1. ნორმატიული აქტი ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შესაბამისი დასკვნის გაცემიდან (არა უმეტეს 7 დღისა) 3 დღის ვადაში.

2. საკრებულოს დადგენილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე აქტით ან/და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.