1. სრულყოფილი შეფასებისათვის შეფასების ბაზისის განსაზღვრისას, შემფასებელი მხედველობაში იღებს რეზოლუციის გეგმით გათვალისწინებულ სცენარებსა და სარეზოლუციო ინსტრუმენტებსა და უფლებამოსილებებს.
2. შემფასებელი განსაზღვრავს ფულად ნაკადებს, რომელსაც ბანკი მოელოდება არსებული აქტივებისა და ვალდებულებებისაგან, სამართლიანი, გონივრული და რეალისტური დაშვებების საფუძველზე, შესაბამისი სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და ინსტრუმენტების განხორციელების შემდეგ. ფულადი ნაკადების დისკონტირება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დისკონტირების განაკვეთის მიხედვით.
3. ფულადი ნაკადები უნდა განისაზღვროს აგრეგირების სათანადო დონეზე, რაც გულისხმობს ცალკეული აქტივების და ვალდებულებს, პორტფელს ან ბანკს მთლიანად, რისკის პროფილში შესაბამისი განსხვავებების გათვალისწინებით.
4. თუ სარეზოლუციო უფლებამოსილებები ან/და რეზოლუციის გეგმით განსაზღვრული შესაბამისი სცენარი ითვალისწინებს აქტივებისა და ვალდებულებების ბანკის მიერ შენარჩუნებას, შემფასებელმა შეფასების ბაზისად უნდა გამოიყენოს ნორმალურ საბაზრო პირობებში არსებული ფლობის ღირებულება.
5. დროებითი ბანკის ან/და ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებისას, შეფასების ბაზისად გამოიყენება გასხვისების ღირებულება, გასხვისებისათვის საჭირო სავარაუდო პერიოდის გათვალისწინებით. რეზოლუციის სცენარით განსაზღვრული შესაბამისი სარეზოლუციო ინსტრუმენტების მიხედვით, შემფასებელმა გასხვისების ღირებულებაში უნდა გაითვალისწინოს შესაბამისი აქტივებისა და ვალდებულებების დაჩქარებული გასხვისებით გამოწვეული საბაზრო ფასის შემცირება. იმ აქტივების გასხვისების ღირებულების დასადგენად, რომელთა ლიკვიდური ბაზარი არ არსებობს, შემფასებელმა შესაძლოა გაითვალისწინოს მსგავსი აქტივებისა და ვალდებულებების მიმოცვლისათვის გამოყენებულ ბაზრებზე არსებული დაკვირვებადი ფასი, ან/და მოდელების გაანგარიშება დაკვირვებადი ბაზრის პარამეტრების გამოყენებით. არალიკვიდურობის ფაქტორი უნდა აისახოს დისკონტირების განაკვეთში. ბანკის მთლიანად გასხვისების ან დროებითი ბანკის სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებისას, გასხვისების ღირებულებაში ასევე უნდა აისახოს ფრენშაიზის ღირებულება.
6. ფულადი ნაკადების დისკონტირების განაკვეთში უნდა აისახოს შემდეგი ფაქტორები: ფულადი ნაკადების მიღების პერიოდი, რისკის პროფილი, ფინანსირების ხარჯები, საბაზრო პირობები შესაფასებელი აქტივებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, გასხვისების სტრატეგია და ბანკის რეზოლუციის შემდგომი ფინანსური მდგომარეობ