1. სარეზოლუციო უფლებამოსილებების გამოყენების შემდგომი შეფასება უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი შემფასებლის მიერ, სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებიდან მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მათი გამოყენების პროცესის დასრულების მიუხედავად.
2. ყოვლისმომცველი და სანდო შეფასების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შემფასებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი საჭირო სამართლებრივი დოკუმენტაცია, მათ შორის, აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლით განსაზღვრული კრედიტორთა რიგითობის მიხედვით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის და პირობითი მოთხოვნის ჩამონათვალი.
3. ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერების ან/და კრედიტორების მიერ მისაღები ზარალის ოდენობის დადგენის მიზნით, შემფასებელმა უნდა განსაზღვროს იმ წმინდა ფულადი ნაკადების, შესაბამისი განაკვეთის მიხედვით დისკონტირებული მოცულობა და მათი მიღების პერიოდი, რომელსაც აღნიშნული პირები მიიღებდნენ ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამორიცხული უნდა იქნეს როგორც დროებითი სახელმწიფო დაფინანსება, ისე ეროვნული ბანკის მიერ ყველა სახის განხორციელებულიდა პოტენციური ფინანსური დახმარება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომერციულ ბანკს შეეძლო მიეღო სესხი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლისა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად). ფულადი ნაკადების განსაზღვრისას, შემფასებელს შეუძლია ასევე გაითვალისწინოს უახლოეს პერიოდში მსგავსი ფინანსური ინსტიტუტის ლიკვიდაციის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია.
4. ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერთა და კრედიტორთა თითოეული რიგის მიერ მისაღები ზარალის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, შეფასება უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ იმ ფატებისა და გარემოებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც არსებობდა და ცნობილი უნდა ყოფილიყო რეზოლუციის თარიღისთვის და რომლებსაც, შეფასების თარიღისთვის, გავლენა ექნებოდა შესაბამისი აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულებაზე.
5. აქციონერთა და კრედიტორთა თითოეული რიგის მიერ რეზოლუციის პროცესში მიღებული ზარალის განსაზღვრის მიზნით გაითვალისწინება, სარეზოლუციო ინსტრუმენტებისა და უფლებამოსილებების გამოყენების შედეგად მათ მიერ მიღებული ნებისმიერი კომპენსაცია აქციების, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ან/და ნაღდი ფულით ანგარიშსწორების სახით.
6. აქციონერთა და კრედიტორთა თითოეული რიგის მიერ რეზოლუციის პროცესში ფაქტობრივად მიღებული ზარალის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, შემფასებელი უნდა დაეყრდნოს მხოლოდ იმ ფაქტებისა და გარემოებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც არსებობდა აღნიშნული ზარალის ფაქტობრივად მიღების თარიღის ან იმ თარიღებისთვის, როდესაც აქციონერები და კრედიტორები მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას.
7. შეფასების თარიღად მიიჩნევა რეზოლუციის თარიღი, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს ზარალის ფაქტობრივად მიღების თარიღისგან. თუ შემფასებელი მიიჩნევს, რომ თარიღების აღნიშნულ განსხვავებასთან დაკავშირებული დისკონტირების გავლენა უმნიშვნელო იქნება, სარეზოლუციო მოქმედებების იმპლემენტაციის თარიღისთვის არსებული არადისკონტირებული ოდენობა, პირდაპირ შეიძლება შედარდეს იმ ჰიპოთეტურ დისკონტირებულ ოდენობას, რომელსაც აქციონერები და კრედიტორები მიიღებდნენ რეზოლუციის თარიღისათვის ლიკვიდაციის შემთხვევაშ