მუხლი 115. მხარეთა მონაწილეობა მტკიცებულებათა უზრუნველყოფაში
თავი XIV — მტკიცებულებათა უზრუნველყოფა
1. მხარეებს ეცნობებათ მტკიცებულებათა უზრუნველყოფის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებას.
2. გადაუდებელ შემთხვევაში მტკიცებულებათა უზრუნველყოფა შესაძლებელია მხარეთათვის შეუტყობინებლადა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(23)
საქმე №ას-1036-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2025
…არ წარმოადგენდა ის, რომ მოსარჩელეთა საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს არ გააჩნია აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება: 6.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ…
საქმე №ას-332-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2025
…შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება (იხ. სუსგ #ას-98-94-2016, 26.07.2016 წ.; #ას-368-2019, 31.07.2019 წ.) 17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 115-ე მუხლს, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად…
საქმე №ას-1183-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
…დადგენას. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული 02.11.2022წ. საოქმო განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 6.7. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მოსაქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 170-ე, 172-ე მუხლებზე და განმარტა, რომ წინამდებარე სარჩელში უკანონო ხელშეშლის ფაქტი მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რომლის არსებობაც მან ვერ…
საქმე №ას-492-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2022
…პირველი მოპასუხის მოქმედება მეორე მოპასუხის მეშვეობით დაზარალებულთათვის მიყენებულ ზიანს უკავშირდება. 5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 998-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 115-ე, 30917-ე, 30920-ე მუხლებით და სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეთა ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელეს…
საქმე №ას-1324-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
…20 ოქტომბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. 9.2.კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია რა სსსკ-ის 115-ე მუხლი, არასწორად და არასრულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც შესაბამისად გამოიწვია არასწორი პოზიციის ჩამოყალიბება. 9.3.კასატორის მოსაზრებით,…
საქმე №ას-1054-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2019