2. თუ სამართლებრივი აქტის პროექტი წარმოდგენილი იქნა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დარღვევით, პროექტი როგორც წესი განიხილება მომდევნო სხდომაზე. თუ საკითხის წარდგენის დაგვიანება განპირობებული იყო საპატიო მიზეზით ან/და თუ მისი განხილვის გადადება მიზანშეუწონელია საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ასეთი პროექტი (პროექტები) შეიტანოს დღის წესრიგის დამატებით საკითხებში.
3. საკრებულოსათვის წარდგენილი პროექტი საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით გადაეცემა საკრებულოს დარგობრივად შესაბამის კომისიას და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას, ასევე საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს აპარატის იურიდიულ განყოფილებას.
4. საკრებულოს სხდომაზე საკითხის განხილვამდე პროექტი განიხილება შესაბამისი კომისიისა და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
5. საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილება თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებენ დასკვნას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტის შესაბამისობის თაობაზე. საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია და საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილება უფლებამოსილნი არიან:
ა) იმ სამართლებრივი აქტის პროექტზე, რომლის საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენა კანონმდებლობის მიხედვით მხოლოდ მერის კომპეტენციაა, მოამზადონ დასკვნა მასში გასათვა- ლისწინებელი სამართლებრივი შენიშვნების შესახებ;
ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებში შეიტანონ სამართლებრივი ხასიათის შენიშვნები და მოამზადონ პროექტის კორექტირებული ვარიანტი, ან/და თუ შენიშვნა არსებითი ხასიათისაა ან პრინციპულად იცვლება წარმოდგენილი პროექტის შინაარსი ან მისი ძირითადი დებულებები მაშინ მოამზადონ დასკვნა მასში გასათვალისწინებელი სამართლებრივი შენიშვნების შესახებ, ან/და მოამზადონ პროექტის ალტერნატიული ვარიანტი.
6. საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისია და აპარატის იურიდიული განყოფილება პროექტს ამოწმებს (განიხილავს) შემდეგი თვალსაზრისით:
ა) შეესაბამება თუ არა, ან/და ხომ არ ეწინააღმდეგება პროექტის შინაარსი ან მისი ცალკეული დებულებები უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებს;
ბ) არის თუ არა პროექტის მიღება საკრებულოს კომპეტენცია;
გ) არის თუ არა პროექტი წარმოდგენილი კანონმდებლობით ან/და ამ რეგლამენტით დადგენილი წესის დაცვით;
დ) არის თუ არა პროექტი წარმოდგენილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
ე) არის თუ არა პროექტში მითითებული გასაუქმებელი საკრებულოს აქტების ამომწურავი ჩამონათვალი;
ვ) პროექტს ერთვის თუ არა კანონმდებლობითა ან/და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის პროექტები საკრებულოს სხვა სამართლებრივ აქტებში იმ ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის თაობაზე, რომელსაც იწვევს წარდგენილი პროექტის მიღება;
ზ) რედაქციულად გამართულია თუ არა და სამართლებრივად მიზანშეწონილია თუ არა პროექტში მითითებული ცალკეული დებულებები.
7. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს დარგობრივი კომისიის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ან/და საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების დასკვნის საფუძველზე უარი თქვას მერის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პროექტის (საკითხის) საკრებულოსათვის წარდგენაზე (არ წარადგინოს ან/და გააუქმოს წარდგენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება) და შენიშვნების გასათვალისწინებლად უკან დაუბრუნოს მერ