1. რეგლამენტის დარღვევისათვის საკრებულო მიმართავს რეაგირების შემდეგ ფორმებს:
ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სათანადო რეაგირების ზომების მისაღებად;
ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს მიმართავს წარდგინებით მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ.
2. საკრებულოს სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია სხდომის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება მოქმედება, რომელიც ხელს უშლის საკრებულოს ან საკრებულოს წევრს სახელმწიფო ფუნქციების შესრულებაში. კენჭისყრისას მან თავი უნდა შეიკავოს შედეგისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. წესრიგის დამრღვევ სტუმრებს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს სხდომათა დარბაზი.
საკრებულოს შენობისა და სხდომის დაცვის უზრუნველყო