2. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე:
ა) ხსნის და დასრულებულად აცხადებს საკრებულოს სხდომას; ბ) უძღვება საკითხების განხილვას;
გ) უზრუნველყოფს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი პროცედურების დაცვას;
დ) საკრებულოს წევრებს მათივე თხოვნით აძლევს კითხვის დასმის ან სიტყვით გამოსვლის უფლებას;
ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს, მონაწილეობას ღებულობს კენჭისყრაში;
ვ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში: სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს საკრებულოს წევრს ან სხდომაზე დამსწრე სხვა პირს;
ზ) ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას სხდომის გადადების ან შესვენების გამოცხადების შესახებ;
თ) უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვასა და საკითხის სრულყოფილ, ყოველმხრივ განხილვას;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საკრებულოს სხდომაზე წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
4. თავმჯდომარის მიერ გამოსვლების დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ მომხსენებელსა და თანამომხსენებელს აქვთ დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლებ