1. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შერჩევის მიზნით შეფასება მოიცავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 373 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სრულყოფილ შეფასებას, რომელიც ხორციელდება ბანკის მიმართ გამოსაყენებელი სათანადო სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და სარეზოლუციო ინსტრუმენტების შესარჩევად და ამ ინსტრუმენტების გამოყენების პირობების განსასაზღვრად, ნებისმიერი დანაკარგის სრულად იდენტიფიცრების მიზნით. შერჩეული სარეზოლუციო ინსტრუმენტის და უფლებამოსილებების მიხედვით, შეფასების მიზანი შეიძლება იყოს შემდეგი:
ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 374 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების – რეკაპიტალიზაცია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერით ან აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაციით – გამოყენებისას, ჩამოსაწერი ან სხვა ინსტრუმენტებში გადასაკონვერტირებელი დაშვებული აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების მოცულობის განსაზღვრა;
ბ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 377 მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის – ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების გამოყენებისას, იმ აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების მოცულობის განსაზღვრა, რომელიც უნდა გასხვისდეს და შესაბამისი კომერციული პირობების შესახებ ინფორმირება;
გ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 378 მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის, დროებითი ბანკის გამოყენებისას, იმ აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების, მოცულობის განსაზღვრა, რომელიც უნდა გადაეცეს დროებით ბანკს, და ასევე იმ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა, რომელიც უნდა მიიღოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფმა ბანკმა ან/და აქციონერებმა;
დ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3710 მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის – ბანკის რეკაპიტალიზაცია მისი ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით – გამოყენებისას, ჩამოსაწერი ან სხვა ინსტრუმენტებში გადასაკონვერტირებელი დაშვებული ვალდებულებების მოცულობის განსაზღვრა.
2. სრულყოფილი შეფასების განსახორციელებლად შემფასებელმა შესაძლოა გამოიყენოს ორგვარი მიდგომა: ცალკეული აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება (შემდგომში – გრანულარული შეფასება) ან ბანკის მთლიანი სააქციო ღირებულების შეფასება.
3. გრანულარული შეფასება გამოიყენება ცალკეული აქტივებისა და ვალდებულებების დონეზე ან მათი ჯგუფების დონეზე შეფასებისათვის და გარდა საბალანსო აქტივებისა და ვალდებულებებისა მოიცავს ბალანსგარეშე ერთეულებს (მაგ., დაუზუსტებელი ვალდებულებები, ფრენშაიზის ღირებულება), რომლებსაც გავლენა აქვთ ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების მთლიან ღირებულებაზე. სააქციო ღირებულების შეფასების მიდგომის გამოყენება მიზანშეწონილია ბანკის მთლიანად გასხვისების, დროებითი ბანკისათვის აქციების გადაცემის ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 374 ან 3710 მუხლებით განსაზღვრული ინსტრუმენტების და უფლებამოსილებების გამოყენებისას, შესაბამისი კონვერტაციის განაკვეთის განსაზღვრის მიზნით.
4. ეროვნულ ბანკსა და დამოუკიდებელ შემფასებელს შორის კომუნიკაცია, რეზოლუციის ფარგლებში განსახორციელებელი მოქმედებების შესახებ შემფასებლის ინფორმირების მიზნით, უნდა განხორციელდეს შემფასებლის დამოუკიდებლობის პრინციპის დაურღვევლად. სამართლიანი, გონივრული და რეალისტური შეფასების უზრუნველსაყოფად, შემფასებელს შეუძლია საჭიროებისა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციის საფუძველზე, წარმოადგინოს რეზოლუციის გეგმით განსაზღვრული რეზოლუციის სცენარების ან/და სხვადასხვა სარეზოლუციო ინსტრუმენტისა და უფლებამოსილების გავლენის ამსახველი რამდენიმე შეფასება.
5. თუ შემფასებლის მიერ განსაზღვრული აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება ბანკის მიერ ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი ღირებულებებისგან, შემფასებელმა უნდა გამოიყენოს ბანკის შეფასებაში არსებული დაშვებები, განახლებული ფინანსური ანგარიშგების წარმოსადგენად საჭირო კორექტირებების განსაზღვრისთვის, შესაბამის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობით. იმ დანაკარგების იდენტიფიცირებისას, რომლებიც ვერ აისახება განახლებულ ბალანსში, შემფასებელმა უნდა დააზუსტოს დანაკარგების ოდენობა, მათი განსაზღვრისას გამოყენებული მეთოდები, დანაკარგების რეალიზაციის ალბათობა და სავარაუდო პერიოდი.
6. კაპიტალის ინსტრუმენტების ან/და ვალდებულებების აქციებში კონვერტირების შემთხვევაში, შეფასებამ უნდა განსაზღვროს კონვერტირების შემდგომი ახლად გამოშვებული ან/და შესაბამისი კრედიტორებისათვის გადაცემული აქციების ღირებულება, შესაბამისი კონვერტირების განაკვეთის განსაზღვრის მიზნით.
7. სრულყოფილი შეფასება აგრეთვე უნდა მოიცავდეს შეფასებას, თუ რა ოდენობის ზარალს მიიღებდნენ ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლით განსაზღვრულ კრედიტორთა თითოეული რიგი. აღნიშნული შეფასება არ გამოიყენება იმ კომპენსაციის ოდენობის განსასაზღვრად, რომელიც შეიძლება გაიცეს აქციონერებზე ან/და კრედიტორებზე, თუ ამ შეფასების შედეგად დადასტურდება, რომ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქციონერები ან/და კრედიტორები იმაზე ნაკლებად იზარალებდნენ, ვიდრე მათ იზარალეს ამ კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღები