ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე; გ) აჭარბებს რეგლამენტით დადგენილ დროს.
2. გაფრთხილება ოქმში შეტანით გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ რომელიც:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას;
ბ) თუ საკრებულოს წევრი, რომელსაც სხდომაზე ევალება სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა, სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომის დარბაზში.
3. სხდომის ადგილის დატოვება გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ:
ა) რომელმაც იმავე სხდომაზე უკვე მიიღო გაფრთხილება ოქმში შეტანით და ამის მიუხედავად კვლავ არღვევს წესრიგს;
ბ) რომელიც სჩადის ძალადობას ან უხამს ქმედებას ან ამგვარი ქმედებისაკენ მოუწოდებს საკრებულოს წევრებს;
გ) რომელიც ჩაიდენს ქმედებას, რომელიც იწვევს რეგლამენტით განსაზღვრული წესით წარმართული სხდომის შეფერხებას;
დ) თავისი საუბრით ან საქციელით აშკარა შეურაცხყოფას აყენებს სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას ან მის რომელიმე წევრს.
4. საკრებულოს წევრი, რომლის მიმართაც სხდომის თავმჯდომარემ გამოიყენა სხდომის ადგილის დატოვების მოთხოვნა, ვალდებულია დატოვოს სხდომის ადგილი. იმ შემთხვევაში, თუ არ დაემორჩილება აღნიშნულ მოთხოვნას, იგი გაყვანილი იქნება იძულების წესით.
5. თუ ის საკრებულოს წევრი (თანამდებობის პირი), რომლის მიმართაც სხდომის ადგილის დატოვების მოთხოვნა გამოიყენა სხდომის თავმჯდომარემ, ნებაყოფლობით არ ტოვებს სხდომის ადგილს და აგრძელებს წესრიგის დარღვევას, მის მიმართ გამოიყენება აგრეთვე 79-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ზემოქმედების ფორმები.
6. თუ საკრებულოს წევრი (თანამდებობის პირი) 2 კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება კომისიის, ბიუროს, საკრებულოს სხდომებს მის მიმართ გამოიყენება 79-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ზემოქმედების ფორმები.
7. საკრებულოს და საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წესრიგის (რეგლამენტის) დარღვევისათვის შესაბამისი ზემოქმედების ფორმის გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე (მისი არ ყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე), ხოლო კომისიის სხდომაზე წესრიგის (რეგლამენტის) დარღვევისათვის ზემოქმედების ფორმის (გარდა 79-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა) გამოყენებაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე. ამ რეგლამენტის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზემოქმედების ფორმის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს და მის ოდენობას ამ რეგლამენტით დადგენილ ფარგლებში, ჩადენილი დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო თუ იგი გამოიყენება კომისიის სხდომაზე ჩადენილი დარღვევისათვის – მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარის წერილობითი წარდგინების საფუძველზე.
8. საკრებულოს წევრის მიმართ ზემოქმედების რომელიმე ფორმის გამოყენების შემთხვევაში მომდევნო გამომსვლელებს უფლება არა აქვთ კამათის საგნად აქციონ წესრიგისაკენ მოწოდების საკითხი.
1. საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცება ხდება საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
2. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილი იქნეს საკრებულოს დადგენილებით:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით; ბ) საკრებულოს ბიუროს ინიციატივით;
გ) საკრებულოს წევრთა არა ნაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით.
3. საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში) ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არა ნაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის