გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.10.2018
საქმის ნომერი
110210018002559857
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002559857

N 2/713-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.10.2018 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე მ--ა ბ-----ე,წარმომადგენელი გ------ი გ--------ე,მოპასუხე შპს ი----------ი--------- ს--------- ს------–---- ც------- (თ--------–------),წარმომადგენელი დ----- ს----–---–ი

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე შპს ი----------ი--------- ს--------- ს------–---- ც------- - თ--------–------სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 5338 ლარის ანაზღაურების დაკისრება;

 

1.2. სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის ხელზე ასაღები დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურების დაკისრება.

 

მოსარჩელის პოზიცია

2016 წლის 05 დეკემბრის N2016/12/05-1/კ ბრძანების საფუძველზე 2017 წლის 01 ივლისამდე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე შპს ი----------ი--------- ს--------- ს------–---- ც------- - თ--------–------სთან და დასაქმებული იყო ბუღალტრის თანამდებობაზე. მისი ხელფასი ხელზე ასაღები შეადგენდა 560 ლარს, მაგრამ მოპასუხეს მისთვის ხელფასი არ აუნაზღაურებია და მის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება 2016 წლის 05 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე 3360 ლარი;

2017 წლის 01 ივლის მოპასუხემ მასთან გააფორმა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება და აგრძელებდა მუშაობას ბუღალტრის თანამდებობაზე 2018 წლის 01 ივლისამდე, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. მისი დარიცხული ხელფასი თვეში შეადგენდა 700 ლარს, ხელზე იღებდა 560 ლარს. ამ პერიოდის ხელფასი მას ნაწილობრივ აუნაზღაურა მოპასუხემ მაგრამ დაყოვნებით, ნაწილი კი არ აუნაზღაურებია და გააჩნია მის მიმართ დავალიანება ჯამში 1978 ლარი.

მოითხოვს მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 05 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე მიუღებელი ხელფასის 3360 ლარის ანაზღაურება და ყოველი დაყოვნებული დღისათვის მიუღებელი ხელფასის 0,07%. ასევე მოითხოვს 2017 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 01 ივლისამდე მიუღებელი ხელფასის 1978 ლარის ანაზღაურებას და ყოველი თვის ხელფასის დაყოვნებისათვის 0,07%-ის ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შპს ი----------ი--------- ს--------- ს------–---- ც------- - თ--------–------ს დირექტორმა დ----- ს----–---–მა შესაგებელით სარჩელი არ ცნო, მაგრამ სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომებზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მოსარჩელეს მისაღები აქვს ხელფასის ნაწილი 2017 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 01 ივლისამდე პერიოდისათვის 1978 ლარის ოდენობით, რომელსაც აუნაზღაურებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან თანხის გადმორიცხვისთანავე.

სარჩელს არ ცნობს 2016 წლის 05 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე პერიოდის ხელფასის ანაზღაურებაზე, ვინაიდან ამ პერიოდში ს------–---- ც------- არ ფუნქციონირებდა, მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები. მოსარჩელე დანიშნული იყო ბუღალტრად და შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე უნდა ეწარმოებინა ხელფასების დარიცხვა და გაცემა, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კი წარმოდგენილი არ არის და ს------–---- ცენტრში არ არსებობს. მას მიაჩნია, რომ ამ პერიოდის ხელფასი მას მიღებული აქვს. მით უმეტეს, რომ 500 ლარი მას პირადად გადასცა ხელზე, ვინაიდან ბუღალტერს სახელფასო დოკუმენტაცია ნაწარმოები არ ჰქონდა.

2017 წლის 01 ივლისიდან ს------–---- ცენტრმა ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება. იგი დაინიშნა ც-------ს დირექტორად და ყველა თანამშრომელთან გააფორმა კანონის შესაბამისად ხელშეკრულებები. ხელფასების დარიცხვაც უკვე ხდებოდა საბანკო გადარიცხვებით. ვინაიდან ს------–---- ც------- ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, შესაბამისად ხელფასები თანამშრომლებს ერიცხებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან და ხელფასების დაყოვნება არ ხდება ს------–---- ც-------ს მიზეზით. თანხების ჩამორიცხვისთანავე გაიცემა მოსარჩელეზე დაგვიანებული ხელფასები და 0.07% არ უნდა დაეკისროს ს------–---- ც-------.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე მ--ა ბ-----ე 2016 წლის 05 დეკემბრიდან იმყოფება შრომით ურთიერთობაში მოპასუხე შპს ი----------ი--------- ს--------- ს------–---- ც------- - თ--------–------სთან და N2016/12/05/-1/კ ბრძანებით დანიშნულია ბუღალტრის თანამდებობაზე 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_ მოპასუხე შპს ი----------ი--------- ს--------- ს------–---- ც------- - თ--------–------ს დირექტორის ო. მაკარიძის ბრძანება;

_ მხარეთა განმარტება.

 

3.1.2. მოსარჩელისათვის დარიცხული ხელფასი შეადგენდა 700 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გარშე შეადგენდა 560 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

მხარეთა განმარტება

 

3.1.3. 2017 წლის 01 ივლისს მოსარჩელე მ--ა ბ-----ესა და მოპასუხე შპს ი----------ი--------- ს--------- ს------–---- ც------- - თ--------–------ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. მოსარჩელე დაინიშნა ბუღალტრის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით განისაზღვრა 700 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_შრომითი ხელშეკრულება;

_ მხარეთა განმარტება.

 

3.1.4. მოსარჩელე მხარეს არ მიუღია 2017 წლის ივლისის თვის ხელფასის ნაწილი 231 ლარის ოდენობით; 2018 წლის იანვრის თვის ხელფასის ნაწილი 42 ლარის ოდენობით; 2018 წლის თებერვლის თვის ხელფასის ნაწილი 25 ლარის ოდენობით; 2018 წლის აპრილის, მ--სის და ივნისის თვეების ხელფასი თვეში 560 ლარის ოდენობით. სულ მიუღებელი ხელფასის თანხა შეადგენს 1978 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

_ მხარეთა განმარტება.

 

3.1.5. მოსარჩელე მ--ა ბ-----ეს ხელფასი უნდა მიეღო თვეში ერთხელ, დამსაქმებლის სახელფასო პროცედურის შესაბამისად უნაღდო ანგარიშსწორების წესით, დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. კერძოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მოპასუხისათვის თანხების გადმორიცხვის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_შრომითი ხელშეკრულება;

_ მხარეთა განმარტება.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დამსაქმებელს, მოპასუხე მხარეს მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია არც ერთი თვის ხელფასი 2016 წლის 05 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე რაც ჯამში შეადგენს 3360 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.2. მოსარჩელისათვის 2016 წლის დეკემბრის თვის აუნაზღაურებელი ხელფასია 483,55 ლარი, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 01 იანვრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.33 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.3 მოსარჩელისათვის 2017 წლის იანვრის თვის აუნაზღაურებელი ხელფასია 560 ლარი, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 01 თებერვლიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.4 მოსარჩელისათვის 2017 წლის თებერვლის თვის აუნაზღაურებელი ხელფასია 560 ლარი, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 01 მარტიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.5. მოსარჩელისათვის 2017 წლის მარტის თვის აუნაზღაურებელი ხელფასია 560 ლარი, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 01 აპრილიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.6 მოსარჩელისათვის 2017 წლის აპრილის თვის აუნაზღაურებელი ხელფასია 560 ლარი, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 01 მ--სიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.7. მოსარჩელისათვის 2017 წლის მ--სის თვის აუნაზღაურებელი ხელფასია 560 ლარი, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 01 ივნისიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.8. მოსარჩელისათვის 2017 წლის ივნისის თვის აუნაზღაურებელი ხელფასია 560 ლარი, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 01 ივლისიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.9. მოსარჩელისათვის 2017 წლის ივლისის თვის ხელფასი 560 ლარის ნაცვლად ანაზღაურებულია 2017 წლის 23 ნოემბერს 329 ლარი 114 დღის დაყოვნებით, 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 44.46 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

3.2.10. მოსარჩელისათვის 2017 წლის ივლისის ხელფასის ნაწილი თანხით 231 ლარი აუნაზღაურებელია, რომლის 0,07% შეადგენს 2017 წლის 23 ნოემბრიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.16 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.11. მოსარჩელისათვის 2017 წლის აგვისტოს თვის ხელფასი 560 ლარი აუნაზღაურდა 2017 წლის 15 დეკემბერს 105 დღის დაყოვნებით, რომლის 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 40.95 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.12. მოსარჩელისათვის 2017 წლის სექტემბრის თვის ხელფასი 560 ლარი ანაზღაურებულია 2017 წლის 13 იანვარს 104 დღის დაყოვნებით, რომლის 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 40.56 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.13. მოსარჩელისათვის 2017 წლის ოქტომბრის თვის ხელფასი 560 ლარი ანაზღაურებულია 2018 წლის 20 თებერვალს 111 დღის დაყოვნებით, რომლის 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 43.29 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.14. მოსარჩელისათვის 2017 წლის ნოემბრის თვის ხელფასი 560 ლარი ანაზღაურებულია 2018 წლის 05 აპრილს 125 დღის დაყოვნებით, რომლის 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 48.75 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.15. მოსარჩელისათვის 2017 წლის დეკემბრის თვის ხელფასი 560 ლარი ანაზღაურებულია 2018 წლის 17 მ--სს 136 დღის დაყოვნებით, რომლის 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 53.04 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.16. მოსარჩელისათვის 2018 წლის იანვრის თვის ხელფასი 560 ლარის ნაცვლად ანაზღაურებულია 2018 წლის 17 ივნისს 518 ლარი 136 დღის დაყოვნებით, 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 53.04 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.17. მოსარჩელისათვის 2018 წლის იანვრის ხელფასის ნაწილი თანხით 42 ლარი აუნაზღაურებელია, რომლის 0,07% შეადგენს 2018 წლის 17 ივნისიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.02 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.18. მოსარჩელისათვის 2018 წლის თებერვლის თვის ხელფასი 560 ლარის ნაცვლად ანაზღაურებულია 2018 წლის 18 ივლისს 535 ლარი 139 დღის დაყოვნებით, 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 54.21 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.19. მოსარჩელისათვის 2018 წლის თებერვლის ხელფასის ნაწილი თანხით 25 ლარი აუნაზღაურებელია, რომლის 0,07% შეადგენს 2018 წლის 18 ივლისიდან ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.01 ლარს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.20. მოსარჩელისათვის 2018 წლის მარტის თვის ხელფასი 560 ლარი ანაზღაურებულია 2018 წლის 10 სექტემბერს 163 დღის დაყოვნებით, რომლის 0,07% შეადგენს ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს, ჯამში 63.57 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

3.2.21. მოსარჩელისათვის 2018 წლის აპრილის, მ--სის, ივნისის თვეების ხელფასი თვეში 560 ლარი აუნაზღაურებელია, რომლის 0,07% ყოველ დაყოვნებულ დღეზე 0.39 ლარს შეადგენს 2018 წლის 01 მ--სიდან, 01 ივნისიდან 01 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

_მოსარჩელის განმარტება;

_ მოსარჩელის მ--ა ბ-----ის 2018 წლის 10 ივლისის განცხადება.

_ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--ა ბ-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე, 42-ე მუხლები;

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, მე-2, მე-6, 21-ე, 31-ე, 53-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 115-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით; შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ეს კოდექსი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა.

 

ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. მე-2 ნაწილის თანახმად კი, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის შესაბამისად ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.

 

ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ--ა ბ-----ეს და მოპასუხე შპს ი----------ი--------- ს--------- ს------–---- ც------- - თ--------–------ს შორის შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 05 დეკემბრიდან დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რაც უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. რომლის თანახმად მ--ა ბ-----ე დაინიშნა ბუღალტრის თანამდებობაზე 2016 წლის 06 დეკემბრიდან 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

სადავო არ არის, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 2017 წლის 01 ივლისიდან მხარეთა შორის გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 01 ივლისამდე. მოსარჩელე დაინიშნა ბუღალტრის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 700 ლარს, ხოლო, ხელზე ასაღები ხელფასი საშემოსავლო გადასახადის გარეშე შეადგენს 560 ლარს.

 

6.2. შრომითი დავის განხილვისას სასამართლო აფასებს დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

,,შრომის კოდექსის'' მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის ,,ე''ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია შრომის ანაზღაურება და გადახდის წესი, ხოლო ამავე კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.

 

მოცემულ შემთხვევაში შპს ი----------ი--------- ს--------- ს------–---- ც------- - თ--------–------ს დირექტორის 2016 წლის 05 დეკემბრიდან ბრძანების თანახმად მ--ა ბ-----ის თანამდებობრივი სარგო უნდა განსაზღვრულიყო შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად. მხარეთა შორის ასეთი ხელშეკრულება არ დადებულა, მაგრამ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის, რომ მოსარჩელეს ხელფასი ეძლეოდა 500 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 01 ივლისს მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად მ--ა ბ-----ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს დარიცხული ხელფასის სახით 700 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასია საშემოსავლო გადასახადის გარეშე 560 ლარი.

 

ხელშეკრულების 3.2 და 3.3 პუნქტების თანახმად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის დაქვითვა დასაქმებულის ხელფასიდან წარმოებს დამსაქმებლის შესაბამისი სამსახურის მიერ და ხელფასი გაიცემა როგორც წესი თვეში ერთხელ, დამსაქმებლის სახელფასო პროცედურის შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით.

 

დადგენილი გარემოებაა, რომ მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 01 ივლისს მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1978 ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის გარეშე, რომელსაც მოპასუხე მხარე აღიარებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა 2017 წლის 01 ივლისს მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი ხელფასის 1978 ლარის ანაზღაურების ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 1978 ლარის ოდენობით გადახდა საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მ--ა ბ-----ის მოსაზრებას, რომ მას მიუღებელი აქვს სახელფასო ანაზღაურება 2016 წლის 06 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე, რომ მის მიმართ არ მომხდარა ხელფასის გამოწერა საფინანსო სამსახურის მიერ. ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებით შპს ი----------ი--------- ს--------- ს------–---- ც-------ს - თ--------–------ს დირექტორის 2016 წლის 05 დეკემბრის ბრძანების თანახმად დგინდება, რომ მოსარჩელე დაინიშნა რა კომპანიის ბუღალტრად, განისაზღვრა მისი ფუნქციები და უშუალოდ მას დაევალა სპეციალური ელექტრონული პროგრამით სხვა ფუნქციებთან ერთად ეწარმოებინა ხელფასის დაანგარიშება და გაცემა. იგი ვალდებული იყო ყველა ქმედება შეეთანხმებინა დირექტორთან ო. მაკარიძესთან.

 

2016 წლის 06 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე პერიოდში ხელფასის დაანგარიშებაზე და გაცემაზე ვალდებულ პირს მოსარჩელე წარმოადგენდა. რატომ არ მოახდინა ხელფასის დარიცხვა და გაცემა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი ვერ იქნა. წარმოდგენილი მტკიცებულებით ამონაწერით საბანკო ანგარიშიდან დგინდება, რომ 2017 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით მოსარჩელის ანგარიშზე ირიცხება ნაშთი 999.00 ლარი. მოსარჩელეს თუ ხელი შეეშალა მისი ვალდებულების შესრულებაზე, ბრძანების თანახმად უნდა შეეთანხმებინა დირექტორთან. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებით, რომ მას არ მიუღია ხელფასი 2016 წლის 06 დეკემბრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე პერიოდში 3360 ლარის ოდენობით და შესაბამისად არც მისი დაყოვნებისათვის 0.07%-ის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.

 

6.4. მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების მიხედვით დასაქმებულთათვის განსაზღვრულია ხელფასის კონკრეტული ოდენობა, რისი ყოველთვიურად ანაზღაურების ვალდებულებაც ხელშეკრულების შეწყვეტამდე გააჩნია დამსაქმებელს.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნებული ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ მიმდინარე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, ანუ, როდესაც დასაქმებული და დამსაქმებელი ერთმანეთთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ და დამსაქმებელმა დაარღვია შრომითი ანაზღაურების წესი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში, ამასთან მხარეთა შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 01 ივლისს, მოპასუხის მიერ დაირღვა შრომის ხელშეკრულების მე-3 პუნქტით დადგენილი წესი შრომის ანაზღაურების შესახებ, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ოდენობით 2017 წლის 01 ივლისის შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების 3.2.9 – 3.2.21 ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული ოდენობით საშემოსავლო გადასახადის გარეშე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს კანონით ,, სახელმწიფო ბაჟის შესახებ” მე-5 მუხლის I ნაწილის ,,ა” პუნქტით თანახმად მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. მოპასუხე არაა გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვინაიდან მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ხელზე მიუღებელი ხელფასის 1978 ლარის ანაზღაურების ნაწილში, ამ ნაწილში მოპასუხე თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

პირგასამტეხლოს 0.07%-ის დაკმაყოფილებულ ნაწილში მოპასუხეს უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე მ--ა ბ-----ის (პ/ნ 6----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხე შპს ი--------- - ი--------- ს--------- ს------–---- ც------- (ს/კ 4--------) დაეკისროს მოსარჩელე მ--ა ბ-----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ 2017 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 01 ივლისამდე მიუღებელი ხელფასის 1978(ათას ცხრაას სამოცდათვრამეტი) ლარის ანაზღაურება;

 

1.2 მოპასუხე შპს ი--------- - ი--------- ს--------- ს------–---- ც------- (ს/კ 4--------) დაეკისროს მოსარჩელე მ--ა ბ-----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ 2017 წლის ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის თვეების, 2018 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის თვეების ხელფასის დაყოვნებისათვის 0,07% ჯამში 441.87 (ოთხას ორმოცდაერთი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარის ანაზღაურება.

 

1.3. მოპასუხე შპს ი--------- - ი--------- ს--------- ს------–---- ც------- (ს/კ 4--------) დაეკისროს მოსარჩელე მ--ა ბ-----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე 2018 წლის 18 ოქტომბრამდე მიუღებელი ხელფასის: 2017 წლის ივლისის მიუღებელი ხელფასის ნაწილის 231 (ორას ოცდათერთმეტი) ლარის, 2018 წლის იანვრის მიუღებელი ხელფასის ნაწილის 42 (ორმოცდაორი) ლარის, თებერვლის მიუღებელი ხელფასის ნაწილის 25 (ოცდახუთი) ლარის, აპრილის, მ--სის და ივნისის მიუღებელი ხელფასის თვეში 560 (ხუთას სამოცი) ლარის 0.07% -ის ჯამში 220.21 (ორას ოცი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარის ანაზღაურება.

 

1.4. მოპასუხე შპს ი--------- - ი--------- ს--------- ს------–---- ც------- (ს/კ 4--------) დაეკისროს მოსარჩელე მ--ა ბ-----ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ 2017 წლის ივლისის მიუღებელი ხელფასის ნაწილის 231 (ორას ოცდათერთმეტი) ლარის, 2018 წლის იანვრის მიუღებელი ხელფასის ნაწილის 42 (ორმოცდაორი) ლარის, თებერვლის მიუღებელი ხელფასის ნაწილის 25 (ოცდახუთი) ლარის, აპრილის, მ--სის და ივნისის მიუღებელი ხელფასის თვეში 560 (ხუთას სამოცი) ლარის 0.07% -ის ანაზღაურება 2018 წლის 18 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2 სარჩელი 2016 წლის 05 დეკემბრის N 2016/12/05-1/კ ბრძანებით წარმოშობილი შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მიუღებელი ხელფასის 3360 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოსარჩელე მ--ა ბ-----ე (პ/ნ 6----------) გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. მოპასუხე შპს ი--------- - ი--------- ს--------- ს------–---- ც------- (ს/კ 4--------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება, რაც ჩარიცხული იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში კოდზე N300193150.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელენე ოსაძე