1. სრულყოფილი შეფასება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საოპერაციო დანახარჯების შესახებ, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს ლიკვიდაციის ან/და სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების ხარჯებს. კაპიტალის შევსებასთან დაკავშირებული დანახარჯები არ არის საოპერაციო დანახარჯების ნაწილი და შეფასების მიზნებისთვის წარმოადგენს დამოუკიდებელ კატეგორიას.

2. საოპერაციო დანახარჯებთან ერთად შეფასება უნდა ასახავდეს სავარაუდო პოზიტიურ ეფექტებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სავარაუდო დანახარჯების შემცირება ან/და შემოსავლის ზრდა, სინერგიის ეფექტებიდან გამომდინარე.

3. აქტივებისა და ვალდებულებების (მათ შორის, პირობითი აქტივებისა და ვალდებულებების და მათი ჯგუფების) შეფასებაში საოპერაციო დანახარჯები, ისევე როგორც დანახარჯების სავარაუდო შემცირება და სინერგიის ეფექტები განხილული უნდა იყოს როგორც ცალკე კატეგორია. ამასთან, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ერთი და იგივე ეფექტების მრავალჯერ გათვალისწინება.

4. სააქციო ღირებულების შეფასებისას, საოპერაციო დანახარჯები და სინერგიის ეფექტები გაითვალისწინება ფულადი ნაკადების გაანგარიშებაშ