„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროექტის ან წინადადების სახით საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს მერი. სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენის (გარდა იმ პროექტებისა, რომლის წარდგენის უფლება კანონმდებლობით გააჩნია მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს ან მერის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარეს) უფლება აქვს:
ა) საკრებულოს თავმჯდომარეს; ბ) საკრებულოს ბიუროს;
გ) საკრებულოს ფრაქციას; დ) საკრებულოს კომისიას;
ე) საკრებულოს წევრს ან წევრთა ჯგუფს;
ვ) თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ს პეტიციის წესით (მხოლოდ ნორმატიულ აქტზე).
2. საკრებულოში ნორმატიულ-სამართლებრივი აქტის პროექტი შეიტანება წერილობითი ფორმით, საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით, ხოლო ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი საკრებულოს განკარგულების პროექტის სახით.
3. საკრებულოში შეტანილ პროექტს თან უნდა დაერთოს:
ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება აქტის მიღების მიზეზი და საჭიროება, მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება. განმარტებით ბარათში უნდა აღინიშნოს აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და პროექტის წარმდგენი;
ბ) პროექტი საკრებულოს სხვა აქტებში იმ ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება;
4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოს სხდომისათვის პროექტების განსახილველად წარდგენა აისახება საკრებულოს თავმჯდომარის ბრანებაში. სხვა შემთხვევაში. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი სამართლებრივი აქტის პროექტი და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მასალები უნდა დაერთოს სამართლებრივი აქტის პროექტის წარმდგენი სუბიექტის მიერ საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე გაკეთებულ წერილობით მიმართვას. კომისიის ან ფრაქციის მიერ ინიცირების წესით წარდგენილ პროექტს უნდა დაერთოს აგრეთვე, შესაბამისად კომისიის ან ფრაქციის სხდომის ოქმი, რომელშიც მითითებულია მისი წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. ამომრჩევლების მიერ წარსადგენი სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა დაერთოს ამომრჩევლების მიერ შედგენილ და ხელმოწერებით დადასტურებულ წერილობით მიმართვას, რომელშიც გარკვეულად იქნება მითითებული ამომრჩეველთა სახელი, გვარი და პასპორტის (პირადობის მოწმობის) ნომერი.
5. პროექტის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტს უფლება აქვს სხდომის დაწყებამდე ნებისმიერ დროს უკან გამოითხოვოს წარდგენილი პროექტი. ასეთი პროექტი იმავე ან სხვა უფლებამოსილი პირის წარდგენით შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს მომდევნო სხდომებზ