განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2018
საქმის ნომერი
330210016001520115
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
13.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001520115

საქმე №2ბ/5176-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

გოდერძი გიორგიშვილი

ბესარიონ ტაბაღუა

 

სხდომის მდივანი _ მ------ ცისკარიშვილი

 

აპელანტი – მ------ ხ----–---–ი

 

წარმომადგენელი - ც-–--------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე _ მ------- კ-----–---–ი

 

წარმომადგენელი _ დ-------------ა

 

დავის საგანი – საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განჩინება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე მ------ ხ----–---–ი ცნობილ იქნა უძრავი ქონების მდებარე: ქ.თ---–---------------------–--------–---------------------, ბინა N---, საკადასტრო კოდი N------------------------ის მესაკუთრედ და აღნიშნული ფართი აღირიცხა მ------ ხ----–---–ის (პ--------------) საკუთრებად საჯარო რეესტრში. ასევე მოპასუხე მ------ ხ----–---–ს მ------- კ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა;

 

სასამართლომ განმარტა, რომ 2017 წლის 06 მარტს 15:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, კერძოდ დასავლეთ საქართველოში უახლოესი ნათესავის გარდაცვალების გამო გადაიდო 2017 წლის 14 მარტს 16:00 საათზე. 2017 წლის 14 მარტს 16:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლო მორიგების მიზნით გადაიდო 2017 წლის 24 აპრილს 13:00 საათზე. 2017 წლის 24 აპრილის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა მოპასუხე მ------ ხ----–---–ი და მისი წარმომადგენელი გ-----------–---–ი, რომელმაც სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით წარმოადგინა შუამდგომლობა დასავლეთ საქართველოში ოჯახის უახლოესი ნათესავის გარდაცვალების გამო საქმის განხილვის გადადების თაობაზე. მოცემულ საქმეზე სამი მოსამზადებელი სხდომა გადაიდო მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე. მოპასუხის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი. მიუხედევად იმისა, რომ მოპასუხეს გარდაეცვალა ოჯახის უახლოესი ნათესავი დასავლეთ საქართველოში მისი 2017 წლის 24 აპრილის იგივე სახის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული საპატიო მიზეზად, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვის გადადებას შეიძლება დადებოდა საფუძვლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას და შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა. მოცემულ შემთხვევაში კი მოპასუხე მხარის დაუსრულებელი განცხადებებით სხდომის გადადების თაობაზე ამ შედეგის მიღწევა სცილდებოდა სასამართლოს შესაძლებლობებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული და სასამართლო სხდომაზე სასამართლოსათვის ახსნა -განმარტებით მიცემული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· 2015 წლის 17 ნოემბერს მ------- კ-----–---–სა და დავით რუბენს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ------- კ-----–---–ის მიერ სესხად გაცემული 30 000 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა დავით რუბენის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე : ქალაქი თ---–---------------------–--------–-----------------------------, ფართი 111.07 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0----------------------. იპოთეკის უფლება დადგენილი წესით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

· მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, 2016 წლის 03 აგვისტოს ნოტარიუს ლალი გზირიშვილის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც დადგინდა სესხად გაცემული თანხისა და საპროცენტო სარგებლის გადახდევინების მიზნით, იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

 

· საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 12 ივლისის განკარგულების თანახმად, კრედიტორ(იპოთეკარ) ი---- ლ---–-–---–ის სასარგებლოდ განხორციელებული აღსრულების შედეგად, მოვალე დავით რუბენის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თ---–---------------------–--------–--------------------, ბინა N---, საკადასტრო კოდი N------------------------ის შემძენი გახდა მ------ ხ----–---–ი.

 

· ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ვერ ხორციელდება სააღსრულებო საქმისწარმოება, ვინაიდან ქონების ახალი შემძენი - მ------ ხ----–---–ი, მიუხედავად არაერთი სატელეფონო თუ პირადი საუბრების დროს მოთხოვნისა, არ ირეგისტრირებს ქონებაზე საკუთრების უფლებას საჯარო რეესტრში.

 

· საჯარო რეესტრის ჩანაწერში მესაკუთრედ კვლავ დავით რუბენი ფიქსირდება, თუმცა 2016 წლის 12 ივლისის განკარგულებით ქონების შემძენი დღეისათვის არის მ------ ხ----–---–ი.

 

· ფერხდება სააღსრულებო წარმოება და ვერ ხდება იძულებითი აღსრულება(იპოთეკის საგნის რეალიზაცია) დავალიანების გადახდევინების მიზნით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვდა, რომ უძრავი ქონების, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თ---–---------------------–--------–-----------------------------, ფართი 111.07 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0-----------------------ის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულიყო მ------ ხ----–---–ი.

 

სასამართლოს მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ: სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის სახეზე იყო კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა: შეუსრულებელი ვალდებულება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 12 ივლისის განკარგულება, რომლის თანახმადაც, კრედიტორ(იპოთეკარ) ი---- ლ---–-–---–ის სასარგებლოდ განხორციელებული აღსრულების შედეგად, მოვალე დავით რუბენის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თ---–---------------------–--------–--------------------, ბინა N---, საკადასტრო კოდი N------------------------ის შემძენი გახდა მ------ ხ----–---–ი, რომელიც ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით უძრავ ქონებას არ ირეგისტრირებდა საჯარო რეესტრში. აქედან გამომდინარე, მ------- კ-----–---–ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება უნდა დარეგისტრირებულიყო მ------ ხ----–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

 

2017 წლის 11 მაისს მოპასუხე მ------ ხ----–---–მა სასამართლოში წარადგინა საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე. საჩივრის ავტორმა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

 

წარმოდგენილ საჩივარში და სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2017 წლის 24 აპრილის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან უეცრად გარდაეცვალა ოჯახის უახლოესი ნათესავი, რომელიც ცხოვრობდა ბათუმში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ვერ შეძლეს სხდომაზე გამოცხადება. აქედან გამომდინარე ითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით, მ------ კ-----–---–ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის ''ბ'' და ''გ'' ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა განსაზღვრავდა იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჩივრი ავტორმა განმარტა, რომ 2017 წლის 24 აპრილის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან უეცრად გარდაეცვალა ოჯახის უახლოესი ნათესავი რომელიც ცხოვრობდა ბათუმში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ვერ შეძლეს სხდომაზე გამოცხადება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ რომ 2017 წლის 06 მარტს 15:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, კერძოდ დასავლეთ საქართველოში უახლოესი ნათესავის გარდაცვალების გამო გადაიდო 2017 წლის 14 მარტს 16:00 საათზე. 2017 წლის 14 მარტს 16:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლო მორიგების მიზნით გადაიდო 2017 წლის 24 აპრილს 13:00 საათზე. 2017 წლის 24 აპრილის (ორშაბათ დღეს) სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა მოპასუხე მ------ ხ----–---–ი და მისი წარმომადგენელი გ-----------–---–ი, რომელმაც სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით წარმოადგინა შუამდგომლობა დასავლეთ საქართველოში ოჯახის უახლოესი ნათესავის გარდაცვალების გამო საქმის განხილვის გადადების თაობაზე. მოცემულ საქმეზე სამი მოსამზადებელი სხდომა გადაიდო მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე. მოპასუხის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი. მიუხედევად იმისა, რომ მოპასუხეს გარდაეცვალა ოჯახის უახლოესი ნათესავი დასავლეთ საქართველოში მისი 2017 წლის 24 აპრილის იგივე სახის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული საპატიო მიზეზად, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვის გადადებას შეიძლება დადებოდა საფუძვლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისა და მისი წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას და შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოპასუხე მ------ ხ----–---–ს 2017 წლის 14 მარტის სასამართლო სხდომაზე ეცნობა 2017 წლის 24 აპრილის სხდომის თაობაზე. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლოს მიიჩნია, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ შეიძლება საფუძვლად დადებოდა დაუსწრებელ გადაწყვეტილების გაუქმებას.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სარჩელის საფუძვლებთან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, სასამართლომ უხეშად დაარღვია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველია.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ მ------ ხ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მ------ ხ----–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ (სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით და თავად მოპასუხის და მისი წარმომადგენელის განცხადებით, სადაც ითხოვენ სასამართლოს სხდომის გადადებას.

 

პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო, ამავე კოდექსის 103.1. მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო აფასებს იმ გარემოებებს ერთობლიობაში, რომლებიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ------ ხ----–---–ის მიერ, მისივე განცხადებისა და შუამდგომლობის საფუძველზე არაერთხელ იქნა გადადებული სხდომა. კერძოდ, 2017 წლის 6 მარტის სხდომა გადაიდო 2017 წლის 14 მარტს. 2017 წლის 14 მარტის სხდომა, სადაც მოპასუხე გადადების საფუძვლად უთითებდა შესაძლო მორიგების ფაქტს, გადაიდო 2017 წლის 24 აპრილს.

 

დადგენილია ასევე, რომ 2017 წლის 24 აპრილის მოსამზადებელ სხდომაზე კვლავ არ გამოცხადდა მოპასუხე და მისი წარმომადგენელი, რომლებმაც სასამართლო კანცელარიის მეშვეობით წარმოადგინეს მორიგი შუამდგომლობა, პროცესის გადადების თაობაზე და მიზეზად მიუთითეს უახლოესი ნათესავის გარდაცვალება. საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხის შუამდგომლობით გადაიდო სამი მოსამზადებელი სხდომა.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე ემსახურებოდა საქმის გაჭიანურებას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიზეზით სხდომის არაერთხელ გადადება სასამართლოს უქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ მოპასუხის მიზანია, გაახანგრძლივოს სასამართლოში საქმის წარმოება, რაც დაუშვებელია. ეჭვის საფუძველს იძლევა სწორედ მოპასუხის არაერთი განცხადება სხდომის გადადების მოთხოვნით. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენელმა შესაბამის მტკიცებულებაზე მითითებით ვერ დაადასტურა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას. ამდენად, მ------ ხ----–---–ის და მისი წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი მხარის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას, სასამართლო ვერ გაიზიარებს. პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში სასამართლო ამოწმებს მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებსა და სასარჩელო მოთხოვნას შორის ურთიერთკავშირს, რა დროსაც არ ხდება საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა. სასამართლოს მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები იმის თაობაზე, რომ მ------- კ-----–---–სა და დავით რუბენს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება; იპოთეკის საგანი შეიძინა მ------ ხ----–---–მა; მ------- კ-----–---–ი ვერ ახდენს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკის საგნის რეალიზაციას, რადგან მ------ კ-----–---–ი არ ირეგისტრირებს უძრავ ქონებას საჯარო რეესტრში, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად დასახელებული გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.

 

ამდენად, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, ვინაიდან იგი მიღებულია ყოველგვარი კანონის დაცვით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ მ------ ხ----–---–ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ------ ხ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: მ. სულხანიშვილი

 

მოსამართლეები: ბესარიონ ტაბაღუა

 

გოდერძი გიორგიშვილი