2. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტები, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს აქტებისაგან დამოუკიდებლად რეგისტრირდება ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილებაში.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტების (ბრძანების) სარეგისტრაციო კოდი შედგება ინდექსისაგან, სარეგისტრაციო ნომრისაგან და თარიღისაგან;
4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემული სამართლებრივი აქტებისათვის (ბრძანებისათვის) უცვლელ ინდექსად დადგენილია რიცხვი 01 (ერთი);
5. ბრძანებას სარეგისტრაციო ნომერი ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ენიჭება უწყვეტად 01-დან n-მდე და ბრძანებისათვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი არის განუმეორებელი;
6. ბრძანების თარიღი არის დრო (რიცხვი, თვე და წელი), როცა გამოიცა იგი;
7. ბრძანება რეგისტრირდება შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში. სარეგისტრაციო ჟურნალს აწარმოებს საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილება.
8. ბრძანებისათვის სარეგისტრაციო კოდის მინიჭებისას, უწყვეტად ჯერ იწერება უცვლელი ინდექსი, შემდეგ იწერება წილადი (/) და ბოლოს იწერება სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო ბრძანების თარიღი იწერება დოკუმენტის ინდექსისა და სარეგისტრაციო ნომრისაგან გამოცალკევებით. თარიღის მინიჭებისას ჯერ აღინიშნება რიცხვი, შემდეგ თვე, ხოლო შემდეგ წელი.
9. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე თუ კანონმდებლობით ან ამ ბრძანებით სხვა ვადა არ არის გათვალისწინებული.