევრის მიერ. მ-------------–ის წარმომადგენლების ლ-–--–---–---ის და ლ----------–-ას მიერ გამოთქმული იქნა მოსაზრება, რომ 12.08.2018 წლის N--------- და N--------- მინდობილობები, რომლებიც გაცემულია ზ-------------------–---–ის სასარგებლოდ შეიცავს უზუსტობას, კერძოდ მინდობილობაში ნაცვლად სახელწოდება ,,ხ--------ისა’’ მითითებულია ,,ხარფური’’, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საიდენტიფიკაციო კოდი არის სწორად მითითებული კრებაზე დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული არ უნდა იქნეს მიჩნეული დამაბრკოლებელ გარემოებად.

 

თავის მხრივ, გ-------------ის წარმომადგენლის მ------------–--ის მიერ გამოთქმული იქნა მოსაზრება, რომ ლ----------–-ას და ლ-–--–---–---ის სასარგებლოდ გაცემული მინდობილობა არ ანიჭებს მათ უფლებას მონაწილეობა მიიღონ კრების მუშაობაში, როგორც წარმომადგენლებმა, რასაც არ დაეთანხმნენ ლ----------–-ა და ლ-–--–---–---ე და განმარტეს, რომ მინდობილობით ნათლად არის გამოხატული მ-------------–ის ნება, უფრო მეტიც მ-------------–ი თავადაც ესწრება კრებას და კიდევ ერთხელ აფიქსირებს ნების ნამდვილობას, ამიტომ აღნიშნული საკითხი შეუძლოა სადავო იყოს. ასევე აღნიშნა, ისიც, რომ მ------------–--ის მოსაზრება შეუძლებელია გახდეს წარმომადგენლების კრების მუშაობის მონაწილეობაში მიღებაზე უარის საფუძველი.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მ------------–--ის მიერ დაყენებული იქნა მოთხოვა, რომ პარტნიორთა კრებამ გადაწყვიტოს მ-------------–ის წარმომადგენლების კრებაზე დასწრება-არდასწრების საკითხი, რაზეც მას განემარტა რომ აღნიშნული საკითხის დაყენება, მაშინ, როდესაც თავად მ-------------–ია წარმოდგენილი პირადად პარტნიორთა კრებაზე აბსოლიტურად უკანონო და დაუსაბუთებელია. ასევე ის, რომ პარტნიორთა კრების კომპეტენციას სცდება მინდობილობის ტექსტის შინაარსის განმარტება და ამ საკითხზე კრების გადაწყვეტილება სავალდებულო ძალის ვერ იქნება.

 

მიუხედავად ამისა, მ------------–--ის მოთხოვნის კრებაზე დამსწრეებმა დააფიქსირეს პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და წარმომადგენლების - ლ-–--–---–---ისა და ლ----------–-ას კრებაზე დასწრებას დაეთანხმა, ჯამში 34% წილის მესაკუთრე პარტნიორები (მ-------------–ი - 25% და ნ-----–--–--ე - 9%), ასევე შ--–-----------–ის 24% წილის მმართველებიდან საკითხს დაეთანხმა 2 პირი: მ-------------–ი და დ--------------–ი. ხოლო, წარმომადგენლების კრებაზე დასწრების წინააღმდეგ ხმა მისცეს ჯამში 32% წილის მესაკუთრე პარტნიორებმა (გ-------------ე - 15%, მ------------–---–ი - 10%, ნ--–-------–---–ი - 7%), ასევე შ--–-----------–ის 24% წილის მმართველებიდან საკითხს არ დაეთანხმა 2 პირის სალომე და ს-----------------–ების წარმომადგენლები.

 

ზ-------------------–---–ს (10% წილის მესაკუთრე პარტნიორი, დირექტორი და საკითხით დაინტერესებული პირი) განემარტა, რომ კრებაზე განსახილველ ერთადერთ საკითხს წარმოადგენს მისი დირექტორობიდან გადაყენება. კრება მოწვეულია მ-------------–ის მიერ ხოლო მ-------------–ის წარმომადგენლები კი არიან ლ----------–-ა და ლ-–--–---–---ე. ამგვარად, საწარმოს წესდების 6.5 მუხლის თანახმად, რომელიც ადგენს, რომ, როდესაც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების მიღება შეეხება უშუალოდ ამა თუ იმ პარტნიორის ინტერესებს, ეს პარტნიორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს (წესდების აღნიშნული ჩანაწერი სრულ შესაბამისობაშია მეწარმეთა შესახებ კანონთან ევროდირექტივებთან და საკორპორაციო სამართალში დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკასთან, რომლის თანახმადაც დაინტერესებულ პირს არ აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება), შესაბამისად ზ-------------------–---–ს როგორც დაინტერესებულ პირს არ აქვს ხმის მიცემის უფლება და იგი უფლებამოსილია გამოთქვას მოსაზრება, დააფიქსიროს პოზიცია მაგრამ 10% წილის პროპორციულად მას ხმის უფლება ვერ ექნება. კრებაზე ასევე განმარტებულ იქნა, რომ რადგან 24% წილის თანამმართველები აფიქსირებენ განსხვავებულ პოზიციებს, კერძოდ ლ---–--------------–ი და ლ--–-------–---–ი არის წინააღმდეგი, ხოლო მ-------------–ი და დ--------------–ი მომხრე და 24% წილი არის მათ საერთო მმართველობაში და გამიჯნული არ არის კონკრეტული წილები, მიმდინარეობს სასამართლო პროცესი სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე უცნობია რომელ მმართველს დარჩება წილები და რა ოდენობით, 24% წილის პროპორციულად ხმები აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამ საკითხთან დაკავშირებით წილის მმართველები თანხმდებიან. ამგვარად, ხმის მიცემაში ვერ მონაწილეობს 34% წილი. 24%-იან თანამმართველები და 10% ზ-------------------–---–ი, როგორც დაინტერესებული პარტნიორი, რადგან მისი დირექტორის პოზიციაზე ყოფნა-არყოფნის საკითხი ცხადია ეხება მის პირად ინტერესებს, რადგან მის მიერ დარღვეულია მთელი რიგი ვალდებულებებისა. მიუხედავად აღნიშნულისა პარტნიორებმა კრება მიიჩნიეს უფლებამოსილად, ვინაიდან კრებას ესწრება 100% წილის მესაკუთრე და მმართველი პარტნიორები, ხოლო აქედან 66% ხმის უფლების მქონეა.

 

კრების მიერ ხმის უფლების მქონე 66% წილის მესაკუთრე პარტნიორები გაიგივდნენ 100%-თან, საიდანაც მომხრე 34% (მ-------------–ი 25% და ნ-----–--–--ე - 9%), პროპორციით გაიგივდა 51.51%-თან, ხოლო მოწინააღმდეგე 32% (გ-------------ე - 15%, მ------------–---–ი - 10%, ნ--–-------–---–ი 7%) - 48.49%-თან. ხმათა უმრავლესობით 51.51%–ით გადაწყვეტილება, წარმომადგენელთა კრებაზე დასწრების შესახებ მიჩნეული იქნა მიღებულად.

 

კრების ოქმში აღინიშნა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და პარტნიორთა კრებას ტოვებენ გ-------------ის წარმომადგენელი მ------------–--ე. ზ-------------------–---–ი, ასევე ს-----------------–ის და ს--–-------------–ის წარმომადგენლები ლ---–--------------–ი და ლ--–-------–---–ი. მათ განემარტათ, რომ კრება უფლებამოსილია გააგრძელოს მუშაობა და მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე და რომ მათი მხრიდან კრების თვითნებურად და პროვოკაციულად, წინასწარ შეთანხმებით დატოვება ვერ შეაფერხებს კრების მუშაობას, რადგან მათთვის ცნობილია კრების დღის წესრიგი. ისინი მობრძანდნენ კრებაზე და სცადეს აბსოლუტურად უსაფუძვლო პროვაკაციის მოწყობა, ხოლო როცა აღმოჩნდა, რომ მათი ჩანაფიქრი წინააღმდეგობაში მოდიოდა საწარმოს წესდებასა და საკანონმდებლო რეგულირებასთან აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ კრების ჩაშლის მიზნით ტოვებენ მას. დ--------------–მა და მ-------------–მა მოუწოდა მათ, რომ დარჩნენ კრებაზე დააფიქსირონ პოზიცია და მიიღონ მონაწილეობა კრების ჩვეულებრივ მუშაობაში თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა მათ დატოვეს კრება.

 

შპს "ხ--------ი 9-" პარტნიორთა კრებამ გააგრძელა მუშაობა, ძირითად განსახილველ საკითხთან, კერძოდ ა) დირექტორის - ზ-------------------–---–ის გათავისუფლება დაკავებული პოზიციიდან და ბ) დირექტორის პოზიციაზე დ--------------–ის დანიშვნა.

 

წესდები 6.14 მუხლის თანახმად, პარტნიორთა კრების თავმჯდომარე აწარმოებს და თავის ხელმოწერით ამოწმებს კრების ოქმს. კრებას თავმჯდომარეა მ-------------–ი. დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს მ-------------–ის წარმომადგენელი ლ-–--–---–---ე, რომელმაც განმარტა, რომ შპს ,,ხ--------ის’’ წესდების 6.2. მუხლის თანახმად პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით ხოლო წესდების 6.5 მუხლის თანახმად კი იმ შემთხვევაში როდესაც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება შეეხება უშუალოდ ამა თუ იმ პარტნიორის ინტერესებს ეს პარტნიორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. წესდების 6.5 (დ) მუხლის თანახმად დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა მიეკუთვნება პარტნიორთა კრების კომპეტენციას.

 

დირექტორის გათავისუფლების დასაბუთებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ

ა) კორპორაციული მართვის პრინციპების და დამკვიდრებული (ერთგვაროვანი) სასამართლო პრაქტიკის თანახმად, კრებას ნებისმიერ დროს შეუძლია დანიშნოს ან და გაათავისუფლოს დირექტორი დაკავებული პოზიციიდან. შესაბამისად პარტნიორთა კრებას შეუძლია ისარგებლოს ამ უფლებით.

გარდა აღნიშნულისა, ოქმში მიეთითა დირექტორის მხრიდან თავისი უფლება-მოვალეობების დარღვევის თაობაზე, კერძოდ მიეთითა, რომ:

ბ) ზ-------------------–---–ის მიერ 4 წლის განმავლობაში მოწვეული არ ყოფილა პარტნიორთა კრება, რაც მის ვალდებულებას შეადგენდა კანონისა და წესდების საფუძველზე.

გ) დირექტორის მიერ თვითნებურად ხდება დივიდენდების განაწილება, რაც ეწინააღმდეგება კანონსა და საწარმოს წესდებას, რამეთუ პარტნიორთა კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას მიეკუთვნება დივიდენდების განაწილება. ზ-------------------–---–ის მიერ კრება 4 წლის განმავლობაში საერთოდ არ ყოფილა მოწვეული, ხოლო ამ ხნის განმავლობაში იგი საკუთარი გადაწყვეტილებით ანაწილებს დივიდენდებს.

დ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით ჯერ არ არის მიღებული და 24% წილის თანამმართველებისათვის ამ ეტაპზე უცნობია საბოლოოდ ვის დარჩება სამკვიდრო და რა პროცენტული წილი ერგებათ მათ, მიუხედავად აღნიშნულისა ზ-------------------–---–მა საკუთარი ინიციატივით გაყო (გაანაწილა) წილები თანამმართველებზე და საკუთარი ინიციატივით უნაწილებს მათ დივიდენდს პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე.

ე) დირექტორის მიერ შექმნილი არ არის საწარმოს საქმიანობის სარეზერვო ფონდი წესდების 8.10 მუხლის შესაბამისად.

ვ) წესდების 9.9 მუხლის თანახმად პარტნიორთა კრების კომპეტენციაა სარევიზიო კომისიის მოწვევა 2 დამოუკიდებელი აუდიტორის მონაწილეობით, ხოლო აუდიტი დირექტორის მიერ მოწვეულ იქნა პარტნიორთა კრებაზე აღნიშნული საკითხის განხილვის გარეშე.

 

ამგვარად, კრებაზე დამსწრე პარტნიორთა განმარტებით, ნათელია, რომ ზ-------------------–---–ის მიერ დარღვეულია დირექტორის ფუნდამენტური ვალდებულებები კერძოდ, საწარმოზე ზრუნვის, ერთგულებისა და კეთილსინდისიერების ვალდებულებები, რაც გარდა მისი პოზიციიდან გათავისუფლებისა ასევე შეიძლება გახდეს მისი პირადი პასუხისმგებლობის საფუძველი. ასევე აღინიშნა, რომ ზ-------------------–---–მა, როგორც საწარმოს პარტნიორმა სცადა წილების საკუთარ თავზე გადაფორმება საწარმოს წესდების მოთხოვნათა უხეში დარღვევით რაც დ--------------–ის და მ-------------–ის მიერ აღკვეთილი იქნა საჯარო რეესტრში შესაბამისი წერილობითი განცხადების წარდგენის შედეგად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის პარტნიორთა კრებაზე. დამსწრე ხმის უფლების პარტნიორთა 66%-ის 51.51% პარტნიორთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზ-------------------–---–ის დირექტორობიდან გათავისუფლებისა და დირექტორის პოზიციაზე დ--------------–ის დანიშვნის შესახებ. კერძოდ, ზ-------------------–---–ის შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის დირექტორობიდან გათავისუფლებას და დირექტორის პოზიციაზე დ--------------–ის დანიშვნას მხარი დაუჭირა კრებაზე გამოცხადებულმა და ხმის უფლების მქონე პარტნიორთა 51.51%-მა.

 

კრების ოქმში დამატებით განიმარტა, რომ ხმის მიცემაში ვერ მონაწილეობს 34% წილი. (აქედან: 24% თანამმართველები, ხოლო 10% ზ-------------------–---–ი, როგორც დაინტერესებული პარტნიორი). დარჩენილი 66%-დან მომხრეა 34% (მ-------------–ი 25 და ნ-----–--–--ე 9%), რაც გაიგივადა 51.51%-თან, ხოლო კრება დატოვა (წინააღმდეგია) 32% წილის მესაკუთრე პარტნიორებმა (გ-------------ე - 15%, ნ--–-------–---–ი - 7%, მ------------–---–ი - 10%;), რაც გაიგივდა 48.49%-თან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ხმათა უმრავლესობით 51.51%-ით გადაწყვეტილება ჩაითვალა მიღებულად და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულად ზ-------------------–---–ი და მის ნაცვლად არჩეულ იქნა დ--------------–ი, რომელმაც დადასტურა რომ იგი მზად არის დაიკავოს შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის დირექტორის პოზიცია, დაიცვას საწარმოს ინტერესები და მართავდეს მას კეთილსინდისიერად და იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის.

 

4.1.23. ზემოაღნიშნული კრების ოქმი დამოწმდა ნოტარიუსის - ლ-------–-------- მიერ, 2018 წლის 16 თებერვალს, სანოტარო რეგისტრაციის ნომერი: 1--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15.02.2018წ. პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 30-40).

- მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 72);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

4.1.24. 2018 წლის 15 თებერვალს სადავო კრების პარალელურად შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის ნაწილმა პარტნიორებმა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად დატოვეს სადავო კრება, გამართეს დამოუკიდებელი კრება (ოქმი N0----), იმავე მისამართზე. კრების ოქმში აღნიშნულია შემდეგი: პარტნიორთა კრება მოწვეული იყო ქ. თბილისში, ი-----------------------–ი, წუ-–------ს ქუჩა N3-ში, 15 თებერვალს 13:00 საათზე. პარტნიორები შეიკრიბნენ 14:00 საათზე, კრებაზე გამოცხადდნენ 100% წილის მესაკუთრე პარტნიორები, შესაბამისად კრება მიჩნეული იქნა გადაწყვეტილებაუნარიანად. ასევე, კრებაზე გამოცხადდნენ უცხო პირები - ლ----------–-ა და ლ-–--–---–---ე, რომლებმაც განაცხადეს, რომ არიან საზოგადოების პარტნიორის მ-------------–ის წარმომადგენლები. წარმოადგინეს მინდობილობა, რომელშიც დაფიქსირებული იყო, რომ მ-------------–ი არის შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის მესაკუთრე, უშუალოდ მინდობილობის ტექსტში არ იყო დაფიქსირებული, რომ მ-------------–ი არის შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის წილის მფლობელი და აღნიშნული უცნობი პირები იყვნენ, მისი, როგორც შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის წილის მფლობელის წარმომადგენლები. კენჭისყრა გაიმართა იმასთან დაკავშირებით, ჩართული უნდა ყოფილიყვნენ თუ არა აღნიშნული პირები კრების მუშაობაში. კენჭისყრა წარმართა დ--------------–მა, მან დააყენა საკითხი უცნობ პირებს მიეღოთ თუ არა მონაწილეობა შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრების მუშაობაში. თანხმობა განაცხადეს: 25% წილის მესაკუთრე მ-------------–მა და 9% წილის მესაკუთრე ნ-----–--–--ემ (ჯამში 34% წილის მესაკუთრეთა თანხმობა). ხოლო, საკითხის წინააღმდეგ აზრი დააფიქსირეს: 7% წილის მესაკუთრე ნ--–-------–---–მა, 15% წილის მესაკუთრე გ-------------ემ, 10%-ის მესაკუთრე ზ-------------------–---–მა და 10%-ის მესაკუთრე მ------------–---–ი (ჯამში 42% წილის მესაკუთრეებმა). 24%-ს თანამმართველები ვერ გამოვიდნენ ერთიანი პოზიციით. უცხო პირებმა გააპროტესტეს ზ-------------------–---–ის მონაწილეობა კენჭისყრაში და აღნიშნეს, რომ ის არის დაინტერესებული პარტნიორი, რადგან დღის წესრიგით გათვალისწინებულია დირექტორის ცვლილება და ზ-------------------–---–ი არის დირექტორი, შესაბამისად კანონისა და წესდების საფუძველზე მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. საზოგადოების პარტნიორის გ-------------ის წარმომადგენელმა მ------------–--ემ აღნიშნა, რომ უცხო პირებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრების მუშაობაში და პარტნიორთა კრება გააგრძელებს მუშაობას მათ გარეშე, ხოლო რაც შეეხება კანონზე (,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლი) ეს ჩანაწერი ეხება მდგომარეობას, როცა გადაწყვეტილება შეეხება საზოგადოებასა და ერთ-ერთ პარტნიორს შორის დავას, ამ შემთხვევაში კი არანაირ დავას ადგილი არა აქვს საზოგადოების პარტნიორ ზ-------------------–---–თან. და საკითხი უცხო პირებმა დაესწრონ უნდა თუ არა კრებას ვერანაირად ვერ დაუკავშირდება რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, რადგან საერთო კრებას მათ გარეშეც ესწრება 100%. რაც შეეხება, წესდების 6.5 პუნქტის ჩანაწერს, იგი ვერანაირად ვერ დაუკავშირდება უშუალოდ საზოგადოების პარტნიორის ზ-------------------–---–ის ინტერესს და პარტნიორთა კრებაზე უცხო პირების დასწრება საერთო კრების გადაწყვეტილების გარეშე დაუშვებელია ამიტომ კრება გაგრძელდება მათ გარეშე. პარტნიორთა კრება გაგრძელდა ზ-------------------–---–ის, რომელიც წარმოადგენს ჯამურად 27%-ს და გ-------------ის წარმომადგენლის მ------------–--ის (15%) მონაწილეობით. თავმჯდომარედ არჩეული იქნა მ------------–--ე, კრება არ იქნა მიჩნეული გადაწყვეტილებაუნარიანად.

 

4.1.25. კონკრეტული კრების ოქმი ნოტარილად დამოწმდა 2018 წლის 16 თებერვალს, ნოტარიუსის ზაზა მეგრელიშვილის მიერ, სანოტარო რეგისტრაციის ნომერი: 1--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პარტნიორთა კრების ოქმი N0---- (ტ.1, ს.ფ. 100-102/104);

 

4.1.26. მ-------------–ის ინიცირებით, ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დ--------------–მა 2018 წლის 16 თებერვალსა და 18 თებერვალს განცხადებით მიმართა ს-------------------------------– სააგენტოს და მოითხოვა საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაცია, რასთან მიმართებითაც მარეგისტრირებელმა ორგანომ განმცხადებელს დაუდგინა ხარვეზი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ტ.1, ს.ფ. 50);

- განცხადების მიღების ბარათი (ტ.1, ს.ფ. 49);

- თანხმობა (ტ.1, ს.ფ. 51).

- განცხადება (ტ.1, ს.ფ. 87);

- განცხადების მიღების ბარათი (ტ.1, ს.ფ. 86/88).

 

4.1.27. ს-------------------------------–მა სააგენტომ დადგენილი ხარვეზი დააფუძნა კრების გადაწყვეტილებაუნარიანობაზე მიეღო გადაწყვეტილება დამსწრე პირთა მონაწილეობით და ასევე მარეგისტრირებელი ორგანოს ხარვეზი ეფუძნებოდა იმ ფაქტსაც, რომ შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის სხვა პარტნიორთა მიერ წარდგენილი იქნა იმავე თარიღის პარტნიორთა დამოუკიდებელი კრების ოქმი.

 

4.1.28. დადგენილ ხარვეზთან დაკავშირებით დ--------------–ის მიერ 1--------- წელს წარდგენილი იქნა განცხადება, რომლის ფარგლებშიც განმცხადებელთა მიერ განიმარტა ის საფუძვლები, რის გამოც მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა განეხორციელებინა საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაცია. განმცხადებლის განმარტებით, მ------------–--ის მიერ წარდგენილი კრების ოქმი არის უკანონო, ვინაიდან ვიდეო ჩანაწერიდან ჩანს მ------------–--ე და ზ-------------------–---–ი ტოვებენ კრებას, ხოლო 52-ე წუთზე კრებას ტოვებენ ლ---–--------------–ი და ლ--–-------–---–ი, ამდენად შეუძლებელია წარმოდგენილი კრების ოქმი იყოს ნამდვილი და კანონთან შესაბამისი, რადგან მ------------–--ის და ზ-------------------–---–ის მიერ კრება მოწვეული არ ყოფილა, მათ კრება დატოვეს, რაც თავისთავად ცხადია არ გულისხმობს, უფრო მეტიც, გამორიცხავს ე.წ. ალტერნატიული კრების ჩატარების შესაძლებლობას და ასეთი კრების კანონიერებას. განმცხადებელთა მითითებით, თუ ამგვარ პრაქტიკას გაიზიარებს მარეგისტრირებელი ორგანო მივალთ იმ შედეგამდე, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება დაბლოკილი იქნეს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო პარტნიორთა მხრიდან კრების პროვოკაციულად დატოვების და შემდგომში “ალტერნატიული“ გადაწყვეტილების საჯარო რეესტრში წარდგენის გზით. ამდენად ცხადია, რომ მ------------–--ის ,,თავმჯდომარეობით’’ შედგენილი კრების ოქმი არის უკანონო და იგი არ შეიძლება გახდეს კანონიერი კრების ოქმის საფუძველზე (რომელიც წარდგენილი იქნა დ--------------–ის მიერ) რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთანავე, განმცხადებელთა განმარტებით, შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის რეგისტრირებული წესდების თანახმად დირექტორის ცვლილება პარტნიორთა კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას წარმოადგენს და დირექტორის შესაცვლელად კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მის მუშაობაში ყველა პარტნიორი მონაწილეობს, რადგან პარტნიორებმა: ნ--–-------–---–მა, გ-------------ის წარმომადგენელმა ზ-------------------–---–მა და მ------------–---–მა დატოვეს კრება, წარმოდგენილი კრების ოქმებით არ დგინდება კრებაში ყველა პარტნიორის მონაწილეობა, აღნიშნულთან დაკავშირებით, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ კრების ოქმში მითითებულია, რომ კრებას ესწრება 100% წილების მესაკუთრე პარტნიორები. მათთვის ცნობილია კრების დღის წესრიგი. კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩაბარდათ კრების მოსაწვევები, რისი დასტურიც არის გარემოება, რომ ყველა მათგანი გამოცხადდა კრებაზე. ანუ ისინი მონაწილებდნენ კრების მუშაობაში, მათ კრების მოსაწვევით განემარტათ გამოუცხადებლობის შედეგები. განმცხადებელთა განმარტებით, ცხადია, მონაწილეობა არ ნიშნავს 100%-ის მიერ კონკრეტულ საკითხზე ხმის მიცემას ერთხმად. მონაწილეობა გულისხმობს იმას, რომ ფაქტობრივად 100%-სთვის ცნობილი უნდა იყოს ასეთი საკითხის შესახებ, როგორიცაა კომპანიის დირექტორის გადაყენება და იგი რომც არ გამოცხადდეს კრებაზე მისი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების მიღებას, თუკი კრებაზე დამსწრეთა და ხმის უფლების მქონე პარტნიორთა ნახევარზე მეტი დაუჭერს მხარს გადაწყვეტილებას. სადავო შემთხვევაში, უტყუარად არის დადასტურებული, რომ 100% პარტნიორებისა გამოცხადდა სხდომაზე. ამას არ უარყოფს არც ერთი მხარე და აღნიშნული ფაქტი ასევე დაფიქსირებულია ვიდეო ჩანაწერზეც, შესაბამისად წესდების აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად უნდა ჩაითვალოს. ამდენად, ნათელია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს უფლებამოსილი პირს წარედგინა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული წესდება და კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული პარტნიორთა კრების ოქმი, 2018 წლის 16 თებერვალს დამოწმებული ნოტარიუს ლ-------–-------- მიერ და აღნიშნული კრების ოქმის შესაბამისად უნდა განხორციელდეს შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა, რომლის თანახმადაც ზ-------------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ხოლო დირექტორის პოზიციაზე დანიშნული იქნა დ--------------–ი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლებმა ითხოვეს წარდგენილი კრების ოქმის საფუძველზე ცვლილების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ტ.1, ს.ფ. 90-93);

 

4.1.29. ს-------------------------------–ი სააგენტოს მიერ დ--------------–ს 1--------- წლის განცხადებასთან დაკავშირებით 19.02.2018 წელს განემარტა, რომ არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძვლის 2.1 და 2.2 პუნქტები, ვინაიდან არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული წესდების და კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული პარტნიორთა კრების ოქმი. დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენისათვის განმცხადებელს მიეცა ვადა 19.03.2018 წლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 107);

 

4.1.30. მარეგისტრირებელმა ორგანომ 2018 წლის 19 მარტს მიიღო გადაწყვტილება დ--------------–ის ადმინისტრაციული საჩივარს წარმოებაში მიღების შესახებ, რომელზეც დანიშნა ზეპირი მოსმენა და მოიწვია შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის პარტნიორები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 19.03.2018წ. გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 249-251);

- 19.03.2018წ. მიმართვა (ტ.1, ს.ფ. 110-113).

 

4.1.31. მარეგისტრირებელი ორგანოს 23.03.2018 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ--------------–ის მოთხოვნა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ერთი თვის ვადით გაგრძელებასთან მიმართებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 23.03.2018წ. გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 108-109);

 

4.1.32. 2018 წლის 16 მაისს ს-------------------------------–მა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც დ--------------–ს უარი ეთქვა 2018 წლის 15 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

ს-------------------------------–მა სააგენტომ საქმის ზეპირ განხილვაზე მოისმინა ორივე მხარის პოზიცია, შეაფასა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, მხარეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტები და მიზანშეუწონლად მიიჩნია საჩივრის დაკმაყოფილება. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ს-------------------------------–მა სააგენტომ შეაფასა დ--------------–ის მიერ 2018 წლის 16 თებერვალს 13:07 საათზე წარდგენილი კრების ოქმი და დაადგინა შემდეგი: პარტნიორთა კრებაზე გამოცხადდა საზოგადოების პარტნიორთა 100% წილის მესაკუთრეები, წარმომადგენლები, წილის მმართველები. დგინდება, რომ გადაწყვეტილება დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა დამსწრე პარტნიორთა (სრული შემადგენლობის - 34%-ით) 34%-ის მიერ. სააგენტოს მსჯელობა ემყარება იმ გარემოებას, რომ შ--–-----------–ის წილის მმართველები ესწრებოდნენ კრებას, მაგრამ პარტნიორთა და თავად წილის მმართველთა ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა, რომ ისინი ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში. ამასთან, ზ-------------------–---–ს არ მისცეს უფლება მონაწილეობა მიეღო კრებაზე, რადგან მისი მონაწილეობა წინააღმდეგობაში იყო საზოგადოების წესდებასთან. ს-------------------------------–ი სააგენტო ადგენს, რომ შ--–-----------–ის წილის მმართველები გამოცხადებულნი იყვნენ კრებაზე, შესაბამისად, მათ მიიღეს მონაწილეობა კვორუმის შექმნაში, და ერთხმად შეთანხმდნენ, რომ მათ ხმის უფლებას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არ გამოიყენებდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიმღები დარჩენილი იყო მოლოდ 100%-დან 76%. წესდების მე-6 მუხლის 6.5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების მიღება შეეხება უშუალოდ ამა თუ იმ პარტნიორის ინტერესებს, ეს პარტნიორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ს-------------------------------–ი სააგენტო ვერ შეაფასებს ზ-------------------–---–ის, როგორც პარტნიორის ინტერესს, ეხება თუ არა კრების მიერ განსახილველი საკითხი. ამასთან, საზოგადოების წესდებაში არ არის დაკონკრეტებული თუ რა შემთხვევას მოიცავს აღნიშნული ჩანაწერი და შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული წესდების მსგავსი რეგულაცია. მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, კრებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა დამსწრე პარტნიორთა 34%-ით (პარტნიორთა კრებას ესწრებოდნენ, როგორც ზ-------------------–---–ი, ასევე შ--–-----------–ის წილის თანამმართველები), ხოლო 32% არ დაეთანხმა მიღებულ გადაწყვეტილებას (კრების ოქმის მიხედვით, დატოვეს კრება). შესაბამისად, დარღვეულია კრებაზე გადაწყვეტილების მიღების ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესი. ს-------------------------------–მა სააგენტომ შეაფასა, ასევე ზ-------------------–---–ის მიერ 2018 წლის 16 თებერვალს 16:11 საათზე წარდგენილი კრების ოქმი და აღნიშნავს, რომ სააგენტო იზიარებს აღნიშნულ კრების შინაარსსაც, რადგან, როგორც ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილეების მიერ აღნიშნულია, ზ-------------------–---–მა, მ------------–--ემ, ლ---–--------------–მა და ლ--–-------–---–მა დატოვეს ადგილი, სადაც დაიწყო კრება და კრება განაგრძეს სხვა ოთახში. ს-------------------------------–ი სააგენტო მიუთითებს, რომ კრების ჩატარების ადგილი არის მისამართი და ადგილი სადაც იქნება მოწვეული კრება. შესაბამისად, თანმყოფ პირთა შორის ჩატარებული კრების დაწყების ადგილიც უნდა ემთხვეოდეს მისი დასრულების ადგილს.

 

ს-------------------------------–ი სააგენტო იზიარებს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილია ორი, ურთიერთშეუსაბამო შინაარსის მქონე კრების ოქმი, მარეგისტრირებელი ორგანოსთვის გაურკვეველი იყო თუ რომელი კრების ოქმით უნდა მომხდარიყო შპს „ხ--------ი 9-“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია. სარეგისტრაციოდ წარდგენილი კრების ოქმების შეფასების შედეგად, ს-------------------------------–ი სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ დარღვეულია ზემოთ დასახელებული კრებების ჩატარების კანონმდებლობითა და საზოგადოების წესდებით განსაზღვრული წესები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 16.05.2018წ. გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ. 254-261)

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. 2018 წლის 15 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------) ვერ მიიჩნევა ნამდვილად და შესაბამისად ს-------------------------------– სააგენტოს ვერ დაევალება მისი შედეგების შესაბამისად საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაცია.

 

უპირველეს ყოვლისა სადავო კრების ოქმის ნამდვილობის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია განიმარტოს პარტნიორთა შეთანხმების - საწარმოს მოქმედი წესდების ის დებულებები, რომლებითაც რეგულირებულია პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღების, კონკრეტულად კი დირექტორის გადარჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი. კერძოდ, წესდების 6.7 პუნქტით განისაზღვრა პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა წრე, რომლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის თაობაზე. წესდების 6.12 პუნქტის თანახმად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანად მიიჩნევა, თუ მის მუშაობაში მონაწილე დამფუძნებლები ხმათა საერთო რიცხვის უმეტესობას ფლობენ. ამავდროულად, წესდების 6.7 პუნქტით განსაზღვრული საკითხების ნაწილზე, მათ შორის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის შემთხვევაში კრება გადაწყვეტილებაუნარიანად მიიჩნევა, თუ მის მუშაობაში ყველა პარტნიორი მონაწილეობს. სადავო შემთხვევაში, კრებაზე გამოცხადდა 100% წილის მესაკუთრე და მმართველი პარტნიორები, რომელთაგან კრების ინიციატორებმა გადაწყვიტეს, რომ 10% წილის მესაკუთრე ზ-------------------–---–ს, როგორც მოქმედ დირექტორს არ ჰქონდა უფლება მიეღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში, როგორც დაინტერესებულ პირს, ასევე შ--–-----------–ის 24% წილის თამმართველებს არ მიეცათ ხმის უფლება იმ საფუძვლით, რომ 4 მმართველისაგან 2 მომხრე იყო საკითხის მიმართ, ხოლო დანარჩენი 2 წინააღმდეგი და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ისინი ერთიან პოზიციაზე ვერ შეჯერდნენ გადაწყდა მათ გარეშე გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, 100%-დან მხოლოდ 66% იქნა მიჩნეული ხმის უფლების მქონედ, რომელთაგან 34%-მა გამოხატა თანხმობა ზ-------------------–---–ის ნაცვლად დირექტორად არჩეულიყო დ--------------–ი, აღნიშნულ საკითხს არ დაეთანხმა დანარჩენი 32%, რომლებსაც პროტესტის ნიშნად დატოვებული ჰქონდათ სხდომა და პარალელურ რეჟიმში აწარმოებდნენ დამოუკიდებელ სხდომას. სასამართლო წესდების კონკრეტული ჩანაწერის გათვალისწინებით მ-------------–ის ინიცირებით ჩატარებულ კრებას ვერ განიხილავს გადაწყვეტილებაუნარიანად დირექტორის შეცვლის საკითხის გადასაწყვეტად. წესდების მოხმობილ ჩანაწერი ვერ განიმარტება იმგვარად რომ კრებაზე ხმის უფლებით მონაწილე 66% გაიგივდეს 100%-თან, რამეთუ გადასაწყვეტი საკითხი შეეხება დირექტორის გადარჩევას, რაც ამავე წესდების შესაბამისად მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებულ კრებას და მხოლოდ 66% ხმის უფლებით მონაწილე პარტნიორების მიერ ჩატარებული კრება ვერ მიიჩნევა უფლებამოსილად. წესდება, როგორც პარტნიორთა შეთანხმება წარმოადგენს მრავალმხრივი გარიგების ნიმუშს, რა დროსაც პარტნიორთა მიერ გამოვლენილი ნება და შესაბამისად ჩამოყალიბებული პირობები სავალდებულოა სამომავლოდ კორპორაციული მართვისას და პარტნიორები შემოჭილები არიან იმ წესებით, რაც განსაზღვრული აქვთ წესდების საშუალებით. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში წესდების ჩანაწერი მოითხოვს გადაწყვეტილების მისაღებად ყველა პარტნიორის მონაწილეობით, რაშიც იგულისხმება ხმის უფლებით მონაწილეობა, ჩატარებულ კრებას და აღნიშნული საკითხი ვერ გადაწყდება მხოლოდ 66% წილის მესაკუთრე პარტნიორების მიერ. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელეთა მტკიცებას, რომ თითქოს მსგავსი განმარტების შემთხვევაში, ვერასდროს ვერ იქნება შესაძლებელი გადაწყვეტილების მიღება და იმ ვითარებაში თუ რომელიმე პარტნიორი საკითხის განხილვისას დატოვებს კრებას. სადავო შემთხვევაში გარემოება, რომ 32% წილის მესაკუთრე პარტნიორებმა დატოვეს კრება არ წარმოადგენს დაბრკოლებას, რამეთუ მიიჩნევა, რომ მათი მხრიდან უარყოფილი იქნა საკითხი და შესაბამისად ისინი თავად სადავო კრებითვე მითითებულია იმ 66%-ში, კონკრეტულ შემთხვევაში პრობლემა მდგომარეობს 34%-სათვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შეზღუდვაში, რამეთუ მათი მონაწილეობის გარეშე კრება ვერ განიხილება გადაწყვეტილებაუნარიანად. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის იმ მოსაზრებას, რომ რამდენადაც წილის თანამმართველებიდან 2 იყო მომხრე, ხოლო 2 მოწინააღმდეგე აღნიშნული წარმოადგენს 24%-სათვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის საფუძველს, წილის თანამმართველებს ევალებოდათ ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბება, ხოლო თუ ვერ მოხერხდებოდა მიიჩნეოდა, რომ ისინი წინააღმდეგნი იყვნენ დირექტორის ცვლილებაზე, რამეთუ ვერ შეჯერდებოდა ერთიანი პოზიცია და მოსარჩელის მიერ სხდომაზე მოცემული განმარტება, რომ მაშინ 12-12%-ად უნდა განაწილებულიყო მათი ხმები აღნიშნულიც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან, რამეთუ შ--–-----------–ის წილს თანამმართველები კრების ჩატარების პერიოდში სოლიდარულად უძღვებოდნენ და მათი წილები ინდივიდუალურად არ არის დანაწილებული. ამასთანავე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა ვერც იმ მიდგომას, რომ ზ-------------------–---–ს უნდა შეზღუდვოდა ხმის მიცემაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, როგორც 10% წილის მესაკუთრე პარტნიორს, მართალია იგი წარმოადგენს საწარმოს დირექტორს, რომლის გადარჩევის საკითხზეც იქნა მოწვეული კრება, თუმცა წესდებისა და კანონის ჩანაწერი ვერ განიმარტება იმგვარად, რომ აღნიშნული ეხება, ზ-------------------–---–ის, როგორც პარტნიორის ინტერესებს. წესდების 6.5 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების მიღება შეეხება უშუალოდ ამა თუ იმ პარტნიორის ინტერესებს, ეს პარტნიორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. სასამართლო წესდების ვერც მოცემულ ჩანაწერს განმარტავს მოსარჩელეთა ინტერპრეტაციის შესაბამისად, უმთავრესად უნდა აღინიშნოს, რომ წესდების კონკრეტული ჩანაწერი შესაბამისობაშია ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-4 პუნქტთან, რომლის შესაბამისადაც - თუ გადაწყვეტილება შეეხება საზოგადოებასა და ერთ-ერთ პარტნიორს შორის დავას, მაშინ ამ პარტნიორს ხმის უფლება არა აქვს. ამდენად, ნორმის მიზანი მდგომარეობს იმ პარტნიორისათვის ხმის უფლების შეზღუდვაში, რომლის წინააღმდეგაც უნდა წამოიწყოს ან მიმდინარეობს დავა და დაუშვებელია წესდების კონკრეტული ჩანაწერის ფართოდ განმარტება, რამეთუ აღნიშნული გამოიწვევს პარტნიორის უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გამიჯნოს პარტნიორის უფლებები დირექტორის უფლებისაგან, ფაქტი, რომ კრებაზე მისაღები გადაწყვეტილება შეეხებოდა ზ-------------------–---–ის, როგორც დირექტორის უფლებას არ იგივდება მისი, როგორც პარტნიორის უფლებასთან, რამეთუ პარტნიორს არ შეიძლება შეეზღუდოს იმ გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება, რაც შეეხება საწარმოს ხელმძღვანელის დანიშვნასა თუ გამოწვევას, რამდენადაც აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სამეწარმეო საქმიანობის სწორად წარმართვისათვის, რაც ვერ შეეზღუდება ვერც ერთ პარტნიორს, მიუხედავად იმისა არის თუ არა იგი პირადად დირექტორი, აღნიშნული განმარტება და მიდგომა გაუმართლებელია და ვერ დაეფუძნება ვერც წესდების ხსენებულ დანაწესს (მაგ: თუ X საწარმოს ყავს ორი პარტნიორი, რომელთაგან დომინანტი პარტნიორი ამავდროულად არის მისი დირექტორი, მინორიტარ პარტნიორს ნებისმიერ დროს ექნება შესაძლებლობა გადააყენოს მოქმედი დირექტორი და მის ნაცვლად დანიშნოს ერთპიროვნულად სხვა პირი ან საკუთარი თავი, რის შემდგომაც გადარჩეულ პარტნიორს იგივე წესით კვლავ ექნება შესაძლებლობა წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა, რაც შეუძლებელს გახდის ნებისმიერი საწარმოს ფუნქციონირებასა და საქმიანობის ნორმალურ რეჟიმში წარმართვას). საგულისხმოა, რომ სადავო კრების ოქმზე განსახილველი საკითხი შეეხებოდა არა მხოლოდ ზ-------------------–---–ის გადარჩევის საკითხს, არამედ კრებას გადაწყვეტილება უნდა მიეღო დ--------------–ის არჩევასთან მიმართებითაც, რასთან დაკავშირებითაც ზურაბ გამეზარადაშვილისათვის ხმის უფლების შეზღუდვა კიდევ უფრო გაუმართლებელია, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც წესდების 6.7 და 6.12 პუნქტები პირდაპირ მიუთითებენ ყველა პარტნიორის, მათ შორის ,,დირექტორი-პარტნიორის’’ მონაწილეობით ჩატარებული კრების სავალდებულოობას, რაც თავის მხრივ ეფუძნება ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტს, რომლის თანახმად ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. დირექტორის გადარჩევის საკითხი ვერ მიიჩნევა საზოგადოების ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობად, შესაბამისად წესდების 6.7 და 6.12 პუნქტები უნდა განიმარტოს მოხმობილ ნორმასთან კავშირშიც, რაც კიდევ უფრო ამყარებს მოპასუხის პოზიციას. ამდენად, მოხმობილი ნორმებისა და წესდების შესაბამისი ჩანაწერის ერთობლივი შეფასებით უნდა განიმარტოს წესდების კონკრეტული პუნქტები და პარტნიორთა ნამდვილი ნება ამა თუ იმ ჩანაწერის მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ გაუმართლებელია სადავო ან ბუნდოვანი ნორმა განიმარტოს პარტნიორის ინტერესების საზიანოდ, თუ კანონი მსგავს ჩანაწერს არ შეიცავს. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეაფასოს, კრებაზე დანარჩენი პარტნიორების მხრიდან მ-------------–ის წარმომდგენლების დასწრების საკითხის წინააღმდეგ წასვლა და განმარტოს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც კრებაზე წარმოდგენილი იყო თავად მ-------------–ი, რომელმაც დაადასტურა მისი ნამდვილი ნება კრებაზე მონაწილეობა მიეღო მის წარმომადგენლებს, მიუხედავად მინდობილობის ტექსტის ბუნდოვანებისა აღნიშნული ვერ დააბრკოლებდა მათ უფლებას მონაწილეობა მიეღოთ კრების წარმართვაში და მითითებული გარემოება ვერ გამოდგება სადავო კრების არანამდვილად მიჩნევისათვის.

 

ამდენად, მოხმობილი მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო 2018 წლის 15 თებერვლის პარტნიორთა კრებას ვერ განიხილავს გადაწყვეტილებაუნარიანად და შესაბამისად ვერ დაავალებს ს-------------------------------– სააგენტოს საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15.02.2018წ. პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.1, ს.ფ. 30-40);

- პარტნიორთა კრების ოქმი N0---- (ტ.1, ს.ფ. 100-102/104);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების მ-------------–ისა და დ--------------–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-50-ე, 52-ე მუხლები;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი;

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-4-52, 91, 44-ე, 46-47-ე მუხლები;

,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2, მე-14 მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. 2018 წლის 15 თებერვლის პარტნიორთა კრების ოქმის ნამდვილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის კანონიერების საკითხის გამოკვლევამდე, აუცილებელია შეფასება მიეცეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესს. ანუ, სავალდებულოა იმის გარკვევა – დადგენა, რა შედეგის მომტანი იქნება და რა უფლებაში აღადგენს მოსარჩელეს მითითებული კრების ნამდვილად ცნობა.

 

სარჩელით ხსენებული კრების ოქმის ნამდვილად ცნობისათვის აუცილებელი წინაპირობაა ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა. ამგვარი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მოსარჩელემ უნდა მოიპოვოს კონკრეტული უფლება ან აღიკვეთოს მის უფლების რეალიზაციაში ხელშეშლა. ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების (სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ფაქტის) აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის, მნიშვნელოვანია, გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებისას. საკითხის ამგვარი წესით გადაწყვეტის პირობებში, ყურადღება უნდა გამახვილდეს მატერიალური მოთხოვნის პროცესუალურ სარჩულზე, რომელიც წარმოადგენს ურთიერთგადაჯაჭვულ სისტემას, რომლის ელემენტები ერთმანეთს ემყარება და ერთმანეთის საფუძველს ქმნის და თავს იყრის სსსკ-ის 180-ე მუხლში, რომლის სამართლებრივი ბუნების შესახებ საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ: აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა - საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (მაგალითად, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ.) ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ’’ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; № ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; № ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; № ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; № ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; № ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; №ას-407-390-2016, 10.06.2016წ; № ას-375-359-2016, 17.06.2016წ.). ბუნებრივია, რომ როდესაც პირი მიმართავს სასამართლოს სარჩელით, მას აქვს გარკვეული იურიდიული ინტერესი მის მიერ აღძრული სარჩელის მიმართ, მაგრამ მხოლოდ ფორმალური ინტერესის (აღძრას სარჩელი) არსებობა - არ არის საკმარისი წინაპირობა სარჩელის დასაშვებად (განსახილველად მისაღებად). როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგალითად, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, საპროცესო ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი, და არა - რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე - ორმაგი სასარჩელო წარმოების წარმართვის აუცილებლობას, რაც კანონ შესაბამისი არაა და ეწინააღმდეგება სწრაფი, ეფექტური მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს.

 

სასამართლო საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის'' ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია ,,სამართლიანი სასამართლოს'' პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება [მართებული /დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის კვლევის აუცილებლობის თვალსაზრისით იხ. საქმე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 - სადაც ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის'' განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40].

 

განსახილველ შემთხვევაში, მ-------------–ისა და დ--------------–ის ინტერესი სადავო კრების ნამდვილად ცნობასთან მიმართებით ეფუძნება მათ ინტერესს შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის დირექტორად დ--------------–ის დანიშვნასთან მიმართებით, რამეთუ კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოშობს საჯარო რეესტრის დავალდებულების საფუძველს შესაბამისი ცვლილების განხორციელებისა და საწარმოს დირექტორად დ--------------–ის რეგისტრაციასთან მიმართებით, რასთან დაკავშირებითაც ს-------------------------------–ი სააგენტო დღემდე უარს აცხადებს, შესაბამისად კონკრეტული სარჩელით მიიღწევა და რეალიზდება მოსარჩელის ინტერესი.

 

6.2. მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დადგენის შემდგომ სასამართლოს შეფასების საგანია აქციების მესაკუთრედ ცნობასთან მიმართებით მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების კვლევა, რასთან მიმართებითაც მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სამეწარმეო საქმიანობის სუბსტანციური კერძო-სამართლებრივი ცნება განსაზღვრულია ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, კერძოდ სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეს (სხვა სიტყვებით - მეწარმეს) წარმოადგენს გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით მოწყობილი საწარმო. კერძოდ, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებია: ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს), კომანდიტური საზოგადოება (კს), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), სააქციო საზოგადოება (სს, კორპორაცია) და კოოპერატივი. ამდენად, ქართული სამეწარმეო სამართალი, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს ინდივიდუალურ მეწარმეს, როგორც ფიზიკურ პირს და საზოგადოებებსა და კოოპერატივს, როგორც იურიდიულ პირებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 13.07.2006წ. გადაწყვეტილება, საქმე N1/2/378, ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. მოხმობილი ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება, არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს საწარმოს ვალდებულებებს პარტნიორის (პარტნიორის) მიმართ და პარტნიორის უფლებებს საზოგადოებაში. ამდენად, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 46-ე მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანი მოგების მიღებაა. პარტნიორის ინტერესიც, როდესაც იგი ხდება საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, სწორედ საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღებაა - დივიდენდის სახით.

 

,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველის პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ს-------------------------------–ი სააგენტო. ხოლო, მე-3 პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

შპს ,,ხ--------ი 9-’’ 1995 წლის 14 ივნისს დაარსებული მეწარმე სუბიექტია, რომლის დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ: ე-–------ რ---–---–ი (20%), ზ----- რ---–---–ი (15%), შ--–-----------–ი (20%), დ--------------–ი (15%), ა-------------–--ე (30%). 2014 წლის 19 თებერვალს გარდაიცვალა შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი, შ--–-----------–ი, რა დროსაც მის საკუთრებაში ირიცხებოდა უკვე საწარმოს 48% წილი, დღეის მდგომარეობით საწარმოს 25% წილის აღრიცხულია შ--–-----------–ის რეგისტრირებული მეუღლის მ-------------–ის საკუთრებაში, ხოლო 24% წილთან მიმართებით გარდაცვლილის მემკვიდრეთა შორის მიმდინარეობს დავა, რის გამოც მემკვიდრეების: მ-------------–ი, დ--------------–ი, ს--–-------------–ი და ს-----------------–ი რეგისტრირებულნი არიან კონკრეტული წილის თანამმართველებად. სამეწარმეო ამონაწერის შესაბამისად კომპანიის წილები დღეის მდგომარეობით გადანაწილებულია შემდეგნაირად: 9% - ნ-----–--–--ე; 7% - ნ--–-------–---–ი; 15% - გ-------------ე; 10% - ზ-------------------–---–ი; 25% - მ-------------–ი; 10% - მ------------–---–ი; ხოლო შ--–-----------–ის საკუთრებაში არსებული დარჩენილი 24% წილის მმართველებად სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულნი არიან ს-----------------–ი, ს--–-------------–ი, დ--------------–ი და მ-------------–ი. საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას ახორციელებს 10% წილის მესაკუთრე ზ-------------------–---–ი.

 

6.2. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ტერმინი ,,დაინტერესებული პირი’’ ამ კანონში გამოიყენება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით, კერძოდ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ზ’’ პუნქტის შესაბამისად დაინტერესებული პირად მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება. ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 51 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების საფუძველია უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება ან უფლებამოსილი პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შედგენილი გარიგება.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის 25% წილის მესაკუთრე პარტნიორის მ-------------–ის მიერ 2018 წლის 15 თებერვალს კანონის მოთხოვნათა დაცვით მოწვეული იქნა პარტნიორთა კრება საწარმოს მოქმედი დირექტორის გადარჩევისა და მის ნაცვლად დ--------------–ის არჩევის საკითხის განხილვის მიზნით. სადავო კრებაზე გამოცხადნენ საწარმოს 100% წილის მესაკუთრე პარტნიორები (მათ შორის პარტნიორთა წარმომადგენლები, წილის მმართველები ან/და მათი წარმომადგენლები). მითითებულ კრებაზე დამსწრე 100%-ის მიუხედავად ხმის უფლების მქონედ მიჩნეული იქნა მხოლოდ 66% წილის მესაკუთრე პარტნიორები, ხოლო ზ-------------------–---–ს არ მიეცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება იმ საფუძვლით, რომ იგი იყო მოქმედი დირექტორი და შესაბამისად წესდების 6.5 მუხლის საფუძველზე, იგი განიხილებოდა დაინტერესებულ პარტნიორად, რაც უკრძალავდა მას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღებას. ასევე, შ--–-----------–ის 24% წილის თანამმართველებთანაც ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა მათ არ მიეღოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, რადგანაც თანამმართველებს არ ჰქონდათ გადასაწყვეტ საკითხთან მიმართებით ერთიანი პოზიცია, მაშინ როდესაც 24% წილთან მიმართებით მხოლოდ ერთიანი გადაწყვეტილებისათვის შეეძლოთ მიეცათ ხმა. უდავოა, რომ კრება მისი მიმდინარეობას დატოვეს დარჩენილი ხმის უფლების მქონე 66% წილის მესაკუთრე პარტნიორებიდან 32% წილის მესაკუთრე პარტნიორებმა, იმ საფუძვლით, რომ გააპროტესტეს კრების განხილვაში მ-------------–ის წარმომადგენლების ლ-–--–---–---ისა და ლ----------–-ას მონაწილეობა. ხოლო დარჩენილმა 34%-მა თავი მიიჩნია კრებაზე ხმის უფლების მქონე პარტნიორთა 51.51%-ად და მიიღო გადაწყვეტილება ზ-------------------–---–ის გადარჩევისა და მის ნაცვლად დ--------------–ის არჩევასთან დაკავშირებით, რაც წარდგენილი იქნა მარეგისტრირებელ ორგანოში შესაბამისი ცვლილების განხორცილების მოთხოვნით. ამასთანავე, პროტესტის ნიშნად კრებიდან გასულმა პარტნიორებმა დამოუკიდებლად გამართეს კრება, რომელიც არ მიიჩნიეს გადაწყვეტილებაუნარიანად და ასევე პარალელურად წარადგინეს ს-------------------------------– სააგენტოში.

 

სადავო შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან კრების ნამდვილობის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია განმარტება მიეცეს წესდების შესაბამის ჩანაწერებს და განიმარტოს პარტნიორების მიერ კონკრეტულ დანაწესებთან მიმართებით გამოვლენილი ნება და შესაბამისი მიზანი, რისთვისაც უპირველესად უნდა განიმარტოს, რომ წესდება წარმოადგენს მრავალმხრივი გარიგების ნიმუშს და შესაბამისად მისი განმარტებისათვის მოხმობილი უნდა იქნეს გარიგების განმარტების წესი, თანახმად სკ-ს 52-ე მუხლისა. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნების გამოვლენა გარიგების დეფინიციის აუცილებელი ელემენტია. ამასთან, სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ნამდვილია ნების გამოვლენა, თუ დაცულია მისი გამოხატვის სამართლებრივი წინაპირობები (მატერიალური და ფორმალური). ყოველგვარი ნების გამოვლენა არ წარმოადგენს გარიგებას. ნების გამოვლენის მიზანი უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომა. თავის მხრივ სამართლებრივი შედეგი გამოიხატება სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაში, შეცვლასა და შეწყვეტაში. სსკ-ს 50-ე მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგის დადგომა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ცალმხრივმა, ისე ორმხრივმა ან მრავალმხრივმა ნების გამოვლენამ.

 

სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. გამოვლენილ ნებათა კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება. ნების გამოვლენის განმარტების აუცილებლობა წარმოიშობა მაშინ, როცა გამოვლენილი ნება ბუნდოვანი, არაზუსტი, ორაზროვანია და გარიგების მონაწილეებს განსხვავებულად ესმით მისი შინაარსი. სკ-ს 52-ე მუხლი შეიცავს ნების გამოვლენის განმარტების ზოგად დირექტივას, რომლის მიზანიც არის გარიგების მონაწილეთათვის სადავოდ ქცეული ნების დადგენა. ამრიგად, განმარტების მიზანი არის არა ნების გამოვლენისათვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, არამედ გარიგების მონაწილეთა ნების დადგენა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე Nას-1144-1090-2014 განმარტა - ხელშეკრულებათა განმარტების სპეციფიკა განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო, საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ. ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება. მაგრამ თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის. ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს ,,გონივრული განსჯა’’ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

 

სადავო შემთხვევაში, წესდების 6.7 პუნქტით განისაზღვრა პარტნიორთა კრების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა წრე, რომლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას საწარმოს დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის თაობაზე. წესდების 6.12 პუნქტის თანახმად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანად მიიჩნევა, თუ მის მუშაობაში მონაწილე დამფუძნებლები ხმათა საერთო რიცხვის უმეტესობას ფლობენ. ამავდროულად, წესდების 6.7 პუნქტით განსაზღვრული საკითხების ნაწილზე, მათ შორის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის შემთხვევაში კრება გადაწყვეტილებაუნარიანად მიიჩნევა, თუ მის მუშაობაში ყველა პარტნიორი მონაწილეობს.

 

უდავოა, რომ 2018 წლის 15 თებერვალს მ-------------–ის ინიცირებით მოწვეულ კრებაზე გამოცხადდა შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის 100% წილის მესაკუთრე პარტნიორები და შ--–-----------–ის წილის თანამმართველები (მათი წარმომადგენლები), რომელთაგან კრების ინიციატორების გადაწყვეტილებით, მხოლოდ 66% იქნა მიჩნეული ხმის უფლების მქონედ, კერძოდ საზოგადოების მოქმედ დირექტორსა და ამავდროულად 10% წილის მესაკუთრე პარტნიორს ზ-------------------–---–ს შეეზღუდა ხმის უფლება იმ საფუძვლით, რომ იგი იყო დაინტერესებული პირი საკითხის მიმართ და წესდების 6.5 მუხლის საფუძველზე ეკრძალებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა. ასევე, ხმის უფლება შეეზღუდათ შ--–-----------–ის წილი მმართველებს ერთიან პოზიციაზე შეუჯერებლობის საფუძვლით. ამდენად, 100%-დან მხოლოდ 66% იქნა მიჩნეული ხმის უფლების მქონედ, რომელთაგან 34%-მა გამოხატა თანხმობა ზ-------------------–---–ის ნაცვლად დირექტორად არჩეულიყო დ--------------–ი, აღნიშნულ საკითხს არ დაეთანხმა დანარჩენი 32%, რომლებსაც პროტესტის ნიშნად დატოვებული ჰქონდათ სხდომა და პარალელურ რეჟიმში აწარმოებდნენ დამოუკიდებელ სხდომას.

 

სასამართლო წესდების კონკრეტული ჩანაწერის გათვალისწინებით მ-------------–ის ინიცირებით ჩატარებულ კრებას ვერ განიხილავს გადაწყვეტილებაუნარიანად დირექტორის შეცვლის საკითხის გადასაწყვეტად. სასამართლო წესდების მოხმობილ ჩანაწერს ვერ განმარტავს იმგვარად რომ კრებაზე ხმის უფლებით მონაწილე 66% გააიგივოს 100%-თან, რამეთუ გადასაწყვეტი საკითხი შეეხება დირექტორის გადარჩევას, რაც ამავე წესდების შესაბამისად მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებულ კრებას და მხოლოდ 66% ხმის უფლებით მონაწილე პარტნიორების მიერ ჩატარებული კრება ვერ მიიჩნევა უფლებამოსილად. წესდება, როგორც პარტნიორთა შეთანხმება წარმოადგენს მრავალმხრივი გარიგების ნიმუშს, რა დროსაც პარტნიორთა მიერ გამოვლენილი ნება და შესაბამისად ჩამოყალიბებული პირობები სავალდებულოა სამომავლოდ კორპორაციული მართვისას და პარტნიორები შემოჭილები არიან იმ წესებით, რაც განსაზღვრული აქვს წესდების საშუალებით. შესაბამისად, სადავო შემთხვევაში წესდების ჩანაწერი მოითხოვს გადაწყვეტილების მისაღებად ყველა პარტნიორის მონაწილეობით, რაშიც იგულისხმება ხმის უფლებით მონაწილეობა, ჩატარებულ კრებას და აღნიშნული საკითხი ვერ გადაწყდება მხოლოდ 66% წილის მესაკუთრე პარტნიორების მიერ. კონკრეტულ შემთხვევაში კრება ვერ მიიღებდა დირექტორის გადარჩევის გადაწყვეტილებას იმ საფუძვლით, რომ 100%-დან 34%-ს ჩამორთმეული ჰქონდა ხმის უფლება, მაშინ როდესაც საკითხი მოითხოვდა 100%-ით მონაწილე პარტნიორთა მხრიდან გადაწყვეტილების მიღებას. გარემოება, რომ 32%-მა დატოვა კრება მისი მიმდინარეობისას არ წარმოადგენს დაბრკოლებას, რადგანაც მათი პოზიცია განიხილება საკითხის უარყოფად და ისინი განხილული არიან მონაწილეთა 66%-ში. ის ფაქტი, რომ 24% წილის თანამმართველები და 10% წილის მესაკუთრე ზ-------------------–---–ი გამოეთიშა ხმის მიცემის პროცესს ართმევს პარტნიორებს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას სადავო საკითხთან მიმართებით. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის იმ მოსაზრებას, რომ რამდენადაც წილის თანამმართველებიდან 2 იყო მომხრე, ხოლო 2 მოწინააღმდეგე აღნიშნული წარმოადგენს 24%-სათვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის საფუძველს. გარემოება, რომ წილის მეაკუთრე პარტნიორი გარდაცვლილია და მის წილს მართავს 4 პირი, არ განაპირობებს აღნიშნულ ნაწილში ხმის უფლების ჩამორთმევის საფუძველს. ამასთანავე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა ვერც იმ მიდგომას, რომ ზ-------------------–---–ს უნდა შეზღუდვოდა ხმის მიცემაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, როგორც 10% წილის მესაკუთრე პარტნიორს, მართალია იგი წარმოადგენს საწარმოს დირექტორს, რომლის გადარჩევის საკითხზეც იქნა მოწვეული კრება, თუმცა წესდებისა და კანონის ჩანაწერი ვერ განიმარტება იმგვარად, რომ პარტნიორის უფლება გაიგივდეს დირექტორის უფლებებთან, თუნდაც იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პარტნიორი წარმოადგენს დირექტორს. წესდების 6.5 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების მიღება შეეხება უშუალოდ ამა თუ იმ პარტნიორის ინტერესებს, ეს პარტნიორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. სასამართლო წესდების ვერც მოცემულ ჩანაწერს განმარტავს მოსარჩელეთა ინტერპრეტაციის შესაბამისად, უმთავრესად უნდა აღინიშნოს, რომ წესდების კონკრეტული ჩანაწერი შესაბამისობაშია ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-4 პუნქტთან, რომლის შესაბამისადაც - თუ გადაწყვეტილება შეეხება საზოგადოებასა და ერთ-ერთ პარტნიორს შორის დავას, მაშინ ამ პარტნიორს ხმის უფლება არა აქვს. ამდენად, ნორმის მიზანი მდგომარეობს იმ პარტნიორისათვის ხმის უფლების შეზღუდვაში, რომლის წინააღმდეგაც უნდა წამოიწყოს ან მიმდინარეობს დავა და დაუშვებელია წესდების კონკრეტული ჩანაწერის ფართოდ განმარტება, რამეთუ აღნიშნული გამოიწვევს პარტნიორის უფლები დაუსაბუთებელ შეზღუდვას, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ერთმანეთისაგან გამიჯნოს პარტნიორის უფლებები დირექტორის უფლებისაგან, ფაქტი, რომ კრებაზე მისაღები გადაწყვეტილება შეეხებოდა ზ-------------------–---–ის, როგორც დირექტორის უფლებას არ იგივდება მისი, როგორც პარტნიორის უფლებასთან, რამეთუ პარტნიორს არ შეიძლება შეეზღუდოს იმ გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება, რაც შეეხება საწარმოს ხელმძღვანელის დანიშვნასა თუ გამოწვევას, რამდენადაც აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სამეწარმეო საქმიანობის სწორად წარმართვისათვის, რაც ვერ ჩამოერთმევა ვერც ერთ პარტნიორს, მიუხედავად იმისა არის თუ არა იგი პირადად დირექტორი, აღნიშნული განმარტება და მიდგომა გაუმართლებელიადა ვერ დაეფუძნება ვერც წესდების ხსენებულ დანაწესს. მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც წესდების 6.7 და 6.12 პუნქტები პირდაპირ მიუთითებენ ყველა პარტნიორის, მათ შორის ,,დირექტორი-პარტნიორის’’ მონაწილეობით ჩატარებული კრების სავალდებულოობას, რაც თავის მხრივ ეფუძნება ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტს, რომლის თანახმად ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. დირექტორის გადარჩევის საკითხი ვერ მიიჩნევა საზოგადოების ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობად, შესაბამისად წესდების 6.7 და 6.12 პუნქტები უნდა განიმარტოს მოხმობილ ნორმასთან კავშირშიც, რაც კიდევ უფრო ამყარებს მოპასუხის პოზიციას. ამდენად, მოხმობილი ნორმებისა და წესდების შესაბამისი ჩანაწერის ერთობლივი შეფასებით უნდა განიმარტოს წესდების კონკრეტული პუნქტები და პარტნიორთა ნამდვილი ნება ამა თუ იმ ჩანაწერის მიმართ. სასამართლო აღნიშნავს, რომ გაუმართლებელია სადავო ან ბუნდოვანი ნორმა განიმარტოს პარტნიორის ინტერესების საზიანოდ, თუ კანონი მსგავს ჩანაწერს არ შეიცავს. ამდენად, მოხმობილი მსჯელობის შესაბამისად, სასამართლო 2018 წლის 15 თებერვლის პარტნიორთა კრებას ვერ განიხილავს გადაწყვეტილებაუნარიანად და შესაბამისად ვერ დაავალებს ს-------------------------------– სააგენტოს საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილების რეგისტრაციას.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი (ტ.1, ს.ფ. 47), ასევე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის 50 ლარი (იხ.ტ.1, ს.ფ. 48).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სსსკ-ს 39.1 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც არ დაკმაყოფილდა მ-------------–ისა და დ--------------–ის სასარჩელო მოთხოვნა, მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში,9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-------------–ისა და დ--------------–ის სარჩელი 15.02.2018 წლის შპს ,,ხ--------ი 9-’’-ის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1--------) ნამდვილად (კანონიერად) აღიარების და საჯარო რეესტრისათვის ცვლილების რეგისტრაციის დავალების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი და 50 ლარი (უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე