1. საკრებულოს რეგლამენტი მიიღება საკრებულოს მიერ დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.

2. რეგლამენტის დამტკიცების, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკრებულო იღებს დადგენილებას, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე;

3. რეგლამენტში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილი იქნეს:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;

ბ) საკრებულოს ბიუროს ინიციატივით;

გ) საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის ინიციატივით;

დ) პეტიციის წესით;

4. საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება იგივე წესით, რომელიც რეგლამენტის მიღებისთვისაა განსაზღვრულ