გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 040211620003502968
საქმე №2/30-20
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 აპრილი 2020 წელი ცაგერი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
მოსარჩელე - ბ-------- მ-–---–----
მოპასუხე - ც------- მ----–----–-------- ს---------–--
მოპასუხის წარმომადგენელი - ფ------ ბ--------–----
დავის საგანი: საკუთრების უფლების აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებული იქნას ბ-------- მ-–---–----ს (პ/ნ 4----------) საკუთრება ც------- მ----–----–------–-,---------–-- ქუჩაზე მდებარე 5- კვადრატულ მეტრ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 38 კვადრატულ მეტრ შენობა ნაგებობაზე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე არის ცაგერის მუნიციპალიტეტის მუდმივი მცხოვრები. ოდითგანვე ფლობს უძრავ ქონებას საცხოვრებელი სახლის, მიწის ნაკვეთისა და დამხმარე ნაგებობების სახით.
მოსარჩელის განმარტებით საბჭოთა პერიოდში, ოცდაათი-ორმოცი წლის წინ, ცაგერი ჩვეულებრივ, სოფლის ტიპის დასახლებას წარმოადგენდა და მხოლოდ ცენტრს ჰქონდა გარკვეული იერსახე, რაც რაიონს ესადაგებოდა. დროთა განმავლობაში რაიონის სახელწოდება ჯერ ქალაქით, ხოლო ამჟამად მუნიციპალიტეტით შეიცვალა. პარალელურად სტალინის ქუჩა აღმაშენებლით, მისივე სახელობის სანაპირო - 9 ა-----–-- ქუჩამ ჩაანაცვლა. ამდაგვარად აღმოჩნდა მისი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ხოლო სანაპიროზე განთავსებული დამხმარე ნაგებობა საღორისა და სასაქონლის სახით,---------–-- ქუჩაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ 9 ა-----–-- ქუჩაზე მოეწყო ასფალტირებული გზა, ცხოვრობს მოსახლეობა, დამხმარე ნაგებობასთან ჩაედინება მდინარე, ეკოლოგიურად არ იყო გამართლებული საღორისა და სასაქონლის არსებობა, შეუსაბამოდ მიიჩნია დამხმარე ნაგებობის იმ ფორმით შენარჩუნება, რაც გააჩნდა და შეუცვალა პროფილი. ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, შეძლებისდაგვარად კეთილმოაწყო პირადად, დროებითი განტვირთვისა და დასვენებისათვის, არასაცხოვრებელი დანიშნულებით.
აღმოჩნდა, რომ საჯარო რეესტრში მხოლოდ მისი სახლი და ეზოა რეგისტრირებული და დამხმარე ნაგებობა არა.
მომართა სასამართლოს აღიაროს მისი საკუთრების უფლება, 9 ა-----–-- ქუჩაზე მდებარე 5- კვადრატულ მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 38 კვადრატულ მეტრ შენობა-ნაგებობაზე, რომლის მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენს დღიდან დაბადებისა..
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი, სარჩელს არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას. მანვე დაადასტურა, რომ სადავო ტერიტორიისა და შენობის კეთილმოწყობაში ც------- მ----–----–-------- ს---------–--ს მონაწილეობა არ მიუღია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე არის ც------- მ----–----–-------- მუდმივი მცხოვრები. ოდითგანვე ფლობს უძრავ ქონებას საცხოვრებელი სახლის, მიწის ნაკვეთისა და დამხმარე ნაგებობების სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი
- მოწმეების განმარტებები
3.1.2. საბჭოთა პერიოდში, ოცდაათი-ორმოცი წლის წინ, ცაგერი ჩვეულებრივ, სოფლის ტიპის დასახლებას წარმოადგენდა და მხოლოდ ცენტრს ჰქონდა გარკვეული იერსახე, რაც რაიონს ესადაგებოდა. დროთა განმავლობაში რაიონის სახელწოდება ჯერ ქალაქით, ხოლო ამჟამად მუნიციპალიტეტით შეიცვალა. პარალელურად სტალინის ქუჩა აღმაშენებლით, მისივე სახელობის სანაპირო- 9 ა-----–-- ქუჩამ ჩაანაცვლა. ამდაგვარად აღმოჩნდა მისი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ხოლო სანაპიროზე განთავსებული დამხმარე ნაგებობა საღორისა და სასაქონლის სახით,---------–-- ქუჩაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი
- მოწმეების განმარტებები
3.1.3. 9 ა-----–-- ქუჩაზე მოეწყო ასფალტირებული გზა, ცხოვრობს მოსახლეობა, დამხმარე ნაგებობასთან ჩაედინება მდინარე, ეკოლოგიურად არ იყო გამართლებული საღორისა და სასაქონლის არსებობა, შეუსაბამოდ მიიჩნია დამხმარე ნაგებობის იმ ფორმით შენარჩუნება, რაც გააჩნდა და შეუცვალა პროფილი. ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, შეძლებისდაგვარად კეთილმოვაწყო პირადად დროებითი განტვირთვისა და დასვენებისათვის, არასაცხოვრებელი დანიშნულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი
- მოწმეების განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოსარჩელე წარმოადგენს ც------- მ----–----–------–-,---------–-- ქუჩაზე მდებარე 5- კვადრატულ მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ 38 კვადრატულ მეტრ შენობა ნაგებობის მართლზომიერ მფლობელსა და მესაკუთრეს. .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი
- მოწმეების განმარტებები
ს ა მ ო ტ ი ვა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებანი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და დაკმაყოფილებული უნდა იქნას.
5. კანონები, რომლებითც სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 130-ე, 155-ე, 158-ე, 159-ე, 162-ე და 170-ე, 180-ე მუხლებით.
6. სასამართლოს შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად: ,, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა განხორციელება არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ უფლებებზე, რომლებიც განისაზღვრება კონსტიტუციით ან საჯარო სამართლის სხვა კანონებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებ- შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. როგორც მოსარჩელე, ახორციელებ- უძრავ ნივთზე ფაქტობრივი ფლობით, მის ქონებრივ უფლებებ-, რაზედაც პრეტენზია ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე არავის განუცხადებია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-8-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
6.3. ამავე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს უფლებებ-, რომელზედაც ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. კერძოდ, ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება: ა) პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო. ამავე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრულია ხანდაზმულობის საერთო ვადა და ის შეადგენს ათ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, თუ ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობ-, ისინი ითვლებიან თანამფლობელებად. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, ხოლო 159-ე მუხლით, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობ-, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილით, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. ამავე კოდექსის 167-ე მუხლით, თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებ- ამ საკუთრების
უფლებას, თუკი რეგისტრაცია არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ, როგორც საკუთარს.
6.5. საქართვლოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ განვითარებაზე. მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის, კანონი ქმნის განსაკუთრებულ პირობებ-.
სასამართლომ ყურადღება ამახვილებ- იმ გარემოებას, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი რეგიონია, სადაც მოსარჩელეთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონებაზე მოპასუხეთა მხრივ დაუსაბუთებელი პრეტენზიის განცხადება გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია მხარის ეკონომიკური წინსვლის შესაფერხებლად, ვიდრე სხვა რეგიონში და აფერხებ- ამ მხარეში მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას. საქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლის პირველი ნაწილი აღიარებ- საკუთრების უფლებას და ადგენს მხოლოდ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ამ უფლების შეზღუდვის წესს; უშვებ- აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევას, კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით.
6.6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის (შემდგომში კონვენცია) მე–6 მუხლის პირველი პარაგრაფით განმტკიცებული გარანტიები ვრცელდება სამოქალაქო სამართალურთიერთობებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ,,ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით“. აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან დასტურდება, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც იურიდიული, ისე კერძო პირებისათვის.
საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის, ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორინგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა:
,,აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებ- საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებ- კონკრეტულ გარემოებებ-. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებ-, რომ სახელმწიფოებ- შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით
სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.
საქმეში ,,სპორინგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლო მიუთითებ-: ,,პირველი ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუშალოს საკუთრების უფლების დარღვევას“, ,,საკუთრების უფლების ნებისმიერი ხელყოფა უნდა ემსახურებოდეს საჯარო ან საერთო ინტერესით განპირობებულ კანონიერ მიზნებ-. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ ხელყოფა კანონიერ მიზანს ემსახურება, არამედ, დაცული უნდა იყოს პროპორციულობა, სასამართლომ უნდა დაადგინოს, შენარჩუნებულ იქნა თუ არა სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საერთო ინტერესებ-ა და პირის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის მოთხოვნებ- შორის, ამგვარი ბალანსის დადგენა წარმოადგენს კონვენციის განუყოფელ ნაწილს და ასევე, ასახულია პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლში“.
საკუთრების ხელყოფა უნდა პასუხობდეს კანონის გასაგები ფორმით არსებობის (კანონიერების) პრინციპს, რომელიც გარკვევითაა ჩამოყალიბებული პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაში, რომელიც მოითხოვს, რომ ფიზიკურ პირთა საკუთრების უფლების დაცვა უნდა იყოს კანონით დადგენილი პირობების შესაბამისი.
კანონის გასაგები ფორმით არსებობის პრინციპი მოითხოვს ეროვნული კანონმდებლობის სათანადოდ გასაგები და საკმარისად ზუსტი დებულებების არსებობასა და შესრულებას; ეს დებულებები უნდა აკმაყოფილებდეს ,,სამართლის“ ცნების არსებით მოთხოვნებს. ანუ ფორმულირება ,,კანონით დადგენილი წესის შესაბამისად“, არ არის შეზღუდული მხოლოდ შინასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით
საქმეში: Bramelid ahd Malmstrom v. Sveden(განაცხადის N8588/79, 8589/79; 1982), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,როდესაც კანონმდებლობა გავლენას ახდენს პირებს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, სამართლებრივმა ნორმებმა არ უნდა მოახდინონ და შექმნან ისეთი უთანასწორობა, რომ გარიგების ერთმა პირმა თვითნებურად და უკანონოდ წაართვას საკუთრება მეორე პირს“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115–ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
6.7. საყურადღებოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2013 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება #ბ--2--2-(კ-1-), სადაც მოსარჩელის მიერ, სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იქნა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება და მიუხედავდა აღნიშნულისა სარეგისტრაციო ორგანოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე.
აღნიშნულ საქმეში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენას, მოსარჩელის მიერ
წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2--- წლის 15 სექტემბრის №--- ბრძანებულებაში მართლზომიერების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტში მითითებული იყო ,,მებაღის წიგნაკი“, მაგრამ ამავე ბრძანებულებით, მართლზომიერი მფლობელობა შეიძლება ასევე დადასტურდეს ,,სხვა დოკუმენტით“. ამდენად, კანონმდებელმა გამოხატა აშკარა ნება, რომ ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტაციის არ არსებობის შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი შეიძლება დადასტურებულიყო ,,სხვა დოკუმენტითაც“.
საკასაციო სასამართლოს მითითებით მართალია, რომ მოსარჩელის მიერ ვერც ადმინისტრაციულ ორგანოსა და ვერც სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი „მებაღის წიგნაკი“ (მხარის განმარტებით აღნიშნული წიგნაკი ოჯახს დაკარგული აქვს), მაგრამ როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ისე ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უნდა ემსჯელათ იმ გარემოებაზე, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ხომ არ მიეკუთვნებოდა სწორედ იმ ,,სხვა დოკუმენტებს”, რომელთა საშუალებითაც დაინტერესებული პირის მიერ შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება''. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, C--- OF M----- v. B------, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი №----/74, სტრასბურგი, 1--- წლის 13 ივნისი,.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველის დამატებითი ოქმის 1 მუხლი იცავს საკუთრების უფლებას. ამ მუხლის მიხედვით: ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას/ჩამოერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლოს ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა უარი მოპასუხისათვის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 50 (ორმოცდაათი) ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლო თვლის რომ მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, მის მიერ, სასამართლოში განსახილველ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსაჩელე ბ-------- მ-–---–----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. აღიარებული იქნას ბ-------- მ-–---–----ს (პ/ნ 4----------) საკუთრება ც------- მუნიციპალიტეტში,---------–-- ქუჩაზე მდებარე 5- კვადრატულ მეტრ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 38 კვადრატულ მეტრ შენობა ნაგებობაზე.
3.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს ც------- რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასი (მის : ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32 ) ც------- რაიონული სასამართლოს მეშვეობით ( მის: ცაგერი, ლ. ასათიანის N14) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი