2. გაფრთხილება ოქმში შეტანით გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ, რომელიც:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვის ჩამორთმევის (მიკროფონის გათიშვის) შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას (საუბარს);

ბ) სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომათა დარბაზში (იმ შემთხვევაში თუ მას ევალება სამართლებრივი აქტის პროექტის სხდომაზე წარდგენა).

3. სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ:

ა) რომელმაც იმავე სხდომაზე უკვე მიიღო გაფრთხილება ოქმში შეტანით და ამის მიუხედავად კვლავ არღვევს წესრიგს;

ბ) რომელიც სხდომის დარბაზში გამოცხადდა ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით;

გ) რომელიც სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს საკრებულოს წევრებს;

დ) რომელიც სჩადის სხვა ისეთ მოქმედებას, რაც იწვევს რეგლამენტით განსაზღვრული წესით წარმართული სხდომის შეფერხებას;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გაფრთხილების შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას (საუბარს);

ვ) არღვევს პერსონალურ საკითხებზე კენჭისყრის ფორმას;

ზ) თავისი საუბრით ან საქციელით აშკარა შეურაცხყოფას აყენებს სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას ან მის რომელიმე წევრს;

თ) კენჭისყრის პროცედურის დროს საკუთარი სარეგისტრაციო ელექტრონული ბარათის გარდა იყენებს საკრებულოს სხვა წევრის სარეგისტრაციო ელექტრონულ ბარათს.

4. საკრებულოს წევრი, რომლის მიმართაც საკრებულოს (სხდომის) თავმჯდომარემ გამოიყენა სხდომის დარბაზის დატოვების მოთხოვნა, ვალდებულია დატოვოს სხდომის დარბაზი. იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილება აღნიშნულ მოთხოვნას, იგი გაყვანილი იქნება იძულების წესი