1.  მოსალოდნელი ფულადი ნაკადების შეფასებისა და აქტივებისა და ვალდებულებების ძირითადი მახასიათებლების განსაზღვრისთვის, შემფასებელმა უნდა გამოიყენოს საკუთარი ექსპერტული შეფასება, ფულად ნაკადებზე სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და რეზოლუციის გეგმით განსაზღვრული შესაბამისი  სცენარების ზეგავლენის გათვალისწინებით.

2.   თუ რეზოლუციის გეგმით განსაზღვრული სარეზოლუციო ინსტრუმენტები და უფლებამოსილებები ითვალისწინებს ბანკის მიერ აქტივებისა და ვალდებულებების შენარჩუნებას ან/და საქმიანობის გაგრძელებას, შემფასებელმა უნდა გაითვალისწინოს, სამომავლო ფულად ნაკადებზე გავლენის მქონე, სულ მცირე, შემდეგი ფაქტორები:

ა) შეფასების თარიღისათვის არსებულ დაშვებებსა და მოლოდინებში შესაძლო ცვლილებები, აქტივების ფლობის პერიოდის ან ბანკის გაჯანსაღებისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით;

ბ) შემფასებლის მიერ სათანადოდ მიჩნეული შეფასების დამატებითი ან ალტერნატიული  ბაზისი და მეთოდოლოგია, მათ შორის შესაბამისი ინსტრუმენტების კონვერტირების შემდგომი სააქციო ღირებულების შეფასების კონტექსტში.

3. გასხვისების ღირებულების საფუძველზე ფულადი ნაკადების განსაზღვრისას,  შემფასებელმა უნდა გაითვალისწინოს გასხვისების ღირებულებასა და გასხვისების პერიოდზე შესაძლო გავლენის მქონე ფაქტორები, მათ შორის:

ა) გასხვისების ღირებულება და გასხვისების პერიოდი მსგავსი ტრანზაქციებისთვის, ბიზნეს მოდელში და ფინანსურ სტრუქტურაში განსხვავებების გათვალისწინებით;

ბ) ტრანზაქციასთან დაკავშირებული უპირატესობები ან/და ნეგატიური მხარეები, რომლებიც სპეციფიკურია კონკრეტული კონტრაჰენტისთვის ან/და ბაზრის მონაწილეთა გარკვეული ქვეჯგუფისთვის;

გ) გასხვისებისთვის განკუთვნილი აქტივების ან ბანკის ბიზნეს მოდელის მახასიათებლები, რომელიც რელევანტური შეიძლება იყოს მხოლოდ კონკრეტული პოტენციური მყიდველისთვის ან/და ბაზრის მონაწილეთა გარკვული ქვეჯგუფისთვის;

დ) მოსალოდნელი გასხვისების სავარაუდო გავლენა ბანკის ფრენშაიზის ღირებულებაზე;

ე) გასხვისების ხარჯები, რომელიც საჭიროა შესაბამისი აქტივების ან/და ვალდებულებების გაყიდვისათვის შესაბამის მდგომარეობაში მოსაყვანად;

ვ) შესაბამისი აქტივების ან/და ვალდებულებების ნაწილ-ნაწილ ან ერთობლივად გაყიდვით გამოწვეული განსხვავებები საბაზრო ფასსა და სავარაუდო გაყიდვის პერიოდთან მიმართებით.

4. ბანკის სააქციო ღირებულების შეფასებისას  ბანკის მთლიანად გაყიდვის  ან დროებითი ბანკის ინსტრუმენტის გამოყენებისათვის, შემფასებელმა მხედველობაში უნდა მიიღოს ფრენშაიზას ღირებულებასთან დაკავშირებული გონივრული მოლოდინები, რომლებიც შესაძლოა იყოს, მათ შორის, აქტივების განახლების, პორტფელის რეფინანსირების, ან რეზოლუციის ფარგლებში განსახორციელებელი შესაბამისი ქმედებების შედეგი.

5. თუ შემფასებლის მოლოდინით არ არსებობს ბანკის აქტივების ან/და ბიზნესის გასხვისების რეალისტური შესაძლებლობა, გასხვისების ღირებულების ნაცვლად,  უნდა შეფასდეს მოსალოდნელი ფულადი ნაკადები საქმიანობის გაგრძელების ან ბანკის ლიკვიდაციის მიზნებისთვის.

6. თუ სავარაუდოა ლიკვიდაციის რეჟიმის დაწყება, ლიკვიდაციისთვის განკუთვნილი ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების მიმართ შემფასებელმა შესაძლოა განიხილოს გასხვისების ღირებულება და პერიოდი, რომელიც მოსალოდნელია მსგავსი სახის აქტივების, მსგავსი პირობებით აუქციონზე გატანის შემთხვევაში. მოსალოდნელი ფულადი ნაკადების განსაზღვრისას ასევე მხედველობაში მიიღება აქტივების არალიკვიდურობა, ღირებულების განსაზღვრისთვის საჭირო სანდო მონაცემების არარსებობა, და ასეთ მონაცემებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის გამოყენებ