გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210019003019601
საქმე N2/303-2--9
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით 17 მ17 მარტი, 2020 წელი ქ. ზესტაფონი შესავალი ნაწილი ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი - სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე - შპს ,,ჰ----- მ-----’’
წარმომადგენლები - დ----- კ-----–----, ი----ა ა----–---–ი,მოპასუხე - ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ა
წარმომადგენელი - თ----- ს---–-----–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ას მოსარჩელე შპს ,,ჰ----- მ-----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს საგარანტიო ვადის გასვლამდე დაკავებული თანხის 11 211.45 ლარის გადახდა.
ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ას მოსარჩელე შპს ,,ჰ----- მ-----ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 336.45 ლარის და ადვოკატის მომსახურეობაზე გაწეული ხარჯის 400 ლარის ანაზღაურება.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2--5 წლის 15 ივლისს მოსარჩელე შპს ,,ჰ----- მ----ს’’ და მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს გამგეობას შორის (დღეის მდგომარეობით ხარაგაუულის მ----–----–-------ს მ----ა) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის მხრიდან დაბა ხარაგაულში არსებული ,,ღია ესტრადის’’ და მიმდებარე ,,პარკის’’ რეაბილიტაციის, შეკეთების და რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების ჯამ----- ღირებულება შეადგენდა 449 999 ლარს. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2--5 წლის ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედევის ვადად მიეთითა 2--5 წლის 31 დეკემბერი. 2--5 წლის 13 ნომბერს მხარეების მიერ კანონის დაცვით ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა ცვლილებები შესასრულებელი სამუშაოს სახეობის და სამუშაოს შესრულების ვადის ერთი თვით 2--5 წლის 30 ნოემბრამდე გადაწევის შესახებ. ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროს და ადგილზე, რომელიც დადასტურებული-მიღებული იქნა ,,შემსყიდველის’’ მიერ მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერით. შემსყიდველის მიერ მოსარჩელისთვის ასანაზღაურებული თანხის ოდენობამ შადგინა 448 458.26 ლარი. 2--5 წლის 07 დკემბერს N15/12-5 კრებსით საექსპერტო დასკვნით დასტურდება, რომ შპს ,,ჰ----- მ-----ს’’ მიერ შესრულებული სამუშაოები სრულად აკმაყოფილებდა N2-- ხელშეკრულებით, ასევე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და საქართველოში დღეის მდგომარეობით მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესებით დადგნილ პირობებს. ხელშეკრულების 4,6 პუნქტის თანახმად სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით „შემსყიდველის“ მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოთა ღირებულების 5 პროცენტი, რომლის ნახევრის 2,5 პროცენტის დაბრუნება მოხდებოდა სამუშაოების სრული დასრულებისა და „შემსყიდველის“ მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი (აღნიშნული თანხის დაკავების ფორმას განსაზღვრავს შემსყიდველი) სამუშაოების საგარანტიო ვადის 2 (ორი) წლის გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში თუ “შემსყიდველის“ მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან-უხარისხობა. „მიმწოდებელს“ აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე. ამგვარი აქტი კი საქმეში არ არსებობს და მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ასეთი აქტი საერთოდ არ შედგენილა მოპასუხის მხრიდან და შესაბამისად არ მოიპოვება გამგეობაში(მ----აში). ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ ობიექტზე გამოვლინდა ხარვეზები, თუმცა აღნიშნული არ იყო გამოწვეული მოსარჩელის ბრალით. მოპასუხეს ევალებოდა რეაბილიტირებული ობიექტის მოვლა და დაცვა, რასაც იგი არ ახორციელებდა. აღნიშნულის მიუხედავად, ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ის თხოვნის საფუძველზე რამდენჯერმე თავისი კეთილი ნებით და საკუთარი ხარჯებით შეაკეთა ობიქეტი. მოსარჩელემ ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.6 პუნქტის თანახმად, საგარანტიო ვადის 2 (ორი) წლის გასვლის შემდეგ მიმრთა ,,შემსყიდველს’’ - ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ას დაკავებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების 2.5%-ის -11 211.45 ლარის ანაზღაურებაზე, რაზეც ,,შემსყიდველმა’’ უარი განაცხადა. მოითხვს მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს საგარანტიო თანხის მეორე ნახევრის -11 211.45 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხ---------–-ს მ----–----–-------ს გამგეობასა და შპს ,,ჰ----- მ----ს’’ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება და შესაბამისად შპს ,,მ–----------ს’’ მიერ შედგენილი კრებსით საექსპერტო დასკვნა არ წარმოადგენს მტკიცებულებას ორწლიან საანგარიშო პერიოდში ღია ესტრადაზე გამოვლენილ ხარვეზთან დაკავშირებით, რადგან ღია ესტრადაზე გამოვლენილი ხარვეზები წარმოიშვა საგარანტიო პერიოდში, ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ. დასკვნა, რომელიც წარმოდგენილია საქმეში არ არის მტკიცებულება, რომ ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ საგარანტიო პერიოდში არ გამოვლინდებოდა ხარვეზები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მირ შექმნილი ინსპქტირების ჯგუფის ან კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს საგარანტიო თანხა არ აუნაზაღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებადე. საგარანტიო პერიოდში გამოვლინდა დეფქტები, თუმცა იგი მოსარჩელის მიერ გამოსწორებული არ არის. შესაბამისად, არ არსებობს თანხის ანაზღაურების ვალდებულება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1 . 2--5 წლის 15 ივლისს, მოსარჩელე შპს ,,ჰ----- მ----სა’’ და მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს გამგეობას (ამჟამადხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ა) შორის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა დაბა ხარაგაულში არსებული "ღია ესტრადის" და მიმდებარე "პარკი"-ს რეაბილიტაციის, შეკეთების და რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამ----- ღირებულება შეადგენდა 449 999 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება უნდა დასრულებულიყო 2--5 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით. მოქმედების ვადად მიეთითა 2--5 წლის 31 დეკემბერი. 2--5 წლის 13 ნოემბერს მხარეების მიერ ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება სამუშაოს შესრულების ვადის ერთი თვით - 2--5 წლის 30 ნოემბრამდე გადაწევის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2--5 წლის 15 ივლისის N2-- ხელშეკრულება;
2--5 წლის 13 ნოემბრის შეთანხმება;
-მხარეთა განმარტებები;
3.2. მოსარჩელე შპს ,,ჰ----- მ----სა’’ და მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს გამგეობას (ამჟამად ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ა) შორის 2--5 წლის 15 ივლისს გაფორმებული N2-- ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ერთჯერადად (ან/და ეტაპობრივად) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2--5 წლის 15 ივლისის N2-- ხელშეკრულება;
-მხარეთა განმარტებები;
3.3 მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.6 პუნქტის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, ,,შემსყიდველის’’ მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქინება შესრულებული სამუშაოების ღირებულბის 5%, რომლის ნახევარი 2.5 %-ის დაბრუნება მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და ,,შემსყიდველის ‘’ მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი (აღიშნული თანხის დაკავების ფორმას განსაზღვრავს ,,შემსყიდველი’’) სამუშაოების საგარანტიო ვადის 2 (ორი) წლის გასვლის შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2--5 წლის 15 ივლისის N2-- ხელშეკრულება;
-მხარეთა განმარტებები;
3.4. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე მხარის მიერ სამუშაოების შესრულება უნდა მომხდარიყო შპს „ს------ი“–ს მიერ 2--5 წელს შედგენილი არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, რომლის დამკვეთი იყო მოპასუხე მხარე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2--5 წლის 15 ივლისის N2-- ხელშეკრულება;
-მხარეთა განმარტებები;
3.5 მოსარჩელე შპს ,,ჰ----- მ----სა’’ და მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს გამგეობას (ამჟამად ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ა) შორის 2--5 წლის 15 ივლისს გაფორმებული N2-- ხელშეკრულების შესაბამისად, „მიმწოდებელმა“ ჩაატარა ე-----------ა შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, მოცულობასა და ფასებზე- სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების დროს. ე-----------ის განხორციელების პროცესში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები:
- მოხდა ობიექტის ვიზუალურ-ტექნიკური დათვალიერება
- პარამეტრების და სამშენებლო ტექნიკურ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობა.
2--5 წლის 7 დეკემბრის კრებსითი საექსპერტო დასკვნის თანახმად, შპს „ჰ----- მ-----ს“ მიერ დაბა ხარაგაულში არსებული ღია ესტრადის და მიმდებარე პარკის რეაბილიტაციის, შეკეთებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები აკმაყოფილებდა N2-- ხელშეკრულებით, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და საქართველოში დღეის მდგომარეობით მოქმედი „სამშენებლო ნორმებისა და წესებით დადგენილ პირობებს''. ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებულია 448 458, 26 ლარის ღირებულების სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2--5 წლის 15 ივლისის N2-- ხელშეკრულება;
-მხარეთა განმარტებები,-ე-----------ის დასკვნა N 5/12-5;
3.6. ხ---------–-ს მ----–----–-------ს გამგებლის 2--5 წლის 19 თებერვლის N4--- ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კონტროლის ჯგუფმა 2--5 წლის 17 დეკემბერს შეადგინა დასკვნა, რომლის თანახმად სამუშაოები შემოწმდა შპს „მშენტექსის“ ექსპერტის ნიკოლოზ ბოკუჩავას მიერ ხ---------–-ს მ----–----–-------ს გამგეობის კონტროლის ჯგუფის წევრების თანდასწრებით, საექსპერტო დასკვნის N5/12-5–ის საფუძველზე. ხ---------–-ს მ----–----–-------ს გამგებელსა და შპს „პესპია მ-----ს“ დირექტორს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი #2-----ს საფუძველზე მოპასუხე მხარემ ჩაიბარა მოსარჩელე მხარის მიერ შესრულებული სამუშაოები, რაც წარმოადგენდა სამუშაოთა შესრულების დასტურს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2--5 წლის 15 ივლისის N2-- ხელშეკრულება;
მიღება-ჩაბარების აქტი;
-მხარეთა განმარტებები;
-ხ---------–-ს მ----–----–-------ს გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი
მოწმე ს------- გ---–--–---–ის განმარტება,3.7 შპს ,,ჰ----- მ----მა’’ შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშსწორებისთვის წარადგინა ოთხი შესრულება. ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებიდან მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ამ მოსარჩელეს აუნაზღურა 437 246,79 ლარი, გარდა საგარანტიოდ დაკავებული თანხის 2,5%-ის - 11 211,45 ლარისა, რომლის ანაზღაურებაც უნდა განხორციელებულიყო საგარანტიო ვადის- 2 წლის გასვლის შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მიღება-ჩაბარების აქტები;
მხარეთა ახნსა-განმარტებები;
3.8 მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.6 პუნქტის შესაბამისად, საგარანტიო ვადის 2 (ორი) წლის გასვლის შემდეგ, მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს დაკავებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5 პროცენტის - 11 211,45 ლარის ანაზღაურებაზე, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ რეაბილიტირებულ ობიექტზე თავი იჩინა სხვადასხვა სახის დარღვევებმა, კერძოდ რომ სცენა არ იყო ნორმალურად გასწორებული და იატაკი საჭიროებდა დამატებით დამუშავებას, წყლის ჩასვლის გამო დაზიანებული იყო კედლები, ჭერი და იატაკი, მოითხოვა მათი გამოსწორება და აღმოფხვრა მოსარჩელის ხარჯებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2--5 წლის 15 ივლისის N2-- ხელშეკრულება;
-მხარეთა განმარტებები;
ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ის წერილები
3.9 მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.6 პუნქტის თანახმად თუ “შემსყიდველის“ მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნებოდა შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან-უხარისხობა, „მიმწოდებელს“ საგარანტიო თანხა არ აუნაზღაურდებოდა დეფექტების გამოსწორებამდე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საგარანტიო ვადაში კომისიას ობიექტი არ შეუმოწმებია, სამუშაოთა ნაკლი არ გამოუვლენია და ასეთი აქტი არ შედგენილა.
-2--5 წლის 15 ივლისის N2-- ხელშეკრულება;
-მხარეთა განმარტებები;
3.10 ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ის მიერ დაფიქსირებული ხარვეზები არ არის გამოწვეული მოსარჩელის ბრალით, ვინაიდან სცენის სახურავის შეკეთება არ შედიოდა მოსარჩელის მიერ შესასრულებელ სამუშაოებში. სახურავის ხარისხზე და მისგან გამოწვეულ ზიანზე მოსარჩელე არ იყო პასუხისმგბელი. შესრულებული სამუშაოები მოპასუხე მხარემ მიიღო 2--5 წლის 17 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2--5 წლის 15 ივლისის N2-- ხელშეკრულება;
-მოსარჩელის განმარტება;
-შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი
3.11 მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ამ შესრულებული სამუშაოს მიღებიდან თვენახევრის შემდეგ, 2--6 წლის 11 თებერვლიდან მოითხოვა ახალი სამუშაოს შესრულება მოსარჩელისგან. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის ბრალით არანაირი ხარვეზი არ გამოვლენილა და შესრულებული სამუშაო უკვე მიღებული ჰქონდა მოპასუხეს, მოსარჩელემ თავისი კეთილი ნების საფუძველზე მაინც ჩაატარა რიგი სამუშაოები, კერძოდ სცენაზე არსებული ხის იატაკი, რომელიც მოსარჩელე მხარეს შეღებილი ჰქონდა ხის საღებავით, რაც გათვალისწინებული იყო პროექტით, მოპასუხე მხარის თხოვნით მოიხვეწა და შეიღება ლაქით. ასევე შეკეთდა წყლის ჩასვლის გამო დაზიანებული კედლები და ჭერი, ხელახლა გაკეთდა ელექტროგაყვანილობისა და სანტექნიკის მოპარული მოწყობილობები. ნაგვისაგან- ნაძვის წიწვებისა და ხის ტოტების ნარჩენებისგან გაწმინდეს სახურავის საწვიმარი ღარები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2--5 წლის 15 ივლისის N2-- ხელშეკრულება;
-მოსარჩელის წარმომადგნელის განმარტება;
-მოწმე ს------- გ---–--–---–ის განმარტება
-მოწმე ზურაბ გიორგაძის განმარტება
-მოწმე ვარლამ თავზარაშვილის განმარტება
-შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი
3.12 მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს გამგეობას (მ----ას) ევალებოდა რეაბილიტირებული ობიექტის მოვლა და დაცვა, რასაც იგი არ ახორციელებდა. შესრულებული სამუშაოს მიღების შემდეგ , ობიექტი არ იყო დაცული და იძარცვებოდა, თუმცა ხ---------–-ს მ----–----–-------ს გამგეობას დაცვა არ აუყვანია. ამასთან სახურავის საწვიმარი ღარები პერიოდულად ივსებოდა ნაძვის წიწვითა და ნაგვით, რამაც გამოიწვია ჭერის დაზიანება და წყლის ჩამოსვლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება;
-მოწმე ს------- გ---–--–---–ის განმარტება
-მოწმე ზურაბ გიორგაძის განმარტება
-მოწმე ვარლამ თავზარაშვილის განმარტება
-ფოტოსურათები
3.13. ხ---------–-ს რაიონული შს სამმართველოს უფროსის მოადგილის 2--9 წლის 7 ნოემბრის წერილის თანახმად, ხ---------–-ს რაიონულ სამმართველოში 2--7 წლის 29 მარტს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დაბა ხარაგაულში ღია ესრტადის დაზიანებისა და გაქურდვის ფაქტზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება
ხ---------–-ს რაიონული შს სამმართველოს უფროსის მოადგილის 2--9 წლის 7 ნოემბრის წერილი.
3.14 მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს გამგეობის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო ანტიკოპუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ცენტრალურ სამმართველოში, რომლის მიმართვის საფუძველზე ლ---- ს----------–ის სახელობის ე-----------ის ბ-------ს მიერ გაცემულია N0-------- დასკვნა. მითითებული დასკვნით ,,ობიექტი დათვალისერებულ იქნა ვიზუალურად, ჩატარდა საკონტროლო აზომვები, აზომილ იქნა ხილული სამუშაოები, ფარული სამუშაოები ჩათვლილი იქნა, როგორც ტექნოლოგიურად აუცილებელი. ე-----------ის ჩატარების დროს დადგინდა, რომ ესტრადის კონსრტუქციის მთლიანობა არ იყო დარღვეული ან დაზიანებული. ასევე რიგ ადგილებში დაზიანებული იყო ესტრადის ფასადის მინამაგნეზიტის ფილები, ზოგი მექანიკური ზემოქმედებით, ზოგიც ბუნებრივი პირობების (ატმოსფერული ნალექები) ზემოქმედებით. ასევე დაზიანებული იყო გასახდელის შეკიდული ჭერი, რომელიც შესაძლოა გამოწვეულ იქნას ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო (ობიექტის დათვალიერებისას გასახდელის სახურავის საწვიმარი ღარი სავსე იყო ნაძვის წიწვითა და ნაგვით, რიგ ადგილებში ბალახიც კი იყო ამოსული, რაც ხელს უშლიდა ღარის წყალგამტარობას. დაზიანებულია მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯარა. კერძოდ მეტლოპლასტმასის კარებიდან და ერთი ფანჯრიდან მთლიანად ამოღებულ იყო მინა პაკეტი. სანკვანძებიდან დემონტირებული იყო პირსაბანი ნიჟარა და შემრევები, ასევე მოხსნილი იყო ერთი უნიტაზი, ასევე დახსნილია ელექტრომოწყობილობები (შტეფსელები, ჩამრთველები და სანათები)ელექტრომოწყობილობები, რომლებიც არ არის მოხსნილი, დაზიანებულია მექანიკური ზემოქმედებთ. ე-----------აზე წადგენილი შპს „ს------ის“ მიერ დაბა ხარაგაულში არსებული ღია ესტრადის და ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტი ძირითადად შეესაბამება საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და მოთხოვნებს. შპს „ჰ----- მ-----ს“ მიერ დაბა ხარაგაულში არსებული ღია ესტრადის და ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე შესრულებული სამუშაოები შეესაბამება შპს „ს------ი“–ს მიერ დაბა ხარაგაულში არსებული ღია ესტრადის და ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს.’’
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება
ლ---- ს----------–ის სახელობის ე-----------ის ბ-------ს N0-------- დასკვნა
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე - შპს ,,ჰ----- მ-----ს’’ სარჩელი საფუძვლიანია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 327-ე, 629-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
2--5 წლის 15 ივლისს, მოსარჩელე შპს ,,ჰ----- მ----სა’’ და მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს გამგეობას (ამჟამადხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ა) შორის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა დაბა ხარაგაულში არსებული "ღია ესტრადის" და მიმდებარე "პარკი"-ს რეაბილიტაციის, შეკეთების და რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამ----- ღირებულება შეადგენდა 449 999 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულება უნდა დასრულებულიყო 2--5 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით. მოქმედების ვადად მიეთითა 2--5 წლის 31 დეკემბერი. 2--5 წლის 13 ნოემბერს მხარეების მიერ ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა ცვლილება სამუშაოს შესრულების ვადის ერთი თვით - 2--5 წლის 30 ნოემბრამდე გადაწევის შესახებ.
ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ერთჯერადად (ან/და ეტაპობრივად) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.
ხელშეკრულების 4.6 პუნქტის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, ,,შემსყიდველის’’ მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქინება შესრულებული სამუშაოების ღირებულბის 5%, რომლის ნახევარი 2.5 %-ის დაბრუნება მოხდება სამუშაოების სრუალდ დასრულების და ,,შემსყიდველის ‘’ მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი სამუშაოების საგარანტიო ვადის 2 (ორი) წლის გასვლის შემდეგ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა (მოქმედებათა) განუხრელად დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან.
დადგენილია, რომ მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და შეთანხმების თანახმად მოსარჩელემ შეასრულა ღია ესტრადის და მიმდებარე პარკის რეაბილიტაციის, შეკეთებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები, რაც აკმაყოფილებდა N2-- ხელშეკრულების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და საქართველოში დღეის მდგომარეობით მოქმედი „სამშენებლო ნორმებისა და წესებით დადგენილ პირობებს“. ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებულია 448 458, 26 ლარის ღირებულების სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით. მოპასუხე ვალდებული იყო შეთანხმებულ ვადაში გადაეხადა თანხა მოსარჩელისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, რის გამოც მოსარჩელე შპს ,,ჰ----- მ-----ს“ მიმართ გააჩნია დავალიანება 11 211.45 ლარის ოდენობით. დღეის მდგომარეობით აღნიშნული თანხა გადახდილი არ არის. დადგენილია, რომ მოსარჩელემ ჯეოროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მოპასუხეს მიაწოდა მომსახურება, ხოლო მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
ხ---------–-ს მ----–----–-------ს გამგებელსა და შპს „ჰ----- მ-----ს“ დირექტორს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების N2---- აქტის საფუძველზე მოპასუხე მხარემ ჩაიბარა მოსარჩელე მხარის მიერ ჯეროვნად შესრულებული სამუშაოები, რაც წარმოადგენდა სამუშაოთა შესრულების დასტურს.
შპს ,,ჰ----- მ-----ს’’ მიერ ჩატარებული იქნა ე-----------ა შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, მოცულობასა და ფასებზე- სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების დროს. ე-----------ის განხორციელების პროცესში ჩატარდა შემდეგი სამუშაოები:
- მოხდა ობიექტის ვიზუალურ-ტექნიკური დათვალიერება
- პარამეტრების და სამშენებლო ტექნიკურ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობა.
კრებსითი საექსპერტო დასკვნის თანახმად, შპს „ჰ----- მ-----ს“ მიერ დაბა ხარაგაულში არსებული ღია ესტრადის და მიმდებარე პარკის რეაბილიტაციის, შეკეთებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები აკმაყოფილებდა N2-- ხელშეკრულებით, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და საქართველოში დღეის მდგომარეობით მოქმედი „სამშენებლო ნორმებისა და წესებით დადგენილ პირობებს“ და ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებულია 448 458, 26 ლარის ღირებულების სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით.
შპს ,,ჰ----- მ----მა’’ შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშსწორებისთვის წარადგინა ოთხი შესრულება. ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებიდან მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ამ მოსარჩელეს აუნაზღურა 437 246,79 ლარი, გარდა საგარანტიოდ დაკავებული თანხების 2,5%-ის - 11 211,45 ლარისა, რომლის ანაზღაურებაც უნდა განხორციელებულიყო საგარანტიო ვადის- 2 წლის გასვლის შემდეგ.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.6 პუნქტის შესაბამისად, საგარანტიო ვადის 2 (ორი) წლის გასვლის შემდეგ, მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს დაკავებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5 პროცენტის - 11 211,45 ლარის ანაზღაურებაზე, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ რეაბილიტირებულ ობიექტზე თავი იჩინა სხვადასხვა სახის დარღვევებმა, კერძოდ რომ სცენა არ იყო ნორმალურად გასწორებული და საჭიროებდა დამატებით დამუშავებას, წყლის ჩასვლის გამო დაზიანებული იყო კედლები, ჭერი და იატაკი, მოითხოვა მათი გამოსწორება და აღმოფხვრა მოსარჩელის ხარჯებით.
დადგენილია, რომ ხ---------–-ს მ----–----–-------ს გამგებლის მიერ შპს ,,ჰ----- მ-----სთვის’’ გაგზავნილ წერილებში დაფიქსირებული ხარვეზები არ არის გამოწვეული მოსარჩელის ბრალით, ვინაიდან სცენის სახურავის შეკეთება არ შედიოდა მოსარჩელის მიერ შესასრულებელ სამუშაოებში. სახურავის ხარისხზე და მისგან გამოწვეულ ზიანზე მოსარჩელე არ იყო პასუხისმგბელი. შესრულებული სამუშაოები მოპასუხე მხარემ მიიღო 2--5 წლის 17 დეკემბერს.
მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ა 2--6 წლის 11 თებერვლიდან ითხოვდა მოსარჩელისგან ახალი სამუშაოს შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის ბრალით ხარვეზები არ გამოვლენილა და კეთილსინდისიერად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კეთილი ნების საფუძველზე მაინც ჩაატარა რიგი სამუშაოები, კერძოდ სცენაზე არსებული ხის იატაკი, რომელიც შეღებილი იყო ხის საღებავით, მოპასუხე მხარის თხოვნით მოხვეწა და შეიღება ლაქით. შეკეთა კედლები და ჭერი, ხელახლა გააკეთა ელექტროგაყვანილობა და სანტექნიკის მოპარული მოწყობილობები.
ლ---- ს----------–ის სახელობის ე-----------ის N0-------- დასკვნით, რომელიც ჩატარადა ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველოს ცენტრალური სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, სადაც გამოძიება დაიწყო ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ის მიმართვის საფუძველზე, ე-----------ის ჩატარების დროს დადგინდა, რომ ესტრადის კონსრტუქციის მთლიანობა არ იყო დარღვეული ან დაზიანებული. რიგ ადგილებში დაზიანებული იყო ესტრადის ფასადის მინამაგნეზიტის ფილები, ზოგი მექანიკური ზემოქმედებით, ზოგიც ბუნებრივი პირობების (ატმოსფერული ნალექები) ზემოქმედებით. დაზიანებული იყო გასახდელის შეკიდული ჭერი, რომელიც შესაძლოა გამოწვეულ ყოფილიყო ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო. ობიექტის დათვალიერებისას გასახდელის სახურავის საწვიმარი ღარი სავსე იყო ნაძვის წიწვითა და ნაგვით, რიგ ადგილებში ბალახი იყო ამოსული, რაც ხელს უშლიდა ღარის წყალგამტარობას. მეტლოპლასტმასის კარებიდან და ერთი ფანჯრიდან მთლიანად ამოღებულ იყო მინა პაკეტი. სანკვანძებიდან დემონტირებული იყო პირსაბანი ნიჟარა და შემრევები, მოხსნილი იყო ერთი უნიტაზი, დახსნილია ელექტრომოწყობილობები , ხოლო ელექტრომოწყობილობები, რომლებივ არ არის მოხსნილი, დაზიანებულია მექანიკური ზემოქმედებთ. ე-----------აზე წარდგენილი ღია ესტრადის და ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტი ძირითადად შეესაბამება საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და მოთხოვნებს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
6. 4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეძილება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით აღიარა მიწოდებული მომსახურების ხარისხი. ორწლიან საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ხარვეზები კი არ იყო გამოწვეული მოსარჩლის ბრალით. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, საგარანტიო ვადაში ხარვეზების არსებობა უნდა შესწავლილი და გამოვლენილი ყოფილიყო ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ, რაზეც უნდა შემდგარიყო სათანადო აქტები შესრულებული სამუშაოს ნაკლის თაობაზე. ასეთი აქტი არ არსებობს, ვინაიდან არც სპეციალური კომისიის და არც ინსპექტირების ჯგუფის მიერ აღნიშნული საკითხები არ შესწავლილა და სამუშაოთა ნაკლოვანებები არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა მოპასუხეს ევალებოდა რეაბილიტირებული ობიექტის მოვლა და დაცვა, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, არსებობს დაკავებული საგარანტიო თანხის ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
6.5 მოსარჩელე შპს ,,ჰ----- მ----მა’’ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილული იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩლეს არ განუმარტავს და მის მიერ არ არის დასაბუთებული, თუ რა მნიშვნელოვანი ზიანი ადგება მას, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 336.45 ლარი, ხოლო ადვოკატის მომსახურებისათვის 400 ლარი, რომლის ანაზღურებაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს შპს ,,ჰ----- მ-----ს’’ სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ჰ----- მ-----ს’’ სარჩელი მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ას (ს/კ 2--------) შპს ,,ჰ----- მ-----ს’’ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 11 211.45 (თერთმეტი ათას ორას თერთმეტი ლარი და ორმოცდახუთი თეთრ) ლარის ანაზღაურება;
3. მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ას (ს/კ 2--------) შპს ,,ჰ----- მ-----ს’’ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 336.45 (სამას ოცდათექვსმეტი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) ლარის ოდენობით;
4. მოპასუხე ხ---------–-ს მ----–----–-------ს მ----ას (ს/კ 2--------) შპს ,,ჰ----- მ-----ს’’ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის 400 (ოთხასი) ლარის ანაზღაურება;
5. მოსარჩელე შპს ,,ჰ----- მ-----ს’’ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
6.გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) მისი ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ზესტაფონი, წერეთლის ქ.№7).
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
9.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა ნიკურაძე