განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110210018002559857
საქმე №2/ბ-1268- 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) - მ--- ბ-----ე
წარმომადგენელი - გ------- გ--------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, აპელანტი) - შპს ,,ი--------ი - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი“(თ--------–-----ი)
წარმომადგენელი - დ----- ს----–---–ი (დირექტორი)
დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტ მ--- ბ-----ის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
აპელანტ შპს ,,ი--------ი - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის“(თ--------–-----ი) მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2.1. მოსარჩელის მოთხოვნა
2017 წლის 25 ივლისს მ--- ბ-----ემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს ,,ი--------ი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის (თ--------–-----ი)“ მიმართ სახელფასო დავალიანებისა და მისი დაყოვნებისათვის ყოველდღიური 0.07%-ის ანაზღაურების მოთხოვნით.
2.2. სარჩელის საფუძვლები
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2.2.1. 2016 წლის 05 დეკემბრის N2----------1/კ ბრძანების საფუძველზე 2017 წლის 01 ივლისამდე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე შპს ,,ი--------ი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი - თ--------–-----ისთან“ და დასაქმებული იყო ბუღალტრის თანამდებობაზე. მისი ხელფასი, ხელზე ასაღები, შეადგენდა 560 ლარს, მაგრამ მოპასუხეს მისთვის ხელფასი არ აუნაზღაურებია, რის გამოც მის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება 2016 წლის 05 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე 3360 ლარი;
2.2.2. 2017 წლის 01 ივლისს მოპასუხემ მასთან გააფორმა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება და აგრძელებდა მუშაობას ბუღალტრის თანამდებობაზე 2018 წლის 01 ივლისამდე, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მისი დარიცხული ხელფასი თვეში შეადგენდა 700 ლარს, ხელზე იღებდა 560 ლარს. ამ პერიოდის ხელფასი მოპასუხემ მას ნაწილობრივ აუნაზღაურა, მაგრამ დაყოვნებით, ნაწილი კი არ აუნაზღაურებია, რის გამოც გააჩნია მის მიმართ დავალიანება ჯამში 1978 ლარის ოდენობით.
2.2.3. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 05 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე მიუღებელი ხელფასის 3360 ლარის ანაზღაურება და ყოველი დაყოვნებული დღისათვის მიუღებელი ხელფასის 0,07%. ასევე მოითხოვა 2017 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 01 ივლისამდე მიუღებელი ხელფასის 1978 ლარის ანაზღაურება და ყოველი თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 0,07%-ის ანაზღაურება.
2.2.4. მოპასუხე შპს ი--------ი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი - თ--------–-----ის დირექტორმა დ----- ს----–---–მა შესაგებელით სარჩელი არ ცნო, მაგრამ შემდგომში სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომებზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მოსარჩელეს მისაღები აქვს ხელფასის ნაწილი 2017 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 01 ივლისამდე პერიოდისათვის 1978 ლარის ოდენობით, რომელსაც აუნაზღაურებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან თანხის გადმორიცხვისთანავე.
2.2.5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო 2016 წლის 05 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე პერიოდის ხელფასის ანაზღაურებაზე იმაზე მითითებით, რომ ამ პერიოდში სამედიცინო ცენტრი არ ფუნქციონირებდა, მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები. მოსარჩელე დანიშნული იყო ბუღალტრად და შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე უნდა ეწარმოებინა ხელფასების დარიცხვა და გაცემა, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კი წარმოდგენილი არ არის და სამედიცინო ცენტრში არ არსებობს. მოსარჩელეს ამ პერიოდის ხელფასი მიღებული აქვს. მისივე განმარტებით 500 ლარი მას პირადად გადასცა ხელზე, ვინაიდან ბუღალტერს სახელფასო დოკუმენტაცია ნაწარმოები არ ჰქონდა.
2.2.6. 2017 წლის 01 ივლისიდან სამედიცინო ცენტრმა ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება. იგი დაინიშნა ცენტრის დირექტორად და ყველა თანამშრომელთან კანონის შესაბამისად გააფორმა ხელშეკრულებები. ხელფასების დარიცხვაც უკვე ხდებოდა საბანკო გადარიცხვებით. სამედიცინო ცენტრი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, შესაბამისად ხელფასები თანამშრომლებს ერიცხებოდათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და ხელფასების დაყოვნება არ ხდებოდა სამედიცინო ცენტრის მიზეზით. შესაბამისად, თანხების ჩამორიცხვისთანავე გაიცემა მოსარჩელეზე დაგვიანებული ხელფასები, რის გამოც არ უნდა დაეკისროს სამედიცინო ცენტრს ხელფასის დაყოვნებისათვის 0.07% .
2.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. მოსარჩელე მ--- ბ-----ის (პ/ნ 6----------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე შპს ი--------ი - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრს (ს/კ 4--------) მოსარჩელე მ--- ბ-----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 01 ივლისამდე მიუღებელი ხელფასის 1978 (ათას ცხრაას სამოცდათვრამეტი) ლარის ანაზღაურება;
1.2 მოპასუხე შპს ი--------ი - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრს (ს/კ 4--------) მოსარჩელე მ--- ბ-----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის თვეების, 2018 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის თვეების ხელფასის დაყოვნებისათვის 0,07% ჯამში 441.87 (ოთხას ორმოცდაერთი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარის ანაზღაურება;
1.3. მოპასუხე შპს ი--------ი - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრს (ს/კ 4--------) მოსარჩელე მ--- ბ-----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე 2018 წლის 18 ოქტომბრამდე მიუღებელი ხელფასის: 2017 წლის ივლისის მიუღებელი ხელფასის ნაწილის 231 (ორას ოცდათერთმეტი) ლარის, 2018 წლის იანვრის მიუღებელი ხელფასის ნაწილის 42 (ორმოცდაორი) ლარის, თებერვლის მიუღებელი ხელფასის ნაწილის 25 (ოცდახუთი) ლარის, აპრილის, მაისის და ივნისის მიუღებელი ხელფასის თვეში 560 (ხუთას სამოცი) ლარის 0.07% -ის ჯამში 220.21 (ორას ოცი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარის ანაზღაურება;
1.4. მოპასუხე შპს ი--------ი - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრს (ს/კ 4--------) მოსარჩელე მ--- ბ-----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის ივლისის მიუღებელი ხელფასის ნაწილის 231 (ორას ოცდათერთმეტი) ლარის, 2018 წლის იანვრის მიუღებელი ხელფასის ნაწილის 42 (ორმოცდაორი) ლარის, თებერვლის მიუღებელი ხელფასის ნაწილის 25 (ოცდახუთი) ლარის, აპრილის, მაისის და ივნისის მიუღებელი ხელფასის თვეში 560 (ხუთას სამოცი) ლარის 0.07% -ის ანაზღაურება 2018 წლის 18 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
2 . სარჩელი 2016 წლის 05 დეკემბრის N 2----------1/კ ბრძანებით წარმოშობილი შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მიუღებელი ხელფასის 3360 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
2.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2.4.1. მოსარჩელე მ--- ბ-----ე 2016 წლის 05 დეკემბრიდან იმყოფება შრომით ურთიერთობაში მოპასუხე შპს ი--------ი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი - თ--------–-----ისთან და N2---------/ -1/კ ბრძანებით დანიშნულია ბუღალტრის თანამდებობაზე 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოპასუხე შპს ი--------ი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი - თ--------–-----ის დირექტორის ო. მაკარიძის ბრძანება;
_ მხარეთა განმარტება.
2.4.2. მოსარჩელისათვის დარიცხული ხელფასი შეადგენდა 700 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გარშე შეადგენდა 560 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო მხარეთა განმარტებას.
2.4.3. 2017 წლის 01 ივლისს მოსარჩელე მ--- ბ-----ესა და მოპასუხე შპს ი--------ი - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრს - თ--------–-----ის შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. მოსარჩელე დაინიშნა ბუღალტრის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით განისაზღვრა 700 ლარით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_შრომითი ხელშეკრულება;
_ მხარეთა განმარტება.
2.4.4. მოსარჩელე მხარეს არ მიუღია 2017 წლის ივლისის თვის ხელფასის ნაწილი 231 ლარის ოდენობით, 2018 წლის იანვრის თვის ხელფასის ნაწილი 42 ლარის ოდენობით, 2018 წლის თებერვლის თვის ხელფასის ნაწილი 25 ლარის ოდენობით, 2018 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების ხელფასი თვეში 560 ლარის ოდენობით. სულ მიუღებელი ხელფასის თანხა შეადგენს 1978 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
_ მხარეთა განმარტება.
2.4.5. მოსარჩელე მ--- ბ-----ეს ხელფასი უნდა მიეღო თვეში ერთხელ, დამსაქმებლის სახელფასო პროცედურის შესაბამისად უნაღდო ანგარიშსწორების წესით, დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. კერძოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მოპასუხისათვის თანხების გადმორიცხვის საფუძველზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_შრომითი ხელშეკრულება;
_ მხარეთა განმარტება.
დადგენილი იქნა მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.4.6. დამსაქმებელს, მოპასუხე მხარეს მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია არც ერთი თვის ხელფასი 2016 წლის 05 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე რაც ჯამში შეადგენს 3360 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს
_მოსარჩელმაი ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.7. მოსარჩელისათვის 2016 წლის დეკემბრის თვის აუნაზღაურებელი ხელფასია 483,55 ლარი, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 01 იანვრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.33 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.8. მოსარჩელისათვის 2017 წლის იანვრის თვის აუნაზღაურებელი ხელფასია 560 ლარი, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 01 თებერვლიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.9. მოსარჩელისათვის 2017 წლის თებერვლის თვის აუნაზღაურებელი ხელფასია
560 ლარი, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 01 მარტიდან ყოველ დაყოვნებულ
დღეზე 0.39 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_მოსარჩელის განმარტება;
_ მოსარჩელის მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.10. მოსარჩელისათვის 2017 წლის მარტის თვის აუნაზღაურებელი ხელფასია 560 ლარი, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 01 აპრილიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.11. მოსარჩელისათვის 2017 წლის აპრილის თვის აუნაზღაურებელი ხელფასია 560 ლარი, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 01 მაისიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.12. მოსარჩელისათვის 2017 წლის მაისის თვის აუნაზღაურებელი ხელფასია 560 ლარი, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 01 ივნისიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.13. მოსარჩელისათვის 2017 წლის ივნისის თვის აუნაზღაურებელი ხელფასია 560 ლარი, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 01 ივლისიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_მოსარჩელის განმარტება;
_ მოსარჩელის მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.14. მოსარჩელისათვის 2017 წლის ივლისის თვის ხელფასი 560 ლარის ნაცვლად ანაზღაურებულია 2017 წლის 23 ნოემბერს 329 ლარი 114 დღის დაყოვნებით, 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 44.46 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.15. მოსარჩელისათვის 2017 წლის ივლისის ხელფასის ნაწილი თანხით 231 ლარი აუნაზღაურებელია, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 23 ნოემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.16 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.16. მოსარჩელისათვის 2017 წლის აგვისტოს თვის ხელფას 560 ლარი აუნაზღაურდა 2017 წლის 15 დეკემბერს 105 დღის დაყოვნებით, რომლის 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 40.95 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
-მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.17. მოსარჩელისათვის 2017 წლის სექტემბრის თვის ხელფასი 560 ლარი ანაზღაურებულია 2017 წლის 13 იანვარს 104 დღის დაყოვნებით, რომლის 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 40.56 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.18. მოსარჩელისათვის 2017 წლის ოქტომბრის თვის ხელფასი 560 ლარი ანაზღაურებულია 2018 წლის 20 თებერვალს 111 დღის დაყოვნებით, რომლის 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 43.29 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.19. მოსარჩელისათვის 2017 წლის ნოემბრის თვის ხელფასი 560 ლარი ანაზღაურებულია 2018 წლის 05 აპრილს 125 დღის დაყოვნებით, რომლის 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 48.75 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.20. მოსარჩელისათვის 2017 წლის დეკემბრის თვის ხელფასი 560 ლარი ანაზღაურებულია 2018 წლის 17 მაისს 136 დღის დაყოვნებით, რომლის 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 53.04 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.21. მოსარჩელისათვის 2018 წლის იანვრის თვის ხელფასი 560 ლარის ნაცვლად ანაზღაურებულია 2018 წლის 17 ივნისს 518 ლარი 136 დღის დაყოვნებით, 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 53.04 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.22. მოსარჩელისათვის 2018 წლის იანვრის ხელფასის ნაწილი თანხით 42 ლარი აუნაზღაურებელია, რომლის 0,07% შეადგენს 2018 წლის 17 ივნისიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.02 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.23.მოსარჩელისათვის 2018 წლის თებერვლის თვის ხელფასი 560 ლარის ნაცვლად ანაზღაურებულია 2018 წლის 18 ივლისს 535 ლარი 139 დღის დაყოვნებით, 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 54.21 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.24. მოსარჩელისათვის 2018 წლის თებერვლის ხელფასის ნაწილი თანხით 25 ლარი აუნაზღაურებელია, რომლის 0,07% შეადგენს 2018 წლის 18 ივლისიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.01 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.25. მოსარჩელისათვის 2018 წლის მარტის თვის ხელფასი 560 ლარი ანაზღაურებულია 2018 წლის 10 სექტემბერს 163 დღის დაყოვნებით, რომლის 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 63.57 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება;
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.4.26. მოსარჩელისათვის 2018 წლის აპრილის, მაისის, ივნისის თვეების ხელფასი თვეში 560 ლარი აუნაზღაურებელია, რომლის 0,07% ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს შეადგენს 2018 წლის 01 მაისიდან, 01 ივნისიდან 01 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელე მ--- ბ-----ის განმარტება;
_ მოსარჩელე მ--- ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.
_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
2.5. გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 42-ე მუხლებზე,საქართველოს შრომის კოდექსის პირველ, მე-2, მე-6, 21-ე, 31-ე, 53-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 115-ე მუხლებზე და განმარტა შემდეგი:
2.5.1. მოსარჩელე მ--- ბ-----ეს და მოპასუხე შპს ი--------ი - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრს - თ--------–-----ის შორის შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 05 დეკემბრიდან დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რაც უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას, რომლის თანახმად მ--- ბ-----ე დაინიშნა ბუღალტრის თანამდებობაზე 2016 წლის 06 დეკემბრიდან 6 თვის გამოსაცდელი ვადით. სადავო არ არის, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 2017 წლის 01 ივლისიდან მხარეთა შორის გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 01 ივლისამდე. მოსარჩელე დაინიშნა ბუღალტრის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 700 ლარს, ხოლო, ხელზე ასაღები ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გარეშე შეადგენს 560 ლარს.
2.5.2. შპს ი--------ი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის - თ--------–-----ის დირექტორის 2016 წლის 05 დეკემბრის ბრძანების თანახმად, მ--- ბ-----ის თანამდებობრივი სარგო უნდა განსაზღვრულიყო შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად. მხარეთა შორის ასეთი ხელშეკრულება არ დადებულა, მაგრამ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის, რომ მოსარჩელეს ხელფასი ეძლეოდა 500 ლარის ოდენობით.
2.5.3. 2017 წლის 01 ივლისს მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად მ--- ბ-----ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხული ხელფასის სახით 700 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გარეშე შეადგენდა 560 ლარს.
2.5.4. ხელშეკრულების 3.2 და 3.3 პუნქტების თანახმად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის დაქვითვა დასაქმებულის ხელფასიდან წარმოებს დამსაქმებლის შესაბამისი სამსახურის მიერ და ხელფასი გაიცემა როგორც წესი თვეში ერთხელ, დამსაქმებლის სახელფასო პროცედურის შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით.
2.5.5. მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 01 ივლისს მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1978 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის გარეშე, რომელიც მოპასუხე მხარემ აღიარა.
2.5.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.
2.5.7 სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მ--- ბ-----ის მოსაზრება, რომ მას მიუღებელი აქვს სახელფასო ანაზღაურება 2016 წლის 06 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე, რომ მის მიმართ არ მომხდარა ხელფასის გამოწერა საფინანსო სამსახურის მიერ. ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.
2.5.9. წარმოდგენილი მტკიცებულებით - შპს ი--------ი -იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის - თ--------–-----ის დირექტორის 2016 წლის 05 დეკემბრის ბრძანების თანახმად დგინდება, რომ მოსარჩელე დაინიშნა რა კომპანიის ბუღალტრად, განისაზღვრა მისი ფუნქციები და უშუალოდ მას დაევალა სპეციალური ელექტრონული პროგრამით, სხვა ფუნქციებთან ერთად, ეწარმოებინა ხელფასის დაანგარიშება და გაცემა. იგი ვალდებული იყო ყველა ქმედება შეეთანხმებინა დირექტორთან ო. მაკარიძესთან.
2.5.10. სასამართლომ მიუთითა, რომ 2016 წლის 06 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე პერიოდში ხელფასის დაანგარიშებაზე და გაცემაზე ვალდებულ პირს მოსარჩელე წარმოადგენდა. ამდენად მასვე უნდა განემარტა თუ რატომ არ მოახდინა ხელფასის დარიცხვა და გაცემა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება კი მის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით -ამონაწერით საბანკო ანგარიშიდან დგინდება, რომ 2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით მოსარჩელის ანგარიშზე ირიცხება ნაშთი 999.00 ლარი. და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს თუ ხელი შეეშალა თავისი ვალდებულების შესრულებაში, ასეთი ბრძანების თანახმად უნდა შეეთანხმებინა დირექტორთან. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.
2.5.11.ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებით, რომ მას არ მიუღია ხელფასი 2016 წლის 06 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე პერიოდში 3360 ლარის ოდენობით და შესაბამისად, არც მისი დაყოვნებისათვის 0.07%-ის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.
2.5.12. მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების მიხედვით დასაქმებულთათვის განსაზღვრულია ხელფასის კონკრეტული ოდენობა, რისი ყოველთვიურად ანაზღაურების ვალდებულებაც ხელშეკრულების შეწყვეტამდე გააჩნია დამსაქმებელს.
2.5.13. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
2.5.14. სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნებული ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ მიმდინარე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, ანუ, როდესაც დასაქმებული და დამსაქმებელი ერთმანეთთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და დამსაქმებელმა დაარღვია შრომითი ანაზღაურების წესი.
2.5.15. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში, ამასთან მხარეთა შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 01 ივლისს, მოპასუხის მიერ დაირღვა შრომის ხელშეკრულების მე-3 პუნქტით დადგენილი წესი შრომის ანაზღაურების შესახებ, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ოდენობით 2017 წლის 01 ივლისის შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების 3.2.9 – 3.2.21 ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული ოდენობით საშემოსავლო გადასახადის გარეშე.
3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
წინამდებარე გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელე მ--- ბ-----ემ და მოპასუხე შპს ,,ი--------ი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრმა (თ--------–-----ი)“
მ--- ბ-----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია უტყუარად მტკიცებულება - ამონაწერი სახელფასო ანგარიშიდან, 2016 წლის 06 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე ხელფასის მიუღებლობასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათლად არის აღნიშნული, რომ 2016 წლის 06 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მისაღები ხელფასი დამსაქმებელს არ ჩაურიცხავს. თუმცა იგივე მტკიცებულება სასამართლომ გამოიყენა 2017 წლის ივლისში გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიუღებელი ხელფასის 1978 ლარის ანაზღაურების დაკმაყოფილების ნაწილში. ასევე მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებაში - ბანკის მიერ გაცემულ სახელფასო ამონაწერში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 999 ლართან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით მის ანგარიშზე ირიცხება ნაშთად. მაშინ როდესაც, აღნიშნული თანხის არსებობა კონკრეტულ საქმესთან კავშირი არ აქვს, რადგან აღნიშნული წარმოადგენს მის პირად თანხას და არა დაწესებულების მიერ ჩარიცხულ ხელფასს.
3.1.2. სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა 3360 ლარის დაყოვნებისათვის 0,07%-ის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ვინაიდან ვერ იქნა დადასტურებული 3360 ლარის მიუღებლობის ფაქტი, არც ამ თანხის 0,07%-ის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს. თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულის შესახებ მითითებული არ არის.
3.1.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მას როგორც ბუღალტერს, ევალებოდა ხელფასების დაანგარიშება და გაცემა, მაგრამ სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ დაწესებულებას იმ დროისათვის არ ჰქონდა ფინანსური რესურსი და ხელფასების გაცემა ფიზიკურად არ ხდებოდა. შესაბამისად, მისი მხრიდან ხელფასების გაცემის ფინანსური ოპერაცია ვერ განხორციელდებოდა და არც განხორციელებულა. მითუმეტეს, რომ ფინანსური ოპერაციის განხორციელების საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი და ასრულებს ბუღალტერი. შესაბამისად, მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას ადგილი არ ჰქონია. მოპასუხე მხარემ სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ იმ პერიოდში დაწესებულება ხელფასებს ვერ გასცემდა შემოსავლების არქონის გამო, რითაც აღიარა ხელფასების გაუცემლობა და მისი მიზეზები. ამავე დროს საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რითაც მოპასუხე მხარე დაადასტურებდა ზემოთ აღნიშნული დავალიანების არარსებობის ან მისთვის ხელფასის მიცემის ფაქტს, რისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხე მხარეს ეკისრება.
3.1.4. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე-244-ე მუხლები, მაგრამ საქმეში არსებულ მტკიცებულებას არ მისცა სამართლებრივი შეფასება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილში გახდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
შპს ,,ი--------ი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის(თ--------–-----ი)“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
3.2.1. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი. ასევე არასწორად განმარტა, რომ შრომის ანაზღაურების დაყოვნებისთვის დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. სასამართლომ არ გაიზიარა მათი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების გაცემა ხდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამიდან მიღებული თანხებით, შესაბამისად კლინიკას, გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მიღებული თანხებისა, არ გააჩნია არავითარი ფინანსური რესურსი. საქართვლოს მთავრობის 36-ე დადგენილება კლინიკას უზღუდავს საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარისთვის დამატებითი ანაზღაურების დაკისრებას, შესაბამისად დასაქმებულისთვის შრომის ანაზღაურების დაგვიანება გამოწვეულია არა მათი მიზეზით, არამედ სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ არსებული რამდენიმე თვიანი დავალიანების არსებობით. ამავე დადგენილებით განსაზღვრულია, რომ პროგრამის განმახორციელებელი კლინიკის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას მთავრობა განიხილავს და ამოწმებს 60 სამუშაო დღეში, ხოლო დამუშავებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გასცემს ანაზღაურებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
4.2. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 2.4.1.-2.4.26 პუნტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო საჩივრით წარმოდგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
4.2.1. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომითი სფეროდან. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების ფარგლებში შესაფასებელია აქვს თუ არა დამსაქმებელს მ--- ბ-----ის მიმართ სახელფასო დავალიანება - 3360 ლარის ოდენობით, რომელიც თავის მხრის ექვემდებარება ანაზღაურებას. ასევე უნდა დაეკისროს თუ არა დამსაქმებელს პირგასამტეხლო სახელფასო დავალიანების დაყოვნებისათვის.
4.2.2. შრომით ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით.
4.2.3. საქმეში განთავსებული უდავო სახის მტკიცებულების - მოპასუხე შპს ,,ი--------ი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი - თ--------–-----ის“ დირექტორის 2016 წლის 05 დეკემბრის N2---------/-1/კ ბრძანების საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ--- ბ-----ე 2016 წლის 06 დეკემბრიდან, 6 თვის გამოსაცდელი ვადით, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან. ამავე ბრძანების თანახმად, იგი დაინიშნა ბუღალტრის თანამდებობაზე.
4.2.4. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
4.2.5. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას ყოველთვიურად უნდა აეღო ხელფასი 560 ლარის ოდენობით. დამსაქმებელს არ გადაუცია მისთვის ხელფასი 2016 წლის 06 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, რის გამოც მას ასაღები აქვს 6 თვის სახელფასო დავალიანება, რაც სულ შეადგენს 3360 (560x6=3360) ლარს.
4.2.6. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 01 ივლისს მოსარჩელე მ--- ბ-----ესა და მოპასუხე შპს ,,ი--------ი - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრს - თ--------–-----ის“ შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. მოსარჩელე დაინიშნა ბუღალტრის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით განისაზღვრა 700 ლარით. ამდენად, ყოველთვიურად იგი ხელზე იღებდა 560 ლარს.
2.4.7. პალატა მიუთითებს, რომ დამსაქმებელს არ წარმოუდგენია დასაბუთებული და კვალიფიციური შედავება იმასთან დაკავშირებით, რომ მ--- ბ-----ისათვის ასანაზღაურებელი ხელფასის ოდენობა 2016 წლის 06 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში არ შეადგენდა 3360 ლარს, ანუ თვეში 560 ლარს. ამ მხრივ დამსაქმებელი მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ამ პერიოდში ისინი არ ფუნქციონირებდნენ, რის გამოც უარს აცხადებს ხელფასის ანაზღაურებაზე, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია. ამასთან, საქმეში განთავსებული დანიშვნის ბრძანების არსებობის პირობებში დამსაქმებლის პოზიცია, რომ იგი არ ფუნქციონირებდა, მაგრამ შრომით ურთიერთობაში შედიოდა მოსარჩელესთან ალოგიკურია. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მ--- ბ-----ის ხელფასი 2016 წლის 06 დეკემბრიდან შეადგენდა ხელზე ასაღებ 560 ლარს.
4.2.8. სააპელაციო სასამარტლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია;
4.2.9. შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილება გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს.
4.2.10. „საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. სუსგ 3 ას-941-891-2015, 29.01.2016 წ.)
4.2.11. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე და განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობების სპეციფიკურიბის გათვალისწინებით არასწორად გადაანაწილა მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი და შესაბამისად, მიიღო არასწორი გადაწყვეტილება.
4.2.12. შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (შდრ. სუსგ № ას-98-94-2016, 26.07.2016).
4.2.13. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ სუსგ. № ას-922-884-2014, 16.04.2015).
4.2.14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს უნდა დაემტკიცებინა ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, ანუ დასაქმებულისათვის ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ფაქტი, რითაც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა გამოირიცხებოდა. ამრიგად, პალატა მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში განთავსებულია უდავო სახის მტკიცებულება, კერძოდ, 2016 წლის 05 დეკემბრის ბრძანება მ--- ბ-----ის 2016 წლის 06 დეკემბრიდან თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, რაც ადასტურებს იმას, რომ იგი იმყოფებოდა დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში, ამასთან დამსაქმებელს კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია ამ პერიოდში ასანაზღაურებელი ხელფასის ოდენობაზე, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების - 3360 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
4.2.15. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართვლოს შრომის კოდექსის“ 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
4.2.16. დადგენილია, რომ დამსაქმებელს დღემდე ანაზღაურებული არა აქვს სახელფასო დავალიანებები - 3360 ლარი და 1978 ლარი, რაც შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე მასზე დაყოვნებული თანხების 0.07 პროცენტის დაკისრების საფუძველია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--- ბ-----ის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს; ხოლო შპს ,,ი--------ი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის (თ--------–-----ი) სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და გაუქმებულ ნაწილში მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ--- ბ-----ის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,ი--------ი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის (თ--------–-----ი)“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 150 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში;
6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
6.4. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან მ--- ბ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად და ამასთან, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შპს ,,ი--------ი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრს (თ--------–-----ი)“ სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო წარმოებისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ი--------ი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის“ (თ--------–-----ი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მ--- ბ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება მ--- ბ-----ესთვის მიუღებელი ხელფასის 3360 (სამი ათას სამასსამოცი) ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმისა და ასეთის დაყოვნებისთვის 0.07%-ის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
4. მ--- ბ-----ის სარჩელი მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს .
5. შპს ,,ი--------ი - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრს“(თ--------–-----ი) მ--- ბ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 05 დეკემბრის №2----------1/კ ბრძანებით წარმოშობილი შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მიუღებელი ხელფასის-3360 (სამი ათას სამასსამოცი) ლარის ანაზღაურება.
6. შპს ,,ი--------ი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრს“(თ--------–-----ი) მ--- ბ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის- 483.55 (ოთხასოთხმოცდასამი ლარი და 55 თეთრი) ლარის, 2017 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის თვის მიუღებელი ხელფასის - თითოეულ თვეზე 560 (ხუთასსამოცი) ლარისა და ამავე წლის ივლისის თვის მიუღებელი ხელფასის-76.35 (სამოცდათექვსმეტი ლარი და 35 თეთრი) ლარის 0,07%-ის ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
7. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
8. შპს ,,ი--------ი - იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრს“(თ--------–-----ის) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის- 150 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი 300183150.
9. შპს ,,ი--------ი-იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის“ (თ--------–-----ი) მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 150 (ასორმოცდაათი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
10.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.
11.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
12.საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ნანა კალანდაძე