განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210-170--855054
საქმე №2ბ/90--19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 20-9 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: მერაბ ლომიძე, გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - ბეჟან ნემსაძე
აპელანტები - შპს „მ--–--ი“, შპს „ო--–--ი“
წარმომადგენლები - გ------------–-------------------------
წარმომადგენელი (დირექტორი) - გ------ი კ-----–--–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს-----------------------------------–ენ“
წარმომადგენლები - თ--------------------------–-----–---–ი
თავდაპირველი მოპასუხეები - მ-----ე დ---–--ე, შპს „ე----ა“, გ--–--ა ზ--–--ა, გ---ა დ---–--ე, რ--------–----ე, შპს „პ-----“, გ------ი კ-----–--–---–ი
მოსარჩელის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი - სს „ტ--------ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი - სესხის ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება. იპოთეკით დატვირთული ნივთების იძულებით რეალიზაცია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე - სს „ს-----------------------------------–ენის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - მ-----ე დ---–--ის, შპს „მ--–--ი“-ს, შპს „ე----ა“-ს, გ--–--ა ზ--–--ას, გ---ა დ---–--ის, რ--------–----ის, შპს „პ-----“-ის, გ------ი კ-----–--–---–ის და შპს „ო--–--ი“-ს მიმართ სესხის ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ნივთების იძულებით რეალიზაციის მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა - მ-----ე დ---–--ემ, გ---ა დ---–--ემ, რ--------–----ემ, შპს „ე----ა“-მ წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ.
3. შპს „მ--–--მა“, გ------ი კ-----–--–---–მა, შპს „ო--–--მა“, შპს „პ-----მა“ და გ--–--ა ზ--–--ამ წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს-----------------------------------–ენის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
4.1. მ-----ე დ---–--ეს, გ--–--ა ზ--–--ას, გ---ა დ---–--ეს, რ--------–----ეს, შპს „მ--–--ს“, შპს „პ-----ს“, შპს „ე----ასა“ და გ------ი კ-----–--–---–ს 20-5 წლის 30 ნოემბრის დამატებითი საბანკო კრედიტის N3-.0------.0-- ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს-----------------------------------–ენის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 482 491.6- აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 434 807.60 აშშ დოლარი და პროცენტი - 47 684.0- აშშ დოლარი) ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
4.2. მ-----ე დ---–--ეს, გ--–--ა ზ--–--ას, გ---ა დ---–--ეს, რ--------–----ეს, შპს „მ--–--ს“, შპს „პ-----ს“, შპს „ე----ასა“ და გ------ი კ-----–--–---–ს დამატებითი საბანკო კრედიტის N3-.0------.0-- ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს-----------------------------------–ენის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 23.03.20-7 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური 1% პროცენტის ოდენობით - 4348.076 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
4.3. მ-----ე დ---–--ეს, გ--–--ა ზ--–--ას, გ---ა დ---–--ეს, რ--------–----ეს, შპს „პ-----ს“ და შპს „ე----ას“ დამატებითი საბანკო კრედიტის N3-.0------.0-- ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს-----------------------------------–ენის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 23.03.20-7 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლო - 0.02%-ის ოდენობით, 86.96 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში;
4.4. შპს „მ--–--ს“, მ-----ე დ---–--ეს, გ--–--ა ზ--–--ას, გ---ა დ---–--ეს, რ--------–----ეს, შპს „პ-----ს“, შპს „ე----ასა“ და გ------ი კ-----–--–---–ს დამატებითი საბანკო კრედიტის N3-.03-----.0---0-- ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს-----------------------------------–ენის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 519 811.67 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 470 000 აშშ დოლარი და პროცენტი - 49 811.67 აშშ დოლარი) ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
4.5. შპს „მ--–--ს“, მ-----ე დ---–--ეს, გ--–--ა ზ--–--ას, გ---ა დ---–--ეს, რ--------–----ეს, შპს „პ-----ს“, შპს „ე----ასა“ და გ------ი კ-----–--–---–ს დამატებითი საბანკო კრედიტის N3-.03-----.0---0-- ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს-----------------------------------–ენის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 23.03.20-7 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური 1 პროცენტი - 4 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
4.6. შპს „მ--–--ს“, მ-----ე დ---–--ეს, გ--–--ა ზ--–--ას, გ---ა დ---–--ეს, რ--------–----ეს, შპს „პ-----ს“ და შპს „ე----ას“ დამატებითი საბანკო კრედიტის N3-.03-----.0---0-- ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს-----------------------------------–ენის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 23.03.20-7 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.02% - 94 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
4.7. შპს „ე----ას“, მ-----ე დ---–--ეს, გ--–--ა ზ--–--ას, გ---ა დ---–--ეს, რ--------–----ეს, შპს „პ-----ს“, შპს „მ--–--ას“ და გ------ი კ-----–--–---–ს დამატებითი საბანკო კრედიტის N3-.03-----.0---002 ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს-----------------------------------–ენის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 23 269.19 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა - 21 184.02 აშშ დოლარი და პროცენტი - 2 085.17 აშშ დოლარი) ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
4.8. შპს ,,ე----ას“, მ-----ე დ---–--ეს, გ--–--ა ზ--–--ას, გ---ა დ---–--ეს, რ--------–----ეს, შპს „პ-----ს“, შპს „მ--–--ას“ და გ------ი კ-----–--–---–ს დამატებითი საბანკო კრედიტის N3-.03-----.0---002 ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს-----------------------------------–ენის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 23.03.20-7 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური პროცენტი - 212 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
4.9. შპს „ე----ას“, მ-----ე დ---–--ეს, გ--–--ა ზ--–--ას, გ---ა დ---–--ეს, რ--------–----ეს და შპს „პ-----ს“ დამატებითი საბანკო კრედიტის N3-.03-----.0---002 ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს-----------------------------------–ენის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 23.03.20-7 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.02% - 4.23 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
4.10. თავდებ პირთა პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა თითოეულ ხელშეკრულებაზე 5 000 000 აშშ დოლარით.
4.11. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა:
- შპს „მ--–--ის“ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე - ბ------------------------------------------------------–-----–--------- (ს/კ 6-.30.0-.1--);
- შპს „ო--–--ის“ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ-------–---------–---–------------------------------–--–-------- (ს/კ 0-.1-.1-.002.0-7.0-.5--);
- შპს „ო--–--ის“ საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ-------–---------–---–--------------------------------------------------------------–--------------------------- (ს/კ 0-.1-.1-.002.0-7.02.0--);
- მ-----ე დ---–--ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თ---–----------------–---–------------ (ს/კ 0-.16.0-.0-9.0-5.0-.00-);
4.12. იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის/საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ აღმოჩნდებოდა საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, აღსასრულებლად მიექცევა მოპასუხეების მ-----ე დ---–--ის, გ--–--ა ზ--–--ას, გ---ა დ---–--ის, რ--------–----ის, შპს „მ--–--ის“, შპს „პ-----ის“, შპს „ე----ასა“ და გ------ი კ-----–--–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავი/მოძრავი ქონება.
4.13. სს „ს-----------------------------------–ენის“ სასარგებლოდ მ-----ე დ---–--ეს, გ--–--ა ზ--–--ას, გ---ა დ---–--ეს, რ--------–----ეს, შპს „მ--–--ს“, შპს „პ-----ს“, შპს „ე----ას“, გ------ი კ-----–--–---–სა და შპს „ო--–--ს“ სოლიდარულად დაეკისრათ 2487 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და 150 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4.1-. სს „ს-----------------------------------–ენის“ სასარგებლოდ გ--–--ა ზ--–--ას, შპს „მ--–--ის“, შპს „პ-----ს“, გ------ი კ-----–--–---–სა და შპს „ო--–--ს“ სოლიდარულად დაეკისრათ 3531 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4.15. სს „ს-----------------------------------–ენის“ სასარგებლოდ გ--–--ა ზ--–--ას, შპს „მ--–--ის“, შპს „პ-----ს“ და შპს „ო--–--ს“ სოლიდარულად დაეკისრათ 457.5 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4.16. სს „ს-----------------------------------–ენის“ სასარგებლოდ გ--–--ა ზ--–--ას, შპს „პ-----ს“ და შპს „ო--–--ს“ სოლიდარულად დაეკისრათ 441 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „მ--–--ის“ და შპს „ო--–--ის“ დირექტორმა გ------ი კ-----–--–---–მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. აპელანტების - შპს „მ--–--ის“ და შპს „ო--–--ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტების - შპს „მ--–--ის“ და შპს „ო--–--ის“ დირექტორის - გ------ი კ-----–--–---–ის განმარტებით, მ-----ე დ---–--ე, როგორც ორი დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენელი (ერთ შემთხვევაში დირექტორი, ხოლო მეორე შემთხვევაში დორექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე მოქმედი პირი) არ იყო უფლებამოსილი გარიგებათა გაფორმებისას წარმოედგინა შპს „მ--–--ი“ და შპს „ო--–--ი“, მათ შორის ეკისრა ვალდებულება საწარმოს სახელით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. წარმომადგენლობის მეშვეობით დადებული გარიგებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება ინტერესთა სიმრავლეშია. მასში სულ ცოტა სამი პირი მაინც მონაწილეობს: წარმომადგენელი, წარმოდგენილი და მესამე პირი. ამდენად, გარიგებებში ბუნებრივად წარმოიშობა ინტერესთა თანაფარდობის საკითხი და აღნიშნულის გარკვევა აუცილებელია იმისათვის, რომ გარიგების მხარეებმა დასახულ შედეგს მიაღწიონ და მათ შორის არ წარმოიშვას კონფლიქტი. უფრო კონკრეტულად კი, მესამე პირმა, რომელთანაც უშუალო ურთიერთობაში შედის წარმომადგენელი, უნდა იცოდეს, თუ ვინ არის გარიგების მხარე, ვისთან დებს ხელშეკრულებას. მნიშვნელოვანია ასევე, წარმოდგენილი პირის ინტერესების დაცვაც, რამდენადაც თუკი წარმომადგენელი გადააჭარბებს თავის უფლებამოსილებების ფარგლებს, ამას შესაძლოა მძიმე შედეგი მოჰყვეს წარმოდგენილი პირისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წარმომადგენლობის ნამდვილობისათვის რამდენიმე წინაპირობას ადგენს. კერძოდ, წარმომადგენლობა დაშვებული უნდა იყოს კონკრეტული გარიგებისათვის, წარმომადგენელი უნდა გამოხატავდეს თავის ნებას, მაგრამ წარმოდგენილი პირის სახელით და მას უნდა ჰქონდეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რომლის არსებობაც წარმომადგენლობის ნამდვილობის ერთ-ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა, რამდენადაც მისი არარსებობისას დგება გარიგების ბათილობის საკითხი, თუ დამტკიცდა, რომ გარიგების დადებისას მესამე პირმა იცოდა აღნიშნულის თაობაზე და იგი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა. ამასთან, წარმომადგენლობის ერთ-ერთი ცენტრალური პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ წარმოდგენილი პირის უფლებები და მოვალეობები მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუკი წარმომადგენელი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს, ხოლო თუ იგი აჭარბებს ამ უფლებამოსილების ფარგლებს, მაშინ მის მიერ დადებული ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის ნებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ. შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. მითითებული ნორმა ეხება, როგორც კანონით დადგენილ, ისე მხარეთა მიერ შეთანხმების საფუძველზე დაწესებულ სავალდებულო თანხმობას. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ კანონით დადგენილ სავალდებულო თანხმობის (ნებართვის) არარსებობისას გარიგების ნამდვილობა კონტრაგენტის მოქმედებაზე დამოკიდებული არაა და ცალსახად ბათილია, ხოლო თუ მესამე პირის თანხმობა ხელშეკრულების ან სხვა ვალდებულებით-სამართლებრივი ინსტიტუტის მეშვეობითაა გათვალისწინებული, ამგვარი თანხმობის გარეშე დადებული გარიგების ნამდვილობა კონტრაგენტის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული და მნიშვნელოვანია იმის დადგენა, იცოდა თუ არა კონტრაგენტმა გარიგების დადებისას მისი ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე.
დირექტორის მიერ შპს-ს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს, საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, დირექტორის წარმოადგენს კომპანიას მესამე პირებთან ურთიერთობაში, მაგრამ გარკვეული მოქმედებების განსახორციელებლად, აუცილებელია პარტნიორთა/პარტნიორის გადაწყვეტილება, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასეთია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლში ჩამოთვლილი შემთხვევები, მათ შორის: ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50 %-ს, ვალდებულებათა უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას და რომელთა ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50 %-ს. ამავდროულად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. შპს „ო--–--ის“ და შპს „მ--–--ის“ წესდების რედაქციები არ შეიცავს განსხვავებულ წესებს. შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლი გამოყენებულ უნდა იქნეს დისპოზიციურად. აღნიშნულიდან გამომდინარე, იპოთეკისა და სოლიდარული თავდებობის მეშვეობით წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულებათა უზრუნველყოფის ჭრილში მოხდა მესამე პირის საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველყოფა. ამასთან, განხორციელებული ქმედება - იპოთეკით უძრავი ქონების დატვირთვა, სოლიდარული თავდებობა არ მიეკუთვნება შპს „მ--–--ის“ და შპს „ო--–--ის“ ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას, უფრო მეტიც - დაიდო არაორდინალური ხასიათის გარიგება - მოხდა სხვა პირების - მ-----ე დ---–--ის, შპს „ე----ას“ ვალდებულებების უზრუნველყოფა და ეს ტრანზაქცია არ ჯდება შპს „ო--–--ის“ და შპს „მ--–--ის“ ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უზრუნველყოფის ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50 %-ს, რამდენადაც შპს „ო--–--ს“ და შპს „მ--–--ის“ მთელ ქონებას წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები და მათ ქონების თითქმის 100 %-ის გამოყენება მოხდა მესამე პირის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, აპელანტები არ ეთანხმებიან სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს დაედასტურებინათ გარემოება, რომ სადავო გარიგებით ნაკისრი ვალდებულება აღემატება მათი აქტივების ღირებულების 50 %-ს. საქმეში წარმოდგენილი შპს „ო--–--ის“ და შპს „მ--–--ის“ უძრავი ქონების შესახებ სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები ადასტურებენ, რომ შპს „მ--–--ს“ და შპს „ო--–--ს“ მხოლოდ იპოთეკით დატვირთული ქონებები გააჩნიათ. რაც შეეხება კონტრაგენტის კეთილსინდისიერების საკითხს, არც ამ ნაწილში ეთანხმებიან აპელანტები სასამართლოს, რადგან მ-----ე დ---–--ის მიერ, ერთ დღეს დადებული სესხის, იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ბანკის ძირითადი მსესხებლების მიერ ვალდებულებების შესრულებას, წარმოადგენენ უჩვეულო გარიგებებს, რადგან მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა, ავტომატურად გამოიწვევდა შპს „მ--–--ისათვის“ და შპს „ო--–--ისათვის“ ქონებრივ ზიანს, რაც იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლეოდა, რომ მ-----ე დ---–--ე, როგორც ერთ შემთხვევაში კომპანიის დირექტორი, მეორეში წარმომადგენელი გარიგებების დადებისას არ მოქმედებდა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით და ადგილი ჰქონდა მისი მხრიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას (სსსკ-ის 115-ე მუხლი).
5.2. აპელანტის - შპს „მ--–--ის“ და შპს „ო--–--ის“ დირექტორის განმარტებით, სასამართლომ ყურადღების და შეფასების მიღმა დატოვა სს "ტ--------ის" სუბიექტური დამოკიდებულების საკითხი. იმ პირობებში, როდესაც ცალსახა იყო დადებული გარიგებების უჩვეულობა და მისი დამაზიანებელი ხასიათი (მ-----ე დ---–--ის, როგორც მსესხებლის, შპს "პ-----ის" როგორც მსესხებლის შემოსავლები არ იძლეოდა არანაირ განცდას იმისა, რომ მსესხებლები შეძლებდნენ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და რაც დადასტურდა სს "ტ--------ის" მიმართ დასმულ შეკითხვებზე პასუხებით, არც ერთ ამ სუბიექტს თავიდანვე არანაირი შანსი არ ჰქონდათ მომსახურებოდნენ კრედიტს, რადგან ყოველთვიური გადასახდელი თანხის ტოლფასი შემოსავლები არც ერთს უფიქსირდება), ბანკს ჰქონდა გაცნობიერებული მ-----ე დ---–--ის არამართლზომიერი ქცევის ხასიათი და იგი არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და მართლზომიერად კრედიტის გაცემისას, არ იყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ კრედიტის მიმღებები გადახდისუნარიანები იყვნენ. სს "ტ--------ს" გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მ-----ე დ---–--ე ბოროტად იყენებდა უფლებას და ბანკის მოქმედება კეთილსინდისიერების სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. შესაბამისად, სახეზეა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტის შემადგენლობა და აღნიშნული ოპერაციის განსახორციელებლად აუცილებელი იყო პარტნიორის გადაწყვეტილება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. სწორედ აღნიშნული პირნციპით ხელმძღვანელობა იცავს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეს ამ ურთიერთობათა შესაძლო უარყოფითი შედეგისაგან, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. სამართალი პირთა სამართლიანობის შეგრძნებით ნაკარნახევი პრინციპები და წესებია, ამიტომ ნებისმიერი პირი თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს ამ პრინციპების შესაბამისად. კეთილსინდისიერების პრინციპი კი პირის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში განიხილავს. ამ პრინციპის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ვალდებულია, გამიჯნოს სამართლიანი უსამართლობისგან და თავისი ქცევა სამართლიანობის კრიტერიუმს შეუსაბამოს. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისთვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობას, კეთილსინდისიერებას და ზნეობის მოთხოვნებს. შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერება ეს ის კატეგორიაა, რომლითაც ხდება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა თავისუფალი ქცევის შეზღუდვა, გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა იმ გაზრახვით, რომ არ მოხდეს საკუთარი უფლებების რეალიზაცია სხვისი უფლებების დაუშვებლად ხელყოფის ხარჯზე. კერძო სამართლის სუბიექტებს შეულიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და გასაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამასთან ივარაუდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება მხარეთა გონივრული განსჯისა და ურთიერთშორის პოზიციების შეჯერების შედეგია, სადაც თითოეული მხარეს შეგნებული და გააზრებული აქვს თავისი ქმედება. რეალური შესაძლებლობები და გათვალისწინებული აქვს ის რისკები, რაც შეიძლება ხელშეკრულების შესრულებას და მის შეუსრულებლობას მოყვეს.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობას მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებულ კრების გადაწყვეტილებას. საპირისპირო მოწესრიგებას არ შეიცავს შპს "ო--–--ის" და შპს "მ--–--ის" წესდებები. შესაბამისად, სს "ტ--------ს" არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი ევარაუდა დირექტორის, წარმომადგენლის უფლებამოსილების არსებობა დაედო იპოთეკის, სოლიდარული თავდებობის და გენერალური საბანკო კრედიტის და დამატებითი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატებოდა კომპანიის აქტივების 50%-ს და ამავდროულად სცილდებოდა კომპანიის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. კონკრეტულ შემთხვევაში სს "ტ--------ის" სასარგებლოდ ქონებების იპოთეკით დატვირთვა, სოლიდარული თავდებობა ცალსახად მოსარჩელეების ინტერესების საწინააღმდეგოა და საერთოდ არ დგინდება კომპანიების შესაძლო ეკონომიკური ინტერესები. პირიქით, ამგვარი ტრანზაქცია ეწინააღმდეგება კომპანიების ინტერესებს, სცილდება კომპანიის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს და საჭიროებს პარტნიორის გადაწყვეტილებას. ამდენად, სს "ტ--------ს" უნდა სცოდნოდა შპს "ო--–--ის" ყოფილი დირექტორის მ-----ე დ---–--ის და შპს "მ--–--ის" სახელით 20-3 წლის მიდნობილობით მოქმედი იგივე პირის მ-----ე დ---–--ის მიერ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების შესახებ, მით უფრო შპს "მ--–--თან" მიმართებაში მ-----ე დ---–--ეს არც ეს უფლებამოსილებები არ გააჩნდა. ზემოთაღნიშნული ცხადყოფს, რომ ბანკს შესაბამისი გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში, უნდა სცოდნოდა მ-----ე დ---–--ის უფლებამოსილების არსებობის შესახებ. ერთის მხრივ, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, რათა ბანკს ევარაუდა, რომ უფლებამოსილი იყო მ-----ე დ---–--ე, ხოლო მეორეს მხრივ ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური ერთობლიობით, ბანკს ეჭვი უნდა გასჩენოდა, რომ მ-----ე დ---–--ე სცილდებოდა უფლებამოსილების ფარგლებს და გადაემოწმებინა მისი არსებობა კომპანიების პარტნიორებთან. სს "ტ--------ის" მხრიდან საქმის გულისხმიერი შესწავლის შემთხვევაში მისთვის ნათელი იქნებოდა, რომ მ-----ე დ---–--ეს არ ჰქონდა უფლებამოსილება შპს "მ--–--ის" და შპს "ო--–--ის" სახელით დაედო სადავო იპოთეკის, სოლიდარული თავდებობის და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები. შედეგად, სს "ტ--------ი" თუ იგი იმოქმედებდა კეთილსინდისიერად, გულისხმიერი კონტრაჰენტის მსგავსად, ზემოთ დასახელებული გარემოებების ერთობლიობის შესწავლით, ცნობილი უნდა ყოფილიყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობის თაობაზე და ისიც კი, რომ მ-----ე დ---–--ე კომპანიების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა.
რაც შეეხება გ------ი კ-----–--–---–ს, მან ხელი მოაწერა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას, რომელიც უზრუნველყოფდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და მისთვის საერთოდ უცნობი იყო, რომ თურმე იმავე დღეს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, მ-----ე დ---–--ემ გააფორმა კონკრეტული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები. ბანკის არაკეთილსინდისიერება აქაც იკვეთება, როდესაც გ------ი კ-----–--–---–ი გაუშვეს და მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ დადეს სადავო გარიგებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
6. 20-5 წლის 30 ნოემბერს ერთის მხრივ სს „კ----------------------სა“ და მეორეს მხრივ შპს „მ--–--ს“, შპს „ე----ას“ (წარმოდგენილი მ-----ე დ---–--ის სახით) და მ-----ე დ---–--ეს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N3-.03-----.0--, რომლითაც დადგინდა მსესხებელთა მხრიდან საბანკო პროდუქტების (საბანკო კრედიტი, საკრედიტო ხაზი, ოვერდრაფტი და ა.შ.) მიღების წესი, შეთანხმდა სახელშეკრულებო ურთიერთობების ძირითადი პირობები და ფინანსირების პრინციპები. აღნიშნული ხელშეკრულებით საკრედიტო რესურსის ლიმიტის ოდენობა განისაზღვრა - 5 000 000 აშშ დოლარით, ხოლო ვადა 30.11.2035 წლამდე, არანაკლებ წლიური 1%-ისა და არაუმეტეს 36% სარგებლის დარიცხვის პირობით (გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ);
7. 20-5 წლის 30 ნოემბერს საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში სს „კ----------------------სა“ და შპს „მ--–--ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება/საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების დამატებითი ხელშეკრულება/ N3-.03-----.0---0--, რომლის საფუძველზეც, მსესხებელმა კრედიტის სახით მიიღო 5-- 000 აშშ დოლარი, 2024 წლის 1 აპრილამდე, წლიური 12% სარგებლის დარიცხვის პირობით.
8. საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 20-5 წლის 30 ნოემბერს სს „კ----------------------სა“ და შპს „მ--–--ს“ შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (N3-.03-----.0--/0-), რომლის საფუძველზეც, იპოთეკით დაიტვირთა შპს „მ--–--ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანი, დავით აღმაშენებლის N55, (ს/კ 6-.30.0-.1--) (იპოთეკის ხელშეკრულება; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
9. 30.11.20-5 წლის საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად ბანკმა შპს „ო--–--თან“ გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება N3-.03-----.0--/02, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა შპს „ო--–--ის“ საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ნივთი, მდებარე - 1) ქ. თ---–---------–---–-------- (გამაჯანსაღებელი ცენტრი) ს/კ 0-.1-.1-.002.0-7.0-.5-- და 2) ქ. თ---–---------–---–-------- (ყოფ. მდ. ვ------------------------------------–--------------------------) ს/კ 0-.1-.1-.002.0-7.02.0-- (იპოთეკის ხელშეკრულება; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
10. საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებები უზრუნველყოფილი იქნა ასევე სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებით. 20-5 წლის 30 ნოემბერს სს „კ----------------------სა“ და შპს „მ--–--ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება N3-.03-----.0--/05, რომლითაც შპს „მ--–--მა“ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილ ნებისმიერ ვალდებულებაზე სს „კ----------------------ის“ მიმართ. თავდებობის ხელშეკრულებებით თითოეული თავდები პირის პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 5 000 000 აშშ დოლარით (თავდებობის განაცხადები/ხელშეკრულებები);
11. მსესხებელს კრედიტის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განსაზღვრული პერიოდულობით.
12. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; გადახდის გრაფიკი);
13. 20-6 წლის 23 მაისს სს „კ----------------------ს“ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა სს „ტ--------ი“ (აქციონერთა კრების ოქმი; ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან);
1-. მსესხებლებმა - მ-----ე დ---–--ემ, შპს „მ--–--მა“ და შპს „ე----ამ“ დაარღვიეს საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ კრედიტით სარგებლობის პერიოდში ხდებოდა მათი მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში. 11.08.20-6 წლიდან ბანკის მხრიდან ცალმხრივად შეწყდა საკრედიტო ხელშეკრულება, მსესხებელთა მხრიდან გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო (ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან; შეტყობინებები);
15. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის (11.08.20-6წ.) სს „ტ--------ის“ მიმართ: N3-.03-----.0---002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „მ--–--ს“ ერიცხებოდა დავალიანება 494 036.40 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა - 470 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 20 850.42 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 3 185.98 აშშ დოლარი) ოდენობით (ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან);
16. 20-6 წლის 27 დეკემბერს სს „ტ--------სა“ და სს „ს-----------------------------------–ენს“ შორის გაფორმდა ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 20-5 წლის 30 ნოემბრის საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N3-.03-----.0-- გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული N3-.0------.0--, N3-.03-----.0---0--, N3-.03-----.0---002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან, აგრეთვე აღნიშნულ ხელშეკრულებათა უზრუნველსაყოფად გაფორმებულ იპოთეკისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები გადაეცა სს „ს-----------------------------------–ენს“.
17. 27.12.20-6 წლის ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების თარიღის მდგომარეობით მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 1 000 000 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი იყო 925 992 აშშ დოლარი, ხოლო დარიცხული პროცენტი - 74 008 აშშ დოლარი. პირგასამტეხლოს თანხამ ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში ასახვა არ ჰპოვა სს „ტ--------ის“ მიერ მოვალეებისთვის უკვე დარიცხული პირგასამტეხლოს პატიების გამო (ცესიის/მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება; მხარეთა ახსნა-განმარტება);
18. 27.12.20-6 წლის ცესიის/მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების თაობაზე წერილობით ეცნობათ მოპასუხეებს (შეტყობინებები).
19. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მ-----ე დ---–--ე, როგორც ორი დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენელი (ერთ შემთხვევაში დირექტორი, ხოლო მეორე შემთხვევაში დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე მოქმედი პირი) უფლებამოსილი იყო გარიგებათა გაფორმებისას წარმოედგინა შპს „მ--–--ი“ და შპს „ო--–--ი“, მათ შორის ეკისრა სადავო ვალდებულებები საწარმოთა სახელით.
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს.
22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.
23. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 20-5 წლის 30 ნოემბერს სს „კ----------------------ს“ და შპს „მ--–--ს“, შპს „ე----ასა“ და მ-----ე დ---–--ეს შორის გაფორმდა საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულება N3-.034507.0--, რომლის თანახმადაც, საბანკო პროდუქტების მაქსიმალური ლიმიტის თანხა განისაზღვრა - 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მაქსიმალური ლიმიტის მოქმედების ვადა 30.11.2035 წლამდე. აღნიშნული გენერალური ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში 20-5 წლის 30 ნოემბერს სს „კ----------------------სა“ და მ-----ე დ---–--ეს შორის გაფორმდა დამატებითი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3-.0------.0--, რომლის შესაბამისადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 440 000 აშშ დოლარის ოდენობით; სს „კ----------------------სა“ და შპს „მ--–--ს“ შორის გაფორმდა დამატებითი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3-.03-----.0---0--, რომლის შესაბამისადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5-- 000 აშშ დოლარის ოდენობით და სს „კ----------------------სა“ და შპს „ე----ას“ შორის გაფორმდა დამატებითი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N3-.03-----.0---002, რომლის შესაბამისადაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 24 000 აშშ დოლარის ოდენობით.
24. ზემოაღნიშნული 20-5 წლის 30 ნოემბრის გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 20-5 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც, სს „კ----------------------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა:
- შ-------–------------------–-----------–--------------------–----–------–-------------------–----------------–-----–-------–------------------------–---------------------–----–------------------–------------------------------------–--–--------------------------------------
- შპს „ო--–--ის“ საკუთრებაში არსებული 1) ქ. თ---–--–-------–---–---------–-------------------–--–-------------------------------–---------------------–----–------------------–------------------------------------–--–--------------------------------------------------------------–--–-------–---–---------–----------------------------------------------------–--------------------------------------------------–---------------------–----–------------------–------------------------------------–--–-----------------------------------------------
- მ-----ე დ---–--ის საკუთრებაში არსებული ქ-------–--–--------------–---–----------ში მდებარე 110.19 კვ.მ. ფართობის ბინა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 0-.16.0-.0-9.0-5.0-.00-);
- რ--------–----ის საკუთრებაში არსებული ქ---------–---–---------------------------------–------------------------–---------------------–----–-----------------–-------------------------------------–--–--------------------------------------------------------------------------
25. 20-5 წლის 30 ნოემბრის საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N3-.03-----.0-- გენერალური ხელშეკრულებისა და მის ფარგლებში გაფორმებული N3-.0------.0--, N3-.03-----.0---0--, N3-.03-----.0---002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად 20-5 წლის 30 ნოემბერს სს „კ----------------------მა“ მოპასუხეებთან გააფორმა თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც საკრედიტო ხელშეკრულებებთან მიმართებით, სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს მ-----ე დ---–--ემ, გ--–--ა ზ--–--ამ, გ---ა დ---–--ემ, რ--------–----ემ, შპს „მ--–--მა“, შპს „პ-----მა“, შპს „ე----ამ“ და გ------ი კ-----–--–---–მა.
26. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
27. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
28. სააპელაციო საჩივარში აპელანტები სადავოდ ხდიან გარიგებათა ნამდვილობას მ-----ე დ---–--ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების არ არსებობის საფუძვლით და განმარტავენ, რომ მ-----ე დ---–--ე, როგორც ორი დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტის წარმომადგენელი არ იყო უფლებამოსილი გარიგებათა გაფორმებისას წარმოედგინა შპს „მ--–--ი“ და შპს „ო--–--ი“, მათ შორის ეკისრა სადავო ვალდებულებები საწარმოს სახელით.
29. პალატა აპელანტების ზემოაღნიშნულ პოზიციას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საწინააღმდეგოს მეტყველებს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია 20-3 წლის 05 ივლისის მინდობილობა, რომლის თანახმადაც, მ-----ე დ---–--ეს შპს „მ--–--ის“ დირექტორის მიერ მიენიჭა შემდეგი უფლებამოსილება: „მინდობილი პირი უფლებამოსილია გახსნას საზოგადოების ანგარიშები საქართველოს ნებისმიერ ბანკში, კერძოდ: შეიტანოს და გამოიტანოს თანხები, მოახდინოს გადარიცხვები, ისარგებლოს ინტერნეტბანკინგით და აწარმოოს ნებისმიერი საბანკო ოპერაცია. „მიმნდობის“ სახელით მონაწილეობა მიიღოს შპს „მ--–--ის“ პარტნიორთა კრების მუშაობაში ხმის უფლებით, მიიღოს გადაწყვეტილებები, ხელი მოაწეროს პარტნიორთა კრების ოქმებს, ხელი მოაწეროს ყველა ხელშეკრულებას, შეთანხმებასა და დოკუმენტს, ამასთან დაკავშირებით წარმოადგინოს და დაიცვას „მიმნდობის“ ინტერესები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან“. შესაბამისად, აღნიშნული მინდობილობის თანახმად, მ-----ე დ---–--ე უფლებამოსილი იყო შპს „მ--–--ის“ სახელით დაედო საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და განეკარგა საზოგადოების კუთვნილი აქტივები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მითითებული მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით და საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ მ-----ე დ---–--ის სახელზე გაცემული 20-3 წლის 05 ივლისის მინდობილობა გაუქმებული იყო საწარმოს დირექტორის მიერ და არ წარმოშობდა მასში მითითებულ უფლებებს. აღნიშნული მინდობილობის ძალმოსილებას და იმ ფაქტს, რომ მ-----ე დ---–--ე არ მოქმედებდა პარტნიორთა ნების საწინააღმდეგოდ, ადასტურებს ასევე ის გარემოება, რომ შპს „მ--–--ის“ 100 % წილის მესაკუთრე პარტნიორი - გ------ი კ-----–--–---–ი წარმოადგენს სოლიდარულად თავდებ პირს სს „კ----------------------სა“ და შპს „მ--–--ს“, შპს „ე----ასა“ და მ-----ე დ---–--ეს შორის 20-5 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალურ ხელშეკრულებასთან მიმართებით. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გ------ი კ-----–--–---–მა სააპელაციო საჩივრის განხილვისას, 20-9 წლის 11 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო მ-----ე დ---–--ის მიერ გენერალური ხელშეკრულების დადების შესახებ (11.12.20-9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი; 13:16:07 სთ). ასევე, მის კომპანიას დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმების შედეგად ჩაერიცხა გარკვეული რაოდენობის თანხა, რითაც დაფარულ იქნა სხვა საბანკო დაწესებულების მიმართ არსებული დავალიანება (11.12.20-9 წლის სასამართლო სხდომის ოქმი; 13:15:24 სთ). ამასთან, ის აწერს ხელს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას (შპს „მ--–--ის“ 100 % წილის მესაკუთრე პარტნიორი - გ------ი კ-----–--–---–ი წარმოადგენს სოლიდარულად თავდებ პირს სს „კ----------------------სა“ და შპს „მ--–--ს“, შპს „ე----ასა“ და მ-----ე დ---–--ეს შორის 20-5 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალურ ხელშეკრულებასთან მიმართებით), რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისთვის, როგორც შპს „მ--–--ის“ 100 %-იანი პარტნიორისათვის და დირექტორისათვის ცნობილი იყო მისი წარმომადგენლის მოქმედების შესახებ და ბანკთან გარიგების დადებისას მ-----ე დ---–--ე მოქმედებდა მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, როგორც მისი წარმომადგენელი. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტების აპელირება იმის თაობაზე, რომ მ-----ე დ---–--ემ, პარტნიორების ნების საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით გააფორმა სადავო გარიგებები საწარმოს სახელით. ამასთან აღსანიშნავია, რომ 20-5 წლის 30 ნოემბერს კომპლექსურად მოხდა რამოდენიმე ხელშეკრულების გაფორმება (საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულება; დამატებითი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, იპოთეკის ხელშეკრულებები; თავდებობის ხელშეკრულებები), რაც ასევე ადასტურებს იმას, რომ გ------ი კ-----–--–---–ისათვის ცნობილი იყო მ-----ე დ---–--ის მოქმედების შესახებ და მ-----ე დ---–--ე უფლებამოსილი იყო აღნიშნულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში გამოსულიყო შპს „მ--–--ის“ სახელით, ვინაიდან მას მინდობილობის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდა შესაბამისი ნებართვა. ამასთანავე, პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, რომ პარტნიორის ინფორმირებულობა გადამწყვეტია თავად მესამე პირის - კონტრაჰენტის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან გ------ი კ-----–--–---–ის მხრიდან სოლიდარულად ვალდებულების კისრებით, მესამე პირს შეექმნა რწმენა, რომ შპს „მ--–--ის“ 100 % წილის მესაკუთრე პარტნიორისათვის მისაღები იყო მ-----ე დ---–--ის, როგორც საწარმოს წარმომადგენლის მიერ გაფორმებული გარიგებები. პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ ვინაიდან გ------ი კ-----–--–---–ის მხრიდან მ-----ე დ---–--ის მიერ განხორციელებული მოქმედებები შედავებული არ ყოფილა ხელშეკრულებების გაფორმებისას და იმ პირობებში, როდესაც თავად გ------ი კ-----–--–---–ი წარმოადგენს აღნიშნულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ერთ-ერთ სოლიდარულ მოვალეს, დასტურდება, რომ მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული საკრედიტო ურთიერთობების შესახებ, მან მოიწონა დადებული გარიგებები და თანახმა იყო მ-----ე დ---–--ეს განეხორციელებინა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შპს „მ--–--ის“ ინტერესებისათვის. რაც შეეხება შპს „ო--–--ს“ მ-----ე დ---–--ეს, ხელშეკრულება დადებული აქვს, როგორც შპს „ო--–--ის“ დირექტორს და არა, როგორც წარმომადგენელს. შესაბამისად, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში შპს „მ--–--ის“ და შპს „ო--–--ის“ დირექტორის აპელირება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე დაყრდნობით ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება პალატის მიერ.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად არ დასტურდება სადავო გარიგებათა ბათილობის კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის არსებობა, რის გამოც აპელანტების მითითებული პოზიცია დაუსაბუთებელია და ვერ დაედება საფუძვლად სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
31. აპელანტები ასევე აღნიშნავენ, რომ იპოთეკისა და სოლიდარული თავდებობის მეშვეობით, ვალდებულებათა უზრუნველყოფის ჭრილში მოხდა მესამე პირის საკრედიტო ვალდებულებების უზრუნველყოფა. ამასთან, უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა და და სოლიდარული თავდებობა არ მიეკუთვნება შპს „მ--–--ის“ და შპს „ო--–--ის“ ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას, მეტიც დაიდო არაორდინალური ხასიათის გარიგება - სხვა პირების მ-----ე დ---–--ის, შპს „ე----ას“ ვალდებულებების უზრუნველყოფა და ეს ტრანზაქცია არ ჯდება შპს „ო--–--ის“ და შპს „მ--–--ის“ ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობაში. მათი განმარტებით, უზრუნველყოფის ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50 %-ს, ვინაიდან შპს „ო--–--ის“ და შპს „მ--–--ის“ მთელ ქონებას წარმოადგენს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები და ქონების თითქმის 100 %-ის გამოყენება მოხდა მესამე პირის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, აპელანტებს მიაჩნიათ, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აუცილებელი იყო ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება.
3-. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე: ე) ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ვ) ვალდებულებათა უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და რომელთა ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს.
33. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
34. აპელანტების მიერ მითითებული საკითხი რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაჰენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაჰენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 29.0-.20-4 წლის №1/1/543 გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 მუხლის პირველი წინადადება და აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი: „...მეწარმე სუბიექტთან გარიგების დადება მუდმივად არ უნდა იყოს დაკავშირებული რისკთან, რომ დირექტორის უფლებამოსილება შესაძლოა შეზღუდული აღმოჩნდეს. მესამე პირი, რომელიც შედის საწარმოსთან სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში, არ არის ვალდებული, შეამოწმოს საწარმოს შიდა კორპორაციული დოკუმენტები. მესამე პირებს უნდა შეეძლოთ დამატებითი შემოწმებებისა და დოკუმენტაციის მოძიების გარეშე მიიჩნიონ, რომ საწარმოს დირექტორი უფლებამოსილია, დადოს გარიგება საწარმოს სახელით. შეუძლებელი იქნებოდა ეფექტიანი სამოქალაქო ბრუნვის არსებობა, თუ ყველა კონტრაჰენტს მოვთხოვდით გარკვეულიყვნენ კონკრეტული საწარმოს შიდა პროცედურებში და საწარმოს ორგანოებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაში. ასეთი მიდგომა დააბრკოლებდა გარიგებების მარტივად და ეფექტიანად დადების შესაძლებლობას და მნიშვნელოვნად გაზრდიდა მხარეების ტრანზაქციულ ხარჯებს...“
35. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, ბანკი არ იყო ვალდებული გადაემოწმებინა შპს „მ--–--სა“ და შპს „ო--–--ში“ განხორციელებული შიდა პროცედურები, რომლითაც მ-----ე დ---–--ემ მიიღო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შპს „მ--–--თან“ მიმართებით მინდობილობის საფუძველზე, ხოლო შპს „ო--–--თან“ მიმართებით, როგორც დირექტორმა. სხვა, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ბანკისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, შპს „მ--–--ის“ 100 % წილის მფლობელი პარტნიორისათვის ცნობილი იყო მისი წარმომადგენლის მიერ საბანკო ხელშეკრულებების დადება, რაც გამორიცხავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლებს. ასევე, საქმეში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია შპს „ო--–--ის“ აქტივების ღირებულების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის დასკვნის გაკეთებას იმის შესახებ, რომ დარღვეულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, რაც თავის მხრივ ასევე გამორიცხავს საბანკო ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლებს.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
37. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
38. პალატა განმარტავს, რომ სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად - ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით.
39. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ აპელანტებმა ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და ვერ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე ვერ დაადასტურეს გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო გარიგებებით ნაკისრი ვალდებულებები აღემატებოდა მათი აქტივების ღირებულების 50 %-ს.
40. აპელანტების განმარტებით, სს „ტ--------ი“ მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, რადგან კრედიტის მიმღებები გადახდისუუნარეობი იყვნენ, ბანკს უნდა სცოდნოდა მ-----ე დ---–--ის მიერ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების შესახებ, რადგან დადებული გარიგებები კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო იყო, ხოლო სათანადო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში, ბანკს უნდა სცოდნოდა მ-----ე დ---–--ის შესაბამისი უფლებამოსილებების არ არსებობის შესახებ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების ზემოაღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან საქმის მასალებით დაუდასტურებელია კრედიტის მიმღები კომპანიების გადახდისუუნარობის ფაქტი და ასევე, ის გარემოება, რომ აღებული ვალდებულებები აღემატებოდა მათი აქტივების 50 %-ს.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა: ბანკმა არ იცოდა ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ (ასეთი ფაქტის არსებობა არ დასტურდება) და ის არ მოქმედებდა განზრახ საწარმოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირთან ერთად იმ მიზნით, რომ ზიანი მიეყენებინა მეწარმე სუბიექტისათვის. ამდენად, არ არსებობს სადავო გარიგებების ბათილობის საფუძვლები. აპელანტების მიერ, სააპელაციო საჩივარში მითითებული ზოგადი და ზეპირსიტყვიერი განმარტებები კი სათანადო მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის სამართლებრივ საფუძველს სააპელაციო საჩივრის დასაკმაყოფილებლად.
42. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები არსებითად სწორია, ხოლო ვინაიდან აპელანტებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონისმიერი საფუძველი.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს შპს „მ--–--ის“ და შპს „ო--–--ის“ სააპელაციო საჩივარს და ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
44. სააპელაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატამ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 793-/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
47. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე. ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
48. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
49. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
50. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20-9 წლის 20 მარტის განჩინებით, აპელანტებს სახელმწიფო ბაჟის სახით 7 000 ლარის გადახდა გადაუვადდათ სააპელაციო საჩივარზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ ნორმათა თანახმად, აპელანტებს გადავადებული სახელმწიფო ბაჟი თითოეულს 7 000 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,მ--–--ის“ და შპს ,,ო--–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-8 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტებს - შპს ,,მ--–--ს“ (ს/ნ 2---------------–---------–-------------------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ თითოეულს სახელმწიფო ბაჟის - 7 000 ლარის გადახდა.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: მერაბ ლომიძე
გოგიტა თოთოსაშვილი