1. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება მუნიციპალიტეტის მერიის თანმადებობის პირებს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებათ საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობა.

2. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი დარღვევებისათვის:

ა) მოწვეულია საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება;

ბ) არღვევს საკრებულოს წევრის შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას;

გ) არ ცხადდება საკრებულოს სხდომის მიერ დანიშნულ მოსმენაზე;

დ) საკრებულოს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას;

ე) არ ასრულებს საკრებულოს დადგენილებებსა და რეკომენდაციებს;

ვ) დაბრკოლებებს უქმნის საკრებულოს წევრს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებათა განხორციელებაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ ასეთ შემთხვევაში საპროცედურო საკითხთა კომისია განიხილავს რეგლამენტის დარღვევის ფაქტს და საკითხს სათანადო რეაგირებისათვის გადასცემს საკრებულოს ბიურო