აქციონერების ან/და კრედიტორების კომპენსაციის მიღების უფლებისა და მისი ოდენობის შეფასების მიზნით, შემფასებელმა უნდა განსაზღვროს:

ა) იმ ზარალის ოდენობა, რომელსაც აქციონერები ან/და კრედიტორები, რომლებზეც გავლენა იქონია სარეზოლუციო ინსტრუმენტებმა და უფლებამოსილებებმა, მიიღებდნენ რეზოლუციის თარიღისთვის ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში;

ბ)  ბანკის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით მისი რეკაპიტალიზაციის ან სხვა სარეზოლუციო ინსტრუმენტებისა და უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომ, რესტრუქტურიზებული მოთხოვნების, ან/და აქციონერებისა და კრედიტორების მიერ მიღებული სხვა გადახდების რეზოლუციის თარიღისთვის დისკონტირებული ღირებულება, თუ დისკონტირება საჭიროა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ზარალის ოდენობასთან სამართლიანი შედარებისთვის;

გ) აჭარბებს თუ არა თითოეული კრედიტორისათვის, კრედიტორთა რიგითობის მიხედვით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ზარალის ღირებულება, ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ