1. საჯარო მოხელე ატესტაციას ექვემდებარება 3 წელიწადში ერთხელ. ტარდება საკრებულოს აპარატის მუშაკთა ატესტაცია, რისთვისაც იქმნება საკვალიფიკაციო-საატესტაციო კომისია, რომელსაც, როგორც წესი, ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.

2. საატესტაციო-საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სტანდარტი განისაზღვრება საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით.

3. საკრებულოს აპარატის სტრუქტურის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შემთხვევაში, ასევე ვაკანტური თანამდებობის გამოცხადებისას, ტარდება კონკურსი, რისთვისაც იქმნება საკონკურსო კომისია საკრებულოს თავჯდომარის ხელმძღვანელობით. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საკრებულო.

თავი XXII

პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისათვ