გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017001828640
საქმე №2/344-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წელი ქ. გ-----
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი ქეთევან ცერცვაძე
მოსარჩელე სს „ქ------–ი“
წარმომადგენელი გ-- ყ---–-–---–ი, ბ---კ კ--–-----ი
მოპასუხე ქ. გ-----ს მ----–----–-------ს მ----ა
წარმომადგენელი გ------ი მ------–---–ი
დავის საგანი - პირგასამტეხლოს გაუქმება, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს გ-----ს მ----–----–-------ს მ----ის მიერ სს „ქ------–ის“ მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 24 აგვისტოს №7--ე ხელშეკრულების დარღვევის არ არსებობის გამო.
1.2. დაევალოს გ-----ს მ----–----–-------ს მ----ას შეასრულოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №7- (24.08.2016) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სს „ქ------–ს“ სრულად გადაურიცხოს შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 6307.2 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 24 აგვისტოს მასსა და გ-----ს მუნიციპალიტეტს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №7-. ხელშეკრულების საფუძველი იყო ელექტრონული ტენდერი, რომელიც ეხებოდა ქ. გორში, შ-----სი გზ. №2--ში მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებლ კორპუსში კიბის უჯრედის ფასადის რეკონსტუქციებს. მოსარჩელემ, როგორც მიმწოდებელმა ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარულ დღეში სამუშაოების შესრულების შესახებ. სამუშაოების შესრულების დროს გამოიკვეთა რიგი შეუსაბამობა პროექტით შესასრულებელ სამუშაოებსა და ფაქტიურად არსებულ მდგომარეობას შორის, რის თაობაზეც მოსარჩელემ აცნობა გ-----ს მ----–----–-------ს მერს 2016 წლის 24 ოქტომბერს და წარუდგინა წინადადებებები, რომელიც გაზრდიდა სამუშაოს შესრულების ხარისხს და არ გამოიწვევდა ხელშეკრულბით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის გაზრდას. ამის შემდეგ პასუხის მოლოდინში მოსარჩელის მხრიდან შეფერხდა სამუშაოების წარმოება, რის გამოც მოსარჩელემ კვლავ მიმართა მოპასუხეს 2016 წლის 9 ნოემბერს და მოითხოვა სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა.
2016 წლის 11 ნოემბერს გ-----ს მ----–----–-------ს მერმა სს“ქ------–ს“ აცნობა, რომ მათ უკვე მიმართეს პროექტის ავტორს - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მათგან პასუხის მიღების შემდეგ განისაზღვრებოდა სამუშაოების დასრულების ვადა. 2016 წლის 27 დეკემბერის დასკვნით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, აბსოლიტურად გაიზიარა მოსარჩელის შენიშვნები და წინადადებები, რის შემდეგაც მოპასუხეს უნდა გაეგრძელებინა სამუშაოს შესრულების ვადა, მაგრამ ოფიციალურად მიცემული პირობა მოპასუხემ უხეშად დაარღვია და მათ მიერ უკვე 30 დეკემბერისათვის დასრულებული სამუშაოები ჩაუთვალა ხელშეკრულების დარღვევად, რის გამოც დააკისრა პირგასამტეხლო 6307.2 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა გამოაკლდა ხელშეკრულებით მათთვის გადასახდელ თანხებს, რითაც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2016 წლის 24 აგვისტოს მასსა და მოსარჩელეს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების
4.2 პუნქტის თანახმად მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა და სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პირობებით მოთხოვნილი დასკვნები წარედგინა ხელშკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარული დღის ვადაში (2016 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით), რაც მათი მხრიდან არ შესრულდა. 2016 წლის 11 ნოემბერის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრებოდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სათანადო დასკვნის მიღების შემდეგ. აღნიშნული არ ყოფილა ცალსახად დაპირება ხელშეკრულბით გათვალისწინებული სამუშაოების ვადის გაგრძელების თაობაზე. ქ. გ-----ს მ----–----–-------ს მ----ამ ვადის გაგრძელების საკითხზე ვერ იმსჯელა, ვინაიდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნა გადმოიგზავნა 2017 წლის 3 იანვარს, ამ დროს უკვე კი გასული იყო 2016 წლის 24 აგვისტოს №7- ხელშეკრულების მოქმედების ვადა (2016 წლის 30 დეკემბერი). სს „ქ------–ს“ მხედველობაში უნდა მიეღო, რომ ხელშეკრულებას ვადა გასდიოდა 2016 წლის 30 დეკემბერს და შეუძლებელი იქნებოდა სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა არ გაგრძელებულა, შესაბამისად 2016 წლის 24 აგვისტოს №7- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე მხარეებს შორის არ დადებულა რაიმე სახის შეთანხმება ამავე ხელშეკრულების 9.1 პუნქტით და 17.5 პუნქტით გათვალისწინებული წესით, რის გამოც მოსარჩელეს მართებულად დაეკისრა პირგასამტეხლო ზემოხსენებული ხელშეკრულების 12.2 პუნქტის შესაბამისად.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 24 აგვისტოს სს „ქ------–სა“ და ქ. გ-----ს მუნიციპალიტეტს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №7-, რომლის მიხედვითაც შემსრულებელმა - სს „ქ------–მა" აიღო ვალდებულება ქ. გორში, შ-----სის გზ. №2- მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში კიბის უჯრედის ფასადის რეკონსტრუქციის სამიშაოების განხორციელებაზე ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 65700 ლარით.
3.1.2 ხსენებული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა და სატენდერო დოკუმენტაციით და ხელშეკრულების პირობებით მოთხოვნილი დასკვნები უნდა წარედგინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 (ოთხმოცი) კალენდარულ დღეში.ამავე ხელშეკრულბის მე-16 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
3.1.3 მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 2016 წლის 29 დეკემბერს, რომელიც სრულ შესაბამისობაში იყო ექსოერტიზის დასკვნასთან.
3.1.4 დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ოქტომბრის წერილით სს „ქ------–მა“ აცნობა გ-----ს მ----–----–-------ს მ----ას, რომ იყო რიგი შეუსაბამობა პროექტით შესასრულებელ სამუშაოებსა და ფაქტიურად არსებულ მდგომარეობას შორის. იმავე წლის 9 ნოემბრის წერილით სს"ქ------–ის" დირექტორმა კვლავ მიმართა გ-----ს მ----–----–-------ს მერს, რომლითაც მოითხოვა სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა, ვინაიდან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს, როგორც პროექტის შემდეგნის მიერ, დასკვნა არ იყო მათთვის გადაცემული.
3.1.5 სს "ქ------–ის" ზემოაღნიშნული განცხადებების პასუხად მოპასუხის 2016 წლის 11 ნოემბრის №357- წერილით ეცნობა, რომ პროექტის ავტორის - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან პასუხი დღემდე არ იყო მიღებული და, რომ სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრებოდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული დასკვნის შემდგომ.
3.1.6 საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 27 დეკემბრის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა სამუშაოების წარმოების დროს რიგი შეუსაბამობები პროექტით შესარულებელ სამუშაოებსა და ფაქტიურად არსებულ მდგომარეობას შორის, ქ. გ-----ს მ----–----–-------ს მ----ას გადაეცა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ - 2017 წლის 3 იანვარს.
3.1.7 დადგენილია ისიც, რომ მხარეებს შორის არ გაფორმებულა ხელშეკრულების 9.4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ხელშეკრულების პირობის ცვლილების შესახებ.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1 სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩე სს "ქ------–მა" 2016 წლის 24 აგვისტოს №7- ხელშეკრულების მოქმედების ვადაში (2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით) შეასრულა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც სრულ შესაბამისობაშია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 27 დეკემბრის დასკვნასთან.
4.2 სასამართლო ასევე თვლის, რომ მოპასუხე ქ. გ-----ს მ----–----–-------ს მ----ამ ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ სს "ქ------–მა" ბრალეული ქმედებით დაარღვია მხარეთა შორის 2016 წლის 24 აგვისტოს 4.2 პუნქტით გათვალისწინებული პირობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებისა და მასზე დასკვნების ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 (ოთხმოცი) კალენდარულ დღეში წარდგენის შესახებ .
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზით დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობის შესახებ მოსარჩელემ, როგორც ცვლილებების შეტანის ინიციატორმა, წერილობით შეატყობინა ხელშეკრულების მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია, როგორც ამას ითვალისწინებდა ხელშეკრულების 9.2 პუნტი. თავის მხრივ მოპასუხე ქ. გ-----ს მ----–----–-------ს მ----ამ 2016 წლის 11 ნოემბრის წერილით სამუშაოების დასრულების ვადა დაუკავშირა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდა მიღებულ დასკვნას და ამ დასკვნის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენის გამო ცვლილების შეტანის განუხორციელებლობა არ უკავშირდება მოსარჩელის ბრალეულ ქმედებას.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს "ქ------–ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 319-ე, 327-ე, 345-ე, 361-ე, 400-ე,417-ე, 418-ე, მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას დათქმულ ვადაში არ ასრულებს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. გ-----ს მ----–----–-------ს მ----ასა და სს "ქ------–ს" შორის 2016 წლის 24 აგვისტოს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №7-, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 4.2 პუნქტში მომსახურების გაწევის ვადად მიეთითა ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 კალენდარული დღე. ხოლო ხელშეკრულების მე-16 პუნქტით მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ მოპასუხემ ვერ მიუთითა, რას გულისხმობდა ხელშეკრულებაში ვადების ამგვარი დათქმა, რითიც ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ორგვარად, როგორც 2016 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით ისე 2016 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, მაშინ როდესაც, მოპასუხე სადავოდ არ ხდის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში-2016 წლის 29 დეკემბერს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. კერძო სამართლის სუბიექტთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის გადამწყვეტია ამ სუბიექტთა ნამდვილი ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი კვალიფიკაცია სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნამდვილი ნების დადგენა უნდა განხორციელდეს განსამარტ ტექსტთან მჭიდრო კავშირში. ნების განმარტება ადექვატური უნდა იყოს ფაქტისა. სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში ეს პრინციპი 2016 წლის 24 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №7- ხელშეკრულების 4.2 პუნქტსა და მე-16 პუქნტში ნათლად განსაზღვრული არ არის. ამასთან სსსკ 345-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულბის სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ. საქმეში წარმოდგენილი მასალების ანალიზით სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა ნამდვილ ნებას წარმოადგენდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში დასრულებულიყო ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები .
სასამართლო მხარეთა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცესვს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულბის 4.2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარვევა მიზეზობრივ კავშირში არ არის სს"ქ------–ის" ბრალეულ ქმედებასთან, რისთვისაც მას შეიძლება დაეკისროს ამავე ხელშეკრულებთ გათვალისწინებული 12.2 პუნქტით გათვალისინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამასთან სსსკ 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება იმ მიზნით, რომ ზიანი მადგეს სხვას.
სასამართლო მიუთითებს,რომ სს "ქ------–ის" მხრიდან 2014 წლის 24 აგვისტოს №7- ხელშეკრულების პირობების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და მან ხსენებული ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები შეასრულა ჯეროვნად. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების 4.2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის ამოწურვამდე მოსარჩელემ წერილობით მიმართა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ მოპასუხეს, როგორც ამას ითვალისწინებდა ხელშეკრულების 9.2 პუნქტი, ხოლო ხელშეკრულების 9.4 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პირობისის ცვლილების გაუფორმებლობა გამოწვეული არ იყო მოსარჩელის იმ ბრალეული ქმედებით, რისთვისაც მას უნდა დაკისრებოდა შესაბამისი პასუხისმგებლობა .
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლის მიერ შემუშავებულ იქნა სამართლის ნორმები, რომელიც მიმართულია მოვალის იძულებისაკენ შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება. სწორედ, ამ შედეგების აღკვეთის მიზნით, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობამ თუ არაჯეროვანმა შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს, კანონმდებელი ითვალისწინებს სხვადასხვა ზომებს, რომლებიც ახდენენ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას და მისი შედეგების აღმოფხვრას. პირგასამტეხლოს ინსტიტუტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
იმის გათვალისწინებით, რომ სს "ქ------–ის" მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, უსაფუძვლოა მის მიმართ 2016 წლის 24 აგვისტოს 12.2 პუნქტით გათვალისიწნებული საჯარიმო სანქციების გამოყენება. შესაბამისად გაუქმებას ექვემდებარება მოსარჩელის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, რომელიც მას უნდა აუნაზღაურდეს სრულად შესრულებული სამუშაოს ანგარიშში.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხე ქ. გ-----ს მ----–----–-------ს მ----ას მოსარჩელე სს „ქ------–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 189 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის გადახდა გონივრულ ფარგლებში 200 ლარის ოდენობით სსსკ 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე .
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369 მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „ქ------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. გაუქმდეს ქ. გ-----ს მ----–----–-------ს მ----ის მიერ სს „ქ------–ის“ მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო - 6307.2 (ექსვისათას სამასშვიდი ლარი და ოცი თეთრი) ლარი.
1.2. დაევალოს ქ. გ-----ს მ----–----–-------ს მ----ას შეასრულოს 24.08.2016წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №7- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სს „ქ------–ს“ სრულად გადაურიცხოს შესრულებული სამუშაოს ღირებულება - 6307.2 (ექსვისათას სამასშვიდი ლარი და ოცი თეთრი) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხე ქ. გ-----ს მ----–----–-------ს მ----ას მოსარჩელის სს „ქ------–ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 189 (ასოთხმოცდაცხრა) ლარის ოდენობით.
3. მოპასუხე ქ.გ-----ს მ----–----–-------ს მ----ას მოსარჩელის სს „ქ------–ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის - 200 (ორასი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე