გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.03.2018
საქმის ნომერი
820210117002036922
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
23.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210117002036922 (2-442/17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე - რუ------ნ ქო----–--ე

წარმომადგენელი - და---------–--–-ილი

მოპასუხეები: გი------ ქო----–--ე, დი------- ქო----–--ე, თ----- ქო----–--ე, მა----- ქო----–--ე, ლე-–-------–-ძე, გი------ ქო----–--ე, ა--- ქო----–--ე

წარმომადგენელი - ედ---------------ე

დავის საგანი - ქმედების დავალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დავალდებულდნენ მოპასუხეები გი------ ქო----–--ე, დი------- ქო----–--ე, თ----- ქო----–--ე, მა----- ქო----–--ე , ლე-–-------–-ძე, გი------ ქო----–--ე, ა--- ქო----–--ე მოახდინონ საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 22.33.0-.0--) ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით, რომლის საზღვრები დაემთხვევა რუ------ნ ქო----–--ის მიერ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით 2017 წლის 04 აპრილს 882017265262 განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებს.

 

1.2. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში მოპასუხეების მიერ ცვლილებების განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსარჩელე რუ------ნ ქო----–--ეს მიეცეს უფლება მოპასუხეებისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით, საჯარო რეესტრში თვითონ წარადგინოს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 22.33.0-.0--) ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის საზღვრები დაემთხვევა რუ------ნ ქო----–--ის მიერ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით 2017 წლის 04 აპრილს 882017265262 განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებს.

 

1.3. მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება.

 

თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

1987 წლის 16 ივნისს ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის მიერ დამოწმეული იქნა ზ----- ქო----–--ის ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი ქონება, რაც მისი სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, თანაბარ წილად უანდერძა მის შვილიშვილებს - მოსარჩელე რუ------ნ რა-----–ის ასულ ქო----–--ესა და მის დას ნ--- რა-----–ის ასულ ქო----–--ეს. ზ----- ქო----–--ე გარდაიცვალა 2010 წლის 13 აგვისტოს. ზ----- ქო----–--ის დანაშთი ქონება მოსარჩელემ მიიღო ფაქტობრივი ფლობით. 2016 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მემკვიდრეობით საკუთრებაში მიიღო მიწის ნაკვეთი (ს.კ. 22.33.0-.0--) სულ 2600 კვ.მ-ი ფართობის მქონე, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი სოფ. ქვედა ქ------–ეთი. მემკვიდრეობის დამტკიცების შემდგომ აღნიშნული ნაკვეთის ნახაზი შესაბამისი ელექტრონული ვერსიით წარდგენილი იქნა საჯარო რეესტრში, სადაც დადგინდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ზედდება გი------, დი-------, თ-----, მა-----, ლ--–-, გი------ და ა--- ქო----–--ეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთან (ს.კ. 22.33.0-.0--). ზედდების ფართობმა შეადგინა 950,63 კვ.მ.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიერ წარდგენილი ნახაზი შეესაბამება, როგორც ფართობით, ასევე საზღვრებით საჯარო რეესტრში დაცულ KFW-ს მონაცემების ბაზას. რაც შეეხება გი------, დი-------, თ-----, მა-----, ლ--–-, გი------ და ა--- ქო----–--ეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს (ს.კ. 22.33.0-.0--), რომელიც არ შეესაბამება საჯარო რეესტრში დაცულ KFW-ს მონაცემების ბაზას, მისი ზედდების საზღვრები კვეთს მითითებულ ბაზაში დაცულ მონაცემების მიხედვით რუ------ნ ქო----–--ის ნაკვეთის საზღვრებს. გი------, დი-------, თ-----, მა-----, ლ--–-, გი------ და ა--- ქო----–--ეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთს შორის დღეისათვის რაიმე საზღვარი (ღობე) არ გადის, რადგან ასეთი ღობე თ----- ქო----–--ის მიერ რამოდენიმე წლის უკან განზრახ მოშლილი იქნა. რის შემდგომაც მოპასუხეებმა უკანონოდ მიითვისეს მისი ნაკვეთის ნაწილი სულ 950,63 კვ.მ-ი ფართობის მქონე. გი------ ხა----ს ძე ქო----–--ის კომლს 1996-2001 წლებში ერიცხებოდა 0,25 ჰექტარი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, ხოლო 200--2006 წლებში მისი ფართობი გაიზარდა 0,50 ჰექტრამდე. საარქივო ამონაწერით გაფართოება განხორციელდა საკარმიდამოს გაგრძელებაზე არსებული 0,25 ჰექტარის მქონე ფართობით. არქივში აღნიშნულის თაობაზე რაიმე ნახაზი არ მოიძებნა, მიუხედავად იმისა, რომ საარქივო წიგნში ასეთი ნახაზის არსებობის თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი გაკეთებულია. საჯარო რეესტრში თ----- ქო----–--ის მიერ წარდგენილი იქნა სამი სხვადასხვა ადგილას მდებარე მიწის ნაკვეთის ნახაზი, საიდანაც დარეგისტრირდა მხოლოდ ორი პირველი რუ------ნ ქო----–--ის ნაკვეთთან ზედდებაში მყოფი 3600 კვ.მ-ი ფართობის მქონე და მეორე 901 კვ.მ-ი ფართობის მქონე.

ამ გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელე ამტკიცებს, რომ თ----- ქო----–--ის მიერ აშკარად იქნა მიტაცებული მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეებმა და მათმა წარმომადგენელმა შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

მოსარჩელის მიერ რეესტრში წარდგენილი ნახაზი არ ასახავს რეალობას, მოსარჩელის მამკვიდრებელსა და მოპასუხეების მიწის ნაკვეთს შორის არასოდეს ყოფილა საზღვარი ღობით გამიჯნული. ამასთანავე ზ----- ქო----–--ეს ერიცხებოდა არა 2600. არამედ 5000 კვ მეტრამდე მიწის ფართი. საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამზადებულია სადავო მიწის ნაკვეთის დათვალიერების გარეშე. შესაბამისად შპს ,,გ---“-ს მიერ გაცემული ცნობა და ექსპერტიზის დასკვნა აზომვითი ნახაზის ნაწილში წინააღმდეგობრივია. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მოპასუხეთა საკუთრებას, რამდენადაც იგი მათ სახელზეა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ხოლო ერთი და იგივე უძრავ ნივთზე კონკურენციის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც უფრო ადრე არის რეგისტრირებული.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნაკვეთი საკუთრებაში დარეგისტრირებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, სწორად მათ მიერ რეესტრში აზომვითი ნახაზები წარდგენილი, ნაკვეთი მდებარობს მათი დამხმარე ნაგებობების უკან, ნაკვეთს ჩვეულებრივად ფლობდნენ და სარგებლობდნენ ზ----- ქო----–--ის სიცოცხლის პერიოდშიც, სარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 1958-1967 წლებში და 1996-2006 წლებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქ------–ეთში კომლის უფროსს ზ----- უს-----ს ასულ ქო----–--ესა და კომლის წევრ, მოსარჩელე რუ------ნ ქო----–--ის მამას, რა-----– ქო----–--ეს ერიცხებოდათ მიწის ნაკვეთი 0,26 ჰა ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საარქივო ცნობა ამონაწერი ზ----- ქო----–--ის საკომლო წიგნიდან.

-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგ---ბის მიერ 23.12.2015 წელს გაცემული ცნობა

-მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებები;

-მოწმეთა ჩვენები.

 

3.1.2. 1987 წლის 16 ივნისს ხელვაჩაურის რაიონის სახელმწიფო სანოტარო კანტორის ნოტარიუსის მიერ დამოწმეულ იქნა ზ----- ქო----–--ის ანდერძი, რომლითაც ზ----- ქო----–--ემ მთელი თავისი ქონება, რაც მისი სიკვდილის შემდეგ აღმოჩნდა, თანაბარ წილად უანდერძა მის შვილიშვილებს რუ------ნ რა-----–ის ასულ ქო----–--ესა და ნ--- რა-----–ის ასულ ქო----–--ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ზ----- ქო----–--ის ანდერძი.

 

3.1.3. ზ----- ქო----–--ე გარდაიცვალა 2010 წლის 13 აგვისტოს. რუ------ნ ქო----–--ემ ზ----- ქო----–--ის დანაშთი ქონება, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი სოფელი ჩი-------ი, მიიღო ფაქტობრივი ფლობით. 2016 წლის 12 აგვისტოს ნოტარიუს თამარ ჩამბას მიერ გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა #160899617, რომლითაც განისაზღვრა რომ რუ------ნ ქო----–--ე არის ზ----- ქო----–--ის ანდერძისმიერი მემკვიდრე - შვილიშვილი, რომელმაც საკუთრებაში მიიღო სრულად - სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები (ქონებრივი და არაქონებრივი არამატერიალური სიკეთე, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე განთავსებულ ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებლის მესამე პირთა მიმართ) პასივები (მამკვიდრებლის შესრულებული ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ - სამკვიდრო ქონების ღირებულების ფარგლებში) ყველა ის უფლება-მოვალეობები, რომელიც ფაქტიური ფლობით მემკვიდრემ მიიღო ზ----- ქო----–--ისაგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2016 წლის 12 აგვისტოს ნოტარიუს თამარ ჩამბას მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა #160899617.

 

3.1.4. 2017 წლის 04 აპრილს რუ------ნ ქო----–--ისა და შპს „გ---“-ს წარმომადგენლის ეთ-----------ძის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარედგინა განცხადება და მასზე თანდართული შემდეგი დოკუმენტაცია: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, სუბსიდირების პროექტი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი, საარქივო ცნობა და შენობების აზომვითი ნახაზი. რუ------ნ ქო----–--ემ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ქვედა ქ------–ეთში არსებულ, ზ----- ქო----–--ისაგან მემკვიდრეობით მიღებულ 2600 კვ მეტრ მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია და ამონაწერის გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-რუ------ნ ქო----–--ის განცხადება თანდართული მასალებით.

 

3.1.5. 2017 წლის 10 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რუ------ნ ქო----–--ის განცხადებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება N 882017265262-03 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის დაწყების შესახებ, რა დროსაც N882017265262 სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და რეგისტრირებული უძრავი ნივთის - გი------, დი-------, თ-----, მა-----, ლ--–-, გი------ და ა--- ქო----–--ეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (22.33.0-.0-- საკადასტრო კოდით) საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, რის გამოც ,,საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ,,სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მხარეთა შორის დავის გამოვლენის გამო“ სააგენტომ ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით მიმართა სანოტარო მედიაციას და საქმეში ჩართო მედიატორი რომელმაც მხარეებს აცნობა მედიაციის პირობები და დანიშნა შეხვედრის დრო და ადგილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის სესახებ (ს.ფ. 172-173)

 

3.1.6. 2017 წლის 28 აპრილს რუ------ნ ქო----–--ემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარუდგინა განცხადება მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით. საქმეზე მედიატორად დანიშნული იქნა ნოტარიუს მედიატორი ხა----------–--------–--ლი. მედიატორი ნოტარიუსი/მედიატორი ხა----------–--------–--ლთან მხარეების შეხვედრა დანიშნულ იქნა 2017 წლის 11 მაისს 14:00-14:30 საათზე, ქ. ბათუმი, ნ----–----------- ქუჩა N12. მედიატორთან გამოცხადდა მხოლოდ რუ------ნ ქო----–--ე, რის გამოც აღნიშნულ ეტაპზე მედიაციის პროცესი არ შედგა. მედიატორი ნოტარიუსი/მედიატორი ხა----------–--------–--ლის მიერ მხარეების განმეორებითი შეხვედრა დანიშნულ იქნა 2017 წლის 11 მაისს 14:00-14:30 საათზე, ქ. ბათუმი, ნ----–----------- ქუჩა N12. აღნიშნულ დღესაც მედიაციის პროცესი არ შედგა მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-რუ------ნ ქო----–--ის განცხადება მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით.

-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა განმარტება.

 

3.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რუ------ნ ქო----–--ის განცხადებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება 882017265262-16 (19.06.2017), რომლითაც რუ------ნ ქო----–--ეს ეცნობა, რომ წარმოსადგენი არის კორექტირებული აზომვითი ნახაზი, რადგან მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო მედიაციის პროცესი ზედიზედ ორჯერ უშედეგოდ დასრულდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 24 ივლისის 882017265262-17 გადაწყვეტილებით რუ------ნ ქო----–--ის განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა , რადგანაც სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (19.06.2017), 882017265262-16 და 2017 წლის 24 ივლისის 882017265262-17 გადაწყვეტილებები.

 

3.1.8. აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივის მიერ 07.10.2014 წელს გაცემული N AA20140-5855-03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის მა----–ის თემის საკრებულოს დოკუმენტებით, 1996-2006 წლების საკომლო წიგნებით დასტურდება, რომ ქო----–--ე გი------ ხა----ს ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან 1. გი------ ქო----–--ე, 2. დი------- ქო----–--ე, 3. თ-----ი ქო----–--ე, 4. მა----- ქო----–--ე, 5. ლ--–- ქო----–--ე, 6. გი------ ქო----–--ე და 7. ა--- ქო----–--ე. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 1996-2001 წლებში 0,25 ჰა, 200--2006 წლებში 0,50 ჰა . კომლს ერიცხება 160 კვ. მ. ფართის საცხოვრებელი სახლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

07.10.2014 წ. N AA20140-5855-03 საარქივო ცნობა.

 

3.1.9. მა----–ის თემის საკრებულოს სოფელ ქვედა ქ------–ეთის მიწის სარეფორმო კომისიის 15.04.2001 სხდომის ოქმი N3-ის საარქივო ამონაწერიდან ირკვევა „მოისმინეს მოსახლეობისთვის კერძო საკუთრებაში გასაცემი მიწის ფართობების შერჩევა-დათვალიერების აქტების განხილვისა და მოზომვის შესახებ. 1.1. ქო----–--ე გი------ ხა----ს ძეს პირველი კატეგორიის კომლს ერიცხებოდა 0,25 ჰა შეევსო 0,25 ჰა - საკარმიდამოს გაგრძელება. სულ ერიცხება 0,50 ჰა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

21.10.2014 წ. საარქივო ცნობა. (ს.ფ. 167)

 

3.1.10. 2015 წლის 07 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოპასუხე თ----- ქო----–--ემ წარუდგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია 3600 კვ.მ-ი ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და ამონაწერის გაცემა. წარდგენილ განცხადებას დანართის სახით მოპასუხემ დაურთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და N AA20140-5855-03 საარქივო ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

თ----- ქო----–--ის განცხადება თანდართული მასალებით. (ს.ფ. 96-112)

 

3.1.11. თ----- ქო----–--ის განცხადებაზე საქმის წარმოების რამდენჯერმე შეჩერებისა და განახლების შემდგომ 2015 წლის 07 ივლისის განცხადების საფუძველზე 2015 წლის 12 აგვისტოს განხორციელდა უფლების რეგისტრაცია და მოპასუხეებს ა--- ქო----–--ეს, გი------ ქო----–--ეს, გი------ ქო----–--ეს, დი------- ქო----–--ეს, თ----- ქო----–--ეს, ლე-–-------–-ძესა და მა----- ქო----–--ეს საკუთრებაში დაურეგისტრირდათ 3600 კვ.მ-ი მიწის ფართობი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა საერთო ფართით 183.59 კვ.მ. (ს.კ.22.33.0-.0--). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია N AA20140-5855-03 საარქივო ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წლის 07 აგვისტოს განხორციელდა უფლების რეგისტრაცია და მოპასუხეებს ა--- ქო----–--ეს, გი------ ქო----–--ეს, გი------ ქოქლაძეს, დი------- ქო----–--ეს, თ----- ქოქლაძეს, ლე-–-------–-ძესა და მა----- ქო----–--ეს საკუთრებაში დაურეგისტრირდათ 901 კვ.მ-ი მიწის ფართობი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა საერთო ფართით 44.03 კვ.მ. (ს.კ.22.33.0-.---). უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია N AA20140-5855-03 საარქივო ცნობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.13. 2015 წლის 17 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოპასუხე თ----- ქო----–--ემ მიმართა განცხადებით, წარადგინა საარქივო ცნობა და აზომვითი ნახაზები და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ხელვაჩაური ს. ჩი-------ი. მიწის ფართობი შეადგენდა 500 კვ.მ-ს (ს.კ.22.33.0-.---). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით N 882015377711-08 შეჩერებული განცხადებაზე წარმოება იქნა იმ საფუძვლით, ვერ ხერხდება უძრავი ნივთის იდენტიფიკაცია უფლების დამგენ დოკუმენტთან შესაბამისობაში, ორთო ფოტოს მიხედვით სავარაუდოდ ნაკვეთი მოიცავს გზის სავალ ნაწილს, ელ ვერსია არ შეესაბამება ქაღალდის ვერსიას. განცხადებლის მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების აღმოფხვრის დოკუმენტი, რის გამოც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N 882015377711-11 (15.09.2015) გადაწყვეტილების საფუძველზე მითითებული სარეგისტრაციო წარმოება შეწყვეტილი იქნა და მოპასუხეს 500 კვ.მ-ი მიწის ფართობის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-თ----- ქო----–--ის განცხადება თანდართული აზომვითი ნახაზითა და საარქივო ცნობით.

-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N 882015377711-08 და 882015377711-11 გადაწყვეტილებები.

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა რუ------ნ ქო----–--ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი 2600 კვ. მეტრი ფართის მიწის ნაკვეთსა და მოპასუხეების გი------, დი-------, თ-----, მა-----, ლ--–-, გი------ და ა--- ქო----–--ეების საკუთრებაში არსებული 3600 კვ მეტრი მიწის ნაკვეთის (22.33.0-.0-- საკადასტრო კოდით) საკადასტრო მონაცემებს შორის 950,63 კვ. მეტრი ზედდებაში არსებული მიწის ნაკვეთის კუთვნილების საკითხი.

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს რომ ზედდება გამოწვეულია მოპასუხე მხარის მიერ რეესტრში წარდგენილი არასწორი საკადასტრო აზომვითი ნახაზის გამო, მოპასუხის კომლს საკუთრებაში ერიცხებოდა 2500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, მის მიმდებარედ არ იყო გაფართოების საშუალება, მოპასუხე თ----- ქო----–--ემ ისარგებლა იმით, რომ გარკვეული პერიოდი მოსარჩელის ნაკვეთი მასზე იყო დატოვებული სარგებლობისათვის და მიტაცებული იქნა 950 კვ. მეტრი მიწის ფართი, რამაც გამოიწვია საკადასტრო მონაცემებში ზედდება და მოსარჩელე რუ------ნ ქო----–--ემ ვერ შეძლო კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

 

მოპასუხე მხარე საწინააღმდეგოს ამტკიცებს და აცხადებს რომ მის მიერ წარდგენილი ნახაზი სწორია, კომლს შეევსო მიწის ნაკვეთი 5000 კვ. მეტრით, აღნიშნულ ნაკვეთს სარგებლობდა ზ----- ქო----–--ის სიცოცხლის პერიოდში, სადავო ნაკვეთის წინ აშენებული აქვს დამხმარე ნაგებობები, მიწის ნაკვეთების საზღვარი არასოდეს ყოფილა გამიჯნული, ამიტომ შეუძლებელი იყო ზუსტი აზომვითი ნახაზის შედგენა და რუ------ნ ქო----–--ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი არ შეესაბამება რეალობას, რადგანც ადგილზე არ მომხდარა ნახაზის შედგენა.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო დასახელებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები.

ამავე კოდექსის კოდექსის 10--ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად წარმოადგინა საარქივო ცნობა სადაც მითითებულია, რომ გი------ ქო----–--ის კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 1996-2001 წლებში 0,25 ჰა, 200--2006 წლებში 0,50 ჰა. კომლს ერიცხება 160 კვ. მ. ფართის საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხის კომლს გააჩნდა 2500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, ერთი მხრივ ემიჯნებოდა ზ----- ქო----–--ის ნაკვეთი, მეორე მხრივ ხალით ქო----–--ის ნაკვეთი, ქვემოთ კი გადის გზა და შეუძლებელია ნაკვეთის ფართის მომატება სხვის ნაკვეთის მითვისების გარეშე. მოსარჩელის ეს პოზიცია დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ ქო----–--ემ, რომლემაც აჩვენა, რომ მოსარჩელის ბებიის ოჯახი, მოპასუხეებისა და მისი ოჯახი არის ერთი განაყოფი, სადაც მოპასუხების - მისი ბიძის გი------ ქო----–--ის კომლის მიწის ნაკვეთი მოთავსებულია შუაში, მათ ჰქონდათ 2500 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობა, ზ----- ქო----–--ე ქმრისა და შვილის ადრე გარადაცვალების გამო ვერ ახერხებდა მთლიანი მიწის სარგებლობას და სარგებლობდნენ მოპასუხის ოჯახის წევრები. მისი ჩვენებით, ზუსტად იცის სამივე ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრები და მან აჩვენა რუ------ნ ქო----–--ის მიერ მოყვანილ ამზომველს ის საზღვრები, რაც ასახულია აზომვით ნახაზზე და მიწის ნაკვეთი ამჟამად წარმოადგენს რუ------ნ ქო----–--ის საკუთრებას, რამდენადაც აღნიშნული ქონება მას ანდერძით დაუტოვა ბებიამ. მოწმის სახით დაკითხულმა ლი-----------ამ და ნ--- ქო----–--ემ დაადასტურეს, რომ რუ------ნ ქო----–--ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილია ზუსტად იმ მიწის ნაკვეთი და იმ ფართის ოდენობით, რომელიც ერიცხებოდა ზ----- ქო----–--ეს. ლი-----------ას ჩვენებით, თ----- ქო----–--ემ მიითვისა მისი დედამთილის ზ----- ქო----–--ის კუთვნილი ნაკვეთის ნაწილი, რის გამოც რუ------ნ ქო----–--ემ ვერ შეძლო ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. აღნიშნულის გამო მან განცხადებით მიმართა პოლიციას, სადაც მოკვლევის პერიოდში თ----- ქო----–--ემ განმარტა, რომ ნაკვეთი მას აჩუქა ზ----- ქო----–--ემ და თავისი ნებით დაუთმობდა მითვისებულ ნაკვეთს, თუმცა მან ეს არ გააკეთა და ამჟამადაც მოპასუხეთა სახელზე ირიცხება ნაკვეთის ნაწილი, რომელიც ეკუთვნის რუ------ნ ქო----–--ეს. მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მტკიცებულების სახით წარმოადგინა აზომვითი ნახაზები და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2017 წლის 17 იანვრის დასკვნა, რომლის თანახმად, ,,ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქვედა ქ------–ეთში მდებარე, ა---, გი------, დი-------, თ-----, მა----- ქო----–--ეებისა და ლე-–-------–-ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ №22.33.0-.0--) რეალური ღობისა და საზღვრების მიხედვით სრულად ფართობის განსაზღვრა ვერ განხორციელდა, ვინაიდან, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი (№22.33.0-.0--) შემოღობილია ნაწილობრივ და არ არის მთლიანად შემოღობილი. ჩემს მიერ აღებული არსებული ღობის მონაცემები შედარებული იქნა საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში ფიქსირებულ №22.33.0-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრების მონაცემებთან , რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადგილზე არსებული რეალური ღობის ადგილმდებარეობა არ ემთხვევა რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებს (დეტალურად იხ. დანართი №3).“

მონაცემთა ბაზაში დაცული საკადასტრო ნახაზების მიხედვით დადგენილი გადაფარვა, №22.33.0-.0-- საკადასტრო კოდით: ა---, გი------, დი-------, თ-----, მა----- ქო----–--ეებისა და ლე-–-------–-ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს შორის, ჯამში გადაფარვაში მყოფი მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 950,63კვ.მ-ს.

№22.33.0-.0-- საკადასტრო კოდით: ა---, გი------, დი-------, თ-----, მა----- ქო----–--ეებისა და ლე-–-------–-ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და რუ------ნ ქო----–--ის მიწის ნაკვეთს შორის არ არსებობს გამყოფი მიჯნა (ღობე).

ასევე მოსარჩელე მხარის ინიციატივით ხელვაჩაურის პოლიციის სამმართველოდან გამოთხოვილ ლი-----------ას განცხადების საფუძველზე წარმოებული მოკვლევის მასალებში არსებული თ----- ქო----–--ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ზ----- ქო----–--ე იყო მისი ბიცოლა, რომელმაც თავის სიცოცხლეში ნებით სიტყვიერად მისცა მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი არ იცის რა ოდენობისაა. აღნიშნულ ნაკვეთზე განლაგებული აქვს პირუტყვის სადგომი და ფუტკრის ოჯახები. აღნიშნული ფართობი დაირეგისტრირა 2015 წელს. ოქმის მიხედვით, თ----- ქო----–--ე პირობას დებს, რომ მიწის ნაკვეთს, რომელიც მას სიტყვიერად მისცა ზ----- ქო----–--ემ, დაუბრუნებს ზ----- ქო----–--ის გარდაცვლილი შვილის მეუღლეს ლი-----------ას ან გადაუხდის მის საფასურს, რადგან ნაკვეთს სარგებლობს 15 წელია .

მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ თავისი არგუმენტების გასამყარებლად წარმოდგენილი იქნა შპს ,,ც----------------------6“-ს მიერ გაცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც სპეციალისტმა ლა–--------–--ემ შეასრულა ჯეოჯორსის ჯიპიესით დაკვალვა მიწის ნაკვეთზე ხელვაჩაური, სოფ. ქვედა ქ------–ეთი, რუ------ნ ქო----–--ის მიერ წარმოდგენილი სურათის და პარსელის მიხედვით და ადგილზე პოლიციის თანდასწრებით იქნა აღნიშნული საზღვრები და დასმული იქნა ხის კოლები. რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ რუ------ნ ქო----–--ის მიერ მოწოდებული სურათის და პარსელის მიხედვით და თ----- ქო----–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკ კოდი 22.33.0-.0--. არის გადაფარვაში 950 კვ.მ.

 

მოწინააღმდეგე მხარემ თავის არგუმენტების გასამყარებლად წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულება - ე---- ქო----–--ის სანოტარო წესით დამტკიცებული განცხადება რომლის შინაარსის მიხედვით, ე---- ქო----–--ე არის აწ გარდაცვლილ ზ----- ქო----–--ის შვილი და აცხადებს, რომ სადაოდ გამხდარი 2600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი მდებარეობს ა--- ქო----–--ის, გი------ ქო----–--ის, გი------ ქო----–--ის, დი------- ქო----–--ის, თ----- ქო----–--ის, ლე-–-------–-ძისა და მა----- ქო----–--ს თანასაკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის (ს.კ.22.33.0-.0--). მოსაზღვრედ.

საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს შორის გამყოფი ღობე არასოდეს არ ყოფილა,, მიუხედავად ამისა არ ყოფილა გაუგებრობა მიწის ნაკვეთის საზღვარზე თუ რაოდენობაზე. მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია არ ასახავს მიწის ფაქტიურ მდებარეობასა და საზღვრებს.

 

ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარე მიიჩნევს რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგანც იგი ეფუძნება ნახაზს, რომელიც არ არის ადგილზე შედგენილი, რაც შეეხება პოლიციის მონაკვლევ მასალებში აღნიშნულ თ----- ქო----–--ის აღიარებას ზ----- ქო----–--ის ნაკვეთის სარგებლობაზე, თ----- ქო----–--ემ განმარტა, რომ ჩვენება დააწერინეს იძულებით, რადგან პოლიციის განყოფილებაში იარაღით დაემუქრა მოსარჩელე რუ------ნ ქო----–--ის მეუღლე.

მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ მითითებული არგუმენტები არ არის დასაბუთებული და მათ მიერ ვერ იქნა დამტკიცებული, რომ გადაფარვაში არსებული 950. კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საარქივო ცნობაში აღნიშნულ 0,50 ჰა ნაკვეთის ნაწილს, რომელიც შეევსო მა----–ის თემის საკრებულოს სოფელ ქვედა ქ------–ეთის მიწის სარეფორმო კომისიის 15.04.2001 სხდომის ოქმი N3-ის საფუძველზე. შესაბამისად დგინდება სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, რაზეც იქნება მსჯელობა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტებები

-მოწმეთა ჩვენები

-აზომვითი ნახაზები,-ექსპერტიზის დასკვნა,-შპს ,,ც----------------------6“-ს მიერ გაცემული ცნობა.

-პოლიციის მონაკვლევი მასალები

-თ----- ქო----–--ის გამოკითხვის ოქმი.

-ე---- ქო----–--ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებათა გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რუ------ნ ქო----–--ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს კნსყიტუცია

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტური და მნიშვნელოვანი უფლებაა იმ უფლებათაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეთა მოქმედებით დარღვეულია მისი საკუთრების უფლება, მოპასუხეთა მიერ საჯარო რეესტრში არასწორად წარდგენილი ნახაზის გამო, რითაც განხორციელდა მათი საკუთრების რეგისტრაცია, ვერ ახერხებს საკუთრების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

ამავე კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის წესები და პირობები განისაზღვრება კანონით. კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების, ჩანაწერებში ცვლელების, სარეგისტრაციო წარმოების და მისი დაწყების წესსა და საფუძვლებს. საკუთრების რეგისტრაციის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე. თუ ცვლილების ხელშემშლელ პირობას წარმოადგენს სხვა პირის გარკვეული მოქმედების შეუსრულებლობა, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს ასეთი მოქმედების შესრულების განხორციელება. აღნიშნული გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2, მე-8, და 115-ე მუხლების დანაწესიდანაც, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები, სამოქალაქო უფლებები უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტო იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

6.3. . „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

ამავე კანონის 111 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელე რუ------ნ ქო----–--ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ აზომვით ნახაზში ასახული 2600 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთიდან 950,63 კვ.მ-ი ზედდებაშია მოპასუხეების - გი------, დი-------, თ-----, მა-----, ლ--–-, გი------ და ა--- ქო----–--ეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთან საკადასტრო კოდით 22.33.0-.0--.

 

დადგენილია, რომ 1958-1967 წლებში და 1996-2006 წლებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ქ------–ეთში კომლის უფროსს ზ----- უს-----ს ასულ ქო----–--ესა და კომლის წევრ, მოსარჩელე რუ------ნ ქო----–--ის მამას, რა-----– ქო----–--ეს ერიცხებოდათ მიწის ნაკვეთი 0,26 ჰა ოდენობით.

 

6.4. ,,საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის N949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის 29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენდა კომლის ქონებას და გახდა იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ. აღნიშნულ ქონებაზე გავრცელდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

 

აღნიშნული ნორმის საფუძველზე ზ----- ქო----–--ის საკუთრებას წარმოადგენდა საარქივო ცნობაში აღნიშნული უძრავი ქონება 2600 კვ, მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ძენობა ნაგებობა. ზ----- ქო----–--ემ მთელი თავის ქონება ანდერძით გადასცა თავის შვილიშვილებს, ხოლო რუ------ნ ქო----–--ემ მიიღო სამკვიდრო მოწმობა, რითაც მოიპოვა საკუთრების უფლება ზ----- ქო----–--ის დანაშთ ქონებაზე.

 

6.5. . დადგენილია, რომ მოპასუხე გი------ ქო----–--ის კომლს, რომლის შემადგენლობაში ირიცხებიან სხვა მოპასუხეებიც, 1996-2001 წლებში სარგებლობაში ჰქონდა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი. მა----–ის თემის საკრებულოს სოფელ ქვედა ქ------–ეთის მიწის სარეფორმო კომისიის 15.04.2001 სხდომის ოქმი N3-ის მიხედვით, გი------ ქო----–--ის კომლს შეევსო 0,25 ჰა და საარქივო ცნობის მიხედვით კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 200--2006 წლებში 0,50 ჰა.

 

ზემოთ, სადავო ფაქტობრივ გარემოებათა განხილვისას აღინიშნა და დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხეების სახელზე რეგისტრირებული 3600 კვ. მ. მიწის ნაკვეთი ამ ოდენობის ფართით ვერ განისაზღვრებოდა სხვისი ნაკვეთის გადაფარვის გარეშე, რადგან თავდაპირველი 2500 კვ. მეტრი მოთავსებული იყო მყარ საზღვრებში და გაფართოების საშუალება არ არსებობდა. ის გარემოება, რომ სარეფორმო კომისიის მიერ გადაცემული 2500 კვ. მეტრი არ არის ერთ ადგილას და საკარმოდამო ფართის გაგრძელება, დასტურდება იმითაც, რომ მოპასუხე თ----- ქო----–--ემ რეესტრში წარადგინა სამი სხვადასხვა ადგილას მდებარე ნაკვეთის ნახაზები, რომლეთაგან ორი დაირეგისტრირა, ხოლო მესამე ნაკვეთის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

 

ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით სასამრთლო დადგენილად მიიჩნევს რომ მოსარჩელე რუ------ნ ქო----–--ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი ნახაზი სრულად ასახავს და შეესაბამება ზ----- ქო----–--ის კომლის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთის მონაცემებს, ზედდება გამოწვეულია მოსარჩელეების მიერ წარდგენილ საკადასტრო ნახაზში რუ------ნ ქო----–--ის მიწის ნაკვეთის ნაწილის შეტანით, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთა დავალდებულებაზე წარადგინონ დაზუსტებული აზომვითი ნახაზი, საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 254-ე მუხლის თანახმად, ისეთი გადაწყვეტილების გამოტანისას, რომელიც მოპასუხეს ავალებს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას, რაც დაკავშირებული არ არის ქონების ან ფულადი თანხების გადაცემასთან, სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაში შეუძლია მიუთითოს, რომ, თუ მოპასუხე გადაწყვეტილებას არ შეასრულებს დადგენილ ვადაში, მოსარჩელეს უფლება აქვს ეს მოქმედება შეასრულოს მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე 50 ლარის, ხოლო სარჩელის აღძვრისათვის 444 ლარის ოდენობით, რისი ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს, მათვე უნადა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯების ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი 841 ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, უცვლ--–-დ უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამრთლოს 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შეახებ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 254-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1.რუ------ნ ქო----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. დავალდებულდნენ მოპასუხეები გი------ ქო----–--ე 6----------, დი------- ქო----–--ე (6----------), თ----- ქო----–--ე(პ/ნ 6----------), მა----- ქო----–--ე (პ/ნ 6----------), ლე-–-------–-ძე (პ/ნ 6----------), გი------ ქო----–--ე (პ/ნ 6----------), ა--- ქო----–--ე (პ/ნ 6----------) მოახდინონ საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 22.33.0-.0--) ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენის გზით, რომლის საზღვრები დაემთხვევა რუ------ნ ქო----–--ის მიერ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით 2017 წლის 04 აპრილს 882017265262 განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებს.

 

3. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში მოპასუხეების მიერ ცვლილებების განუხორციელებლობის შემთხვევაში მოსარჩელე რუ------ნ ქო----–--ეს მიეცეს უფლება მოპასუხეებისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით, საჯარო რეესტრში თვითონ წარადგინოს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. 22.33.0-.0--) ახალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლის საზღვრები დაემთხვევა რუ------ნ ქო----–--ის მიერ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით 2017 წლის 04 აპრილს 882017265262 განაცხადით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებს.

 

4. მოპასუხეებს გი------ ქო----–--ეს, დი------- ქო----–--ეს, თ----- ქო----–--ეს, მა----- ქო----–--ეს, ლე-–-------–-ძეს, გი------ ქო----–--ეს, ა--- ქო----–--ეს მოსარჩელე რუ------ნ ქო----–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 444 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი 841 გადახდა.

 

5. უცვლ--–-დ დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამრთლოს 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N358) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე