1. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრს სიტყვას ჩამოართმევს, თუ იგი:
ა) სიტყვით სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოდის;
ბ) სიტყვით გამოდის და არ მსჯელობს განსახილველ საკითხზე;
გ) სიტყვა პროცედურულ საკითხებზე მიეცა და თავის გამოსვლაში სხვა საკითხებს შეეხო;
დ) აჭარბებს ამ რეგლამენტით დადგენილ დროს ან იმ დროს, რომელიც მას გაუგრძელეს.
2. გაფრთხილება გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ, რომელიც:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სიტყვის ჩამორთმევის შემდეგაც განაგრძობს გამოსვლას;
ბ) სიტყვით უმიკროფონოდ გამოდის;
გ) სჩადის მოქმედებას, რომელიც იწვევს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით წარმართული სხდომის შეფერხებას.
3. სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენება საკრებულოს იმ წევრის მიმართ, რომელიც:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების შემდეგ აგრძელებს იმავე ქმედებას;
ბ) სხდომათა დარბაზში გამოცხადდა ნასვამი ან შეუფერებელი ჩაცმულობით;
გ) სჩადის ძალადობას ან ამგვარი მოქმედებისაკენ მოუწოდებს სხვა საკრებულოს წევრებს.
4. საკრებულოს წევრი, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენეს, ვალდებულია დატოვოს სხდომათა დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას, რის შემდეგაც საკრებულოს აპარატი აღასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას.
5. საკრებულოს წევრს, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვებინების მოთხოვნა გამოიყენეს, დაექვითბა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ანაზღაურება.
6. თუ საკრებულოს წევრი, რომელსაც ევალება სხდომაზე პროექტის წარდგენა (მომხსენებელია ან თანამომხსენებელია), პროექტის წარდგენის დროს არასაპატიო მიზეზით არ იმყოფება სხდომათა დარბაზში, მას დაუკავდება იმ დღის ხელფასი (როგორც წესი მომხსენებელი ან თანამომხსენებელი საკრებულოს თანამდებობის პირია). სხდომის თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, ფორმდება საოქმო ჩანაწერი, რომელსაც აპარატი 24 საათის განმავლობაში უგზავნის საფინანსო სამსახურს ამ პუნქტის შესაბამისად ხელფასიდან თანხის დასაკავებლად.
7. თუ კომისიის თავმჯდომარე თავისი მიზეზით კალენდარული თვის განმავლობაში არ მოიწვევს კომისიის სხდომას, მას დაუკავდება ხელფასის 50%. საკრებულოს ბიურო განიხილავს კომისიის სხდომის ჩაუტარებლობის მიზეზს და უფლებამოსილია დადგენილი წესით საკრებულოს სხდომაზე დასვას კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.
8. კომისია ყოველთვიურად ადგენს კომისიის სხდომების გამცდენ საკრებულოს წევრთა სიას, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით. კომისიის სხდომების გამცდენ საკრებულოს წევრთა სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა კომისიას, რომელიც მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას და საკრებულოს ვებგვერდზე განთავსება